Let’s discover the nature, let’s become more independent - All Activity

Keti Khachidze commented

დათო, მადლობა დეტალური ინფორმაციისთვის და შთაბეჭდილების გაზიარებისთვის! წარმატებებს გისურვებთ!

DaviTi Bibileishvili commented on comment : Keti Khachidze at: Feb. 5, 2019, 10:37 a.m.

კი ვაპირებთ, გაზაფხულიდან უფრო აქტიურად იქნება მზგავსი ინკლუზიური პროექტები/ლაშქრობები, ამ ეტაპზე 15 მონაწილე ვიყავით და გაზაფხულიდან ესეც გაიზრდება.

DaviTi Bibileishvili commented

მარიამ ქუთელია
შთაბეჭდილება
მიუხედავად იმისა, რომ არაერთ ლაშქრობაში ვყოფილვარ, გადამილახავს რა ბუნებისგან მოვლენილი მრავალი სირთულე, საკუთარ თავს მოლაშქრეს, მაინც, ვერ ვუწოდებ. ალბათ იმიტომ, რომ არ მქონია შემთხვევა ვინმესთვის მესწავლებინოს თუ რა არის ეს (მცირე შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით). ამ პროექტში/ლაშქრობაში ინსტრუქტორის ამპლუაში გახლდით, რაც უდიდეს პასუხისმგებლობას მმატებდა და ამასთანავე, სიამოვნებას მანიჭებდა საკუთარი ცოდნის გაზიარება, აწ უკვე ჩემი მეგობრებისათვის. პროექტის განხორციელებას მოუთმენლად ველოდი და ჩემი იმედები ნამდვილად გამართლდა. პროექტის ფარგლებში საუალება მომეცა შშმ პირებთან მქონოდა ურთიერთობა და დავრწმუნებულიყავი რომ შეზღუდული შესაძლებლობები მართლაც არ არსებობს! მათ ჩვენთან ერთად #აღმოაჩინესბუნება. მიხარია რომ ამის მონაწილე ვიყავი, მიხარია რომ მათთან ერთად თავი მეც #მეტადდამოუკიდებლად ვიგრძენი. ვფიქრობ, რომ პროექტი შედგა. პირადად ჩემთვის, ეს ცხოვრების ახალი, საინტერესო და მრავალფეროვანი გამოწვევა იყო, რომელსაც, მგონია რომ, თავი კარგად გავართვი. ამაზე მეტყველებს პროექტის მონაწილეებს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარება და მომავალში თანამშრომლობის/­მეგობრობის/გუნდური მუშაობის სურვილი და მოტივაცია. ახალი მეგობრების გაჩენა თავისთავად კარგი რამ არის, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესია, როცა აცნობიერებ რა საინტერესო ხალხთან აღმოჩნდი, რომ მხოლოდ შენ კი არ ასწავლი მათ, არამედ ისინი გასწავლიან რომ ცხოვრებაში, არასდროს, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დანებდე!

DaviTi Bibileishvili commented

გოგა გოგოლაძე
ეს ლაშქრობა ჩემთვის ძალიან საინტერესო და აღმაფრთოვანებელი იყო. პირველად ვიყავი მსგავს გარემოში. ცოტაოდენი რამ გავიგე და ჩემ თავზე გამოვცადე ლაშქრობის გამოწვევები. ბუნების შეცნობა ბუნებაში იყო ძალიან სასიამოვნო პროცესი. კარვის გაშლა, კოცონის დანთება , ახალი მეგობრების გაჩენა და ციხეზე ასვლამ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დამიტოვა. ძალიან გამიხარდება კიდევ თუ იქნება მსგავსი პროექტები. მე კი სიამოვნებით ჩავერთვები.

DaviTi Bibileishvili commented

საქართველოში, ბიზნესის სოციალურ-კორპორატიული პასუხისმგებლობა დაბალია, მაგრამ არიან ზოგიერთი ბიზნესი, რომლებსაც გააჩნიათ მაღალი კორპორატიული პასუხისმგებლობა. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ორგანიზაციებს შორისაა: "აჭარაბეთი", რომელმაც ჩვენი პროექტი, "აღმოვაჩინოთ ბუნება, გავხდეთ მეტად დამოუკიდებლები", უზრუნველჰყო ტრანსპორტირებით და საკვებით. ძალიან დიდი მადლობა აჭარაბეთს მხარდაჭერისათვის. მსგავსი აქტივობა კერძო ორგანიზაციების მხრიდან ძალიან ღირებულია, უმნიშვნელოვანესია ჩვენი საზოგადოების განვითარებისათვის.

