ველოსადგომი-ეფექტური გზა გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების პოპულარიზებისთვის

nia ivanidze
Kvemo Kartli, Rustavi, მაჩაბელის N3
61
Comments: 5

Goals

Problem statement:

ტრანსპორტით გადატვირთული ქუჩები და მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა თითქმის ყველა ქალაქისთვის სერიოზული გამოწვევაა. მათ შორის არც ჩემი ქალაქი რუსთავია გამონაკლისი. განსაკუთრებით შემაწუხებელია ეს პრობლემა დილის საათებში, როცა უამრავი ადამიანი მიიჩქარის სამსახურისკენ, სკოლისკენ, ბაღისკენ. ამ პროცესით განსაკუთრებით ვიწრო ქუჩებით გარემოცული ობიექტები ზარალდება. რუსთავის N7 საჯარო სკოლა სწორედ ამგვარი დაწესებულებების რიცხვს მიეკუთვნება: რამდენიმე რიგად ჩამწკრივებული ავტომანქანები, შეშინებული ბავშვები -აი, ჩემი სკოლის მიმდებარე ტრიტორიის ამსახველი რეალობა, რეალობა, რომლის შეცვლასაც ვაპირებ.
მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა საავტომობილო საცობების შემცირების ყველაზე ეფექტური გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების პოპულარიზებაა. ამიტომ ,ვფიქრობ,ველოსიპედით გადაადგილების ხელშეწყობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლის მოსწავლეებთან ჩემი იდეის გაჟღერებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა:ერთნაირად დაინტერესდნენ სხვადასხვა ასაკის ბავშვები,როგორც გოგონები,ისე ბიჭები,მაგრამ არის მთავარი პრობლემა :სკოლის ტერიტორიაზე არ არსებობს ველოსადგომი,რაც აუცილებელია ველოსიპედის გასაჩერებლად და დასამაგრებლად.დარწმუნებული ვარ,ველოსადგომის მოწყობის შემთხვევაში უამრავი პრობლემა გადაიჭრება:განიტვირთება სკოლის მიმდებარე ქუჩები,მასწავლებელთა და მოსწავლეთა უდიდესი ნაწილი დაიწყებს ველოსიპედით მოძრაობას,რაც დადებითად აისახება ,როგორც მათ ჯანმრთელობაზე,ისე მატერიალურ მდგომარეობაზე.საერთოდკი აღნიშნული მიმართულებით გადადგმული ეს კონკრეტული ნაბიჯი უფრო გლობალური პრობლემის მოგვარების საწინდარია

How will your initiative achieve/contribute to this change?

ველოსადგომის მოწყობა ადვილ საქმედ არ მიმაჩნია.მიუხედავად იმისა ,რომ მსურველი საკმაოდ ბევრია,მაინც აუცილებელია ფართო საზოგადოების ინფორმირება,უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზრუნვა. იმისათვის,რომ სკოლასთან მისვლა უსაფრთხო იყოს ყველასთვის,სკოლის თვითმმართველობის მოსწავლეებთან ერთად მივმართავ ადგილობრივ თვითმმართველობას,რათა მათ იზრუნონ ველობილიკების მოწყობაზე. ვფიქრობ, ველოსადგომი უნდა მოეწყოს სკოლის შესასვლელთან ახლოს,სარინელთან,რათა წვიმიან ამინდშიც მოსახერხებელი იყოს სკოლაში შესვლა. ველოსიპატების პარკინგისათვის განკუთვნილი კონსტრუქცია წერტილოვან საძირკველზე დამაგრებულ საყრდენებზე აეწყობა და შედუღდება მილ-კვადრატების მარტივი კონსტრუქცია.მასზე განთავსებული ველოსიპეტები დამაგრდება საკეტი ტროსითა და კლიტით. ველოსიპეტების გასაჩერებელი ადგილი მოსწორდება ბეტონის საფარით.

What will happen to your initiative and to the purchases?

აღნიშნული ინიციატივა არ გულისხმობს მოკლევადიან პერიოდს და არც საზოგადოების მცირე სეგმენტზეა გათვლილი.ველოსადგომით სარგებლობას შეძლებენ როგორც სკოლის მოსწავლეები,მშობლები და მასწავლებლები,ისე მეზობელი თემის წარმომადგენლები,ისეთები,ეზოში რომ უფრთხიან ველოსიპედების უმეთვალყუროდ დატოვებს.ამიტომ აღნიშნული პროექტით ისარგებლებენ მუდმივად და მოწყობილი ინფრასტრუქტურის უმთავრესი განმკარგველი მთელი სკოლა იქნება.

How will initiative provide equal opportunity for men and women?

ჩვენს სკოლაში სწავლობს 1000-მდე მოსწავლე,რომლებიც, განურჩევლად სქესისა, თანაბრად არიან ჩართული სკოლის ცხოვრებაში,აქტიურად იღებენ მონაწილეობას როგორც შემოქმედებით,ისე სპორტულ აქტივობებში.შესაბამისად,ველოსადგომის მოწყობა თანაბრად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანისათვის.

Recommendations

Reviewer 8

თქვენს სკოლას დიდი ფართი აქვს და მხოლოდ ველოსადგომზე რატო შეჩერდით?

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
ველოსადგომის რკინის კონსტრუქცია

2 ერთეული ექვს სექციანი ველოსადგომის დამზადება და მონტაჟი.

სააქციო საზოგადოება "სარინი"

ქალაქი რუსთვი, ჯავახიშვილის ქ. 9

599504948
1 900,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.
nia ivanidze commented Oct. 14, 2019, 5:51 p.m.

საბოლოოდ კი ასე დაგვიმშვენა და გაგვიხალისა ეზო ველოსადგომმა.მიხარია,რომ მრავალი ადამიანის სურვილი ასრულდა...

Reply
nia ivanidze commented Oct. 14, 2019, 5:48 p.m.

ველოსადგომის კონსტრუქცია სასურველი ფორმისა და დიზაინის გამოვიდა,ზუსტად ისეთი,მოსწავლეებს რომ ჰქონდათ შერჩეული. შეირჩა შესაფერისი ადგილი და დაიწყო ნიადაგის მომზადება, კონსრუქციის მყარად დასამაგრებლად.რკინის ბჯენები ღრმად განთავსდა მიწაში და შემდეგ ბეტონის საფარით დამაგრდა.

Reply
nia ivanidze commented Oct. 2, 2019, 11:41 a.m.

ველოსადგომის იდეის განხორციელებაში აქტიურად ვითანამშრომლეთ კომპანია ,,სარინთან". რომლის დახმარებითაც მომზადდა ინვოისი. დაიწყო კონსრუქციის მზადების პროცესი.შეირჩა შესაბამისი ადგილი სკოლის ეზოში ,სადაც განთავსდება დასრულებული კონსტრუქცია.

Reply
nia ivanidze commented Oct. 2, 2019, 11:17 a.m.

ველოსადგომის შესახებ მოსწავლეთა მიერ მოწოდებული იდეების შეჯერების პროცესი წარმატებით დასრულდა.შეირჩა ველოსადგომის პრაქტიკული და დახვეწილი დიზაინი,რომელიც გულისხმობს ორ ექვსსექციან კონსტრუქციას.

Reply