სკვერი ერთიანი მომავლისთვის
Kakheti, Akhmeta Municipality, სოფელი კასრისწყალი
2167 Comments: 13
Goals
Problem statement:
ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში არსებული სოფელი კასრისწყალი, რომელიც აზერბაიჯანის საზღვისპირა სოფელია და ამასთან საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთის უკიდურეს წერტილში მდებარეობს, მუნიციპალური ცენტრიდან ქალაქ ახმეტიდან 170 კმ-ით (ფიზიკურად დედოფლისწყაროს მუნიციპილიტეტში მდებარეობს) არის დაშორებული. სოფელში სულ 70-მდე ოჯახი ცხოვრობს., მოსახლეობა ეთნიკურად მრავალფეროვანია: ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები; სოფელში არსებული ინფრასტრუქტურა ძველია და თითქმის არ არსებობს, შესაბამისად სოფლის ახალგაზრდების ერთადერთი თავშეყრის ადგილი არის მინი სტადიონი, რომელიც რამოდენიმე წლის წინ გაკეთდა., აღნიშნული სტადიონის გარდა არ არსებობს გასართობი ადგილი სოფლის მოსახლეობისთვის პრობელემას წარმოადგენს სწორედ ეს გარემოება, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ გართობის, თავშეყრის ადგილი რაც ეთნიკურ ურთიერთობებს უფრო შეუწყობდა ხელს, სოფელში არსებულმა ახალგაზრდების საინიაცივატო ჯგუფმა გადავწყვიტეთ მოვაწყოთ სკვერი რომელიც მოიცავს სკამებს, საქანელებს და სხვადასხვა გასართობ საშუალებებს. სკვერი გახდება ბავშვების და მათი მშობლების, ასევე უფროსი ასაკი ადამიანების თავშეყრის ადგილი, ის გააერთიაენებს ეთნიკურად განასხვავებულ ადამიანებს და დაეხმარებათ მათ ერთმანეთთან ურთიერთობაში.
How will your initiative achieve/contribute to this change?
სკვერის მოწყობას ვფიქრობთ ზემოთ აღნიშნული სოფლის მინი სტადიონის გვერიდით არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ხეებია დარგული და ა სევე არის განათების მოწყობის საშუალებაც., აღნიშნული პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ არსებული ტერიტორიის გასუფთავება - გამზადებას, რაც მოიცავს მიწის გადასწორებას სკვერისთვის ვარგისი გარემოს მოსწაყობად., შემდეგ ბილიკების, და სკამების მოწყობას. ვფიქრობთ შემდეგ გასართობ საშუალებებს როგორიცაა საქანელების, აიწონადაიწონა, სასრიალო და სხვა. ასევე მოვაწყობთ გარე განათებას. ორგანიზაცია თუშეთის განვითარების ფონდიც აცხადებს საგრანტო კონკურსს რომელიც მოიცავს სპორტულ აქტივობებს, აღნიშნულ ორგანიზაციაშიც წარვადგენთ პროექტს მაგიდის თამაშებსა თუ სხვა სპორტულ ინვენტარზე რომელიც შემდეგ გაამდიდრებს „ორბელიანის“ მიერ დაფინანსებულ სკვერს. აღნიშულ სამუშაოებში ჩართულები იქნებიან სოფლის მოსახლეობა როგორც მამარობითი, ისე მდედრობის სქესის ადამიანები. ამასთან განსხვავებული ეთნოსნის წარმომადგენლები. მოსახლეობის ძალისხმევით და „ორბელიანის“ მხარდაჭერით შევძლებთ შევქმნათ სკვერი, რომელიც გახდება სოფლის „ცენტრი“... აღნიშნული სამუშაოების შემდეგ სკვრით ისარგებლებენ როგორც ბავშვები და მათი მშობლები, ასევე ახალგაზრდები, მოხუცები სოფლის სტუმრები და ა.შ. , სკვერი დაეხმარება სოფლის მოსახლეობას მეტ ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.
What will happen to your initiative and to the purchases?
