მეტი სივრცე თავისუფალი აზროვნებისთვის - All Activity

მეტი სივრცე თავისუფალი აზროვნებისთვის Location: Kvemo Kartli, Rustavi, მესხიშვილის ქუჩა
Nino Giorgadze commented

დამთავრდა ფანჩატურის დამოტაჟება სკოლის ეზოში. ახალგაზრდებმა შეღებეს და გაალამაზეს კონსტრუქცია. სკოლა აქტიურად იყო ჩართული მის გალამაზებში. მოსწავლეები მოუთმენლად ელიან სივრცის გამოყენებას სკოლის გარე აქტივობებისთბის. მასწავლებლებმა უკვე დაგეგმეს გაკვეთილების ჩატარების გრაფიკი გარე სივრცეში.

მეტი სივრცე თავისუფალი აზროვნებისთვის Location: Kvemo Kartli, Rustavi, მესხიშვილის ქუჩა
Nino Giorgadze commented

მოგესალმებით ქალაქ რუსთავის N 21 საჯარო სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლია მახარაშვილი.ჩვენ წარმოვადგენთ პროექტს "მეტი სივრცე თავისუფალი აზროვნებისთვის" რაც ითვალისწინებს სკოლის ეზოში ღია სივრცის მოწყობას არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით.

პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ იდეის განხორციელების საშუალებას ,რომ გვაძლევთ. მოგახსენებთ ჩვენი პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

გავიარეთ კონსულტაციები დიზაინერთან შევაჯერეთ დიზაინი. ამჯერად ძიების პროცესში ვართ, რომ ჩვენთვის სასურველ თანხაში ჩავეტიოთ. რაც მინდა გითხრათ რთული პროცესი ყოფილა, დღევანდელი საბაზრო ფასებიდან გამომდინარე.