მოძრავი კინოთეატი
Kvemo Kartli, Dmanisi Municipality, სოფელი განთიადი
648 Comments: 0
Goals
Problem statement:
90-იან წლებში ჩემს სოფელში საკმაოდ დიდი კინოათეატრი გვქონდა, მახსოვს, ღონისძიებები ხშირად იმართებოდა და ბევრი მაყურებელიც დადიოდა სხვადასხვა სოფლებიდან. შემდეგ თანდათან შეწყდა ჩვენებები და კინოთეატრიც დაიხურა. ინვენტარის ნახევარი მოიპარეს, ნაწილიც დააზიანეს. მას შემდეგ ერთადერთი თავმოყრისა და გართობის არის სივრცე მინი-სტადიონია, რომლითაც ბიჭები უფრო სარგებლობენ, ვიდრე გოგონები.
მესამე წელია, ზაფხულობით მე და ჩემი მეგობარი სხვადასხვა სოფელში ჩავდივართ და ფილმის ღია ჩვენებებს ვაწყობთ, რომელზეც მინიმუმ 30 ადამიანი ესწრება, მათ შორის ახალგაზრდები ჭარბობენ. ზაფხულის განვალობაში 3-ჯერ თუ მოვარხერხებდით ხოლმე, რადგან თითქმის ყველანაირი საჭირო ტექნიკა ნათხოვარი გვქონდა(ნოუთბუქისა და პროექტორის გარდა) : აუდიო ტექნიკა, დენის წყაროს გამაგრძელებლები და ა.შ. ეკრანი არავინ რომ არ გვათხოვა, ხელი არ ჩაგვიქნევია და საბნის კონვერტები გამოვიყენეთ. თუმცა უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ხალხის სიმრავლისა და (ახლა უკვე გასათვალისწინებელი დისტანციის გამოც) და ე.წ „პროექტორის ეკრანის“ ზომის სიმცირის, ასევე დაბალი სიხშირის აუდიო მოწყობილობის გამოც ვაწყდებოდით პრობლემებს. დაგვიგეგმავს ჩვენებები, რომელიც იქნებოდა ინგლისური ტიტრებით, თუმცა ეკრანის ზომის გამო მოუხერხებელი აღმოჩნდა ასეთი ფილმის ჩვენება.
მოთხოვნა ყოველთვის დიდი იყო, გვთხოვდნენ ხშირად გაგვეკეთებინა ჩვენებები პატარებისთვის, ახალგაზრდები გვეხმარებოდნენ და გვიპირებდნენ შემდგომ ჩვენებებზე, მაგრამ ,სამწუხაროდ ტექნიკის არქონის გამო ხშირად გვერიდებოდა სხვისთვის თხოვნა და ხვეწნა.
How will your initiative achieve/contribute to this change?
საჭირო ტექნიკის არსებობის შემთხვევაში მოვაწყობთ კინოჩვენებებს, რომელიც იქნება გრძელვადიანი, შემეცნებითი სახის, დასწრება შეეძლება ნებისმიერ მსურველს. გარდა მხატვრული ფილმებისა, გვექნება დოკუმენტური ფილმების ჩვენება და შემდგომ დოსკუსიები ფილმის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ახალგარზდებში ანალიზისა და მსჯელობის უნარის განვითარებას. საბედნიეროდ, ყოველთვის დიდი პოპულარობით გამოირჩევა ყველა ასეთი ღონისძიება და ახალგაზრდების ჩართულობაც საკმაოდ მაღალია. გარდა ამისა, დაგეგმვისა და შესაბამისი გარემოს მოწყობაში აქტიურად გვეხმარებიან ადგილობრივი მაცხოვრებლები,მათ შორის ბავშვები და ახალგაზრდები, რაც თავისთავად განაპირობებს მოხალისეობის კულტურის დანერგვას. ჩვენი სამიზნე აუდიტორია ძირითადად ახალგაზრდები არიან, აღნიშნული ინიციატივის განხორციელებით თანაბრად ისარგებლებენ გოგონებიც და ბიჭებიც, თუმცა როგორც განვლილმა ღონისძიებებმა აჩვენა, უფროს თაობასაც დიდი სურვილი აქვთ მსგავს აქტივობებზე დასწრების.
What will happen to your initiative and to the purchases?
ინიციატივა გრძელვადიანია, ამიტომ ნივთები ჩვენს მფლობელობაში დარჩება მათ სრულ ცვეთამდე. ასევე, მივესალმებით და გვერდში დავუდგებით ყველა ახალგაზრდას, რომელიც მსგავსი ღონისძიების ჩატარებას გადაწყვეტს, ოღონდ რაღათმაუნდა ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება ინვენტარი.
How will initiative provide equal opportunity for men and women?
ინიციატივის განხორციელების შედეგად ისარგებლეს ყველა, ვისაც ღონისძიებაზე დასწრების სურვილი ექნება, ამიტომ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს ამ მხრივ, სარგებელი თანაბარი იქნება როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.
Items Needed
Item | Description | Vendor Info | Total | Purchased? |
პროექტორის ეკრანი | ეკრანის მახასიათებლები დამატებითი მახასიათებლები |
BE.GE
ნ. ყიფშიძის 2 |
412,00 ₾ | |
დამაგრძელებელი ბარაბანი | 50 მეტრი 2.5 მმ (პლასტმასის და რკინის) |
MASTER GROUP/მასტერ ჯგუფი
Kerchi St. 0167 Tbilisi 032 265 43 44 |
110,00 ₾ | |
აუდიო სისტემა/SPEAKERS | Sony GTK-XB72 |
ალტა/ALTA
0159, საქართველო, ქ.თბილისი, ვინაიდან დროებით ონლაინ მომსახურებაზეა გადასული ყველა ფილიალი, პროდუქტის ლინკს დავურთავ. |
999,00 ₾ | |
დენის გამანაწილებელი/ | Gembird |
ალტა/ALTA
სათავო ოფისი: 0159, საქართველო, ქ.თბილისი, |
29,00 ₾ |
Activity See All Activity
Log in first to add your own comment.Comments