Yellow Bus - All Activity

Yellow Bus Location: Kvemo Kartli, Rustavi, ახალგაზრდობის პარკი ფალიაშვილის ქუჩაზე
თიკა შერგელაშვილი commented

✔️📝ამჯერად მსმენელებს "ჰერალდის" ჟურნალისტმა მარიამ ღოღაძემ გაუზიარა პროფესიული რჩევები და გამოცდილება. ✔️💻 ვისაუბრეთ ტრადიციული და თანამედროვე მედიის განსხვავებულ მხარეებზე. ✔️🎥💻დავიწყეთ მზადება მომავალში დაგეგმილი გადაღებებისთვის.

Yellow Bus Location: Kvemo Kartli, Rustavi, ახალგაზრდობის პარკი ფალიაშვილის ქუჩაზე
თიკა შერგელაშვილი commented on comment : თიკა შერგელაშვილი at: Oct. 13, 2019, 5:59 p.m.

ამჯერად მსმენელებისთვის მულტიმედია "ჰერალდის" ოპერატორმა და მემონტაჟემ რუსუდან სულხანიშვილმა ჩაატარა მასტერკლასი და თანატოლებს გაუზიარა თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება.

Yellow Bus Location: Kvemo Kartli, Rustavi, ახალგაზრდობის პარკი ფალიაშვილის ქუჩაზე
თიკა შერგელაშვილი commented

📽🎞 ახალი სეზონი ღია ცის ქვეშ მეგობრულ გარემოში შეხვედრითა და კინოჩვენებით დავიწყეთ. როგორი იქნება დედამიწა ბევრი წლის შემდეგ თუ გარემოს და ჩვენს ინტელექტუალურ საკუთრებებს არ გავუფრთხილდებით? - ამაზე დავფიქრდით. თვალი გვადევნეთ, მალე კიდევ ერთ მეგობრულ შეხვედრაზე ახალგაზრდებს საინტერესო ადამიანებს გავაცნობთ.

Yellow Bus Location: Kvemo Kartli, Rustavi, ახალგაზრდობის პარკი ფალიაშვილის ქუჩაზე
თიკა შერგელაშვილი commented

როგორც გიამბობდით, პროექტის პირველ ეტაპზე ახალგაზრდებს ვესაუბრეთ მედიაწიგნიერების საფუძვლებზე და წარმატებული პრეზენტაციის მომზადებაც ვასწავლეთ. "ჰერალდმა" კიდევ უფრო გაგვილამაზა სივრცე და დასვენების მერე ახალი ეტაპისთვისაც მზად ვართ. ვიწყებთ მსმენელებისთვის სამოყვარულო დონეზე
მონტაჟისა და გადაღების შესწავლას; სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრებს, სადაც ახალგაზრდები მოისმენენ მათთვის საინტერესო საკითხებს; მეგობრული დღეების ფარგლებში კი მალე კინოჩვენებას და ხელოვნების დღეებს მოვაწყობთ. თუ ჯერ არ მოსულხართ ჩვენთან, გელოდებით☺️

Yellow Bus Location: Kvemo Kartli, Rustavi, ახალგაზრდობის პარკი ფალიაშვილის ქუჩაზე
თიკა შერგელაშვილი commented

ჩვენს სივრცეში თანატოლებს საკუთარი გამოცდილების გაზიარება ლექციების სახითაც შეუძლიათ. 😍როგორ ჩავატაროთ საინტერესო და ეფექტური პრეზენტაცია,💻 - ახალგაზრდებს ჩვენივე თანატოლმა გაგვიზიარა გამოცდილება და ცოდნა. სულ ცოტა ხნით შევისვენებთ და სექტემბრიდან ბევრ ამბავს გპირდებით.💫

Yellow Bus Location: Kvemo Kartli, Rustavi, ახალგაზრდობის პარკი ფალიაშვილის ქუჩაზე
თიკა შერგელაშვილი commented

პროდთიკადანი, [30.06.19 17:37]
📌📝💻ჩვენი გუნდის პროექტში "მედიასივრცე ახალგაზრდებისთვის" ჩართულმა ახალგაზრდებმა უკვე იციან: 📌როგორ ამოიცნონ ყალბი ინფორმაცია და დაიცვან თავი მავნე ზეგავლენისგან; 📌რას მიაქციონ ყურადღება, როცა თავად გასცემენ ინფორმაციას 🤔😍👍და საერთოდ, ვინ არის მედიაწიგნიერი? მხოლოდ ეს კი არა, ისიც ვასწავლეთ, როგორ დაეუფლონ უნარებს, რომელთა გარეშე დღევანდელი ცხოვრება წარმოუდგენელია. 📢ცხელი დღეები ხელს არ გვიშლის და მომდევნო ლექციაც საინტერესო გვაქვს: "წარმატებული პრეზენტაცია".

Yellow Bus Location: Kvemo Kartli, Rustavi, ახალგაზრდობის პარკი ფალიაშვილის ქუჩაზე
თიკა შერგელაშვილი commented

ვისაუბრეთ, როგორ უნდა გავხდეთ მედიაწიგნიერები:📝📺🎭გაინტერესებთ თქვენც? შემოგვიერთდით შემდეგ ლექციაზე ხუთშაბათს, 27 ივნისს

Yellow Bus Location: Kvemo Kartli, Rustavi, ახალგაზრდობის პარკი ფალიაშვილის ქუჩაზე
თიკა შერგელაშვილი commented

პირველი ლექცია "მედიაწიგნიერება" ჩავატარეთ. ნახეთ ფოტოები, როგორ გამოიყურება ჩვენი კუთხე "ჰერალდში". მედიაწიგნიერებაში გზის გაკვლევის მერე ახალგაზრდებს გადაღებასა და მონტაჟზე ჩვენს ცოდნას გავუზიარებთ.

Yellow Bus Location: Kvemo Kartli, Rustavi, ახალგაზრდობის პარკი ფალიაშვილის ქუჩაზე
თიკა შერგელაშვილი commented

მესამე შეხვედრა რუსთავის მე-18 სკოლაში გვქონდა. ახალგაზრდებს გავაცანით ჩვენი პროექტის შინაარსი, ვუპასუხეთ მათთვის საინტერესო კითხვებს. შემდეგ კვირას კი უკვე პირველი ინტერაქტიული ლექცია გვექნება მედიაწიგნიერების შესახებ.

Yellow Bus Location: Kvemo Kartli, Rustavi, ახალგაზრდობის პარკი ფალიაშვილის ქუჩაზე
თიკა შერგელაშვილი commented

გამარჯობა! გახსოვთ ჩემი პირველი ინფორმაცია ყვითელ ავტობუსთან დაკავშირებით? მაშინ ვწერდი,რომ ის რუსთავის კულტურის სახლის ეზოში განვათავსეთ და დიზაინი შევიმუშავეთ. მეორე დღეს სარემონტო მასალების ყიდვას ვგეგმავდით,მაგრამ ავტობუსთან მისულებს ის შუშებჩამსხვრეული დაგვხდა. პოლიციაში განვაცხადეთ და იმ დღეს ძალიან,ძალიან გულგატეხილები ვიყავით. მაგრამ თუ დავნებდებოდით და ამ ფაქტს მივიღევბდით,როგორც ჩვენს რეალობას,ჩვენი რეალობა გახდებოდა ზუსტად ასეთი. ამიტომ "ორბელიანი საქართველოს" მე და ჩემმა გუნდმა ახალი იდეა შევთავაზეთ: "მედიასივრცე ახალგაზრდებისთვის" და თანხმობა მივიღეთ. სივრცე "ჰერალდმა" გამოგვიყო. პროექტის ფარგლებში შევიძინეთ ნივთები და პირველი საინფორმაციო შეხვედრა მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გავმართეთ. გზადაგზა მოგიყვებით,როგორ ისწავლიან პროექტში მონაწილე მოზარდები საჯარო გამოსვლის ხელოვნებას,დაეუფლებიან გადაღებასა და მონტაჟის უნარებს სამოყვარულო დონეზე და როგორ იქნება "მეგობრობის დღეები" არაფორმალურ გარემოში.

