სოციალურად ხელსაყრელი გარემო კულტურის (წიგნის) მოყვარულთათვის

ნათია ბარბაქაძე
Imereti, Tqibuli Municipality, კარლო ლომაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორია
598
Comments: 0

Goals

Problem statement:

ქალაქში არ არის სივრცე, ე.წ. ბაღი, სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებიან, აზრებს გაცვლიან, დაისვენებენ, გაერთობიან. მართალია, ქალაქში რამდენიმე ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს, თუმცა იმდენად ძველია შენობები, ინვენტარი და წიგნებიც, რომ ახალგაზრდებს ნაკლებად მიუწევთ გული, წავიდნენ, დასხდნენ იქ და იკითხონ. მხოლოდ წიგნის გამოტანით შემოიფარგლებიან. სულ გვქონდა ფიქრი იმისა თუ როგორ მოგვეწყო ასეთი სივრცე ახალგაზრდებისთვის და ერთ-ერთი ეკოლოგიური პროექტის ფარგლებში მოვაწყვეთ ქალაქის ცენტრალურ ადგილას ყვავილებით გალამაზებული სკვერი ჩრდილში, სახელწოდებით "წიგნის სკვერი." პროექტი დასრულდა, თუმცა სკვერმა ფუნქციონირება გააგრძელა და უმასპინძლა წიგნის საერთაშორისო დღის, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის, დედამიწის დღისა და ნოდარ დუმბაძის იუბილესადმი მიღძვნილ ღონისძიებებს. ამ აქტივობებმა ცხადყო, რომ ეს სკვერი სიცოცხლისუნარიანია და ამ ადგილას კიდევ უამრავი ღონისძიების ჩატარებაა შესაძლებელი, რომელიც ახალგაზრდების ცხოვრებას გაალამაზებს, გაამრავალფეროვნებს და, ამასთან, წიგნის კითხვის ადგილადაც აქცევს. სწორედ ამიტომ გვინდა, აქ ჩავდგათ პატარა სახლი ბიბლიოთეკა, ეზო შემოვღობოთ და მოვრთოთ ბილიკი ყვავილებით. ამ ყველაფრით ჩვენი სკვერი უფრო საინტერესო, მოთხოვნად და პოპულარულ ადგილად იქცევა, სადაც ჩვეულებრივ დღეებშიც ივლიან ახალგაზრდები და არა მხოლოდ ღონისძიების დროს. წაიკითხავენ, გაუზიარებენ ერთმანეთს ამბებს, აზრებს. ეს სივრცე იქნება ღია და ყველა სოციალური ფენისათვის ხელმისაწვდომი, ასევე "ჩრდილში მყოფი" ბავშვებიც იპოვიან ერთდროულად თავშესაფარსაც და გარემოსთან დასაკავშირებელ გზასაც.

How will your initiative achieve/contribute to this change?

ჩვენ, რათა სკვერს შევძინოთ მიმზიდველობა და ვაქციოთ იგი კულტურული თავშეყრის კერად, გვჭირდება ხის მასალისგან დამზადებული სახლი-ბიბლიოთეკა, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, ოღონდ ზომით ნახევარი და შუაში მცირე მაგიდით. ასევე დაგვჭირდება ხის ღობე და სკვერთან მისასვლელ ბილიკის გასწვრივ ხის დამცავები ყვავილებისთვის. რაც შეეხება წიგნებს, რადგან ფულადი ფონდი 5000 ლარის ფარგლებშია, მისი 10%-ის ანუ 500 ლარის წიგნები. ამასთან, ბიბლიოთეკას მოხალისეობრივი საქმიანობითაც შევავსებთ წიგნებით. როგორც ზემოთაა აღნიშნული, ამ ინიციატივის განხორციელების შედეგად, პარკში-ბიბლიოთეკაში შესვლა, წიგნის წაკითხვა ყველას შეეძლება ასაკის, სქესის, სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის განურჩევლად. სარგებელს მიიღებს მთელი ქალაქი.

What will happen to your initiative and to the purchases?

ჩვენი საინიციატივო ჯგუფი განკარგავს ამ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ. სწორედ ისინი იზრუნებენ, რომ არ დაზიანდეს, არ გაიძარცვოს ეს ადგილი, ხოლო თუ რამე დაზიანდება, შეაკეთებენ.

How will initiative provide equal opportunity for men and women?

ყველა მსურველი თანაბრად ისარგებლებს, სქესის განურჩევლად.

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments