Village Park for Shashiani - All Activity

Giorgi Paradashvili commented

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში ახალგაზრდებს არ გააჩნდათ თავშეყრის ადგილი, სადაც აზრთა გაცვლა-გამოცვლასა თუ აქტუალურ თემებზე საუბარს შეძლებდნენ. ისინი იკრიბებოდნენ ძველი პარკის ტერიტორიაზე, სადაც უფასო ინტერნეტზე წვდომის საშუალება ჰქონდათ. პროექტის განხორცელებაში მოხალისეობრივად მონაწილეობა მიიღო 20-მამაკახმა და 10-ქალმა. იდეის ავტორმა ნინომ და კახელმა ახალგაზრდებმა სურვილი გამოთქვეს კვლავ აღედგინათ პარკი. მაგიდების, ტრენაჟორებისა თუ სხვადასხვა ინფრასტრუქტურის დახმარებით შეძლეს შეექმნათ ახალგაზრდული სკვერი, რომელიც პოპულარიაზიაციას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესს, გარემოზე ზრუნვასა და უზრუნველყოფს აქტუალური თემების კულტურულ სივრცეში განსახილველ გარემოს.

lali gabunidze commented

აქ მსჯელობენ, კამათობენ და იღებენ გადაწყვეტილებებს.

lali gabunidze commented

სკვერი მეგობრების სასიამოვნო შეხვედრების ადგილად იქცა.

lali gabunidze commented

ტრენაჟორები დილიდან საღამომდე ბავშვებს ვერ იტევს.

lali gabunidze commented

აიწონა-დაიწონას დამონტაჟებამ ბავშვებში დიდი სიხარული გამოიწვია

lali gabunidze commented

დღეს სკვერი ასე გამოიყურება

lali gabunidze commented

დასრულდა სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები, დამონტაჟდა განათება,აიწონა-დაიწონა და ლითონის კონსტრუქციები.სოფლის მოსახლეობას, და არა მხოლოდ მათ, გვიანობამდე შეუძლიათ ისარგებლონ სკვერით.
მადლობას გიხდით პროექტის დაფინანსებისა და თანადგომისთვის.თვენს გარეშე საოცნებო კუნძულის მოწყობა შეუძლებელი იქნებოდა.

პატივისცემით ნინო და ლალი

lali gabunidze commented

სკვერის კეთილმოწყობის საქმეში თავისი წვლილი შეაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია "World Vision"-ს, რომელმაც საკუთარი სახსრებით შეგვიძინა სკვერის განათებისთვის საჭირო გოფრირებული მილი და კაბელი.შეგვპირდა დახმარებას ძველი სკამების აღდგენისათვის საჭირო მასალის შეძენაში.
ტრაქტორით სკვერის ტერიტორიის მოსწორების შემდეგ გამოჩნდა დიდი რაოდენობის: ქვა, მიწა,ნაგავი, რომელიც იმავე საღამოს,უამინდობის მიუხედავად, გატანილ იქნა მოხალისეების მიერ მოტანილი ტექნიკით.
ტექნიკის მოძიებაში დიდ დახმარებას გვიწევს სოფლის თვითმმართველობის ხელმძღვანელობა, რომელიც ასევე ყურადღებას აქცევს სამოშაოების მიმდინარეობას და თავისუფალ დროს თვითონაც ასრულებენ ფიზიკურ სამუშაოებს.

lali gabunidze commented

გასუფთავებულ ტერიტორიაზე მოინიშნა რკინის კონსტრუქციების დასამონტაჟებელი ადგილები,მოითხარა ორმოები და მოხდა სიტყვიერი შეთანხმება მონტიორთან, რომელიც დაამონტაჟებს სკვერის განათებას. სოფელში გამოჩნდნენ მოხალისეები, რომლებმაც მოასწორეს სკვერის ტერიტორია,როგორც ხელით ასევე ტრაქტორით.

lali gabunidze commented

მეორე დღეს დამუშავდა ბილიკების გასაკეთებელი ტერიტორია.ადგიმობრივმა გამგეობამ მოიტანა ე.წ. "შებელი". მოითხარა და კეთილმოეწყო დაბილიკებული ადგილი.

lali gabunidze commented

17 სექტემბერს მოხდა სკვერის ხელახალი დასუფთავება და ტერიტორიის მომზადება ინვენტარის დასამონტაჟებლად. დასუფთავების აქციას შეუერთდა მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც ეხმარებოდა ბავშვებს და სიამოვნებით ასრულებდა საჭირო სამუშაოებს. ადგილობრივმა გამგეობამ აქციის მონაწილეები უზრუნველყო:ხელთათმანებით,სამუშაო იარაღებითა და ტომრებით. მოგროვდა და გატანილ იქნა ნაგავი.

lali gabunidze commented

17 სექტემბერს დაგეგმილია სკვერისათვის გამოყოფილი ტერიტორიის განმეორებით დასუფთავება, რადგან უახლოეს დღეებში მოხდეს შეძენილი ინვენტარის დამონტაჟება.

lali gabunidze commented

აგვისტოს ბოლოს მოხდა გასართობი აიწონა-დაიწონას შესყიდვა და მოვახდინეთ მისი ტრანსპორტირება თბილისიდან შაშიანში მოხალისეების დახმარებით.

lali gabunidze commented

აგვისტოს თვეშივე ჩატარდა გაზომვითი სამუშაოები განათებისათვის საჭირო ინვენტარის რაოდენობის დასადგენად.შეირჩა ადგილი, სადაც მოხდება ტრენაჟორებისა და გასართობის (აიწონა-დაიწონა)განთავსება.
მოხდა შეთანხმება ინდმეწარმე ვეფხო სოზაშვილთან, რომელიც დაამზადებს ტრენაჟორებს.

lali gabunidze commented

4 აგვისტო. მივიღეთ თანხმობა გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან სოფელსი არსებული საზოგადოებრივი ცენტრის უკან სკვერის განთავსების თაობაზე. სოფლის ხელმძღვანელობა გვპირდება დახმარებას სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებაში.

Tata Adp commented

Project implementation has started in Gurjaani municipality Shashiani community. Letter of allowance has been sent and received back with positive answer from Municipality to arrange square in the center of the village Shashiani. Youth club members together with public school teachers and representatives of Municipality cleaned the existing space. purchasing needed items are in progress.