სკოლის ხმა - All Activity

სკოლის ხმა Location: Kvemo Kartli, Rustavi, მეგობრობის 35ა
Nino Giorgadze commented

პროექტის ფარგლებში უკვე გამოვიდა 2 ჟურნალი. ამჟამად დასრულდა მესამე ნომერზე მუშაობა და მალე ჩაეშვება დასაბეჭდად. მოსწავლეები თითოეულ გამოცემაზე მუშაობის დროს უფრო და უფრო მეტ გამოცდილებას იძენენ და ცდილობენ საინტერესო გახადონ ყველა ასაკის მკითხველისთვის. პროექტის გუნდს უერთდებიან ჟურანლისტკით დაინტერესებული სხვა მოსწავლეებიც.

სკოლის ხმა Location: Kvemo Kartli, Rustavi, მეგობრობის 35ა
ანი მჭედლიშვილი commented

დღეს პირველად პროექტი,, სკოლის ხმა'' ფარგლებში რადიოს წამყვანებმა მოამზადეს გადაცემა, როგორც ინფორმაციული ისე მუსიკალური. დერეფანში მუსიკის ფონზე ბავშვები აცეკვდნენ და მათ აღტაცებას ამ ახალ და სახალისო სტიმულზე საზღვარი არ ჰქონდა. ოთხივე სართულზე ყველა ხალისობდა დიდი იქნებოდა თუ პატარა. 👍

სკოლის ხმა Location: Kvemo Kartli, Rustavi, მეგობრობის 35ა
ანი მჭედლიშვილი commented on comment : ანი მჭედლიშვილი at: Oct. 30, 2019, 4:54 p.m.

..

სკოლის ხმა Location: Kvemo Kartli, Rustavi, მეგობრობის 35ა
ანი მჭედლიშვილი commented

25 ოქტომბერს მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა და დარგეს ხის ნერგები პროექტ,, სკოლის ხმა'' ფარგლებში ერთ-ერთი აქტივობის (სკოლის ტერიტორიის გამწვანება) განხორციელებისას.

სკოლის ხმა Location: Kvemo Kartli, Rustavi, მეგობრობის 35ა
ანი მჭედლიშვილი commented

სსიპ ქალაქ რუსთავის N20 საჯარო სკოლა მადლობას უხდის ფონდ ,,ორბელიანი საქართველოს’’ და რუსთავის მერიას პროექტის დაფინანსებისათვის. პროექტ ,,სკოლის ხმის’’ განხორციელების პირველ ეტაპზე შევიძინეთ A3 თაბახის ფურცლები (4 შეკვრა), ერთი მაგიდა. მიმდინარეობს რადიო ხაზების გაყვანა და დინამიკების დამონტაჟება სართულებზე, სკოლაში მოხდა მოსწავლეების ინფორმირება პროექტთან დაკავშირებით. შეირჩა მოხალისეები რადიოს წამყვანის პოზიციებზე და სტატიების მომზადებაზე.ველოდებით ჯეობიტის მაღაზიიდან გამოწერილი ნივთების გადმოცემას.