ველოსიპედი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის

nini modebadze
Kvemo Kartli, Rustavi, მე-12 მკრ. N1-221
1531
Comments: 3

Goals

Problem statement:

2016 წლის საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო (IEA)_ს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით საქართველო სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ხოლო ქვეყნის ჰაერის დაბინძურების 71% ავტომობილებზე მოდის. ასევე ,,იელის უნივერსიტეტის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ზოგადი დაბინძურების დონის მიხედვით 2016 წელს საქართველო 180 ქვეყნიდან 111 ადგილს იკავებს. ამავე წელს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული დაბინძურების მონიტორინგის მიხედვით ქ. რუსთავში მტვრის ზღვრულად დასაშვები მაქსიმალურ კონცეფცია 0.2_ს შეადგენს, თუმცა ზაფხულსა და შემოდგომაზე PM10, PM25,ნახშიროჟანგი, გოგირდის დიოქსიდი და NOX დასაშვებ ზღვარს 2_ჯერ აღემატება(0.44),ასევე გაზრდილია ონკოლოგიური და გულსისხლძარღვთა დაავადების შემთხვევები. რაც განპირობებულია ქ.რუსთავში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობით გამოწვეული გამონაბოლქვისაგან. სამწუხაროდ მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. აღნიშნული პრობლემის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, საზოგადოების დაბალი ცნობიერებაა.მოზარდების უმრავლესობა საკუთარ დროს არაპროდუქტიულად იყენებს, საგრძნობლად იმატა არსრულწლოვანთა დანაშაულმა, მავნე ჩვევებისკენ მიდრეკილებამ, თამბაქოს მოხმარებამ და არაჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრობამ. შემოთავაზებულ იდეების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ მოგვეცემა საშუალება ვებრძოლოთ და მოვაგვაროთ ჩამოთვლილი პრობლემები. ამის გზა კი არის, რომ სსიპ N5 სკოლის ეზოში მოვაწყოთ ველოსადგომი, ასევე შევიძინოთ 10 ველოსიპედი და თემატური აქტივობებით ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.

How will your initiative achieve/contribute to this change?

შეძენილი ველოსიპეტებით სისტემატიურად დავგეგმავთ სხვადასხვა აქტივობებს, მოვაწყობთ ველო მსვლელობებს, განვიხილავთ თემატურად პრობლემურ საკითს მაგ. თამბაქოს მოწევა, გარემოს დაბინძურება, გამწვანება, და ა.შ. გვექნება დისკუსია, მოვაწყობთ მსვლელობას ველობილიკ ––აღმაშენებლის გამზირზე , რომელიც სულ ახლახან გაკეთდა ჩვენს მახლობლად ჩვენსავე მიკრორაიონში , რომელიც არის უსაფრთხო გადაადგილების საშუალება. ასევე რუსთავის მაშტაბით სხავდასხვა ლოკაციაზე და მსვლელობის ფარგლებში გავავრცელებთ წინასწარ დამზადებულ თემატურ პოსტერებს.ყოველი თვის პირველ კვირას გვექნება შეხვედრა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან და მათთან ერთად დავგეგმავთ სხვადასხვა აქტივობებს.შევერთდებით რუსთავის ველომოყვარულთა კლუბს და მივიღებთ მათთან ერთად სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობას, შევხვდებით სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს და ერთობლივად დავგეგმავთ ღონისძიებებს მაგალითად ვინ გაივლის ყველაზე ნელა.აქტივობებში ჩავრთავთ თემის წარმომადგენლებს. ასევე შეირჩევა მოსწავლეები ვისაც სჭირდება ველოსიპედით გადაადგილება სკოლამე და აქტიური მოხმარებისთვის გარკვეული პერიოდით გადავცეთ მას ამ ველოსიპედებს. დადასტურებულია, რომ ველოსიპედით სარგებლობა აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ხელი შეეწყობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიძაციას, ასევე ჩვენს ყოველდღიურობაში მოხდება ეკოლოგიურად სუფთა ტრამსპორტის ველოსიპედის დანერგვა , მოსწავლეები დროის გარკვეულ მონაკვეთს დაუთმობენ აღნიშნულ აქტივობებს, გაიგებენ უამრავ ინფორმაციას ბუნების დაცვისა თუ ბუნებაში ადამიანის როლის შესხებ. ამ ცოდნას კი პროექტის ფარგლებში მთელი რუსთავის მოსახლეობას გაუზიარებენ.

What will happen to your initiative and to the purchases?

ინიციატივის დასრულების შემდეგ ველოპარკინგი დარჩება სკოლას, რადგან სკოლის ეზოში განთავსდება , რაც შეეხება ველოსიპედებს, ისიც იქნება სკოლის ბაზაზე და გამოვიყენებთ სამოქალაქო განათლების კლუბის ,,დემოკრატიის მუხტის’’ წევრები სხვადასხვა აქტივობებში და ასევე სპორტის მასწავლებლებსაც მიეცემა საშუალება მათი გამოყენების. ველოსიპედების დაზიანების შემთხვევაში სკოლა იღებს პასუხისმგებლობას მის შეკეთებაზე. აღნიშნული სკოლის დირექტორი თანახმაა, საჭიროების შემთხვევაში გამოყოს თანხა ბიუჯეტიდან და დაზიანებულ ველოსიპედის შეკეთებას მოახმაროს. გამარჯვების შემთხვევაში აქტივობების დროს გადაღებულ ფოტოებს ავტვირთავთ სოციალურ ქსელში.

