მრავალფუნქციური სკვერი

ბაჩანა ლომიძე
Kvemo Kartli, Rustavi, ასლანიკაშვილის ქუჩა
1767
Comments: 4

Goals

Problem statement:

ჩვენს ქალაქში ძალიან ბევრი შემოქმედი ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც სჭირდებათ ადგილი, სადაც თავიანთ ნამუშევრებს ფართო საზოგადოებას წარუდგენენ. რუსთავში არის რამდენიმე სკვერი, პარკი, გასართობი მოედანი... თუმცა მაინც შეიმჩნევა შემეცნებით-შემოქმედებითი სივრცის დეფიციტი. ასლანიკაშვილის ქუჩაზე არსებული ჩვენ მიერ მონიშნული ტერიტორია შესაძლებელია გამოვიყენოთ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვების ადგილად. აქ შეიძლება დავგეგმოთ სხვადასხვა ღონისძიებები, მოვაწყოთ დამწყები შემოქმედი ადამიანების, მრავალშვილიანი დედების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ამ ფართის კეთილმოწყობის შემთხვევაში მუნიციპალური ღონისძიებების დაგეგმვაც შეიძლება. ეს ადგილი გახდება ბავშვებისა და სხვადასხვა ასაკის ადამიანებისათვის ოჯახებთან ერთად სასიამოვნოდ დასვენების პარკი.

How will your initiative achieve/contribute to this change?

ჩვენ მივცემთ შეკვეთას რკინა-კონსტრუქციების ქარხანას ს/ს „სარინს“, რომელიც დაამზადებს სპეციალურ ტრანსფორმერ სკამებსა და საქანელას, რომლებიც მარტივად გარდაიქმნება დახლებად და მაგიდებად. ტრანსფორმერი საქანელას ღირებულება შეადგენს 3000 ლ(1ც),ხოლო ტარნსფორმერი სკამის ღირებულებაა - 300ლ(1ც). სულ გვინდა მინიმუმ 4 სკამი - (1200 ლ). აქ დაგჭირდება მერიის სამსახურის ჩართულობაც ბალახის მოთიბვის, მიწის დამუშავებისა და ასევე დამზადებული ნივთების ტრანსპორტირების დროს. პროექტის ფარგლებში არსებული დაფინანსებითა და საინიციატივო ჯგუფი "მტევანის" წევრების რესურსებით შევძლებთ სკვერში შემდეგი აქტივობების ჩატარებას: მოვიპოვებთ ლამაზ ქვებს, რომლებსაც შევღებავთ ჭიამაიების, სხვა სახალისო მწერებისა და ცხოველების ფერებად, გავაკეთებთ საინტერესო-სახალისო წარწერებსა და ნახატებს. მოვხატავთ არსებულ სკამებს ლამაზი საბავშვო ნახატებით (წარწერები და ნახატები მოემსახურება მრავალშვილიანი ოჯახების პროპაგანდას). ამისათვის დაგვჭირდება შესაბამისი საღებავი (წყალგამძლე სტრუქტურის), რომელსაც შევიძენთ სარემონტო ჰიპერმარკეტ "ბრიკორამაში", ერთი ასეთი საღებავის ფასია 11,2ლ. სულ დაგვჭირდება 20 ქილა, ჯამში - 224 ლ და სხვადასხვა პირიანი ფუნჯები წარწარებისა და ღებვისთვის(5-5ცალი) მათი საცალო ღირებულებაა, შესაბამისად -10 და 7,7 ლ, სულ - 43, 5ლ. ჯამში დაჭირდება თანხა- 4467,7ლ. ჩვენ ძალიან გვსურს საგამოფენო სტენდების და სამკითხველო ქოხების შეკვეთაც, რომლებიც კითხვის პოპულარიზაციას მოემსახურებოდა ქალაქში. სკვერის გალამაზების შემთხვევაში შესაძლებელია დავაინტერესოთ ადგილობრივი კერძო სექტორი, რომელიც დაგვეხმარება სამომავლოდ. სკვერში მოვაწყობთ მრავალშვილიანი ოჯახებისათის სხვადასხვა აქტივობებს, მათი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას. მრავალშვილიანთა საინიციატივო ჯგუფი „მტევანის“ დახმარებით ეს ღონისძიებები გახდება რეგულარული და ტრადიციულ სახეს მიიღებს.

