Education for a better life - All Activity

Education for a better life Location: Kvemo Kartli, Marneuli Municipality, ს. სადახლო
trapaidzenatia@gmail.com commented

ორბელიანი საქართველოს დაფინანსებული პროექტი ნაადრევ ქორწინებასა და ბავშვთა შრომაზე დასრულდა. სამოქალაქო კლუბის 23 მოსწავლე, 2 მასწავლებელი და რამდენიმე მშობელი აქტიურად ესწრებოდა ტრენინგებს. მათ მიიღეს საჭირო ინფორმაცია ბავშვთა უფლებებზე და განივითარეს სხვადასხვა უნარი, რომელიც დაეხმარება მომავალში. შეხვედრები იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი. შეძენილი ტექნიკა მაძლევდა საშუალებას ჩამეტარებინა სხვადასხვა აქტივობები. ბოლო შეხვედრაზე მსმენელებმა წარმოადგინეს პოვერ პოინტში შესრულებული პირველი პრეზენტაციები. გვსტუმრობდნენ ხულდარის სათემო ცენტრის ხელმძღვანელები და მსმენელები. დიდი მადლობა ორბელიანი საქართველოს, რომ მოგვცა ასეთი პროექტის განხორციელების შანსი.

Education for a better life Location: Kvemo Kartli, Marneuli Municipality, ს. სადახლო
trapaidzenatia@gmail.com commented on comment : Keti Khachidze at: Feb. 14, 2019, 4:56 a.m.

მოგესალმებით ქეთი. პროექტში ჩართულია 23 მოსწავლე. მათი ასაკი 15-17 წელია. აქედან 22 გოგონაა. ვფიქრობ, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ისინი სკოლას დატოვებენ. მათ პრეზენტაციებს მშობლებიც ესწრებოდნენ და სხვა თვალით შეხედეს ამ რეალობას.

Education for a better life Location: Kvemo Kartli, Marneuli Municipality, ს. სადახლო
Keti Khachidze commented

ნათია, თუ შეიძლება გაგვიზიარე ტრენინგში ჩართული ახალგაზრდების ასაკი. რამდენ მოსწავლესთან იმუშავე დაწყების დღდან დღემდე? რამდენად არსებობს რისკი, რომ გავლენ სკოლიდან?

Education for a better life Location: Kvemo Kartli, Marneuli Municipality, ს. სადახლო
Khanipha Bakirova commented

გუშინ ჩვენს ცენტრს ესტუმრა, სადახლოს პივრელი საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი გმირი მასწავლებელი ნათია ტრაპაიძე. ქალბატონი ნათია ყოველთვის ზრუნავს თავის მოსწავლეებზე. მას ჰყავს ჯგუფი, რომლებიც ყოველთვის ნადრევი ქორწინების წინააღდეგ იბძვის. ჩვენ მათთან ორბელიანი საქართვლეოს ფარგლებში ვთანამშრომლობთ. გუშინდელ შეხვედრაზე კი სტუმრებთან ერთად ვმსჯელეთ, ვისაუბრეთ ახალი გამოცხადებული კონკურსის შესახებ. ამის შემდეგ ჩვენმა ჭადრაკის მოხალისე მასწავლებელმა ჩაატარა ჭატრაკის გაკვეთილი,სადაც ჩვენი მოწვეული სტუმრებიც დიდი ინტერესით და ხალისით ჩაერთვნენ.

Education for a better life Location: Kvemo Kartli, Marneuli Municipality, ს. სადახლო
trapaidzenatia@gmail.com commented

24 იანვარს სკოლის დაწყებასთან ერთად განახლდა ჩვენი კლუბის მუშაობა, დავიწყეთ ტრენინგის მეორე ნაწილი "ბავშვთა შრომა". თემა მძიმე იყო. გაიხსენეს ბავშვთა უფლებები, გაეცვნენ მსოფლიოში და საქართველოში ბავშვთა შრომის სტატისტიკას, მის გამომწვევ მიზეზებს და მოსალოდნელ შედეგებს. იმსჯელეს იძულებითი შრომისგან დამცავ მექანიზმებსა და სოციალური მუშაკის როლზე ამ სფეროში.

Education for a better life Location: Kvemo Kartli, Marneuli Municipality, ს. სადახლო
trapaidzenatia@gmail.com commented

ხუთშაბათი უკვე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემი მოსწავლეებისთვის და ჩემთვის :) , მაგრამ ეს ხუთშაბათი მათი მშობლებისთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მოვახერხეთ და ჩვენ ერთმანეთი გავიცანით. პირველად, ოთხი წლის განმავლობაში, სკოლაში მოვიდნენ მშობლები და დაესწრნენ შვილების მომზადებულ პრეზენტაციებს. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ბებიების გამოჩენა. შეხვედრას დირექტორი და მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. კიდევ ერთხელ ვნახეთ ფილმი "არზუ". ბოლოს გაიმართა დისკუსია.

Education for a better life Location: Kvemo Kartli, Marneuli Municipality, ს. სადახლო
trapaidzenatia@gmail.com commented

დღეს მონაწილეებმა შეაჯამეს წინა ხუთ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციები და ჯგუფურად იმუშავეს შემდეგ საკითხებზე: 1. ნაადრევი ქორწინების მიზეზები. 2. ნაადრევი ქორწინების შეგეგები. 3. ნაადრევი ქორწინების პრევენცია. მოამზადეს პოსტერები. მომავალ ხუთშაბათს გვექნება შეხვედრა მასწავლებლებთან, მშობლებთან და თემის წარმომადგენლებთან. მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციებს და მოვაწყობთ დისკუსიას. იმედია, მშობელთა მხრიდან დაინტერესება იქნება და დაინტერესდებიან აღნიშნული საკითხით.

Education for a better life Location: Kvemo Kartli, Marneuli Municipality, ს. სადახლო
trapaidzenatia@gmail.com commented

ჩაიარა მეხუთე შეხვედრამ. ვფიქრობ, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ამ ხნის განმავლობაში. დღეს მსმენელებს სკოლის ექიმი ესაუბრა ნაადრევი ქორწინების, მშობიარობის და შემდგომი გართულებების შესახებ. ეს თემა ძალიან დელიკატურია და ამასთანავე მეტად საჭირო. გოგონები ძალიან დაინტერესდნენ ამ საკითხით და როგორც აღმოჩნდა მოგვიწევს ამ თემის გაგრძელება.

Education for a better life Location: Kvemo Kartli, Marneuli Municipality, ს. სადახლო
trapaidzenatia@gmail.com commented

დღეს ხუთშაბათია და გვქონდა მეოთხე შეხვედრა გვქონდა. ვნახეთ ქართული ფილმი "ნატვრის ხე". მსმენელები არ იცნობენ ქართულ კინოს. არც "ნატვრის ხე" იცოდნენ. ფილმმა თავიდან მხიარულება და სიცილი გამოიწვია. ენის ცოდნის დონე არაა ისეთი მაღალი აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეებში, რომ ერთი მოსმენით ყველაფერი გაეგოთ, ამიტომ რამდენჯერმე ვნახეთ ზოგიერთი მონაკვეთი. ძალიან მოეწონათ მარიტა და სიუჟეტის ასეთ განვითარებას არ ელოდნენ. ფილმის ბოლოს განხილვა მოვაწყვეთ. მსმენელებმა თქვეს, რომ დღესაც, მართალია იშვიათად, მაგრამ ყიდიან გოგონებს ოჯახები. მთავარია უფროსებმა მოილაპარაკონ და გოგონებს ნაკლებად ეკითხებიან. ეს კი გაუნათლებლობის ბრალია. თქვეს, რომ ფილმში ვინც გიჟი ეგონათ, სწორედ ისინი ყოფილან ჭკვიანები, რომ სიახლეების არ უნდა გვეშინოდეს და არ შეიძლება ადამიანი მარიტასავით მორჩილად შეხვდეს ბედს. აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის.