How will initiative provide equal opportunity for men and women?

აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობას მიიღებს როგორც სამოქალაქო განათელბის კლუბის ,,დემოკრატიის მუხტის “ წევრები ასევე მე–5 სკოლის ნებისმიერი მოსწავლე , დამატებით შესაძლებლობა ექნებათ სხვა სკოლის მოსწვლეებსაც ვისაც უკვე აქვთ ველოსიპედები და ასევე სურვილი ჩვენს აქტივობებში ჩართვის, განურჩევლად სქესისა ჩაერთონ ჩვენს პროექტში. ასევე თემის წარმომადგენლები ასაკის შეუზღუდავად ნებისმიერი ადამიანს, ასევე სოციალურად დაუცველი მოსწავლეები რომლებსაც მიეცემა საშუალება გადმოცემული ველოსიპედებით მიიღონ მონაწილეობა. ველოსიპედები იქნება თანაბრად გადანაწილებული გოგონებსა და ვაჟებზე. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დაახლოებას, კომუნიკაციას, ინტეგრაციას, ველოსპორტის პოპულარიზაციას , ასევე მოსწავლეები თავად გამოიტანენ დასკვნებს რამდენად უკეთესია ველოსიპედით მოძრაობა, რომ ეს არის ერთ–ერთი ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი ტრანსპორტი რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ჯასნსაღ ცხოვრებას. გაიაზრებენ იმ როლს, რომელიც მათ აკისრიათ ბუნებასთან და გაუფრთხილდებიან მას.

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
ველოსადგომი

რკინის კონსტრუქცია.

ს/ს სარინი

ჯავახიშვილის ნ.9

599504948
990,00 ₾
სიმბოლური პრიზები

მედლები

მედლების მაღაზია

თბილისის, დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორია

(+995) 558 250 150
100,00 ₾
ველოსიპედი

10 ველოსიპედი, 5 გოგოს და 5 ბიჭის, 10 ცალი ჩაფხუტი.

მაღაზია რაიდერი

მეგობრობის 32

(+995) 558 250 150
3 000,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments

Manana Shekiladze ათი ველოსიპედი, ათი ჩაფხუტი,ათი საკეტი ,ათი სკამის სარჩული,ველოსაფგომი და უამრავი პრიზებიიიი მაფლობა ყველაფრისთვოიიოს💖💜💖💚
Reply
Manana Shekiladze მოგესალმებით რუსთავის N 5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების ლუბის .. დემოკრატიის მუხტის''წევრები და ხელმძღვანელი მანანა შეყილაძე. ფონდ ორბელიანი საქართველოს კონკურსში გამარჯვების შემდეგ დაგბიფინანსეს პროექტი. შევიძინეთ ველოსიპედები,ასევე ველოსადგომი რომელიც დევღებეთ და დავამონტაჟეთ . 5. 10. 2019 წელს გვქონდა პირველი დეჯიბრი წყვილებში . ასევე 12. 10. 2019 წელს მომდევნო შეჯიბრი ხოლო 19 . 10. 2019 წელს უკვე ათი ჩაფხუტით გვქონდა წყვილებდი,ასევე ზოლში,წრეზე სიარული გამარჯვებული ფავაჯილდოვეთ საქართველოს ალმით . 19.10 2019 წელს დავამონტაჟეთ ველოსადგომი . მოსწავლეთა სიხარულს საზღვარი არ აქვს . უსაზღვროა მათი ბედნიერება . ყოველივე ამისთვის უღრმესი მადლობა ფონდ ,,ორბელიან საქართველოს ''რუსთავის მერიას,და ყველა იმ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა ჩვენს ბედნიერებაში. 💜💙❤
Reply
Manana Shekiladze მოგესალმებით ქალაქ რუსთავის N 5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ,,დემოკრატიის მუხტის '' წევრები და მისი ხელმძღვანელი : სამოქალაქო განათლების პედაგოგი -მანანა შეყილაძე. ჩვენმა კლუბმა მიიღო მონაწილეობა პროექტში,,შეცვალე რუსთავი ''დავწერეთ პროექტი ,,ველოსიპედი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვით.''აღნიშნულ პროექტში გავიმარჯვეთ რისთვისაც უღრმესი მადლობა ფონდ ,,ორბელიან საქართველოს ''და რუსთავის მერიას. მოხდა ინვენტარის შერჩევა ,გადაიგზავნა ინვოისები და ჩაირიცხა თანხა ყველგან რისთვისაც კიდევ ეთხელ გიხდით მადლობას . გადარიცხული თანხით შევიძინეთ ველოსიპედები . რომელიც მოგვიტანეს უკვე სკოლაში . ასევე შევიძინეთ ლითონის მასალა და მიმდინარეობს ველოსადგომის დამზადება . რომელიც თითქმის მზად არის და რამდენიმე დღეში შეიღებება და საბოლოო სახეს მიიღებს და დამაგრდება სკოლის შემოსასვლელში. ასევე შევარჩიეთ პრიზები: გარდამავალი თასი და საკანცელარიო ნივთები. ველოდებით ჩაფხუტების რაოდენობის შემოტანას მაღაზია რაიდერში და ვიმედოვნებთ რომ პროდუქცია მალე მოვა და დავიწყებთ სამოქმედო გეგმის მიხედვით სახალისო აქტივობებს. 16. 10 2019 წელი.
Reply