სკოლის ხმა

ანი მჭედლიშვილი
Kvemo Kartli, Rustavi, მეგობრობის 35ა
156
Comments: 7

Goals

Problem statement:

თითოეული ჩვენგანისთვის სკოლა არის ადგილი,რომელიც სწავლასთან ასოცირდება,ეს არის „სახლი“,სადაც ვიწყებთ ცხოვრებას და მის ბილიკებზე სიარულისას ვეძებთ საკუთარ პიროვნებას,ვიწყებთ პიროვნულად ჩამოყალიბებასა და განვითარებას,ამისთვის კი მხოლოდ საგნების ცოდნა საკმარისი არ არის.ჩვენი განვითარების წინაპირობა სხვადასხვა პროექტები,ტრენინგები და ლექციებია.მაგრამ ხშირად ესა თუ ის მოვლენა თუ კონკურსი ჩვენ თვალთახედვას მოწყვეტილია . ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა სასკოლო პროექტების რაოდენობა,რომლებიდანაც მოსწავლეები დიდ და სასარგებლო გამოცდილებას იძენენ.თუმცა პრობლემა ისაა,რომ ამ პროექტების შესახებ ინფორმირება საკმარისად არ ხდება,რაც მაგალითად კონკურსის შემთხვევაში დიდ სირთულეს წარმოადგენს,რადგან ხშირ შემთხვევაში მოსწავლეს არასაკმარისი დრო აქვს მოსამზადებლად.ინფორმაციის ვაკუუმში მოქცეულნი ბევრ პროექტს და აქტივობას ვაკლდებით.სამწუხაროდ მხოლოდ სკოლის დირექცია,თვითმმართველობა და მასწავლებლები არ წარმოადგენენ საკმარის ძალას,რათა მოსწავლეებს გააცნონ ახალი საინტერესო პროექტები.კიდევ ერთი დიდი პრობლემა არის ის ,რომ გარკვეული მიზეზების გამო მშობლები ვერ ახერხებენ აქტიურად ჩაერთონ საკუთარი შვილების სასკოლო ცხოვრებაში.

How will your initiative achieve/contribute to this change?

.ჩვენი პროექტის-" სკოლის ხმის" მიზანია,შევუქმნათ მოსწავლეებს ის გარემო,სადსაც მათ საშუალება ექნებათ გამოხატონ საკუთარი თავისუფალი აზრი,აჩვენონ გარშემომყოფთ შესაძლებლობები და ამასთანავე დაიხვეწონ ისეთ მნიშვნელოვან უნარჩვევებში,როგორებიცაა ჯგუფური მუშაობა,ჟურნალისტიკის,როგორც ერთ-ერთი საინტერესო სფეროს მოხალისეობა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებიათვის,ვფიქრობთ რომ ჩვენი იდეა,წარმატებით გადადგმული ნაბიჯი იქნება ბავშვებისთვის,რომლებიც დაინტერესებულნი არიან ზოგადსაგანმანათლებლო და სასკოლო აქტივობებით,შემოქმედებიტა და სპორტით.სკოლის გაზეთისა და რადიოს წარმოება საინტერესო პროცესი და საუკეთესო მოტივაცია იქნება თითოეული მოსწავლისათვის,რომელიც ჩაერთვება ამ აქტივობაში.ჩვენი აზრით გაზეთი და რადიო მართლაც დადებითად იმოქმედებს მოტივაციის ამაღლებაზე ,რადგან ყველასათვის სასიხარულო იქნება წარმოაჩინოს საკუთარი თავი რადიოსა და გაზეთში და მიიღოს მონაწილეობა არა მარტო სკოლის,არამედ საკუთარი თავის განვითარებაშიც. აქტივობები 1.ჟურნალისტის მოწვევა და მაქსიმალური ინფორმაციის მიღება ამ პროფესიასთან დაკავშირებით. 2.კლასსებში პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება. 3.მოხალისეების მოზიდვა/კონკურსის ჩატარება. შერჩევითი კონკურსი ჩატარდება ახალგაზრდა ჟურნალისტების,რედაქტორებისა და რადიოწამყვანების გამოსავლენად,რაც გულისხმობს მათი ნაშრომების,ესეების,ინტერვიულებისა და სტატიების შეფასება.საუკეთესო ქულების მქონე მოსწავლეები დაინიშნებიან რედაქტორებად და გამომცემლებად. 4.საჭირო ინვენტარის შეძენა და შესაბამისი გარემოს შექმნა/მონტაჟი 5.როლების გადანაწილება. 6.გაზეთის რეგულარული გამოშვება/რადიოგადაცემების მოწყობა.შეიქმნება ჯგუფები,რომელთაც დაეკისრებათ გარკვეული მოვალეობები.გაზეთი გამოიცმა თვეში ერთხელ,50 ტირაჟით.