What will happen to your initiative and to the purchases?

შესყიდული ნივთები იქნება საიმედოდ ფიქსირებული ერთ ადგილზე, მის მოვლა-განკარგვაზე პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებს საინიციატივო ჯგუფი "მტევანის" წევრები. აგრეთვე ასლანიკაშვილის, ბარათაშვილისა და კონსტიტუციის ქუჩაზე ადგილობრივ მაცხოვრებლებს აქვთ ამ სკვერის კეთილმოწყობის დიდი სურვილი.

How will initiative provide equal opportunity for men and women?

ამ პროექტის შედეგით თანაბრად ისარგებლებენ ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან შემოქმედებითი უნარებით. ასევე ნებისმიერი ასაკის, სქესის და უნარების ადამიანები ოჯახებით, თუ ინდივიდუალურად.

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
ტრანსფორმერი საქანელა, ტრანსფორმერი სკამები (4ც), საღებავები (20 ქილა), ფუნჯები (10ც)

საქანელას გართობის გარდა სხვა დატვირთვაც ექნება-მოეხსნება სკამები და იმ სივრცეში დაუყენდება დახლები გამოფენა-გაყიდვისთვის.
ტრანსფორმერი სკამები ორიგინალურობას შესძენს სკვერს-სკამი იშლება და მაგიდა-სკამები მიიღება (სურათები კომენტარებში)
საღებავებსა და ფუნჯებს ხეების, სკამების, ლამაზი ქვების მოსახატად და მათზე საინტერესო წარწერების მისაწერად გამოვიყენებთ.

რკინა-კონსტრუქციების ქარხანა ს/ს "სარინი"; მაღაზიათა ქსელი ბრიკორამა.

ქარხანა ს/ს "სარინი"-რუსთავი, ჯავახიშვილის ქ. #9
ბრიკორამა-თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი #8

599504699-ქარხანა
4 467,70 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments

ბაჩანა ლომიძე 8 დეკემბერს, ასლანიკაშვილის ქუჩაზე წარვადგინეთ "ორბელიანი საქართველოში" გამარჯვებული პროექტი "მრავალფუნქციური სკვერი", პირველი დეტალებით: 👉ტრანსფორმერი საქანელა და 👉ტრანსფორმერი სკამები. 🔥ტრანსფორმერი საქანელა აღასნიშნავია იმით, რომ ყოველდღიურობაში ის შეასრულებს ბავშვებისათვის საყვარელი საქანელას ფუნქციას და ამ სიკეთით ისარგებლებს ქალაქის და განსაკუთრებით,ასლანიკაშვილის,📍 კონსტიტუციის და 📍ბართაშვილის ქუჩის მაცხოვრებელების შვილები. წელიწადში სამ-ოთხჯერ კი ის გადაკეთდება საგამოფენო სივრცედ, რომელიც მოემსახურება ქალაქის ნიჭიერ, შემოქმედ ადამიანებს ნამუშევრების წარდგენაში. 🔥ტრანსფორმერი სკამებიც ყოველდღიურობაში შეასრულებენ პარკის სკამების ფუნქციას, თუმცა ისინიც ადვილად გარდაიქმნებიან მაგიდად და ,შესაბამისად, მათი გამოყენება შეიძლება, როგორც სამაგიდო თამაშების, ასევე გამოფენების მოწყობისათვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ ქალაქის მერიას და ფონდ "ორბელიან საქართევლოს" ამ პროექტის მხარდაჭერისა და ჩვენი თანადგომისათვის. 💟პროექტის პრეზენტაციას მიეძღვნა მცირე კონცერტი
Reply
ბაჩანა ლომიძე შედგა მოლაპარაკებები შპს "რუსთავი 69"-თან და ჰიპერმარკეტ "ბრიკორამასთან". გაიგზავნა ინვოისები არასამთავრობო ორგანიზაცია "ორბელიანთან" და ველოდებით თანხების ასახვას.
Reply
ბაჩანა ლომიძე ტრანსფორნერი საქანელის მოდელი:
Reply
ბაჩანა ლომიძე ტრანსფორმერი სკამი და საქანელა:
Reply