რუსთაველი უფლისწულები
Kvemo Kartli, Rustavi,

Goals
Problem statement:
მე ვცხოვრობ ქალაქ რუსთავში. მისი ისტორია იწყება 1948 წლის 19 იანვრიდან, თუმცა ეს თარიღი აღნიშნავს მისი მხოლოდ, როგორც ქალაქად დაარსების თარიღს. საქართველოში, სადაც ქალაქებს ერთი მეორეზე ისტორიულად მნიშვნელოვანი და საინტერესო წარსული აქვს ვფქირობ, რომ აუცილებელია ასევე წარმოჩინდეს რუსთავის პირვანდელი სახე, რადგან ქალაქს ეს ნამდვილად ჭირდება. მსურს, ჩემი ნამუშევარი იყოს თვალსაჩინო და აღქმადი ყველასთვის. ვთვლი, რომ რუსთავი იმსახურებს მეტ პოპულარიზაციას. უნდა მოხდეს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე უცხოელი ვიზიტორთათვის მისი ისტორიის გაცნობა, რაც გაზრდის ჩემი ქალაქის ცნობადობას. ეს კი მას შემდგომში დაეხმარება ეკონომიკურ განვითარებაშიც.
How will your initiative achieve/contribute to this change?
ცვლილების რეალიზებას ვიწყებ ქ. რუსთავის ისტორიულ მუზეუმთან ერთად თანამშრომლობით. ჩვენი მუდმივი ჩართულობითა და აზრთა გაცვლა-გამოცვლით გადაწყდა პროექტი "რუსთაველი უფლისწულები". წარმოგიდგენთ რუსთავის პირვანდელ სახეს - "ბოსტანქალაქს" ანიმაციის მეშვეობით. ანიმაციაში ნაჩვენები იქნება ბოსტანქალაქის საწყისები, მისი დაარსება და პრე-ისტორია. მუზეუმთან თანამშრომლობით დავამუშავეთ მასალები, რომლებიც ნათლად აღბეჭდავენ მიმდინარე პროცესებსა და მიზეზებს რუსთავის დაარსების დროს. აღნიშნული ანიმაცია გაეშვება რუსთავის ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე. ანიმაცია იქნება ერთგვარი ინოვაცია მუზეუმისთვის, რომელსაც დაათვალიერებს როგორც ადგილობრივი, ისე ქალაქის ვიზიტორი დამთვალიერებელი. პროექტის ღირებულება განისაზღვრება 4900 ლარით. მოცემული ფასი მოცავს პროექტის დამუშავების და საბოლოო პროდუქტამდე მიყვანის სრულ ხარჯს. შევასრულებ შემდეგ სამუშაოებს: ილუსტრაციების შექმნა, შექმნილი ესკიზების გაცოცხლება ანიმაციის ფორმატში, თარჯიმანის მომსახურება,გახმოვანება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, ფოტომონტაჟი.
What will happen to your initiative and to the purchases?
ინიციატივის დასრულების შემდგომ პროდუქტი უსასყიდლოდ გადაეცემა რუსთავის ისტორიულ მუზეუმს.
How will initiative provide equal opportunity for men and women?
ანიმაცია "რუსთაველი უფლისწულები" სანახაობრივი იქნება ყველასთვის. ის თანაბრად საინტერესო და საგანმანათლებლოა როგორც ქალი, ისე კაცი დამთვალიერებლისთვის.
Recommendations
Reviewer 6
რატომ მხოლოდ უფლისწულები? ბოსტანქალაქში ქალები არ იყვნენ?Reviewer 8
რუსული რა საჭიროა :)Items Needed
Item | Description | Vendor Info | Total | Purchased? |
ტექნიკური სამუშაოები | ილუსტრაციების შექმნა, შექმნილი ესკიზების გაცოცხლება ანიმაციის ფორმატში, თარჯიმანის მომსახურება,გახმოვანება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, ფოტომონტაჟი. |
იმედა აფციაური ქ. რუსთავი, ზაქარია ალიაშვილი #4 +995555500315
იმედა აფციაური +995555500315 იმედა აფციაური ქ. რუ |
4 900,00 ₾ |
Activity See All Activity
Log in first to add your own comment.Comments