რა არის ბედნიერება? დისკუსია -ფილმი

ნანა გარჯიკაული
Kakheti, Telavi Municipality, ქეთევან წამებულის ქუჩა # 5
760
Comments: 6

Goals

Problem statement:

ვიჰ რუე

ოჯახში ძალადობა და ქალების პირადი თავისუფლება პირდაღებული თემაა საქართველოში. რეგიონებში ამ თემაზე ძირითადად საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ტრენინგებზე ვსაუბრობთ. ტრენინგების მიღმა ამ სენსიტიურ თემებზე საუბარი რთულია, განსაკუთრებით შუა ასაკის ქალებისთვის რომლებსაც სოციუმში ამ თემებზე საჯაროდ საუბრის გამოცდილება და სითამამე არ გააჩნიათ. ქალების პირადი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობაზე საუბრისას, საქართველოში თითქოს უფრო ახლაგაზრდა ქალებს მოიაზრებენ. ვფიქრობ, თანამედროვე მხატვრული ფილმი "ჩემი ბედნიერი ოჯახი" ზუსტად იმ ასაკობრივ კატეგორიის ქალებზე აკეთებს აქცტენტებს, რომლებიც უმრავლესობა ვართ მაგრამ ხშირად არ ვართ სხვადასხვა დისკუსიების მონაწილე.

ჩემი მიზანია ამ ერთის მხრივ, ამ დისკუსიაში სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების ქალების ერთად ჩართვა, ხოლო მეორეს მხრივ, ქალების გაძლიერება მათი დამოუკიდებელობისა და პირადი თავისუფლების საკითხებზე საჯარო მსჯელობით!

How will your initiative achieve/contribute to this change?

ჩემი მიზანია ქალების პირადი თავისუფლების/დამოუკიდებლობის საკითხებზე დისკუსიის წამოწყება სკოლის პედაგოგებს შორის ფილმზე "ჩემი ბედნიერი ოჯახი" დისკუსიით. ვფიქრობ რომ ფილმის თემატიკა ახლოსაა სკოლის პედაგოგებთან (და არა მარტო მათთან) და ამიტომ მისი ნახვა გაცილებით მარტივს გახდის ოჯახში ძალადობის/ქალის დამოუკიდებელობის/პირადი თავისუფლების საკითხებზე საუბარს ფილმის დისკუსიისას და იმედია, შემდგომაც. ვგეგმავ ფილმის საპილოტე ჩვენებას თელავის დემოკრატიული ჩართულობის ტექნიკური ბაზის დახმარებით, ცენტრი თელავში დიდი საზოგადოებრივი მხარდჭერით სარგებლობს და ეს ფაქტი აუცილებლად დამეხმარება ფილმის ჩვენებისა და დისკუსიის ორგანიზებაში. ოქტომბერი მასწავლებლების საერთაშორისო თვეა და დროულია ამ ფილმის ოქტომბერში ჩვენება. თუ ფილმის დისკუსია წარმატებული გამოდგა, მინდა ამ იდეისთვის რეგულარული სახის მიცემა და თვეში ერთხელ საინტერესო ფილმის ჩვენება სხვადასხვა საკითხებზე (გარემოს დაცვა, ქალთა საკითხები, მოქალაქეობა და ქვალდებულებები...) იმ ასაკის ქალებისთვის (ძირითადად), რომლებიც ხშირად ნაკლებად ერთვებიან ასეთ შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებში. სკოლის პედაგოგების მიმართ არსებული ობიექტური კრიტიკის ფონზე, ვფიქრობ საინტერესოა მათი ჩართვა სასკოლო საგენებს მიღმა არსებულ საინტერესო დისკუსიებში.

What will happen to your initiative and to the purchases?

შესყიდულ ნივთებს განკარგავს ორგანიზაცია რომელსაც წარმოვადგენ, ან შეიძლება ორგანიზაციამ ის გადასცეს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს ორივე მხარის მიერ ნივთების თანაბარი პრინციპით გამოყენების დათქმით. რადგან თელავის დემოკრატიულ ცენტრს გააჩნია პროექტორი და ეკრანი, ამ ეტაპზე შესასყიდ ნივთებად ვფიქრობ დაგვჭირდება მხოლოდ დასაკეცი სკამები, მაგიდა და ტენტი - ეზოში ჩვენებებისთვის. ცენტრში სივრცით სარგებლობა ფასიანია, ხოლო ტენტის საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში, ფილმების ჩვენებას ტენტში შევძლებდით დამოუკიდებლად. სასურველი იქნება ჩვენებაზე მოსული აუდიტორიის გამასპინძლებაც (30 ადამიანი მაქსიმუმ). ინიციატივის დასრულების შემდგომ, შესყიდული ნივთები მხოლოდ და მხოლოდ საჯარო სიკეთისთვის უნდა დარჩეს ან ჩვენს ორგანიზაციას ან დემოკრატიულ ჩართულობის ცენტრს და ის უნდა იყოს უფასო ნებისიმერ დაინტერესებული მხარისთვის. ჩვენი ინიციატივის წარმატებული პილოტის შემთხვევაში, შესყიდულ ნივთებს კვლავ გამოვიყენებთ ფილმების ჩვენებისა და დისკუსიებისას.

