კრეატიული ველოსადგომები რუსთავს

Goga Jmukhadze
Kvemo Kartli, Rustavi, სუმგაით მეტალურგთა 16-1
1106
Comments: 2

Goals

Problem statement:

ქალაქ რუსთავში პრაქტიკულად არასაკმარისი რაოდენობის ველო სადგომებია, რაც ერთის მხრივ ზღუდავს ველოგადაადგილებას და არის დემოტივატორი ველოსიპედების პოტენციური მომხმარებლებისთვის. .
რუსთავში ბევრი ადამიანი სარგებლობს ველოსიპედით. განსაკუთრებით ახალგაზრდებში არის ის პოპულარული. იგი მარტივი, იაფი და ჯანსაღის ტრანსპორტირების საშუალებაა. თუმცა მნიშვნელოვანია რომ მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდოს და ადამიანებს გაუჩნდეთ მოტივაცია იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
ველო კულტურის ჩამოყალიბება ჩვენი ქალაქისთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება.

How will your initiative achieve/contribute to this change?

ველო მოყვარულთა ჯგუფში გამოკითხვის შედეგად(გამოკითხვა დაწყებულია) გამოვლინდება ხუთი ყველაზე მოთხოვნადი ლოკაცია ველოსადგომის მოსაწყობად. ველოსადგომები არ იქნება სტანდარტული, იქნება გამორჩეული და ორიგინალური ფორმის. დიზაინს საფუძვლად ჩაეყრება რუსთავის დამეგობრებული ქალაქების კონტურები. ველოსადგომების საბოლოო დიზაინი შემუშავდება სპეციალურად ორგანიზებულ ვორქშოფზე, მოწვეული მოხალისე სპეცილისტებისა და ველომოყავრულების მონაწილეობით არაფორმალურ გარემოში. ასევე განთავსდება სპეციალური საინფორმაციო დაფები ინფორმაციით ამ პროექტისა და კონკრეტული დაძმობილებული ქალაქების. ვეცდებით მთელი გუნდი ჩავერთოთ სველოსადგომების პოპულლარიზაციაში . ვეცდებით ხშირად მოვაწყოთ ღონისძებები სადაც ჩართულები იქნებან რუსთავის ცნობილი სახეები. ეს უფრო მიიზედავს ხალხს და დააინტერესებს.

What will happen to your initiative and to the purchases?

ნივთები გადავა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის განკარგულებაში. ჩვენი გუნდი კი ეცდება მოვლა პატრონობაში ჩაერთოს აქტიურად. ეცდება განაახლოს ხოლმე სადგურები და ამაში ჩართოს ახალგაზრდებიც.

How will initiative provide equal opportunity for men and women?

თანაბრად ისარგებლებენ ქალები და მამაკაცები.

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
ველოსადგომი

5 ერთეული ველოსადგომის დამზადება და მონტაჟი.

ს/ს სარინი

რუსთავი, ჯავახიშვილის ქუჩა 9

599504948
4 750,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments

Goga Jmukhadze მადლობა ყველა ადამიანს და კომპანიას გვერდში დგომისთვის
Reply
Goga Jmukhadze მოგესალმებით მეგობრებო, მინდა გაცნობოთ ორბელიანი საქართველოს მიერ კიდევ ერთი კარგი პროექტის დასრულების შესახებ, საქმე ეხება "კრეატიული ველოსადგომები რუსთავს". ორი სიტყვით მინდა მოგითხროთ რა გავაკეთეთ ამ პროექტის ფარგლებში, თავდაპირველად რუსთავის ველომოყვარულთა კლუბს და როტარი კლუბს გაგვიჩნდა იდეა ველო სადგომების გაკეთების თემაზე დავიწყეთ ძებნა თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო რეალური სპონსორი ამ კარგი საქმის და აღმოვაჩნეთ ორბელიანი საქართველოს პროექტი შეცვალე შენი ქალაქი და შევიტანეთ განაცხადი, აღნიშნულ კონკურში გაიმარჯვა რამდენიმე პროექტმა მათ შორის ერთ-ერთი ჩემი პროექტია, უშუალოდ პროექტის შესახებ მინდა გითხრათ რომ გამოვაცხადეთ კონკურსი კრეატიული დიზაინის მოსაძიებლად მიღებული უამრავი განაცხადიდან რუსთავის არქიტეტურის სამსახურის უფროსის, რუსთავის მერის და ორბელიანი საქართელოს ქარმომადგენლებთან ერთად შერჩეულ იქნა 6 შესაძლო ვარიანტი, რომელიც შემდგომი შერჩევის მიზნით ატვირთული იყო რუსთავის ველომოყვარლთა ფეისბუქ გვერძე, სადაც უშუალოდ ველომოყვარულთა მიერ გამოკითხვით გაიმარჯვა ერთ-ერთმა დიზაინმა, ამის შემდეგ ჩემს მივეცით შეკვეთა აღნიშნული დიზაინის ველოსადგომების დასამზადებლად რომლის დამონტაჟება მოხდა 4 ლოკაციაზე(კოსტავას გამ. ნ.ნიკოლაძის ქუჩა(მეორე საჯარო სკოლა) მეგობრობის გამზირი და შარტავას გამზირი) მადლობა ორბელიანი საქართველოს, რუსთავის მერიის თანადაფინანსების ფონდს, როტარი კლუბს რუსთავი საერთაშორისო, რუსთავის ველომოყვარულთა კლუბს, და ყველა იმ ორგანიზაციას თუ პიროვნებას რომელიც უშუალოდ ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში განსაკუთრებული მადლობა ნინო გიორგაძეს და ქეთი ხაჩიძეს მოთმი
Reply