Keti Khachidze commented

დავით, რამდენი მონაწილე იყავით ჩართული? აპირებთ ამ აღჭურვილობის გამოყენებას კიდევ?

DaviTi Bibileishvili commented

"ახალგაზრდული მუშაობის ბიბლიოთეკა", რომელიც უჩა იაკობიძემ შექმნა ძალიან კარგი წამოწყებაა, რადგან ყველასთვის ხელმისაწვდომ, ინტერნეთ სივრცეში განთავსებული ვიდეოები ცოდნის გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. ახალგაზრდული მუშაობის ექსპერტები ვიდეოებში განიხილავენ ახალგაზრდული მუშაობის ისტორიას, განვითარებას, გამოწვევებს და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს. უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის და შეუძლია ნებისმიერ ადამიანს გაეცნოს ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან, რაც კომფორტულია პირველ რიგში რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, სადაც ყველაზე ნაკლებია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ეს ბიბლიოთეკა საინტერესოა მხედველობაშეზღუდული დაინტერესებული ადამიანებისთვისაც, რადგან ვიდეოების მოსმენის მეშვეობით ცოდნის მიღება ერთ-ერთი სახეა ყველა ადამიანისათვის , მათ შორის,უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის.
იმედი მაქვს, ეს ბიბლიოთეკა ვიდეოებით გამრავალფეროვნდება კიდევ უფრო მეტად და გახდება პოპულარული პლათფორმა ახალგაზრდული მუშაობით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

DaviTi Bibileishvili commented

მეორე დილით ადრე ვდგებით და ოპერატიულად ვემზადებით ქოროღლის ციხის მოსანახულებლად. ვშლით კარვებს და ვასუფთავებთ გარემოს. როცა იქაურობას ადამიანის ყოფნის კვალიც აღარ ეტყობოდა გამოვემართეთ ისტორიული ძეგლების სანახავად. მოვინახულეთ ძველად, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ციხის ნანგრევები და იქვე არსებული, ასევე ისტორიული, ძეგლები. ამით დავასრულეთ ორდღიანი პროექტი და თბილისისკენ გამოვეშურეთ, გზად კი ტაბახმელაში შევჩერდით 1921 წელს დაღუპულ გმირთა მემორიალთან, რათა პატივი მიგვეგო მათი ხსოვნისათვის.
დავბრუნდით თბილისში და ერთმანეთს თანამშრომლობისა და მეგობრობის გაგრძელების იმედითა და სურვილით დავემშვიდობეთ.

DaviTi Bibileishvili commented

დავიყავით, ნაწილი შეშის შესაგროვებლად გაემართა, ნაწილი კი ნივთების მოწესრიგებასა და „სუფრის გაშლას“ შეუდგა.
ცეცხლი დაინთო, თამაში დაიწყო! წავიხემსეთ და სხვადასხვა თამაშობებით გადავწყვიტეთ გართობა. გართობასა და მოლოდინში დრო სწრაფად გავიდა და ამასობაში, კიდევ რამდენიმე მეგობარი შემოგვიერთდა. მათთან ერთად ჰამაკიც კი გავჭიმეთ; ორი მათგანი ფოტოგრაფია, ამიტომ რასაკვირველია უამრავი ფოტო და ვიდეო გადავიღეთ საოცარი მომენტების დროში გასაყინად მოსაღამოვდა და ყველანი ცეცხლის ირგვლივ შემოვიკრიბეთ. სწორედ ამ დროს იწყება ნამდვილი მხიარულება: ყველა საკუთარ სათქმელსა თუ ემოციას გვიზიარებს, ვყვებით ისტორიებს, ვთამაშობთ, ერთმანეთზე მით უფრო მეტს ვიგებთ, მით უფრო აღტაცებულნი ვართ, სამომავლო გეგმებსაც კი ვაწყობთ, ვცდილობთ უფრო გავაგემრიელოთ სასუსნავები და ზოგიერთ მათგანს ცეცხლზე ვწვავთ. ამ დროს ვლინდება ერთმანეთის მიმართ თბილი და მეგობრული დამოკიდებულება, მზრუნველი ბუნება და ერთმანეთის დახმარების სურვილი. მოგვიანებით კარვებში გადავნაწილდით და კოჯრის ტყის სიზმრებს მივეცით თავი ცივი ამინდის მიუხედავად, საღამო მართლაც არაჩვეულებრივად თბილი გამოვიდა!

