სიტყვის ძალა

ნათია ქათამაძე
Imereti, Tqibuli Municipality,
1106
Comments: 1

Goals

Problem statement:

ტყიბული არის ქალაქი, რომელიც განიცდის მოსახლეობის სიმცირეს და ქუჩებს აკლია ხალისი, სიფერადე სიახლეები... გამომდინარე აქედან, გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქალაქის გაფერადებაში, გამოცოცხლებაში, გვინდა იმედიანად მიაბიჯებდეს თითოეული გამვლელი ტყიბულის ქუჩებში.
ქ. ტყიბულის ცენტრალური ქუჩა თავისი მდებარეობიდან გამოდინარე კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის, რათა განვახორციელოთ ჩვენი იდეა „სიტყვის ძალა“. ქალაქის ცენტრში მოედინება მდინარე, რომლის დამცავი კედლის რეაბილიტაცია მოხდა ახლახანს, რესტავრირებულმა კედელმა დაამშვენა მდინარის ნაპირი, თუმცა გამოიყურება უსიცოცხლოდ, მოაჯირებზე კი მოწყობილია გარე განათების ბოძები, ასევე არის მდინარეზე გადასასვლელი ხიდები და ფეხით მოსიარულეთათვის ე.წ „ზებრა გადასასვლელები“. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოაჯირზე განთავსებულ განათების ბოძებზე დამონტაჟდეს ნაგვის ურნები, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯერჯერობით არ არის. საყრდენ კედელზე, განათების ბოძზე დამონტაჟებულ ნაგვის ურნებზე და „ზებრა" გადასასვლელებზე (ან ხიდზე) მოხდეს ისეთი წარწერების გაკეთება, რომლებიც ქ. ტყიბულის მაცხოვრებლებს და არამარტო მათ, ყოველდღიურად შეუქმნის ოპტიმისტურ განწყობას და შეახსენებს, რომ სიცოცხლე მშვენიერია და სიყვარული მნიშვნელოვანი (წარწერები თემატურად გაკეთდება: ურნებზე აქცენტი სისუაფთავეზე იქნება, გადასასვლელებზე სიცოცხლეზე, კედელზე კი ოპტიმისტური და ღიმილის მომგვრელი შინაარსისი ფრაზები) წარწერები აგრეთვე ჰარმონიულად უნდა შეეწყოს ქალაქის ლამაზ ბუნებას და მყუდრო სივრცეს. გარდა იმისა, რომ პოზიტიური სიტყვები დადებით ემოციებს გამოიწვევს ადამიანებში, გალამაზდება კედელი და შესაბამისად დამშვენდება ქალაქის ცენტრალური ინფრასტრუქტურა.

How will your initiative achieve/contribute to this change?

ჩვენი წვლილი იდეის განხორციელებაში იქნება ის, რომ მცირე კონკურსს მოვაწყობთ კედელზე დასაწერი ფრაზების ასარჩევად, იმ იდეებიდან რომელსაც უშუალოდ მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად შევაგროვებთ, თუ რა შინაარსის ფრაზებს ისურვებდნენ კედელზე, იდეის "სიტყვის ძალა" ფარგლებში, იმედიანი და ღიმილიანი განწყობის შესაქმნელად, აგრეთვე ვუზრუნველყოფთ ჩვენი ძალებით საჭირო სამუშაობის შესრულებას (ჩვენი და ჩვენი მეგობრების უშუალო მონაწილეობით გაკეთდება წარწერები). იდეას განვახორციელებთ ერთობლივად ნათია ქათმაძე, ნინო ბახუტაშვილი, ფატი ბარბაქაძე.

What will happen to your initiative and to the purchases?

შესყიდვების თვალსაზრისით ძირითადად ხარჯები გაიწევა იმ მასალის შესაძენად, რომლითაც უნდა განხორციელდეს წარწერები, იქნება ეს საღებავები, ინვენტარი და ა.შ აგრეთვე პროფესიონალი მხატვრის მომსახურება.

How will initiative provide equal opportunity for men and women?

თავისი საყოველთაო შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნული იდეის განხორციელების შემთხვევაში, შედეგი გავრცელდება ყველაზე ვინც კი აღნიშნულ ტერიტორიაზე გაივლის.

Recommendations

Reviewer 3

კარგი იდეაა. შეიძლება ასევე გაკეთდეს ორიგინალური ზებრა გადასასვლელები ნაცვლად ბანალურისა. ზოგადად ჯობია ურნები თვითმმართველობამ გააკეთოს და პროექტის რესურსი კი ქუჩების გალამაზება-გაფერადებას მოხმარდეს

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
მხატვარი

პროფესიონალი მხატვარი, რომელიც გააკეთებს წარწერებს.

ი.მ იაგო ხუციბერიძე

ქ. ტყიბული, რუსთველის 5

599607437
500,00 ₾
საღებავი წყალემულსიური ფასადისთვის

საღებავი წყალემულსიური ფასადისთვის Vechro Vinyflex Acrylic 9 ლ, მწარმოებელი საბერძნეთი, წონა (კგ): 13.5, ერთის ფასი 105 ლარი, გამოვიყენებთ სხვადასხვა ფერს. (ხარჯში ვითვალისწინებთ ფასების მერყეობას და ტრანსპორტირებასაც)

დომინო

https://www.domino.com.ge/ka/contact-information/

595803803
1 500,00 ₾
ნაგვის ურნა

6 ერთეული ნაგვის ურნა რომელიც განთავსდება განათების ბოძთან

ფ/პ ნათია ქათამაძე

ქ. ტყიბული რუსთაველის 4

598280302
1 000,00 ₾
პულივიზატორი

სხვადასხვა ფერის პულივიზატორი, ერთეულის ღირებულება 10-15 ლარის ფარგლებში

დომინო

ecommerce@domino.com.ge

595 803 803
750,00 ₾
ინვენტარი

შესაღები ინსტრუმენტები, საღებავის გამხსნელი, ფუნჯები და სხვა ინვენტარი

დომინო

ecommerce@domino.com.ge

595 803 803
300,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments

ნათია ქათამაძე პროექტი დავიწყეთ 01 ივნისს, გეგმის შესაბამისად, ინტერნეტ სივრცეში განვათავსეთ პოსტი, რითაც გავაცანით საზოგადოებას ჩვენი იდეა "სიტყვის ძალა" და მოვუწოდეთ, ჩაერთონ კონკურსში, მოგვაწოდონ საინტერესო იდეები და ერთად გავალამაზოთ ტყიბული https://m.facebook.com/story.php?story_fbid=632439394007573&id=298390517412464 აგრეთვე გავამზადეთ საინფორმაციო ბანერები, რომლებიც განვათავსეთ პროექტით განსაზღვრულ ლოკაციაზე.
Reply