შესყიდული ნივთები სრულად დამონტაჟდება სკვერში და მოხმრდება მის მოწყობას. ხოლო ინვენტარი რაც საუშაოების ჩასატარებლად იქნება საჭირო შეინახება სოფლის განვითტარების საინიციატივო ჯგუფთან და, საჭიროებისამებრ, მოხმარდება სოფლისთვის სასიკეთო საქმეს. სკვერის მოვლა პატრონობაზე იზუნებს სოფელში შექმნილი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი...
How will initiative provide equal opportunity for men and women?
სკვერი როგორც ავღნიშნეთ წამოადგენს სოფელში მთავარ თავშეყრის ადგილს იმ ადამიანებისთვის ვისაც განტვირთვა დასვენება სჭირდება და არამხოლოდ აქ შეიძლება გაიამრთოს სხვადასხვა აქტივობები (გამოფენა, ღონისძიება და სხვა). როგორც მდედრობითი ისე მამრობითი სქესის ადამიანები შეძლებენ გამოიყენონ სკვერი და იქ შექმნილი დადებითი გარემო.
Items Needed
Item | Description | Vendor Info | Total | Purchased? |
კუთხსახეხის ქვები | კუთხსახეხის (ბარგალკის) ქვები რკინის დასაჭრელად |
სეირამი
ქ.დედოფლისწყარო 595152084 |
20,00 ₾ | |
შედუღების ელექტროდი | რკინის შესადუღებელი ელექტროდი |
სეირამი
ქ.დედოფლისწყარო 595152084 |
50,00 ₾ | |
საინფორმაციო აბრა სკვერში | ორგანიზაცია ორბელიანის შესახებ ინფორცმაცია. |
ირინა
ქ.დედოფლისწყარო 593503577 |
200,00 ₾ | |
ჯაჭვი გრძელრგოლებიანი | ჯაჭვი საქანელების ჩამოსაკიდებლად. 6.5 მეტრი. |
ირინა
ქ.დედოფლისწყარო 593503577 |
60,00 ₾ | |
რკინის ოთხკუთხედი მილები "ტრუბაკვადრატი" | რკინის მილები სკამების, საქანელების, აიწონა-დაიწონას და ჩამოსასრიალებელი ატრაქციონის მოსაწყობად, ეს არის რკინის ოთხკუთხედი მილები 10x10მმ; 7მმ და 4მმ; ზომები. სრულად არის საკმარი ეს თანხა აღნიშნული ინვენტარისთვის საჭირო მასალების შესაძენად. |
სეირამი
ქალაქი დედოფლისწყარო 595152084 |
900,00 ₾ | |
თუნუქის ფურცელი | თუნუქის ფურცელი 1 ცალი 2x1 ზომა, ჩამოსასრიალებელი ატრაქციონისთვის... |
სეირამი
ქალაქი დედოფლისწყარო 595152084 |
80,00 ₾ | |
შედუღების აპარატი | შედუღების აპარატი რკინის კონსტრუქციის შესადუღებლად, |
ირინა
ქ.დედოფლისწყარო 593503577 |
400,00 ₾ | |
ფერადფერადი საღებავები | ინვენტარის შესაღებად. |
სეირამი
ქ.დედოფლისწყარო 595152084 |
60,00 ₾ | |
ტრანსპორტირება | აღნიშნული ინვენტარის ტრანსპორტირება ქ.დედოფლისწყაროდან სოფელ კასრისწყალში |
ბექა
სოფ. კასრისწყალი 591454830 |
150,00 ₾ | |
ცემენტი+ლამი | სკვერის ინვენტარის დასაბეტონებლად. |
სეირამი
ქ.დედოფლისწყარო 595152084 |
90,00 ₾ | |
სამუშაო ხელთათმანები | სამუშაოების უსაფრთხოდ შესასრულებლად |
სეირამი
ქ.დედოფლისწყარო 595152084 |
50,00 ₾ | |
დიზელი | საწვავი დიზელი სკვერის ფართის გასასწორებლად და მოსამზადებლად. |
გალფის ბენზინ გასამართი სადგური
ქ.დედოფლისწყარო 1 |
130,00 ₾ |
Activity See All Activity
Log in first to add your own comment.Comments