ახალგაზრდული ოთახი "ახალგაზრდები გურჯაანისთვის" - All Activity

მარიამ ბაწელაშვილი commented

სტუმრად ჩვენს პარტნიორ და ყველაზე მწვანე პროექტთან. სოფელ გურჯაანის სკოლის მოსწავლეებმა ქაღალდის გადამუშავების ახალი და ძალიან კრეატიული გზა შეიმუშავეს. დღეს ქაღალდის დამზადების პროცესი ჩვენც გაგვაცნეს და ერთად მრავალი სამომავლო გეგმა დავსახეთ

მარიამ ბაწელაშვილი commented

პარალალურად პირველი ვიდეო რგოლი ჩავწერეთ - მომავალში ხომ ჩვენი სივრცე სტუდიის როლსაც შეითავსებს, საიდანაც ლაივ გადაცემისა და ვლოგების ჩაწერას ვგეგმავთ. კამპანია მიზნად საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ფაქტების შეკრებასა და მათი საინტერესო გზით გაშუქებას ისახავს. აღნიშნული ვლოგი პირველია ვიდეო რგოლების სერიიდან "10 საინტერესო ფაქტი" და ლიტერატურის თემატიკას ეხება. ვიდეო facebook პლატფორმაზე კვირის ბოლომდე განთავსდება.

მარიამ ბაწელაშვილი commented

მოხალისეებთან ერთად ოთახის შეღებვაც დავიწყეთ. ჩვენი სივრცე მალე საბოლოო სახეს მიიღებს

მარიამ ბაწელაშვილი commented

ახლა უკვე ყველა რეკვიზიტი გვაქვს და ჩვენ უკვე მზად ვართ ოთახის რეკონსტრუქციის დასაწყებად.

მარიამ ბაწელაშვილი commented

მოხალისეებთან შეხვედრამ პროდუქტიულად ჩაიარა. უამრავმა მათგანმა საკუთარი ინიციატივები გაგვაცნო, რომლებსაც ახალგაზრდულ სივრცეში განახორციელებს.

მარიამ ბაწელაშვილი commented

ჩვენი ახალგაზრდული სივრცისთვის უკვე შევიძინეთ ნივთები. სულ რამდენიმე დღეში კი მოხალისეებთან ერთად უშუალოდ სამუშაოებზე გადავალთ