DaviTi Bibileishvili commented

პროექტის განხორციელებისათვის 3-4 ნოემბერი შეირჩა. ნოემბრის ამ დროს უკვე ზამთრის სუსხი ურევია ჰაერს... აღსანიშნავია, რომ პროექტის მონაწილეები ამას არ შეუშინდნენ. გაგვიმართლა და ეს დღეები მშრალი, მზიანი და უქარო აღმოჩნდა. 3 ნოემბერს 11 საათისთვის ყველანი რუსთაველის მეტროსთან შევიკრიბეთ, საიდანაც დაიწყო ჩვენი თაგადასავალი. სამარშრუტო ტაქსით კოჯრამდე მივედით. ამასობაში, გზაში, ერთმანეთის გაცნობა, მცირე ისტორიების მოყოლა და საერთო ინტერესების აღმოჩენაც კი მოვახერხეთ. კოჯორში ულამაზესი, ყვითლად შეფერილი შემოდგომა დაგვხვდა. პირველი ეტაპი დაბანაკება იყო, საგულდაგულოდ შერჩეულ ადგილას რამდენიმე კარავი ხალისიანად ავაწყვეთ; ახლა უკვე ყველა ჩვენგანმა იცის კარვის გაშლა.

DaviTi Bibileishvili commented

პირველი სალაშქრო მაღაზიასთან დამყარდა კომუნიკაცია. მაქსიმალურად მინიმალურ დროში მოხდა სალაშქრო აღჭურვილობის არჩევა, ინვოისების გაკეთება, გადარიცხვები და პროდუქციის წამოღება. ამ ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდი "ორბელიანი საქართველოსა" და "სპორტმასტერის" წარმომადგენლებს. შემდეგი ეტაპი იყო მოლაშქრე მოხალისეების და მხედველობაშეზღუდული ახალგაზრდების შერჩევა. პარალელურად კი მოლაშქრეების დახმარებით შეირჩა კოჯორში სალაშქროდ უსაფრთხო ადგილი. ყველაფერი მზად იყო, რჩებოდა მხოლოდ ტრანსპორტირება და კვება, რისთვისაც ფინანსები იყო საჭირო... ეს ყველაფერი კი დაგვიფინანსა ერთ-ერთმა წარმატებულმა ქართულმა კომპანიამ, რის შესაღებაც შემდეგ კომენტარში მოგიყვებით.

DaviTi Bibileishvili commented

"აღმოვაჩინოთ ბუნება, გავხდეთ მეტად დამოუკიდებლები"
რამდენიმე წელია მინდოდა, რომ განმეხორციელებინა პროექტი, სადაც მხედველობაშეზღუდული ახალგაზრდები თანაბარ პირობებში შეძლებდა ლაშქრობას სხვა, მხედველობის შეზღუდვის არმქონე თანატოლებთან ერთად. ამ იდეის განხორციელების შესაძლებლობა კი მომცა "ორბელიანი საქართველომ". საგრანტო კონკურსის გამოცხადებისთანავე დავიწყე საპროექტო განაცხადის შევსება. უამრავ კითხვას ვუსვამდი "ორბელიანი საქართველოს" გუნდს. საბოლოოთ, დავწერე პროექტი და მოუთმენლად ველოდი შედეგებს. შედეგები კი იგვიანებდა, მაგრამ მე იმედს არ ვკარგავდი. 27 ოქტომბერს, საღამოს, როცა უნივერსიტეტიდან მოვედი სახლში დაღლილი ფბ შევამოწმე და დამხვდა ორბელიანი საქართველოს კოორდინატორის შეტყობინება: "დავით გამარჯობა, გილოცავ შენმა პროექტმა გაიმარჯვა, დეტალებზე ხვალ დაგიკავშირდებით." ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მოგვიანებით კი "ორბელიანი საქართველოს" ფბ გვერდზეც ვნახე პოსტი, სადაც პირობითი გამარჯვებულების სია იყო. მოუთმენლად ველოდი პარასკევის გათენებას, რათა მეტი ინფორმაცია გამეგო და რას ნიშნავდა ეს, პირობითი გამარჯვება. დაახლოებით 10-11 საათისთვის ტელეფონზე პროექქტების კოორდინატორმა დამირეკა და შეხვედრის დრო დავთქვით. 3 საათზე "ორბელიანი საქართველოს" ოფისში... შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, გავიგე რა უნდა გამეკეთებინა, ჩემი იდეის პირობით გამარჯვებას, პირობითი, რომ მოსცილებოდა. საქმე ბევრი იყო, დრო ცოტა. უნივერსიტეტი და კიდევ 2 მიმდინარე პროექტი, სადაც ყოველ კვირას ვატარებ ტრენინგებს განსხვავებულ თემებზე.
პარასკევს საღამოს დავსახე მთელი პროექტის გეგმა, რომელსაც შემდეგ მოგიყვებით...