ერთი ცის ქვეშ

Shushan Hayrapetyan
Kvemo Kartli, Marneuli Municipality, სოფელი ხოჯორნი
803
Comments: 2

Goals

Problem statement:

ხოჟორნი სომხურ-აზერბაიჯანული საზღვრისპირა სოფელია მარნეულის რაიონში.სკოლაშიც შესაბამისად ორ ენაზე მიმდინარეობს სწავლა,მაგრამ აქაურმა ახალგაზრდები ძალიან ცუდად ან სულ ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას.ცოტა რამ იციან საქართველოზე,მიუხედავად იმისა,რომ მათი სოფელი და თვითონაც საქართველოს ნაწილი არიან.ასეთ სოფლებში მკაფიოდ ჩანს ენის პრობლემა. ამას განაპირობებს ისიც,რომ სოფელი 42 კმ-ითაა რაიონული ცენტრიდან დაშორებული და ტრანსპორტის გამო ისინი მოკლებული არიან კულტურულ-საგანმანათლებლო თუ თეატრალურ ღონისძიებებს. სოფელში არაა ადგილი,სადაც ახალგაზრდები შეძლებენ შეკრებას,ერთმანეთში ინტეგრაციას.
იმისათვის,რომ სოფლის ახალგაზრდებს ჰქონდეთ კულტურული განვითარების საშუალება და სოფლად ახალგაზრდების დამაგრება მოხდეს და არ დაიცალოს სოფელი ლგაზრდებისგან.
დღეს,როგორც ვიცით არაფორმალური განათლება მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრებაში. ხოჯორნელი მოსწავლეები ამასაც მოკლებულნი არიან.მათ არ აქვთ ელემენტალური საშუალება სკოლის შემდეგ შეიკრიბონ და დაგეგმონ რაიმე ღონისძიება,ან უბრალოდ გაერთონ.
სკოლის ტერიტორიაზე არის ფართი,სადაც შეიძლება გაკეთდეს ახალგაზრდული პარკი,რომელიც ხელს შეუწყობს სკოლიდანვე ორი ერთმანეთისგან ეროვნებით და სარწმუნოებით განსხვავებული მოსწავლეების დაახლოებას,თანამშრომლობას და კულტურათაშორის ურთიერთობებს.აქ არა მარტო მოსწავლეები,თემის ახალგაზრდებიც შეძლებენ სხვადასხვა აქტივობებში ჩართვას( გამოფენა,მუსიკალური ღონისძიებები,ფილმების ნახვა და ა.შ)

How will your initiative achieve/contribute to this change?

პირველი თვე:პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტექნიკის შეძენა-დამონტაჟება( 15 დღე შეძენა,15 დღე მონტაჟი) თემის მოხალისეების ჩართულობით. მე-2 თვე: წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარება 1.საკუთარი ნახატების,ხელნაკეთი ნივთების გამოფენა,რომელზეც მოწვეული იქნებიან სოფლის ხელმძღვანელები და მოსახლეობა. სკოლის მასწავლებლების ხანიფა აფანდიევას და შუშანიკ აირაპეტიანის ჩართულობით. 2.სკოლის დრამწრის სპექტაკლი რ. ინანიშვილის ,,ჩიტების გამომზამთრებელი’’ ქართულ ენაზე. ადგილობრივი ქართულ,როგორც მეორე ენის მასწავლებლის ნარინა ასატრიანის ჩართულობით. 3. მუსიკალური ღონისძიება სამ ენაზე ,,ერთი ცის ქვეშ’’ სკოლის მოსწავლეების აქტიური ჩართულობით ,რომელსაც მოამზადებენ სკოლის მასწავლებელი ჰარუთ მკრტჩიანი და კონსულტანტ მასწავლებელი ლალი მარგიანი. მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც ითვალისწინებს რა, განსხვავებულ ეროვნულ თვისებებს, შესაძლებლობებს და განვითარების დონეს და პატივს სცემენ ეროვნულ პოლიტიკას და პრიორიტეტებს ,ამ იდეის განხორციელება ხელს შეუწყობს მრავალეროვანი თემის წევრთა დაახლოებას,თემისა და სკოლის დამეგობრებას და ჩართულობას როგორც სასკოლო,ისე სათემო აქტივობებში და მიმაჩნია სწორედაც აქტუალურად,მორგებულად და სარგებლობის მომტანად. ამ იდეის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში,რომ ხოჯორნში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის და განსხვავებული რელიგიური კუთვნილების წარმომადგენლებს შემდგომში ჰქონდეთ განცდა,რომ ისინი ერთნაირად არიან საქართველოს მოქალაქეები და აქვთ ერთნაირი უფლება-მოვალეობები,შეუძლიათ ერთნაირად ქართველ თანატოლებთან ერთად აქტიურად მიიღონ მონაწილეობა და შეიტანონ წვლილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ამ იდეის განხორციელების შემდეგ ყველა მონაწილეს გაუჩნდება განცდა სრულყოფილებისა და სრულფასოვანი მოქალაქეობისა.მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა,რაც გამოიწვევს თემში დაინტერესებას,გამოცოცხლებას და დამოკიდებულების შეცვლას დადებითი კუთხით.

