თვითგანვითარების ოთახი

Elvira Alieva
Kvemo Kartli, Gardabani Municipality, სოფელი ჯანდარა
273
Comments: 6

Goals

Problem statement:

ალბათ დაისმის კითხვა: რატომ მაინც და მაინც ეს პროექტი?
მინდა გიპასუხოთ, რომ ჩემს მიზანს წარმოადგენს იმ ადამიანების ოცნებებისთვის ბრძოლა და ნათელის მოფენა, რომლებიც უსასრულო სიყვარულით ეკიდებიან თავიანთ ოცნებებს.დიახ, მინდა მათ გულახდილად დავეხმარო.მინდა დავამტკიცო, რომ მივიწყებულ, უძლურ და მშიშარა ბავშვებად წოდებულ ადამიანებს შეუძლიათ, ერთ მშვენიერ დღეს მსოფლიოში ყველაზე პრობლემატური საკითხების მოგვარებაში მთავარი როლი შეასრულონ. იმ ნიჭიერებას, რომელიც შეიძლება ერთ დღეს დიდი ბრწყინვალების გასაღები გახდეს, გზა გავუხსნა და არ მივცე საშუალება, რომ გარკვეულმა გარემოებებმა ეს ნიჭიერება დააბრმაოს.
ხანდახან ჩვენ ვერ ვხედავთ, იმ ადამიანების გამოწვდილ ხელს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, რადგან სიცრუე ისე სუფევს, რომ რეალობას თვალს ვერ ვუსწორებთ, ვერ ვამჩნევთ თუ რა ხდება ჩვენ გარშემო. მინდა, ზუსტად ასეთი ადამიანების ხმა გავაგონო და მათი ძალა დავუმტკიცო.
ზოგიერთს რცხვენია ხოლმე იმის თქმა, რომ სოფლიდანაა. მინდა მათ დავუმტკიცო, რომ ნამდვილად არ უნდა რცხვენოდეთ. პირიქით, უნდა იამაყონ კიდევაც ამით, რადგან მწამს, რომ ამ მიწებზე დაბადებული და გაზრდილი ადამიანები უფრო თავისუფალნი, ძლიერნი, სამართლიანნი და წარმატებულნი არიან და იქნებიან. მსურს, მათთან ერთად გავიარო ეს გზა, ერთმანეთის დახმარებით, ნდობით,სიყვარულით, ერთმანეთის შეცდომების დაფარვით კი არა, არამედ შეცდომების გამოსწორებით მინდა ბოლომდე გავიაროთ ეს გზა.

თუ, მკითხავთ: ამდენი რამ როგორ უნდა შეძლო, ელვირა?
გიპასუხებთ, რომ: ათასი წლეულებია ერთმანეთს ვეუბნებით, რომ ადამიანები უნდა შეიცვალონ, მაგრამ არავინ ამბობს, რომ შენი თავი ისეთი უნდა შეიყვარო, როგორიც ხარ! არც იმას გვეუბნებიან, რომ ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გავაცნობიეროთ! სამწუხაროდ ჩვენი თავის გაცნობიერებას კი არ ვცდილობთ, არამედ ვცდილობთ, ჩვენი თავი შევცვალოთ, გავხდეთ ისეთი, როგორიც სხვებს მოსწონს.
ჩემი აზრით, ყველას თავისი ფერი აქვს სამყაროში და სულაც არ არის აუცილებელი ჩვენი თავის შეცვლა. თუ ჩვენი თავი გვეყვარება, სხვებსაც შევიყვარებთ აუცილებლად! რადგან შენი თავის აღიარება სხვის აღიარებასაც ნიშნავს და მჯერა, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა ჩვენით იწყება.

How will your initiative achieve/contribute to this change?

მსურს შევქმნა თვითგანვითარების ოთახი. ჩემს სახლს აქვს ძველი ავტოფარეხი. ჩვენ 5 წლის წინ ცოტა გავარემონტეთ და ცარიელი ოთახია ახლა..საჭირო ნივთების მოწოდებისა და ჩვენი ოთახისთვის სასურველი პირობების მიღების შემდეგ, ჩვენი სამუშაო გაცილებით ადვილი იქნება.ვიმუშავებთ ხუთნი. მე ვიქნები პასუხისმგებელი,ელვირა ალიევა(თსუ,ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი) და მყავს 4 მეგობარი,რომლების ჩემთან ერთან იმუშავებენ გულახდილად ჩვენი სოფლის მოსახლეობისა და ბავშვების განვითარებისთვის. მაგალითად,შემიძლია ცოტა ვისაუბრო თუ რის შესახებ მინდა ვასწავლო მოსწავლეებს და რა ღონისძიებებზე ვფიქრობ. ამ ცვლილების მისაღწევად მინდა ვასწავლო მოსწავლეებს ენის სწავლების მიდგომებსა და მეთოდებს. 1. მოსმენის სწავლება 2. მეტყველების სწავლება 3. სწავლება კითხვისთვის 4. წერის სწავლება 5. ენის სწავლება 6. სიტყვის სწავლება 7. კულტურული სწავლება 8. საუბრის აქტივობა 9. კითხვის აქტივობა 10. წერის აქტივობა 11. თვითგანვითარებასთან დაკავშირებული ტექსტების კითხვა და ანალიზი 12. დიალოგები სამოქალაქო განათლებასა და ანალიტიკურ აზროვნებაზე 13. პრეზენტაცია და ამგვარი საქმიანობის შესწავლა 14. ხელოვნებასთან დაკავშირებული აქტივობები 15. კითხვის სპეციალური დღეები 16. ცოდნისა და უნარების ქაღალდზე ახსნის დღე 17. პირადი უნარების ვერბალურად ახსნის დღეები 18. დღეს ჩვენ აზერბაიჯანულ ენაზე უნდა ვისაუბროთ 19. დღეს ჩვენ მხოლოდ ქართულად უნდა ვისაუბროთ 20. დღეს ჩვენ მხოლოდ ინგლისურად უნდა ვისაუბროთ 21.შეჯიბრები და ექსკურსიები რა თქმა უნდა ჩვენი გეგმები ამით არ მთავრდება.ეს უბრალოდ შესავალია ჩემს გუნდს მინდა გაგაცნოთ. 1, მე,ელვირა ალიევა (თსუ,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი) https://www.facebook.com/Elvira.Alieva24/ 2,მალეიკა ასლანოვა(თსუ,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი,მალეიკას ეხება ინგლისური და ქართული ენის სიღრმეულად შესწავლა და მათთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარება) https://www.facebook.com/profile.php?id=100035278848786 3,ნიჩატ ისმაილოვი(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი,ნიჩატს ეხება პრეზენტაცია და ამგვარი საქმიანობის შესწავლა და დიალოგები სამოქალაქო განათლებასა და ანალიტიკურ აზროვნებაზე ) https://www.facebook.com/profile.php?id=100009916564893 4,სევილ ალიევა(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ასწავლის მეგობრებს- ბიზნესის მეწარმეობის საფუძვლებს.) https://www.facebook.com/sevil.alieva.355744 5,ჰამიდა იუსუბოვა(საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი- ასწავლის ბავშვებს აზერბაიჯანულ ენას და გააკეთებს მასთან დაკავშირებულ საინტერესო და სასარგებლო ღონისძიებებს ) https://www.facebook.com/hamida.yusubova.9

What will happen to your initiative and to the purchases?

ოთახისთვის მჭირდება: კომპიუტერი, პრინტერი, პროექტორი, დაფა

How will initiative provide equal opportunity for men and women?

ვფიქრობ,რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. იმიტომ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ხალხს ვემსახუროთ ისე, რომ ხალხი კმაყოფილი დარჩეს. რამდენიმე ხნის შემდეგ, მშობლები არ დაიბლოკებიან, როდესაც ნახავენ, რა შეუძლიათ მათ შვილებს. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც სხვა ქვეყანაში უნდა წავიდნენ პროფესიული სწავლებისთვის, მაგრამ მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად იმოქმედონ, რადგან მათი მშობლები აპროტესტებენ და როდესაც ეს პრობლემა მოგვარდება, ეს დაბრკოლებები(მათი ცრუ რწმენები) გაცილებით უფრო გაქრება. როდესაც მათ ამ გზას გავუხსნით, მათ სწორი და სისტემური მიმართულების მიცემის შემდეგ, ისინი(გოგოები და ბიჭები) შეძლებენ დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას(დისკრიმინაციასა და ნეგატიურ ტაბუებზე ფიქრის გარეშე). კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ,რომ ეს პროექტი განკუთვნილია ბავშვებისა და სოფლის მისახლობის ყოვლისმომცველი განვითარებისათვის.ტრენინგებს ისე მოვამზადებთ, რომ მონაწილეები ინტერესით უყურებოდნენ, კომფორტულად იყვნენ და გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და არ მოიწყენენ. ამრიგად, ხალხის ინტერესი გაიზრდება, მეტი მოვა და ჩვენ გავიზრდებით.ასევე საჭიროებების შემთხვევაში სოფლის მოსახლეობაც გამოიყენებს ნივთებს.როცა მათ სჭირდებათ დახმარება პრინტერში,კომპიუტერში, გულით დავეხმარებით მათ. ამ პროექტში პრიორიტეტს მივცემთ აუდიტორიის აზრს და ინტერესს. ჩვენ ვიმუშავებთ მათი საჭიროებების გათვალისწინებით. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაყურებელს მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდეს შემოქმედებით საქმიანობაში და აქტიურ მონაწილეობაში. ჩემი აზრით, ადამიანს შეუძლია ყველაფრის უნარი, თუ ის ჯანმრთელია, მას შეუძლია და უნდა გააკეთოს ყველაფერი და მან უნდა განავითაროს ის უნარები, რაც აქვს. ამ პროექტში ჩვენ გამოავლენთ ბავშვების ფარულ შესაძლებლობებს. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ განვითარებისათვის და შედეგად გაჩნდება თაობები, რომლებიც სასარგებლო იქნებიან ჩემი სოფლის, ქვეყნისა და მსოფლიოსთვის.

