წყალი სიცოცხლეა

Veli Damirchalov
Kvemo Kartli, Marneuli Municipality, სოფელი ხულდარა
710
Comments: 0

Goals

Problem statement:

ცხადია, რომ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში წყალს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ეს არის ჰიგიენის დასაცავად ყველაზე საჭირო ელემენტი. ზუსტად, ამიტომაც დღეს, პანდემიის პირობებში მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა სასიცოხცლო მნიშვნელობის მატარებელია. აღსანიშვანია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ხულდარის მოსახლეობა უკვე წლებია რაც იტანჯება წყლის არასაკმარისი მომარაგების გამო. სოფლის მოსახლეობის 70%-ს სახელმწიფოს მიერ არ აქვს უზრუნველყოფილი როგორც სარწყავი, ასევე სასმელი წყალი. მოსახლეობის ამ ნაწილს საკუთარი ხარჯებით პლასტმასის მილებით გაყვანილი აქვთ წყალი, მაგრამ ეს წყალი დასალევად არ არის ხარისხიანი და ასევე წყაროები ზაფხულობით ქრება. ყველა ამ ფაქტორიდან გამომდინარე სოფლის მოსახლეობა ხშირად მიმართავს სოფლის ცენტრში არსებულ წყაროს. ამ ტერიტორიაზე სხვა წყაროს არარსებობისა და გაფუჭებული ონკანის გამო წყაროსთან გრძელი რიგები ჩნდება. სამწუხაროდ, ეს ერთი წყაროც დანგრეულ მდგომარეობაშია. როგორც წყაროს აუზში, ასევე ირგვლივ ანტისანიტარია სუფევს. გარდა ამისა, მათთვის, ვინც რიგში ელოდება, დასაჯდომი სკამი არ არის, რომ დასხდნენ და დაისვენონ. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდებში მოსახლეობას ესმის კორონა ვირუსის საფრთხე და გრძელი რიგები არ ჩნდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ პანდემიის პირობებში, დაზიანებული წყაროს გამო შეკრებილი პატარა ადამიანთა ჯგუფებიც დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მეორე მხრივ, როგორც ვიცით, ვირუსისგან თავის დასაცავად ყველაზე ეფექტური გზაა ჰიგიენის წესების დაცვა და აშკარაა, რომ ელემენტარული ჰიგიენური პროცედურები წყლის გარეშე წარმოუდგენელია. გარდა ამისა, ამ ბოლო პერიოდებში პანდემიის გამო ჩვენ ყველანი რთულ და ფსიქოლოგიურად დაძაბულ პირობებში ვცხოვრობთ და ამიტომაც წყაროსთან დიდხანს ლოდინი ძალიან უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობის ფსიქოლოგიაზე.

How will your initiative achieve/contribute to this change?

1. წინასწარ წყაროს მესაკუთრეს - ასიფ ბედიევს ინფორმაცია მივაწოდეთ პროექტის შესახებ და მივიღეთ შესაბამისი ნებართვები წყაროს გასარემონტებლად. პროექტის გამარჯვების შემთხვევაში, ასიფ ბედიევი ხელოსნის ანაზღაურებას საკუთარი ბიუჯეტიდან გადაიხდის. ამ პროცესში სოფლის მოსახლეობა, განსაკუთრებით „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვებიან. 2. როგორც ზემოთ აღვიშნეთ წყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაყრილია საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ამიტომაც „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ ახალგაზრდების მიერ მოხალისეობრივად ტერიტორიის მოსაწესრიგებლად ჩატარდება გასუფთავების აქცია. 3. პროექტის ფარგლებში ვაპირებთ ორი დასაჯდომი სკამისა და რამდენიმე რკინის ნაგვის ურნის განთავსებას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან წინასწარ შეთანხმება გვაქვს იმის თაობაზე, რომ პროექტის გამარჯვების შემთხვევაში იზრუნავენ ნაგვის გატანაზე. 4. გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების შემდგომ ჩატარებთ გახსნის ცერემონიას. ამ ცერემონიის ჩატარებაში ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს ის, რომ სოფლის მოსახლეობამ უფრო ახლოს გაეცნოს ჩვენს აქტივობებს და თავად იზრუნოს გარემონტებულ წყაროზე. ასევე გვინდა, რომ ჩვენ მიერ სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის გადადგმული ეს ნაბიჯი სხვებისთვისაც იყოს სამაგალითო.

What will happen to your initiative and to the purchases?

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი წყაროს გარემონტებას მოსახლეობის ცხოვრებას, მითუმეტეს ქალების.

How will initiative provide equal opportunity for men and women?

სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს 1. ვალი დამირჩალოვი. სტუდენტი. ( პროექტის ავტორი) 2. მაგამედ ბაირამალიევი. სტუდენტი (თანაგანმცხადებელი) 3. ურნისა ახმედოვა. აბიტურიენტი ( ორგანიზატოი) 4. აიშაგულ ნაჯაბოვა. მოსწავლე ( წევრი) 5. აისუნ ახმედოვა. აბიტურიენტი. (წევრი) შენიშვნა: პროექტის განხორციელებაში სოფლის მოსახლეობა და ჩვენი ცენტრის ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვებიან.

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
კაპელი

წაროს რემონტისთვის გვჯირდება 10 კვატრატი
10*24=240

gorgia.ge

თბილისი

032 2 960960
240,00 ₾
მეტლახი

6 კვადრატი
6*18=108

gorgia.ge

თბილისი

032 2 960960
108,00 ₾
ცემენტი-მატა

ცემენტი 8
8*14=112
მატა 26
26*13=338
338+112=450

gorgia.ge

თბილისი

032 2 960960
450,00 ₾
საბაღე სკამი

https://gorgia.ge/ka/bagi-dasveneba-da-gartoba/gare-aveji/dzelskami/sabage-skami-yvavili-didi/
2 ცალი
2*537=1074

gorgia.ge

თბილისი

032 2 960960
1 074,00 ₾
ნერგები

https://gorgia.ge/ka/bagi-dasveneba-da-gartoba/gare-zonis-mcenareebi/
12 ცალი ნერგი
12*35=420

gorgia.ge

თბილისი

032 2 960960
420,00 ₾
ნაგვის ურნა

https://gorgia.ge/ka/bagi-dasveneba-da-gartoba/ezos-nagvis-urna/%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1/urna-120lt/
2 ცალი
2*126=252

gorgia.ge

თბილისი

032 2 960960
252,00 ₾
ონკანი

2 ცალი
2*112=224

gorgia.ge

თბილისი

032 2 960960
224,00 ₾
აინფორმაციო ტაბელა

პროექტის ფარგლებში ჩვენს მიერ გარემონტებულ წყაროს ტერეტორიაზე დავამონტაჟებთ საინფორმაციო ტაბელა, რომელიც პროექტის შესახებ იქნება ინფორმაცია მითითებული.

აკრამ გახრამანოვი

ქალაქი მარნეული

557 76 77 27
145,00 ₾
ღობე რკინის

https://gorgia.ge/ka/bagi-dasveneba-da-gartoba/gobe/
20 მეტრა
12*66=792

gorgia.ge

თბილისი

032 2 960960
792,00 ₾
რკინა-ალმატურა

კარის და სხვა აქსესუარების დასამზადებლად საჭირო რკინის მასალა

gorgia.ge

თბილისი

032 2 960960
1 115,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments