გზა სანაგვიდან სარეკრაციო ზონამდე

Gvantsa Tvaliashvili
Kvemo Kartli, Gardabani Municipality, სოფელი მარტყოფი
628
Comments: 0

Goals

Problem statement:

ზოგადად სოფელ მარტყოფში, არის დაბინშურების პრობლემა, კერძოდ ყველანაირი ნარჩენების გადაყრა ბუნებაში. სამწუხაროდ ყველა უბანი არ არის აღჭურვილი ნაგვის ურნებით. ტევალის უბანში, სადაც არ დგას ნაგვის ურნები, მოსახლეობამ ნაგავსაყრელად აქცია ხევი, რომელიც ძალიან ახლოს მდებარეობს დასახლებული პუნქტიდან და არის ბუნების ნაწილი.
ბავშვობიდან მოყოლოებული ეს იყოს ოაზისი ჩვენთვის გვესეირნა ამ ადგილას, დაგვეკრიფა მინდვრის ყვავილები და შეგვეგრძნო ბუნების ჰარმონია, თუმცა, ახლა ამ ადგილას არის საშინელი სუნი, ანტისანიტარია და არაესთეტიკური გარემო, სადაც განტვირთვა და ბუნებით ტკბობა შეუძლებელი ხდება.
ჩემი და ჩემი გუნდის სურვილია, შევცვალოთ ზემოთ აღწერილი სურათი და ეს ბუნების რესურსი, რომელიც ძალიან ახლოს მდებარეობს მთავარი ქუჩიდან გადავაქციოთ სარეკრაციო ზონად, სადაც ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება მოსწყდეს ყოველდღიურ საქმიანობას გაისეირნოს და განიტვირთოს.
ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის პირველ რიგში იმიტომ რომ დავანახებთ როგორ უნდა იქნას ბუნების რესურსი გამოყენებული სწორად, მეორე ის ფაქტი რომ შემცირდება ჰაერის და გარემოს დაბინძურება, რაც არა მარტო ჩვენს, არამედ გლობალურ კლიმატურ პრობლემებს იწვევს.

How will your initiative achieve/contribute to this change?

იმისათვის რომ ზემოთ აღწერილ ცვლილებას მივაღწიოთ, პირველ რიგში უნდა მოვახდინოთ არსებული ნაგავსაყრელის დახურვა რაც გულისხმობს მიწის დიდი ფენით დაფარვას, ამაში ხელს გვიწყობს მიმდებარე ტერიტორიის ლანდშაფტი, რომელიც არის გორას მაგვარი, შესაბამისად ტრაქტორით შეგვიძლია მოვჭრათ მიწა და დავმარხოთ ხევი-სანაგვე. პარალალურ რეჟიმში შევიძინოთ ნაგვის ურნები და განვათავსოთ ამ უბანში მცხოვრები მოსახლეობისთვის. შემდეგ უკვე შეგვეძლება პროექტის სათაური გავაცოცხლოთ და ნაგავსაყრელი ვაქციოთ სარეკრაციო ზონად, სადაც შეგვეძლება განვათავსოთ რამოდენიმე სკამი, დავკიდოთ საქანელები ბავშვებისთვის და გავაკეთოთ ფრენბურთის ბადე. მოსახლეობაში შევაგროვოთ სხვადასხვა მცენარეები და ყვავილები, რომლებიც დაირგვება მათი ჩართულობით. ჩვენ გვჯერა, რომ ასეთ გარემოში აღარავის მოუნდება ნაგვის გადაყრა და ყველა ასაკის ადამიანი ისიამოვნებს ამ ბუნებრივი სიმდიდრით რასაც ჰქვია გქონდეს სარეკრეაციო ზონა.

What will happen to your initiative and to the purchases?

შესყიდული ნივთები, იქნება კლუბური ტიპის საჯარო ქონება, რაც გულისხმობს, რომ ჩვენს ქუჩაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს დაეკისრება პასუხისმგებლობა იზრუნოს შესყიდულ ნივთებზე. ზემოთ ჩამოთვლილი ნივთები იქნება პარკში განთავსებული, შესაბამისად ყველას ექნება წვდომა.

How will initiative provide equal opportunity for men and women?

ვინაიდან, ეს არის ღია სივრცე შეუძლებელია რაიმე შეზღუდვა არსებობდეს, შესაბამისად თანაბრად იქნება წვდომა ყველასთვის.

Recommendations

Reviewer 5

კარგი იქნება, თუ ადგილობრივების ჩართულობით დასუფთავდება ნარჩენებისაგან აღნიშნული ადგილი და შემდგომ მოეწყობა სარეკრეაციო ზონა.ვინაიდან, ადგილის დასუფთავება ადგილობრივების მიერ მათ მეტ მოტივაციას მისცემ, რომ შემდგომში არა მხოლოდ ეს ადგილი არ დაანაგვიანონ არამედ გაუფრთხილდნენ გარემოს.

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
ტრაქტორის მომსახურება

იმისათვის რომ მოხდეს ნაგავსაყრელის დახურვა გვჭირდება მოვჭრათ ახლოს მდებარე გორა და დავმარხოთ ნაგავი მიწით.

ზაზა

სოფელი მარტყოფი

+995599196134
800,00 ₾
ნაგვის კონტეინერი

იმისათვის, რომ კონკრეტული უბნის მოსახლეობამ, საყოფაცხორევბო ნარჩენები მოათავსოს ნაგვის კონტეინერში ვინაიდან ხევი, სადაც ყრიდნენ ნარჩენებს აღარ იარსებებს.

ANSAR

წერეთლის გამზირი 118, თბილისი

+995 322 88 00 68
1 100,00 ₾
ნაგვის ურნა სარეკრაციო ზონისთვის

იმისათვის, რომ აარ დანაგვიანდეს სარეკრაციო ზონა

ANSAR

წერეთლის გამზირი 118, თბილისი

+995 322 88 00 68
180,00 ₾
ფრენბურთის ბადე, ბურთი და რკინის მილები

ფრენბურთი ეს არის სპორტი, რომლითაც თანაბრად ინტერესდებიან გოგოები და ბიჭები, შესაბამისად გენდერული თანასწორობა დაცული იქნება

ლილო მოლი

კახეთის გზატკევილი 112, თბილისი

032 2 240 240
254,00 ₾
სკამები სარეკრაციო ზონისთვის

ბუნების ნაწილში სარეკრაციო ზონის მოსაწყობად ვფიქრობთ, განვათავსოთ 4 სკამი,
ერთი სკამის ფასია 400 ლარი

http://metali.ge/ - ზაზა

თბილისი

+995597004278
1 600,00 ₾
საქანელა

ყველა ადამიანში ცოცხლობს ბავშვი, რომელიც უნდა გვახსოვდეს:) სწორედ ამიტომ საქანელა გათვლილი იქნება ყველა ასაკის ადამიანისთვის

http://metali.ge/ - ზაზა

თბილისი

+995597004278
500,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments