Avelum Live Library - All Activity

Avelum Live Library Location: Kvemo Kartli, Rustavi, Baratashvili 7
Nino Charkviani commented

აველუმის მომდევნო შეხვედრა კარგი ამინდის გამო ღია ცის ქვეშ ჩავატარეთ. ორბელიანის ფონდის პროგრამის ფარგლებში ნაყიდი წიგნებიდან განვიხილეთ პალიტრას "ერთი მოთხრობის სერიიდან" => დოსტოევსკის "თვინიერი" და ვიმსჯელეთ ადამიანის შინაგან ბრძოლაზე რომელიც თითქმის ყოველდღე მიმდინარეობს.

Avelum Live Library Location: Kvemo Kartli, Rustavi, Baratashvili 7
Nino Charkviani commented

ნიკა მაჩაიძის მასტერკლასმა საინტერესოდ ჩაიარა. ლექციას 4 სკოლის 30 ბავშვი დაესწრო. ხელოვანს დაუსვეს კითხვები როგორც მის შემოქმედებაზე, ასევე ზოგადად ელექტრონულ მუსიკაზე. მოვისმინეთ მისი შექმნილი მუსიკა და შევადარეთ ისლანდიურ და სხვა ევროპულ მუსიკებს.

Avelum Live Library Location: Kvemo Kartli, Rustavi, Baratashvili 7
Nino Charkviani commented on comment : Nino Charkviani at: March 17, 2019, 5:34 p.m.

გავაკეთე აველუმის Facebook გვერდი და იქ შევქმნი საჯარო ღონისძიებას. ამ ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს შეეძლება.

Avelum Live Library Location: Kvemo Kartli, Rustavi, Baratashvili 7
Nino Charkviani commented

აველუმი მზად არის პირველი საჯარო შეხვედრისთვის! ჩვენი გეგმის თანახმად შემდეგ შეხვედრაზე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ელექტრონული მუსიკის ხელოვანი ნიკა მაჩაიძე უნდა მოვიწვიოთ. ამისთვის დახმარება ვთხოვეთ ქ.რუსთავის მერიის სახელოვნებო, სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების სამსახურის უფროსს გეგი ლიპარტელიანს. ბატონი გეგი ესაუბრა ნიკა მაჩაიძეს და დაითანხმა იმაზე რომ სამშაბათს 3 საათზე ჩამოვიდეს რუსთავის მეთერთმეტე სკოლაში და ჩაატაროს ერთგვარი მასტერკლასი ასევე დავუსვავთ საინტერესო შეკითხვებს და ვისაუბრებთ მუსიკაზე.

Avelum Live Library Location: Kvemo Kartli, Rustavi, Baratashvili 7
Nino Charkviani commented on comment : Nino Charkviani at: March 10, 2019, 8:26 a.m.

ამის შემდეგ დავწერეთ გეგმა როგორი იქნებოდა ჩვენი დანარჩენი შეხვედრები მთელი წლის განმავლობაში

Avelum Live Library Location: Kvemo Kartli, Rustavi, Baratashvili 7
Nino Charkviani commented

მეორე შეხვედრაზე განვიხილეთ ერიკ ემანუელ შმიტის მოკლე მოთხრობა "მაკულატურა". ვისაუბრეთ ლიტერატურის დანიშნულებაზე ადამიანის ცხოვრებაში და ვუპასუხეთ კითხვას - საჭიროა თუ არა იკითხოს ადამიანმა მხატვრული ლიტერატურა?