What will happen to your initiative and to the purchases?

ინიციატივის/პროექტის დასრულების შემდეგ შესყიდული ნივთები რჩება სკლოლის დირექციას.აღსანიშნავია რომ ჩვენი პროექტი არის გრძელვადიანი და შესაბამისად მუდმივად გვექნება მათთან შეხება.

How will initiative provide equal opportunity for men and women?

პროექტი გათვლილია ორივე სქესისა და ნებისმიერი ასაკის წარმომადგენელზე.

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
ლეპტოპი

Acer TMB117-M-C47Z NX.VCHER.014 black

zoommer

მეგობრობის გამზირი N16

(995)322603060
500,00 ₾
ფოტოაპარატი

sony cyber-shot-dsc-h300(dsch300.ru.3)

alta okey

მესხიშვილის 16

032 238 00 38
650,00 ₾
ქაღალდი

A3 ფორმატით-1 შეკვრა 500 ც-4 შეკვრა

შპს. "მარკერი"

მეგობრობის გამზირი N8

0341 25 11 62
100,00 ₾
საჭირო ნივთები და მასალა

1.მიქშერი-1ც-behringer-300ლარი
2.დინამიკი-5 ც-microlab b77bt-800ლარი
3.მიკროფონი-1ც-defender mic130-200ლარი
4.სიგნალის გამყოფი-behringer-200ლარი
5.ყურსასმენი-2ც-hocow5-60 ლარი
6.კატრიჯი-1ც-canon/IR2520A3-100ლარი
7.საღებავი-CANON/200 მლ-4 ფერი,3 შეკვრა-180 ლარი
8.კატრიჯის დატენვა-3ჯერ-105 ლარი
9.კაბელი- 4 სართულისთვის-200 ლარი
10.მომსახურება და ხელოსანი-500 ლარი

geobit

მეგობრობის ქუჩა 10 გ

(0341)284444
2 645,00 ₾
მაგიდა

116X75

ინდ.მეწარმე-გოგა გოგატიშვილი

სტამბულის ბაზარი

579 07 02 25
150,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments

Nino Giorgadze პროექტის ფარგლებში უკვე გამოვიდა 2 ჟურნალი. ამჟამად დასრულდა მესამე ნომერზე მუშაობა და მალე ჩაეშვება დასაბეჭდად. მოსწავლეები თითოეულ გამოცემაზე მუშაობის დროს უფრო და უფრო მეტ გამოცდილებას იძენენ და ცდილობენ საინტერესო გახადონ ყველა ასაკის მკითხველისთვის. პროექტის გუნდს უერთდებიან ჟურანლისტკით დაინტერესებული სხვა მოსწავლეებიც.
Reply
ანი მჭედლიშვილი დღეს პირველად პროექტი,, სკოლის ხმა'' ფარგლებში რადიოს წამყვანებმა მოამზადეს გადაცემა, როგორც ინფორმაციული ისე მუსიკალური. დერეფანში მუსიკის ფონზე ბავშვები აცეკვდნენ და მათ აღტაცებას ამ ახალ და სახალისო სტიმულზე საზღვარი არ ჰქონდა. ოთხივე სართულზე ყველა ხალისობდა დიდი იქნებოდა თუ პატარა. 👍
Reply
ანი მჭედლიშვილი 25 ოქტომბერს მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა და დარგეს ხის ნერგები პროექტ,, სკოლის ხმა'' ფარგლებში ერთ-ერთი აქტივობის (სკოლის ტერიტორიის გამწვანება) განხორციელებისას.
Reply
ანი მჭედლიშვილი ..
Reply
ანი მჭედლიშვილი ...
Reply
ანი მჭედლიშვილი ...
Reply
ანი მჭედლიშვილი სსიპ ქალაქ რუსთავის N20 საჯარო სკოლა მადლობას უხდის ფონდ ,,ორბელიანი საქართველოს’’ და რუსთავის მერიას პროექტის დაფინანსებისათვის. პროექტ ,,სკოლის ხმის’’ განხორციელების პირველ ეტაპზე შევიძინეთ A3 თაბახის ფურცლები (4 შეკვრა), ერთი მაგიდა. მიმდინარეობს რადიო ხაზების გაყვანა და დინამიკების დამონტაჟება სართულებზე, სკოლაში მოხდა მოსწავლეების ინფორმირება პროექტთან დაკავშირებით. შეირჩა მოხალისეები რადიოს წამყვანის პოზიციებზე და სტატიების მომზადებაზე.ველოდებით ჯეობიტის მაღაზიიდან გამოწერილი ნივთების გადმოცემას.
Reply