TDDF-ის STEM კლუბი

დანიელ გელანტია
Imereti, Tqibuli Municipality, ლესელიძის #19
1158
Comments: 7

Goals

Problem statement:

ჩვენ გარშემო უამრავი გოგონაა, რომელიც აქტიურად იყენებს ტექნოლოგიურ პროდუქტს – უყურებს ვიდეოებს სოციალურ ქსელში, თამაშობს სხვადასხვა ვიდეოთამაშს. დიდი შანსია, რომ ქცევის მოდელები, რომლებიც ბავშვობისას ჩვენთვის და ჩვენი გარემოსთვის მისაღებია, მისაღები გახდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. შედეგად, ჩვენ გარშემო არიან პასიური ბავშვები და ზრდასრულები.
ამ საკითხს სხვა კუთხიდან რომ შევხედოთ, ბავშვებს აქვთ ინტერესი ტექნოლოგიების მიმართ. ეს ძალიან საყურადღებო რამაა, რაც შეგვიძლია მათში ტექნიკური აზროვნების ჩამოყალიბებისთვის გამოვიყენოთ და ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ კონკრეტული ახალგაზრდის თანამედროვე სამყაროში ადაპტირებისთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ფონის გაუმჯობესებისთვისაც. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისათვის, რადგანაც ტყიბულში არსებული რეალობიდან გამომდინარე, ფაქტიურად არ არსებობს სივრცე სადაც ახალგაზრდები არაფრმალური განათლებით დაკავდებიან, მითუმეტეს თანამედროვე ტექნოლოგიებთან შეხება მათ ფაქტიურად არ აქვთ.
ტექნოლოგიები ჩვენ გარშემო ძალიან სწრაფად ვითარდება, ჩვენი ქვეყანა (განსაკუთრებიტ ტყიბული) კი, ამ კუთხით, ჯერ კიდევ, მხოლოდ მომხმარებლის პასიურ როლშია. წარსულის მსოფლიოსგან განსხვავებით, როცა ბუნებრივი რესურსები (ტყიბულის ქვანახშირი) იყო გადამწყვეტი ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისთვის, ახლა ინტელექტუალური რესურსი, განსაკუთრებით, ტექნოლოგიების კუთხით, არის მთავარი პროდუქტი, რომლის შექმნაც დღეს ვინმეს სადმე შეუძლია.
განვითარებული ქვეყნები ხშირად საუბრობენ STEM განათლების აუცილებლობაზე და ჩვენ გვსურს გარკვეული წვლილი შევიტანოთ ამ კუთხით ელემენტარული განათლების მიცემაში.

How will your initiative achieve/contribute to this change?

TDDF-ში წლებია ფუნქციონირებს სამაგიდო თამაშების კლუბი, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდული პროგრამის - ახალგაზრდების გამოწვევის მონაწილეები მართავენ. კლუბის ძირითადი წევრები 10-14 წლის ასაკის ბიჭები არიან. კლუბის შეხვედრები ძალიან საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს, ჩვენ გვსურს გავამრავალფეროვნოთ კლუბის აღჭურვილობა და სამაგიდო თამაშებთან ერთად ბავშვებს შევთავაზოთ თანამედროვე ტექნოლოგიების პროდუქტი - ლეგო. ასევე გვსურს რომ კლუბის საქმიანობაში აქტიურად ჩავრთოთ გოგონებიც, ამიტომაც გვინდა დავაფუძნოთ კლუბი სადაც მათი რაოდენობა თანაბარი იქნება. ბავშვებს აქვთ ძალიან კარგი თვისება – ცნობისმოყვარეობა. შეუძლიათ მარტივად, ვიდეოინსტრუქციების დახმარებით გაერკვნენ ახალ რამეებში. უბრალოდ, საჭიროა რაღაც მიმართულება მივცეთ, ინტერესი გავუღვივოთ, ჩვენი კლუბის არსებობით სწორედ ვეცდებით, რომ ბავშვებში ეს ინტერესი გავაღრმავოთ და მივცეთ მათ საშუალება თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით განივითარონ შემეცნებითი და ლოგიკური აზროვნების უნარები. შევისყიდით რამოდენიმე ლეგო თამაშს და ჩამოვაყალიბებთ სხვადასხვა მიმართულების თამაშებს. მაგალითად: 1. მომავლის ტყიბული - სადაც გამოყენებული იქნება არქიტექტურული და სხვა ამ მიმართულების ლეგო თამაშები. თამაშ-თამაშთ იმსჯელებენ ტყიბულის მომავლის შესახებ; 2. ტყიბული ინდუსტრული ქალაქი? - ახალგაზრდები სამშენებლო და მსგავსი თემატიკის ლეგოების საშუალებით იმსჯელებენ ტყიბულის ისტორიაზე და შეეცდებიან იპოვონ ქალაქის განვითარების მათეული ხედვა; 3. სახალისო ტექნოლოგიები - ახალგაზრდები ააწყობენ რობოტებს, იმსჯელებენ ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე და თამაშ-თამაშით შეიმეცნებენ თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობას; 4. სახალისო მათემატიკა - მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა რომელიც ყველა სფეროშ უმნიშვნელოვანესია თუმცა ახალგაზრდებს არ უყვართ, ლეგო თამაშების საშუალებით შევეცდებით მათ გავუღრმავოთ ინტერესი. მსგავსი თამაშების ჩამოყალიბება შემდგომში მოხდება ეტაპობრივად TDDF-ის ახალგაზრდული გუნდის მიერ. ეტაპობრივად მოვაწყობთ შეჯიბრებებს სასკოლო გუნდებს შორის, ტექნოლოგიებისა და არაფორმალური განათლების პოპულარიზების მიზნით. გუნდებში განსაზღვრული იქნება გოგონათა ჩართულობის მინიმალური ზღვარი.