Yellow Bus Location: Kvemo Kartli, Rustavi, ახალგაზრდობის პარკი ფალიაშვილის ქუჩაზე
თიკა შერგელაშვილი commented

ცოტა შეგვაგვიანდა, მაგრამ ახლა უკვე ჩვენი ყვითელი ავტობუსი რუსთავის კულტურის სახლის უკან ტერიტორიაზე გადავიყვანეთ. დიზაინერმა თითქმის დაასრულა მუშაობა, მოხალისეები ჩვენთან ერთად სარემონტო სამუშაოებისთვის ემზადებიან. სულ მალე კულტურის სახლის უკან გარემონტებული და გალამაზებული ყვითელი ავტობუსის ნახვა შეგეძლებათ, სადაც საინტერესო ამბებით დაგხვდებით ხოლმე.

Yellow Bus Location: Kvemo Kartli, Rustavi, ახალგაზრდობის პარკი ფალიაშვილის ქუჩაზე
თიკა შერგელაშვილი commented

თავდაპირველად, წაიკითხავდით, რომ ახალგაზრდობის პარკში გვინდოდა ავტობუსის განთავსება, თუმცა, როგორც მერიაში გვითხრეს, ამ პარკის რეაბილიტაცია იგეგმება და უარი მივიღეთ. ჩვენ გვსურდა, ახალგაზრდულ სივრცესთან ერთად პარკის სისუფთავესა და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე გვეზრუნა. ახლა კი მხოლოდ ახალგაზრდულ სივრცეს მოვაწყობთ, თუმცა ისეთი საინტერესო საგანმანათლებლო ლექციები და შეხვედრები გვაქვს დაგეგმილი, არანაკლები ზრუნვა გამოგვივა ქალაქისთვის.

Yellow Bus Location: Kvemo Kartli, Rustavi, ახალგაზრდობის პარკი ფალიაშვილის ქუჩაზე
Keti Khachidze commented

გთხოვთ, უპასუხოთ ჟიურის წევრის კომენტარს. წარმატებებს გისურვებთ! კარგი იქნება, თუ გაგვიზიარებთ ფოტოს, რა მდგომარეობაშია ახლა ყვითელია ავტობუსი. :)

Yellow Bus Location: Kvemo Kartli, Rustavi, ახალგაზრდობის პარკი ფალიაშვილის ქუჩაზე
თიკა შერგელაშვილი commented

დღეს ბევრი ვიშრომეთ. აი, ეს ყვითელი ავტობუსი, რომელიც ახალგაზრდულ სივრცედ უნდა ვაქციოთ, დავასუფთავეთ და უკვე მის გადატანას ველოდებით. წინ ძალიან ბევრი და რთული სამუშაო გველის, მაგრამ დღევანდელმა ხალისიანმა დღემ გვაჩვენა, რომ შეუძლებელი არაფერია. არაფორმალური განათლებისა და სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ცენტრი ხელოსნის მოძიებაში დაგვეხმარა. ამ კვირაში ჩვენმა მხატვარმაც დიზაინის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. რუსთავის მერსაც შევუთანხმდით ავტობუსის ტრანსპორტირებაზე. ძალიან გვეჩქარება, რომ ეს მალე მოხდეს, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ პროექტის განხორციელება და ჩვენი თანატოლებისთვის შევქმნათ საგანმანათლებლო სივრცე "ყვითელი ავტობუსი".

Yellow Bus Location: Kvemo Kartli, Rustavi, ახალგაზრდობის პარკი ფალიაშვილის ქუჩაზე
თიკა შერგელაშვილი commented

მოლაპარაკებები მერიასთან ავტობუსის ადგილის შესახებ თითქმის დავასრულეთ. რამდენიმე ვარიანტიდან საბოლოო არჩევანი კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაა. ჩვენი გუნდის მხატვარიც არ ყოფილა უსაქმოდ, ავტობუსი მოვინახულეთ და კონცეფციაზეც ვმუშაობთ.