სიყვარული სკვერი
Kvemo Kartli, Rustavi, შარტავას გამზირი 6
1363 Comments: 6
Goals
Problem statement:
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ და სოციალური მედიაზე მიჯაჭვულობამ, სამოქალაქო საზოგადოებაში წარმოშვა კომუნიკაციის დეფიციტი. ადამიანები ერთმანეთს ჩამოშორდნენ, რეალურ ცხოვრებაში ახლო ურთიერთობები პერიოდულად კლებულობს და დამოკიდებულები ხდებიან ვირტუალურ სივრცეზე, რაც იწვევს სოციალური ურთიერთობების ნგრევას, რის გარეშეც შეუძლებელია შედგეს სამოქალაქო საზოგადოება. აღნიშნული სიმპტომი, ასევე იწვევს სიყვარულის ნაკლებობას და ჩართულობის, მზრუნველობის შესუსტებას.
"სიყვარულის სკვერის" იდეაა, სამოქალაქო საზოგადოებისთვის შეიქმნას სივრცე, სადაც ადამიანებისთვის გამორჩეულ გარემოში, ისინი დაუბრუნდებიან ერთმანეთს და ერთობლლივად დაიწყებენ იმ გამოწვევებზე საუბრებს, რაც მათ ერთად გააჩნიათ.
სკვერის პირველი ეტაპი უკვე დამთავრებულია, სადაც 50 ზე მეტმა მოქალაქემ გაიღო პირადი შემოწირულობა და მოხალისეობრივადაც, ფიზიკურად ჩაერთო სამუშაოებში. სკვერის მოწყობა ხდება, მოქალაქეების, მოხალისეების ჩართულობით, როდესაც ისინი საკუთარი ხელებით ღებავენ ღობეებს, ამზადებენ საჭირო ნივთებს, რგავენ ხეებს და ა.შ.
სკვერი საკმაოდ კრეატიული, პოზიტიური და განსხვავებული ფორმატისაა და მისი სრულად დამთავრება მოქალაქეებს ჩართულობის განცდას, მზრუვნელობას და სიყვარულის სურვილს გაუმძაფრებს.
How will your initiative achieve/contribute to this change?
როგორც მოგახსენეთ, სკვერის პირველი ეტაპისთვის, შემოწირულობების შედეგად შეგროვდა დაახლოებით 1700 ლარი, რომლის ფარგლებშიც შევიძინეთ რკინის მასალები, ხის მასალები, ნერგები, საღებავები და სხვა დამატებითი დეკორაციული ინვენტარი და მოვაწყვეთ 30 მეტრის სიგრძის ხის ლამაზი, დეკორატიული ღობე, 3 სტანდარტული მოსასვენებელი სკამი, 2 პატარა მაგიდა და სკამი, დეკორატიული ურემი, 6 დეკორატიული ქოთანი, გვაქვს განათებისთის შეძენილი მასალა. თანხის მიღების შემთხვევაში, ჩვენ ბოლომდე დავასრულებთ სკვერის შემოღობვას, გავაჩენთ სამკითველო სივრცეს და დეკორატიულ Open Library - ღია ბიბლიოთეკას, ასევე დამატებით დეკორატიულ სკულპტურებს და საყვავილეებს, მცირე ბილიკს და ერთიანობაში, საინტერესო კომპოზიციას შევქმნით.
What will happen to your initiative and to the purchases?
ადგილობრივი თემი, კორპუსის ამხანაგობა, მოქალაქეები, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს სკვერის კეთების პროცესში
How will initiative provide equal opportunity for men and women?
აბსოლუტურად თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება, როგორც ქალების, ისე კაცებისათვის.
Recommendations
Reviewer 8
წარმატებებიItems Needed
Item | Description | Vendor Info | Total | Purchased? |
სიყვარულის სკვერი | ბორდიული ბილიკისთის - 300 ₾ |
ინდ მეწარმე ლაშა ხუნჩუკაშვილი 35001025682
რუსთავი 598318413 |
2 900,00 ₾ |
Activity See All Activity
Log in first to add your own comment.Comments