What will happen to your initiative and to the purchases?

პროექტის ფარგლებში შესყიდული ნივთები დარჩება სკოლაში, რადგან პროექტს ვახორციელებთ სკოლის ტერეტორიაზე.

How will initiative provide equal opportunity for men and women?

ყველა მოსახლე ჩართული იქნება პროექტში და ყველამ თანაბრად ისარგებლებს. 1. შუშანიკ აირაპეტიანი. მასწავლებელი. ( პროექტის ავტორი) 2. აიდა ვერმიშიანი. ახალგაზრდა. ( წევრი) 3. სამა იბადოვა. მასწავლებელი. ( წევრი) 4. ანარ შარიფოვი. მასწავლებელი ( წევრი) 5. არმან ვერმიშიანი. მოსწავლე (წევრი)

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
დინამიკი

საკანცელარიო მაღაზია

აკრამ გახრამანოვი

qalaq marneuli

032 2 960960
620,00 ₾
სათამაშო ნივთები

საკანცელარიო მაღაზია

აკრამ გახრამანოვი

ქალაქ მარნეული

032 2 960960
480,00 ₾
მცენარები

ყვავილი და მცენარების გაზონისთვის

gorgia.ge

თბილისი

032 2 960960
450,00 ₾
ღობე

https://gorgia.ge/ka/bagi-dasveneba-da-gartoba/gobe/

gorgia.ge

თბილისი

032 2 960960
500,00 ₾
საბაღე სკამი

https://gorgia.ge/ka/bagi-dasveneba-da-gartoba/gare-aveji/dzelskami/sabage-skami-yvavili-didi/

gorgia.ge

თბილისი

032 2 960960
1 714,00 ₾
ნაგვის ურნა

https://gorgia.ge/ka/bagi-dasveneba-da-gartoba/ezos-nagvis-urna/

gorgia.ge

თბილისი

032 2 960960
204,00 ₾
მაგიდა, სკამი

https://gorgia.ge/ka/bagi-dasveneba-da-gartoba/gare-aveji/

gorgia.ge

თბილისი

032 2 960960
623,00 ₾
საკანცელარიო

საკანცელარიო ნივთები

აკრამ გახრამანოვი

ქალაქ მარნეული

032 2 960960
350,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments

Shushan Hayrapetyan სკოლის მოსწავლეების და სოფლიოს ახალგაზრდებთან ერთად 13 მაისიდან 23 მაისამდე ვიმუშავეთ მოხალისეობრივად. სკოლის ტერეტორიაზე, წინასწარ არჩულ ადგილზე დაგეგმილი გვქონდა სკვერის მოწყობას. პირველად სკვერის ადგილი დავასუფთავეთ და ბეტონი დავფარეთ. სოფლის მხარდაჭერა მაქსიმალურია დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში
Reply
Shushan Hayrapetyan მოგესალმებით ყველას. პროექტის "ერთ ცის ქვეშ" ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ინვენტარი შევიძინეთ. აქტიურად დავიწყეთ პროექტის განხორციელებას და ვაგრძელოებთ. პროექტის ფარგლებში ხოჯორნის საჯარო სკოლაში გათვალისვინებულია ცკვერის მოწყობას.
Reply