What will happen to your initiative and to the purchases?

ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის ახალგაზრდული პროგრამის მონაწილეები. ინვენტარი იქნება შენახული TDDF-ის ოფისში.

How will initiative provide equal opportunity for men and women?

თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი ბიჭების ინტერესი მაღალია, ჩვენ გვსურს გოგონებიც წავახალისოთ ამ კუთხით. შესაბამისად კლუბში მონაწილეობისათვის საკონკურსო პირობებში გავითვალისწინებთ, რომ კლუბის წევრთა უმრავლესობა იყვნენ გოგონები, საინფორმაციო კამპანიის დროსაც აპლიკანტებს განვუმარტავთ, რომ მონაწილეობისათვის უპირატესობა მიენიჭებათ გოგონებს.

Recommendations

Reviewer 5

დიდი მადლობა საინტერესო ინიციატივისთვის! ახალი კლუბის დაფუძნების ნაცვლად, ხომ არ ჯობია გოგონები არსებულ ჯგუფში შემოიმატოთ? გარდა ამისა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ლეგოს თამაშების შეძენა გოგონების მაღალ ჩართულობას იმაზე მეტად უზრუნველყოფს, ვიდრე სხვა თამაშები, რომლებიც უკვე გაქვთ. საინფორმაციო კამპანია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება -- შეიძლება, ამ ვიდეოში აღმოაჩინოთ საინტერესო იდეები: https://youtu.be/QqSKBRCVkPM

Messages

Reviewer 1

დანიელ, გამარჯობა. თუ შეგიძლია, მოგვწერო, ვინ იქნებიან ის კომპეტენტური ადამიანები, ვინც მონაწილეებს მენტორობას გაუწევენ და რით მოახერხებთ მათი ინტერესის, პროექტის გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნებას? მადლობა!

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
ლეგო თამაშები

შევისყიდით სხვადასხვა თემატიკის ლეგო თამაშებს. მაშ შორის: LEGO City, Architecture, LEGO Technic, Creator Expert და სხვა.

დანიელ გელანტია

ლესელიძის #19

555 41 09 05
3 000,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments

დანიელ გელანტია მოგესალმებით, ჩვენი კლუბის საცავი დღითი დღე მდიდრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბი უფრო მეტ ახალგაზრდას მისცემს ცოდნას და გამოცდილებას. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საორიენტაციო ჯგუფის მომზადება შესაბამისი საქმისათვის და მათ ონლაინ გაკვეთილები უტარდებათ. მიმდინარე ონლაინ გაკვეთილების ჩანაწერებს თქვენც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ შემდეგ ლინკზე: https://www.youtube.com/watch?v=Pi2uOLt0dK8&feature=youtu.be&fbclid=IwAR1x5a4_orDDF-kY6vZDMOxAEXkdh8zkZjphN6bqPD_ct4TRobd2EqceCFU
Reply
Keti Khachidze დანიელ, როგორი გამოხმაურება გაქვთ? რამდენად აინტერესებთ ბავშვებს ონლაინ გაკვეთილები?
Reply
დანიელ გელანტია მოგესალმებით, გასული დღეები საკმაოდ დატვირთული და პროდუქტიული გამოდგა ჩვენი პროექტისათვის. 27 ივლისს მოეწყო პრეზენტაცია და ჩვენი პროექტი უფრო ფართო აუდიტორიას გავაცანით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კლუბის საცავი კიდევ უფრო გამდიდრდა უამრავი რესურსით. მალე საინტერესო დღეები გველის...
Reply
დანიელ გელანტია მოგესალმებით, ჩვენი პროექტის ფარგლებში შედგა პირველი ონლაინ (სატესტო) გაკვეთილი. გაკვეთილი საკმაოდ საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა, მონაწილეებმა ერთად შექმნეს სახალისო თამაში და გაუზიარეს ემოციები ერთმანეთს. წინ კიდევ უამრავი საინტერესო რამ გველის.
Reply
დანიელ გელანტია გაიმართა მორიგი შეხვედრა საინიციატივო ჯგუფისა. შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, ჯგუფის წევრებმა უფრო დეტალურად გაწერეს სამოქმედო გეგმის ნაბიჯები და დედლაინები.გარდა ამისა საინიციატივო ჯგუფის თითოეულმა წევრმა გადაინაწილა თავისი ინდივიდუალური როლი და პასუხისმგებლობა პროექტში და აქტიურად დაიწყეს მათი საფუძვლიანი შესწავლა.
Reply
დანიელ გელანტია პროექტის მიმდინარეობა აქტიურ ფაზაში შევიდა. საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა და განიხილა პროექტის პირველი ნაბიჯები. არსებული ვითარებიდან გამომდინარე დაიგეგმა პანდემიის პირობებში სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც დაიწყება მონაწილეების წინასწარი შერჩევა და შეხვედრები დაიწყება ონლაინ რეჟიმში. ონლაინ შეხვედრებში მონაწილეებს შევასწავლით მარტივ პროგრამირებას, მათთვის სასურველი ანიმაციის აწყობას და სხვა მრავალ შემეცნებით საკითხებს.
Reply
დანიელ გელანტია პროექტის მიმდინარეობა აქტიურ ფაზაში შევიდა
Reply