სკოლავიზია
Kvemo Kartli, Marneuli Municipality, კოსტავას ქუჩა, N6
1543 Comments: 14
Goals
Problem statement:
მარნეულში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლე-ახალგაზრდები გამოირჩევიან სამოქალაო პასიურობით, რაც განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით. ამ ფაქტორებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ქართულ ენაზე კომუნიკაციური უნარ-ჩვევების დაბალი დონე და ამ მხრივ გამოცდილების სიმწირე.
იდეის „სკოლავიზია“ განხორციელებას ვაპირებთ ქ. მარნეულის N2 საჯარო სკოლაში, სადაც სწავლობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულ და არაქართულენოვან სექტორზე. "სკოლავიზია" დაფუძნდება სკოლის არაფრომალური განათლების მიმართულებით მოქმდეი კლუბის ბაზაზე.
იდეის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეების სოციალურად გააქტიურებას და ქართულ ენაზე დაბალი კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას;
How will your initiative achieve/contribute to this change?
"სკოლავიზიის“ პროექტის ფარგლებში მოეწყობა სასკოლო ტელევიზია, რომელიც გააშუქებს სასკოლო თემში, ქალაქსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და სიახლეებს. შეიქმნება რეპორტიორთა კლუბი, სადაც გაერთიანდებიან ქართული და რუსული სექტორის IX-XI კლასის მოსწავლეები. ისინი ისწავლან ვიდეორეპორტაჟებისა და youtube არხის შექმნას. კლუბის წევრებს ჩაუტარდებათ ინსტრუქტაჟი ვიდეომონტაჟის შესახებ. ამ პროცესში დაგვეხმარებიან მარნეული TV-ს ტექნიკური თანამშრომლები. „სკოლავიზიის“ ჟურნალისტები მოამზადებენ ტექსტებს ქართულ ენაზე და კითხვებს რესპოდენტებისთვის. "ჟურნალისტები" ატვირთავენ მათ მიერ მომზადებულ სიუჟეტებს youtube არხზე, ბლოგზე და სკოლის გვერდზე ფეისბუქში. სკოლის დერეფანში ჩამოიკიდება პლაზმური მონიტორი სადაც პერიოდულად ნაჩვენები იქნება მოსწავლეების მიერ მომზადებული სიუჟეტები. „სკოლავიზიის“ ფარგლებში მომზადდება სიუჟეტები სასკოლო ცხოვრებაზე, მოსწავლეთა მშობლების ოჯახების შესახებ, საინტერესო პიროვნებებზე, ქალაქში დაგეგმილ ღონისძებებზე, ტურისტულ ობიექტებზე, პრობლემურ საკითხებზე და ა.შ.
What will happen to your initiative and to the purchases?
იდეის ფარგლებში მიღებული ნივთები მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცემა სსიპ ქ. მარნეულის N2 საჯარო სკოლას. ნივთებს საჭიროებისამებრ გამოიყენებენ „სკოლავიზიის“ ჟურნალისტები და კლუბის ხელმძღვანელები.
How will initiative provide equal opportunity for men and women?
სიუჟეტები წარმოაჩენს ქალაქში/რეგიონში არსებულ პრობლემებს გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი რეპორტაჟები დაეხმარება მოსწავლეებსა და საზოგადოებას გენდერული სტერეოტიპების დაძლევაში. შესაბამისად ქალები და კაცები ისარგებლებენ თანაბრად იდეის განხორციელების შედეგად.
Recommendations
Reviewer 2
დაელაპარაკეთ სკოლას, ადგილობრივ მთავრობას, აიძულეთ უფრო მეტად ჩაერთონ.Items Needed
Item | Description | Vendor Info | Total | Purchased? |
Canon LEGRIA HF R806 | General Information |
altaok.ge
0159, საქართველო, ქ.თბილისი, |
849,99 ₾ | |
ტელევიზოროი - TCL 32D2900 | მონიტორი სკოლის დერეფნისთვის სადაც გავა სიუჟეტები |
altaok.ge
0159, საქართველო, ქ.თბილისი, |
419,99 ₾ | |
შტატივი PRIMAPHOTO PHKP002 | შტატივი აუცილებელი ნივთია სიუჟეტების მომზადების პროცესში. ფიზიკური პარამეტრები |
https://www.be.ge
მისამართი: |
125,00 ₾ | |
მიკროფონი SONY F-V120 UNIDIRECTIONAL DYNAMIC VOCAL MICROPHON | ხმის ჩამწერი მიკროფონი |
მაღაზია ALLMARKET.GE
თბილისი, ნუცუბიძის ქ. 129 III სართული (032) 2508181 |
80,00 ₾ |
Activity See All Activity
Log in first to add your own comment.Comments