How will initiative provide equal opportunity for men and women?

ფილმის ჩვენება და შემდგომი დისკუსია ექსკლუზიურად ქალებისთვისაა, ვფიქრობ რომ ამ დისკუსიის გულწრფელობა და წარმატება ზუსტადაც იმაშია იქ მხოლოდ ქალები იქნებიან.

Items Needed

Item Description Vendor Info Total Purchased?
დასაკეცი მაგიდა

დასაკეცი მაგიდა მჭირდება ტენტში ღია ცის ქვეშ ფილმების ჩვენების მიზნით.
პლასტმასის დასაკეცი მაგიდა, მეტალის ფეხებზე. ზომები: 180*75*72 სმ.

მაღაზია restaurateu

https://www.mymarket.ge/ka/product/view/9349253/

599 874 027
135,00 ₾
დასაკეცი სკამები

დასაკეცი სკამები მჭირდება ტენტში ღია ცის ქვეშ ფილმების ჩვენებისას.
ფილმების ჩვენებისა და დისკუსიების სხვადასხვა სავარაუდო ლოკაციებზე ჩვენების მიზნით პროექტის მიღმა, სასურველია ისინი იყოს მსუბუქი და ადვილად ტრანსპორტირებადი
სულ მჭირდება 30 დასაკეცი სკამი

მაღაზია restaurateu

https://www.mymarket.ge/ka/product/view/9349253/

599 874 027
1 260,00 ₾
გასაშლელი ტენტი

გასაშლელი ტენტი მჭირდება ღია დის ქვეშ ფილმების ყურების მიზნით თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ეზოში (პროექტის ფარგლებში და შემდგომაც).
ტენტი ადვილად დასაშლელია და შესაძლებლობა მექნება მისი სხვადასხვა ლოკაციებზე გამოყენების. 30 მაყურებლისთვის მჭირდება 2 ტენტი.
ზომები: 4.5x3 მეტრი
გასაშლელი ტენტი
მყარი რკინის კონსტრუქცია.
ფერები: ლურჯი,მწვანე
რეგულირებადი სიმაღლე 3 მეტრამდე

onlinemysunshop.ge

http://mysun.ge/index.php?route=product%2Fproduct&path=68&product_id=308

592 388 388
500,00 ₾

Activity See All Activity

Log in first to add your own comment.

Comments

ნანა გარჯიკაული ეს კი შემდგომი ჩვენებების მოსაწვევია, ფილმის ჩვენება გაიმართა თელავის მეფე ერეკლე II-ს სახელობის #1 საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის.
Reply
ნანა გარჯიკაული ფილმის "ჩემი ბედნიერი ოჯახი" თელავური პრემიერა შედგა 2018 წლის 7 დეკემბერს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ფილმის შემდგომ დისკუსიას ფასილიტაცია გაუწია ფსიქოლოგმა მაკა ინანაშვილმა. მონაწელეთა ინტერესიდან გამომდინარე დაიგეგმა ფილმის განმეორებითი ჩვენება.
Reply
ნანა გარჯიკაული პროექტის საორგანიზაიო ჯგუფის წევრთან ერთად ვმუშაობ ფილმის ჩვენების ორგანიზების დეტალებზე. დავადგინეთ დამსწრეთა სია და დავბეჭდეთ მოსაწვევის ფორმა.
Reply
ნანა გარჯიკაული ქ. თელავში შევისყიდეთ პროექტით გათვალისწინებული ინვენტარი.
Reply
ნანა გარჯიკაული ზოგი საჭირო "მასალა" თელავში ვერ მოვიძიეთ და თბილისში მივაგენით
Reply
ნანა გარჯიკაული პროექტით განსაზღვრული შესყიდვებთან დაკავშირებით ვესტუმრეთ თელავის "გორგია"-ს ფილიალს
Reply