Board



მარკ მალენი

მარკ მალენი ხელმძღვანელობდა ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ფილიალს 1997 წლიდან შევარდნაძის გადადგომამდე, 2003 წლამდე. 2006-დან 2010 წლამდე  ის ცხოვრობდა ლონდონში, სადაც იყო სლოან ფელოუს პროგრამის მონაწილე ლონდონის ბიზნესის სკოლაში. ის იყო საერთაშორის გამჭვირვალობა საქართველოს თავმჯდომარე 2001-დან 2015 წლამდე, როდესაც ის აირჩიეს საერთაშორისო ბორდში. მარკი იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ბორდის წევრი (თავმჯდომარე 1999 წლიდან 2004 წლამდე), ასევე ლონდონის გუდინაფ კოლეჯის (Goodenough College), ბრიტანულ-ქართული საზოგადოების და სამოქალაქო პროგრამის  (Radarami.org) წევრი.
არის ორბელიანის დამფუძნებელი და თავმჯდომარეობდა მას 2016 წლის დეკემბრამდე.






ჯული კემპბელი


ჯული კემპბელი არის ორბელიანის თანადამფუძნებელი და ორგანიზაციის ბორდის ამჟამინდელი თავმჯდომარე. ჯული ათზე მეტი წლის განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო განვითარების სფეროში რამდენიმე ფანდრაიზინგისა და პროგრამის მართვის პოზიციაზე, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის და ახლო აღმოსავლეთში ოქსფამისთვის. ჯული განსაკურებით ზრუნავს ქალთა უფლებებზე და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ხალხი  განვითარებასთან დაკავშირებული ძალისხმევების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდეს. ჯული ამჟამად მუშაობს დამოუკიდებელ კონსულტანტად და ეხმარება მსხვილ ორგანიზაციებს ინოვაციური პარტნიორობის განვითარებაში,  კომპლექსურ პროგრამულ განვითარებაში ან გუნდის ცვლილებაში.






კა როსტომაშვილი


ეკა როსტომაშვილი არის კვლევისა და კომუნიკაციების პარტნიორი ბერლინის გლობალური საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტში (GPPi). მან ერთი წლის განმავლობაში ითანამშრომლა ჰერტის მმართველობის სკოლასთან კვალიფიკაციის ასამაღლებლად. სანამ 2015 წელს GPPi-ს შეუერთდებოდა, ეკა მუშაობდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში, სადაც მონაწილეობდა სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებაში, მათ შორის საპარლამენტო მონიტორინგის, საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების, ადვოკატირების კამპანიების, სამოქალაქო ჩართულობის, ასევე ორგანიზაციის გასვლით და ადვოკატირების ღონისძიებებში.






თამარ გურჩიანი

თამარ გურჩიანი მუშაობს დამოუკიდებელ კონსულტანტად საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ადამიანის უფლებებისა და არჩევნების სფეროში. ის ასევე კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2004-2010 წლებში ის მუშაობდა ინფორმაციის თავისუფლებისა და ანტიკორუფციული პროგრამების კოორდინატორად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია). 2010-2011 წლებში თამარმა მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი უილიამისა და მერის კოლეჯში, ვირჯინიაში, აშშ-ში. ორბელიანის გარდა, თამარი ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის  და საიას წევრი.




ჯონ ქეთსოკი

ჯონი არის არაკომერციული ორგანიზაციის, ელვას დამაარსებელი, რომლის მიზანია მსოფლიოში მოქალაქეებსა და გადაწყვეტილებების მიმღებთა შორის ჩატეხილი ხიდის აღსადგენად საჭირო პროდუქციის და მომსახურების უზრუნველყოფა. მას დიდი გამოცდილება აქვს აფრიკაში, დასავლეთ ევროპასა და კავკასიაში კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და დემოკრატიის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის კვლევისა და საველე სამუშაოების ჩატარებაში.