დოკუმენტურ-ექსპერიმენტალური ფილმი თბილისის ჰაერის შესახებ

Nikoloz Mdivani
Tbilisi, Tbilisi, რ. აგლაძეს ქუჩა ( ყოფილი ელიავა )
1156
Comments: 6

Goals

Problem statement:

ქალაქში არის დაბინძურებული ჰაერი, რაც საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ჩვილ და მოზარდი ბავშვების ფიზიკურ ჩამოყალიბებას და სიცოცხლეს, არამედ ზრდასრული ადამიანების ჯანმრთელობასაც. მინდა გავაკეთო დოკუმენტური ფილმი. რომელიც, ეჭვგარეშე ყველას დაანახებს იმ საფრთხეს რომელსაც ვგრძნობ ყოველი ჩასუნთქვის დროს.

How will your initiative achieve/contribute to this change?

ვცხოვრობ თბილისის ყველაზე დაბინძურებულ უბანში (დიდუბე - რ. აგლაძეს ქუჩაზე / ყოფილი ელიავა) გარდა ავტოგამონაბოლქვისა ჩემს გარშემო ხის, რკინის და ქვიშის მტვერი დაფრინავს. ოპერაციის შედეგად 2002 წლიდან გულში მაქვს 2 ცალი ხელოვნური მექანიკური სარქველი, რის გამოც ორგანიზმით ვგრძნობ დაბინძურებულ ჰაერს. ქალაქში ყოველდღიურად მიწევს წამლის დოზის გაზრდა რადგან დაბინძურებული ჰაერი არითმიის და ტაქიკარდიის პროვოცირებას იწვევს. საკმარისია გავცდე ქალაქს და 2-3 დღეში რადიკალურ ცვლილებებს ვგრძნობ ორგანიზმში. მინდა გავიკეთო სრული სამედიცინო გამოკვლევა: ექოსკოპია, კარდიოგრამა, INR - სისხლის ანალიზი + 24 საათიანი ე.კ.გ ჰოლტერი და სამედიცინო ხელსაწყოსთან ერთად ვისეირნო ქალაქში, ვაკეთო სხვადასხვა ფიზიკური აქტივობები. ამის შემდეგ წავიდე აგარაკზე გავიარო აკლიმატიზაცია და იქაც გავიმეორო იგივე სამედიცინო გამოკლვევა. მიღებული შედეგებით მივიდე ჩემს პირად ექიმთან და შევადარებინო ორივე შედეგი. ექსპერიმენტის დროს მკაცრად იქნება დაცული და გაწერილი წამლის დოზები, ძილის ხანგრძლივობა, კვება, მიღებული სითხის რაოდენობა და ასე შემდეგ.

What will happen to your initiative and to the purchases?

არ არის აუცილებელი გადაღებისთვის ნივთების შეძენა. საჭირო იქნება ტექნიკის დაქირავება, მემონტაჟის და ოპერატორის ჰონორარი. ასევე სამედიცინო, გაუთვალისწინებელი და საწვავის ხარჯები.

How will initiative provide equal opportunity for men and women?

ექსპერიმენტალურ-დოკუმენტური ფილმი მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ასაკის მოქალაქესთვის, განურჩევლად გენდერისა და ასაკის. ფილმი დაეხმარება მოქალაქეებს ცნობიერების ამაღლებაში.

Recommendations

Reviewer 2

მე შემიძლია დაგაკავშიროთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰაერის ლაბორატორიასთან და მათთან ერთად ჩატარდეს ექსპერიმენტი/ვიდეოს გადაღება

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
დოკუმენტურ - ექსპერიმენტალური ფილმი ქალაქის ჰაერზე

ფილმის შინაარსი იქნება თბილისის დაბინძურებულ ჰაერზე და როგორ მოქმედებს ის ადამიანების ჯანმრთელობაზე.
ფილმს გადავიღებთ

1. კინო აპარატურა: კამერა-ლინზებით; ხმის ჩამწერი, განათება - 1000 ლარი

2. ტექნიკური პერსონალი: ოპერატორი, ოპერატორის ასისტენტი, მონტაჟი - 900 ლარი

3. სამედიცინო გამოკვლევები, კინო რეკვიზიტი და ტექნიკური ხარჯი - 600 ლარი

საერთო ხარჯი 2 500 ლარი.

ნიკოლოზ მდივანი

რ. ქგლაძეს ქუჩა 38 / სარაბაზო 4/ ბინა 88

598 38 88 73
2 500,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments

Nikoloz Mdivani ამ ეტაპზე ვწერთ "ხმას", "ხმაურს" ფილმისთვის. პარალელურად ვასინქრონებთ გამოსახულებასთან. ასევე ჩავწერეთ ვახტანგ ხელაშვილის ინტერვიუ ჯო-ენის კლინიკაში. .
Reply
Nikoloz Mdivani გადავწყვწყვიტეთ, რომ ფილმში გამოვიყენოთ ნარატორის თხრობა. გამონაკლისი მხოლოდ ექიმებთან საუბრის დროს შეიძლება დავუშვათ. ასევე გადაწყდა, რომ პირად ექიმთან საუბრის დროს, რთული სამედიცინო ტერმინოლოგია ვაჩვენოთ ანიმაციური ხერხებით. მოცემულობა გახდება გაცილებით მრავალფეროვანი და მარტივად გასაგები
Reply
Nikoloz Mdivani ამ კვირაში გავიკეთებ სამედიცინო გამოკვლევებს ( ექოსკოპია, კარდიოგრამა, 24 საათიანი ე.კ.გ , სისხლის ანალიზს და ასე შემდეგ ) 24 საათიანი კარდიოგრამის დროს ვისეირნებ ქალაქში და დავაკვირდებით გულის მუშაობას.
Reply
Nikoloz Mdivani დავიწყეთ კინოწარმოება, გადაღებების დროს, ჩავწერეთ ინტერვიუ ჩემს პირად ექიმთან, რომელიც ბერლინში ცხოვრობს. მან მირჩია დამატებით ფილტვის ანალიზის გაკეთებაც, რათა ეჭვგარეშე იყოს გამოკვლევების პასუხები.
Reply
Nikoloz Mdivani ამჟამად მე და ფილმის ოპერატორი ვარჩევთ ლოკაციებს გადაღებებისთვის.
Reply
Nikoloz Mdivani მადლობა ორბელიანის ფონდს ნდობის გამოცხადებისთვის და პროექტის განვითარებისთვის.
Reply