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
კომპიუტერი,პრინტერი,პროექტორი,პროექტორის ფარდა,დაფა,ქაღალდი,მარკერი და საშლელი

1)პრინტერი
https://alta.ge/computers-and-office/printers-scanners-copiers-and-supplies/printer/epson-l1110-c11cg89403.html

2)კომპიუტერი
https://alta.ge/computers-and-office/pcs-notebooks-tablets/notebooks/lenovo-ideapad-5-15itl05-82fg008xre-platinum-grey.html

3)პროექტორი
https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/projectors/viewsonic-pa503w.html

4)პროექტორის ფარდა
https://alta.ge/computers-and-office/monitors-and-projectors/projector-accessories/sbox-psa-96-172x172-cm-automatic.html

5)დაფა
http://office1.ge/ka/products/view/1228/3708/

6) 1 ქაღალდი მარკერი 1 საშლელი
http://office1.ge/ka/products/2/347
http://office1.ge/ka/products/view/577/2343/
http://office1.ge/ka/products/view/819/2801/

alta ge (032) 238-00-38 ) office1.ge (595998385)

ქალაქი თბილისი

(032) 238-00-38
4 438,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments

Elvira Alieva ჩვენ ვაგრძელებთ კომპიუტერის ტრენინგებს თვითგანვითარების ცენტრში. სამინ პირალიევმა ისაუბრა როგორც პერსონალური კომპიუტერის უნარების, ასევე კომპიუტერის ოპერაციული სისტემის, ტექსტური პროცედურების და პრეზენტაციის პროგრამის განვითარებაზე.💻 მადლობა ორბელიანი საქართველოს !
Reply
Elvira Alieva ჩვენ ვაგრძელებთ კომპიუტერის ტრენინგებს თვითგანვითარების ცენტრში. სამინ პირალიევმა ისაუბრა როგორც პერსონალური კომპიუტერის უნარების, ასევე კომპიუტერის ოპერაციული სისტემის, ტექსტური პროცედურების და პრეზენტაციის პროგრამის განვითარებაზე.💻
Reply
Elvira Alieva ყველას მოგესალმებით! "ორბელიანი საქართველო" ფონდის მიერ გამარჯვებული პროექტის-"თვითგანვითარების ოთახის" ფარგლებში 27.05.2021 რიცხვში ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სოფლის სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, აქტიური ახალგაზრდები და მათი მშობლები. შეხვედრაზე ,,თვითგანვითარების ოთახის" გეგმებზე და მიზნებზე ვისაუბრეთ. პარალელურ რეჟიმში სტუმრებს ჰქონდათ კითხვის დასმის შესაძლებლობა. მათ მიერ დასმულ თითოეულ შეკითხვას ამომწურავად გაეცა პასუხი. გვინდა აღვნიშნოთ, რომ შექმნილი სიტუაციიდან და პანდემიიდან გამომდინარე, ყველა საჭირო რეგულაცია დაცული იყო.🥳✅
Reply
Elvira Alieva ყველას მოგესალმებით! "ორბელიანი საქართველო" ფონდის მიერ გამარჯვებული პროექტის-"თვითგანვითარების ოთახის" ფარგლებში 27.05.2021 რიცხვში ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სოფლის სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, აქტიური ახალგაზრდები და მათი მშობლები. შეხვედრაზე ,,თვითგანვითარების ოთახის" გეგმებზე და მიზნებზე ვისაუბრეთ. პარალელურ რეჟიმში სტუმრებს ჰქონდათ კითხვის დასმის შესაძლებლობა. მათ მიერ დასმულ თითოეულ შეკითხვას ამომწურავად გაეცა პასუხი. გვინდა აღვნიშნოთ, რომ შექმნილი სიტუაციიდან და პანდემიიდან გამომდინარე, ყველა საჭირო რეგულაცია დაცული იყო.🥳✅
Reply
Elvira Alieva მოგესალმებით,მინდა მოკლე მიმოხილვა გავაკეთო "თვითგანვითარების ოთახის" აქტივობების შესახებ. ჩვენი ოთახი უკვე გარემონტდა და ამასთანავე საჭირო ნივთებიც მიღებულ იქნა. იგი უკვე მზად არის მოსწავლეების შესარჩევად და განვახორციელებთ შეკრებას ამ კვირის ბოლოს. მის ფუნქციონირებამდე დარჩა სულ რაღაც ერთი კვირა. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის.
Reply
Elvira Alieva მოგესალმებით,მინდა მოკლე მიმოხილვა გავაკეთო "თვითგანვითარების ოთახის" აქტივობების შესახებ. ჩვენი ოთახი უკვე გარემონტდა და ამასთანავე საჭირო ნივთებიც მიღებულ იქნა. იგი უკვე მზად არის მოსწავლეების შესარჩევად და განვახორციელებთ შეკრებას ამ კვირის ბოლოს. მის ფუნქციონირებამდე დარჩა სულ რაღაც ერთი კვირა. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის.
Reply