,,ჩვენი შეხვედრების ადგილი"
Kvemo Kartli, Bolnisi Municipality, სოფელი ხატისოფელი
677 Comments: 0
Goals
Problem statement:
ბოლნისის რაიონის სოფელ ხატისოფელში 390-მდე მაცხოვრებლია. აქ ვცხოვრობთ როგორც ძველი მკვიდრი, ასევე გასული საუკუნის 80-იან წლებში მთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები. ხატისოფელი ერთ-ერთია ბოლნისის მუნიციპალიტეტში 7 ქართული სოფლიდან და იგი აზერბაიჯანულ სოფლებთან ვანათთან და სამტრედოსთან ერთად რაჭისუბნის თემის შემადგენლობაში შედის. შესაბამისად, სოფელს არ გააჩნია საკუთარი ბიუჯეტი, რომ მოაწყოს სოფლის სივრცე. სოფლისთვის გამოყოფილი თანხა ძირითადად წყალმომარაგებას ხმარდება, თუმცა სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემაც, დღემდე ვერ მოგვარდა. სოფელს არ აქვს საბავშვო ბაღი, კეთილმოწყობილი სტადიონი, სკვერი. სკოლაც მეზობელ სოფელ, ვანათში მდებარეობს.
ხატისოფელი ქალაქ ბოლნისიდან 7 კილომეტრით არის დაშორებული და საზოგადოებრივი ტრანსპორტი (რომელიც კორონობის საერთოდ გაჩერებულია) დღეში მხოლოდ ორჯერ დადის, რაც კიდევ უფრო ართულებს კომუნიკაციას. ბავშვები ვერ დადიან სხვადასხვა წრეებზე, რაც იწვევს მიგრაციას. სოფელი ხატისოფელი პირველი იყო, რომელიც ბოლნისის რაიონთან ერთად ჩაიკეტა გაზაფხულზე ორი თვის განმავლობაში. რამაც საკმაოდ დაამძიმა სოფელში ემოციური ფონი. სოფელში დაახლოებით 4-დან 18 წლამდე 65 მოზარდია. მოსახლეობა, ფაქტობრივად, მოწყვეტილია ყოველგვარ გასართობს. სოფელს არ გაგვაჩნია სივრცე, სადაც ახალგაზრდები და უფროსები შევიკრიბებით აზრების გასაცვლელად.
ეს პროექტი ჩვენთვის საუკეთესო შანსია შეხვედრების გარემოს შესაქმნელად. ადგილი, სადაც სკვერი მოეწყობა არის ძველ სოფელსა და აჭარლების უბანს შორის. აქვე არის სოფლის ამბულატურია, სპორტული დარბაზი (ჭიდაობაში საკმაოდ კარგი გუნდი გვყავს), დანგრეული კლუბი, მოუწყობელი სტადიონი და შემდგომი პროექტებით სწორედ ამ სივრცეების კეთილმოწყობა გვინდა. ასევე ვფიქრობთ ბავშვებისთვის გასართობი სივრცის მოწყობას. იმედი გვაქვს ზოგიერთ საკითხში მუნიციპალიტეტის მერიაც დაგვიდგება მხარში.
ჩვენი გუნდი დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა. მას შემდეგ ვცდილობთ სხვადასხვა აქტივობებით ხატისოფლის განვითარებისთვის ზრუნვას. რამდენჯერმე ჩვენი ძალებით ჩავატარეთ დასუფთავებისა და გამწვანების აქციები. ვფიქრობთ, მომავალში ჩამოვაყალიბოთ ორგანიზაცია ,,ახალგაზრდები ხატისოფლისთვის."
How will your initiative achieve/contribute to this change?
პროექტის ბიუჯეტი საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ჩვენი დასახული მიზანი - მოვაწყოთ „ჩვენი შეხვედრების ადგილი“ - პატარა სკვერი, სადაც განთავსდება რამდენიმე სკამი, ნაგვის ურნა, ლამპიონი. შევიძენთ რკინის მასალას საქანელისა და მესერისათვის (მილები, „ტრუბა კვადრატი“, საღებავი), საბეტონე მასალას (ცემენტი, შებენი, ქვიშა). აღნიშნული კონსტრუქციების მონტაჟსა და გამწვანებას უზრუნველვყობთ ჩვენი ფიზიკური შრომით. ასეთი სივრცის არსებობა საშუალებას მოგვცემს ყველა თაობის წარმომადგენელს გვქონდეს შეხვედრების ადგილი. ამასთან, ვფიქრობთ, სოფლის მოსახლეობასა და ახალგაზრდებში გაჩნდება მოტივაცია, გვექნება სტიმული, მეტად აქტიურები გავხდეთ, დავსახოთ სამომავლო გეგმები და სხვა პროექტებშიც აქტიურად მივიღოთ მონაწილება. პროექტი საკმაოდ მდგრადია, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი თემის განვითარებასა და ნაწილობრივ მაინც შეაჩერებს მიგრაციის პროცესს.
What will happen to your initiative and to the purchases?
რადგანაც ჩვენი გუნდი არის პროექტის ინიციატორი, შესაბამისად, ინვენტარს განკარგავს ჩვენი საინიციატივო ჯგუფი სოფლის რწმუნებულისა და მოსახლეობის მხარდაჭერით.
How will initiative provide equal opportunity for men and women?
რასაკვირველია, ,,ჩვენი შეხვედრების ადგილი“ თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, განურჩევლად ასაკის, სქესის, ეროვნებისა და რელიგიური მიკუთვნებისა. ჩვენი შემდგომი პროექტებითაც მიმდებარე სივრცის კეთილმოწყობას შევეცდებით.
Items Needed
Item | Description | Vendor Info | Total | Purchased? |
,,ჩვენი შეხვედრების ადგილი" | ,,ჩვენი შეხვედრების ადგილი" იქნება ის ადგილი, სადაც ყველა თაობის წარმომადგენელი შევიკრიბებით და საკუთარ აზრებს ერთმანეთს გავუცვლით, ასევე სამომავლო გეგმებს დავისახავთ. |
(ლამპიონი-ლალი დეკანოიძე), ( ნაგვის ურნა ინდ.მეწარმე ჯაფარიძე), (რკინისა და საბეტონე მასალა - თენგიზი), (სკვერის სკამი- კომპანია KGROUP)
ლამპიონი (Tbilisi-lighting.ge-ონლაინ საიტი); |
4 730,00 ₾ |
Activity See All Activity
Log in first to add your own comment.Comments