Avelum Live Library Location: Kvemo Kartli, Rustavi, Baratashvili 7
Nino Charkviani commented

პირველი შეკრება წარმატებით ჩატარდა. ვისაუბრეთ აველუმის იდეაზე, და აზროვნების, რეალობის სწორად აღქმის მნიშვნელობაზე. ბავშვებმა გამოთქვეს მოსაზრებები როგორი უნდა იყოს სამყაროს იდუმალების მძაფრი აღქმა, ისე რომ ამან ჩვენი დეგრადირება არ გამოიწვიოს. გეგმის თანახმად შეხვედრები ორ კვირაში ერთხელ უნდა განხორციელებულიყო მაგრამ დიდი ინტერესის გამო შევთანხმდით რომ ყოველ კვირა შევიკრიბებით, ვისაუბრებთ და საინტერესო სტუმრებსაც მოვიწვევთ.

Avelum Live Library Location: Kvemo Kartli, Rustavi, Baratashvili 7
Nino Charkviani commented

ამ კვირაში ჩვენმა საინიციატივი ჯგუფმა სასწავლო ნაწილთან ერთად კლასებში ჩამოვიარეთ, გავაცანით კლუბის შესახებ ინფორმაცია და ვუთხარით რა სახის შეხვედრები იქნება. მსურველი 28 ბავშვია შეხვედრის სისტემატურ დღეზე ერთად შევთანხმდებით პირველ შეკრებაზე და საბოლოო რაოდენობაც ჩამოყალიბდება.

Avelum Live Library Location: Kvemo Kartli, Rustavi, Baratashvili 7
Nino Charkviani commented

წიგნები, დინამიკები და საკანცელარიო ნივთები უკვე მივიტანეთ სკოლაში. კლუბის პირვემა სამმა წევრმა რატიმ, მარიამმა და მარიამმა წიგნები უკვე ნახეს. დირექტორის ჩართულობით მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება და ბიბლუსიდან მოტანილი წიგნები სკოლის ბიბლიოთეკას შეუერთდება, რომლით სარგებლობა ნებისმიერ ჩვენი სკოლის მოსწავლეს შეეძლება. ხვალიდან პიარზე ვიმუშავებთ და კვირის ბოლოს შევიკრიბებით და სივრცეს მოვაწყობთ.

Avelum Live Library Location: Kvemo Kartli, Rustavi, Baratashvili 7
Nino Charkviani commented

✅✅მუშაობის დაწყების მეორე კვირა გეგმის შესაბამისად წავიდა.
📗📘📕წიგნის მაღაზია ბიბლუსმა საწყობიდან ჩვენს მიერ მოთხოვნილი წიგნები მოიტანა.
📟📟 რადგან სკოლას არ აქვს დინამიკები, რაც ჩვენი განხილვის შემდეგ ეკრანიზაციების ჩვენებისთვის აუცილებელი ატრიბუტია ამიტომ ტექნიკის მაღაზიაში ავარჩიეთ “genius” ფირმის დინამიკი.
🖍🖍 საკანცელარი მაღაზიასთანაც დასრულდა მოლაპარაკება.
ყველა ინვოისი ორბელიანის ფონდის ბუღალტერს გადავუგზავნე და ველოდები ჩარიცხვას რომ პროდუქცია სკოლაში წავიღო.

Avelum Live Library Location: Kvemo Kartli, Rustavi, Baratashvili 7
Nino Charkviani commented

📕📔📗📘📙 "აველუმი -ცოცალი ბიბლიოთეკა" ნელ-ნელა იმუხტება! შეგროვდა ბავშვების რაოდენობა კლუბის შეხვედრებისთვის პიარის და რეკლამირების შემდეგ კიდევ დაემატება. ბიბლუსმაც, საკანცელარიო მაღაზიამ და ტექნიკის მაღაზიამაც ინვოისები გადმოგზავნა. წიგნების სია რომლებიც შეხვედრებზე უნდა განგვეხილა პოტენციური წევრების მიერ ერთად გადაიხედა და შეირჩა საბოლოო ვარიანტი. ბიბლუსში სია გადაცემულია და საწყობიდან წიგნებს მოიტანენ. როდესაც ჩაირიცხება წიგნებს გამოვიტანთ და სკოლაში მივიტანთ. მანამდე მოვამზადებთ თაროს და გარემოს.