Education for a better life Location: Kvemo Kartli, Marneuli Municipality, ს. სადახლო
trapaidzenatia@gmail.com commented

დამთავრდა მესამე შეხვედრა. წავიკითხეთ გიორგი ლეონიძის ორი მოთხრობა, "მარიტა" და "ნატვრის ხე". მოთხრობები ნაწილობრივ წავიკითხეთ, რადგან მომდევნო შეხვედრაზე ფილმი უნდა ვნახოთ და მ8ნდოდა ინტერესი მაქსიმალურად შეენარჩუნებინა თ. ძალიან დამეხმარნენ აზერბაიჯანელი კოლეგები. ორივე დაესწრო ამ შეხვედრას და მოსწავლეთა აქტიურობას თუ ვარაუდების გამოთქმაში ორ ენაზე ეხმარებოდნენ.

Education for a better life Location: Kvemo Kartli, Marneuli Municipality, ს. სადახლო
trapaidzenatia@gmail.com commented

დღეს მეორე შეხვედრა გვქონდა. ამ შეხვედრაზე იკლო მოსწავლეთა რაოდენობამ. სყლ 27 მოსწავლე და თემის 3 წარმომადგენელი იყო. აღსანიშნავია, რომ 80% გოგონაა. ვნახეთ ევროკავშირის ინიციატივით გადაღებული ფილმები "კოცნა მარტო კინოშია" და "არზუ. ამ პატარა ფილმებში ბოლნისელი და მარნეულელი მოსწავლეები საუბრობენ ნაადრევ ქორწინებაზე. მათგან რამდენიმეს იცნობენ ჩემი მოსწავლეები. ძალიან ემოციური ტრენინგი იყო. მონაწილეებმა მთხოვეს სკოლაში მოვიწვიოთ ფილმის გმირი, აზერბაიჯანელი გოგონა არზუ. უკვე ვესაუბრე მას და დეკემბერში გვეწვევა. ფილმების ნახვის შემდეგ მოვაწყვეთ დისკუსია ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე.

Education for a better life Location: Kvemo Kartli, Marneuli Municipality, ს. სადახლო
trapaidzenatia@gmail.com commented

დღეს მეორე შეხვედრა ნგვქონდა. ვნახეთ ევროკავშირის ინიციატივით გადაღებული ფილმები "კოცნა მარტო კინოშია" და "არზუ. ამ პატარა ფილმებში ბოლნისელი და მარნეულელი მოსწავლეები საუბრობენ ნაადრევ ქორწინებაზე. მათგან რამდენიმეს იცნობენ ჩემი მოსწავლეები. ძალიან ემოციური ტრენინგი იყო. ფილმების ნახვის შემდეგ მოვაწყვეთ დისკუსია ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე.

Education for a better life Location: Kvemo Kartli, Marneuli Municipality, ს. სადახლო
trapaidzenatia@gmail.com commented

საჭირო ტექნიკას და საკანცელარიო ნივთებს ვიყიდით! ვუთხარი მოსწავლეებს. მათ ტელევიზორი უფრო უხაროდათ, მე პრინტერი. მადლობა თქვენ ამისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგისთვის რესურსები შევიძინე, შერჩევის პროცესი პირველიდან შვიდ ნოემბრამდე გამიგრძელდა და რომ არა ქალბატონი ნათია რეხვიაშვილის გულისხმიერება და დახმარება, ძალიან გავწვალდებოდი. პირველი შეხვედრა 8 ნოემბერს იყო. სადახლოს #1 საჯარო სკოლის 34 მოსწავლე დაესწრო ტრენინგს ნაადრევ ქორწინებაზე. ნივთებს ხვალ ავიტან სკოლაში.