ველოსადგომი-ეფექტური გზა გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების პოპულარიზებისთვის - All Activity

nia ivanidze commented

უსაფრთხოების წესების დაცვა,ველოსიპედით მოსარგებლეთა აღჭურვილობა და ველორბოლების მოწყობა-ამ თემების შესახებ საინტერესო შეხვედრა გამართეს N7 საჯარო სკოლაში რუსთავის ველომოყვარულთა კლუბის წარმომადგემლებმა. გიგა ძულიაშვილმა და ლერი მაღლაფერიძემ მე-8-მე-11 კლასის მოსწავლეებს გააცნეს ველოსიპედით გადაადგილებისას დასაცავი უსაფრთხოების წესები,ესაუბრნენ ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობის შესახებ,უპასუხეს მოსწავლეთა მიერ დასმულ კითხვებს.

nia ivanidze commented

საბოლოოდ კი ასე დაგვიმშვენა და გაგვიხალისა ეზო ველოსადგომმა.მიხარია,რომ მრავალი ადამიანის სურვილი ასრულდა...

nia ivanidze commented

ველოსადგომის კონსტრუქცია სასურველი ფორმისა და დიზაინის გამოვიდა,ზუსტად ისეთი,მოსწავლეებს რომ ჰქონდათ შერჩეული. შეირჩა შესაფერისი ადგილი და დაიწყო ნიადაგის მომზადება, კონსრუქციის მყარად დასამაგრებლად.რკინის ბჯენები ღრმად განთავსდა მიწაში და შემდეგ ბეტონის საფარით დამაგრდა.

nia ivanidze commented

ველოსადგომის იდეის განხორციელებაში აქტიურად ვითანამშრომლეთ კომპანია ,,სარინთან". რომლის დახმარებითაც მომზადდა ინვოისი. დაიწყო კონსრუქციის მზადების პროცესი.შეირჩა შესაბამისი ადგილი სკოლის ეზოში ,სადაც განთავსდება დასრულებული კონსტრუქცია.

nia ivanidze commented

ველოსადგომის შესახებ მოსწავლეთა მიერ მოწოდებული იდეების შეჯერების პროცესი წარმატებით დასრულდა.შეირჩა ველოსადგომის პრაქტიკული და დახვეწილი დიზაინი,რომელიც გულისხმობს ორ ექვსსექციან კონსტრუქციას.