All Activity

ყვითელი ავტობუსი Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, ახალგაზრდობის პარკი ფალიაშვილის ქუჩაზე
თიკა შერგელაშვილი commented

ჩვენს სივრცეში თანატოლებს საკუთარი გამოცდილების გაზიარება ლექციების სახითაც შეუძლიათ. 😍როგორ ჩავატაროთ საინტერესო და ეფექტური პრეზენტაცია,💻 - ახალგაზრდებს ჩვენივე თანატოლმა გაგვიზიარა გამოცდილება და ცოდნა. სულ ცოტა ხნით შევისვენებთ და სექტემბრიდან ბევრ ამბავს გპირდებით.💫

სუფთა ნახიდური Location: ქვემო ქართლი, ბოლნისის მუნიციპალუტეტი, სოფელი ნახიდური
cingiz ismayilov commented

დღეს, ხიდისყურის ბავშვები დავეხმარეთ ნახიდურის ახალგაზრდებს სოფლის დასუფთავებაში. ჩვენ წინასწარ შევთანხმდით დღეზე და დასასუფთავებელ ტერიტორიაზე. ეს ადგილი იყო სტადიონი. სადაც ყოველ დღე თამაშობენ ფეხბურთს. სტადიონი სავსე იყო ბოთლებით, პარკებით, სიგარეტებით. ყველამ ერთად შევძელით 10 პარკი ნაგავის შეგროვება. როცა სტადიონზე მივდიოდით, სხვა ბავშვებიც შემოგვიერთდნენ და ყველამ ერთად დავასუფთავეთ ის ადგილი. გოგოებიც და ბიჭებიც მხიარულად ვატარებთ ამ აქციას. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი სოფლები სუფთა იყოს.

barsagroupllc@gmail.com commented on comment : სუზი ბერიძე at: 3 ივლისი, 2019 06:26 a.m.

გამარჯობა და პირველ რიგში მადლობა ამ უმნიშვნელოვანესი ინიციატივისთვის. გთხოვთ თქვენი საკონტაქტო ნომერი მომწეროთ თუ შეიძლება

ყვითელი ავტობუსი Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, ახალგაზრდობის პარკი ფალიაშვილის ქუჩაზე
თიკა შერგელაშვილი commented

პროდთიკადანი, [30.06.19 17:37]
📌📝💻ჩვენი გუნდის პროექტში "მედიასივრცე ახალგაზრდებისთვის" ჩართულმა ახალგაზრდებმა უკვე იციან: 📌როგორ ამოიცნონ ყალბი ინფორმაცია და დაიცვან თავი მავნე ზეგავლენისგან; 📌რას მიაქციონ ყურადღება, როცა თავად გასცემენ ინფორმაციას 🤔😍👍და საერთოდ, ვინ არის მედიაწიგნიერი? მხოლოდ ეს კი არა, ისიც ვასწავლეთ, როგორ დაეუფლონ უნარებს, რომელთა გარეშე დღევანდელი ცხოვრება წარმოუდგენელია. 📢ცხელი დღეები ხელს არ გვიშლის და მომდევნო ლექციაც საინტერესო გვაქვს: "წარმატებული პრეზენტაცია".

Laura Gotiashvili commented

ჩვენ მადლობას ვუხდით ორბელიანსა და ნიდერლანების საელჩოს გაწეული დახმარებისათვის <3

Laura Gotiashvili commented

რაც შეეხება წიგნს 'რწყილი და ჭიანჭველა' ის მოსწავლეებმა ორიგინალი ვერსიით დატოვეს და მხოლოდ ერთადერთი და უნიკალური ეგზემპლარი გაგვაჩნია.

Laura Gotiashvili commented

აღსანიშნავია, ის ფაქტიც რომ ევროკავშირის შესახებ წიგნის შექმნას წინ უძღოდა ლაურა-მარიტას მიერ განხორციელებული 3 თვიანი ლექციათა ციკლი ევროკავშირის შესახებ. ლექციის განმავლობაში აქტიურად იყო გამოყენებული არაფორმალური მეთოდები და სახალისო კარიკატურები.

Laura Gotiashvili commented

გარდა ამისა, ჩვენი პროექტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში 30 საუკეთესო პროექტში მოხვდა საქართველოს მასშტაბით და გუშინ ოფიციალურად გავაცანით დამსწრე საზოგადოებას <3

Laura Gotiashvili commented

თქვენ იფიქრეთ, რომ დავასრულეთ პროექტი? ნურას უკაცრავად ;) ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ საქმიანობას და ამჯერად გთავაზობთ 'ევროკავშირის ისტორიას' (კომიქსად მოთხრობილს).

ყვითელი ავტობუსი Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, ახალგაზრდობის პარკი ფალიაშვილის ქუჩაზე
თიკა შერგელაშვილი commented

ვისაუბრეთ, როგორ უნდა გავხდეთ მედიაწიგნიერები:📝📺🎭გაინტერესებთ თქვენც? შემოგვიერთდით შემდეგ ლექციაზე ხუთშაბათს, 27 ივნისს

მე საქართველოს მომავალი ვარ Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, Xüldərə kəndi
Sexavet Ilyasov commented

(19.06.2019) ხულდარას სათემო სარესურსო ცენტრში ჩვენმა მოსწავლეებმა ფონდი ორბელიანი საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის “მე ვმოქმედებ“, „მე ვერთვები“ , „მე მივეკუთვნები“ ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების პრეზენტაცია გამართეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ცენტრის მოსწავლეებმა 3 თვის წინ გაიმარჯვეს ორ პროექტში. ერთი პრექტი ეხება დასუფთავებას. „სუფთა გარემო, ჯანსაღი ცხოვრება“ . პროექტის ფარგლებში ჩვენმა ახალგაზრდებმა აქცია გამართეს, დაარიგეს ბროშურები მოსახლეობაში და გამოხატეს თავიანთი პოზიცია, იმასთან დაკავშირებით რომ ქუჩის დაბინძურება და ნაგვის დაყრა არ შეიძლება. შევიძინეთ 2 სანაგვე ურნა და რამდენიმე დღეში განვათავსებთ სოფელში. მეორე პროექტი „მე ვარ საქართველოს მომავალი“ რომელიც უკვე დასრულდა, ეხებოდა ქალის როლს საზოგადოებაში. ამასთან დაკავშირებით ბავშვებმა მოამზადეს ვიდეო რგოლები, ჩაატარეს რტენინგები, გამოკითხვები. რადიო მარნეულის გადაცემაში ისაუბრეს პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებეზე. შეხვედრას ესწრებოდნენ სოფელ ხულდარასა და მოლაოღლის მოსახლეობა, ფონდი ორბელიანი საქართველოს წარმომადგენლები, აქტივისტები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID - US Agency for International Development) დაფინანსებით.

სკოლის გარე განათლება სოციალურ სივრცეში Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, ვახუშტის ქუჩა N5
Nikoloz Kavtaradze commented on comment : Nikoloz Kavtaradze at: 20 ივნისი, 2019 07:51 a.m.

დავასრულეთ ბაღის კეთილმოწყობა და ვემზადებით ხვალინდელი გახსნისთვის

ყვითელი ავტობუსი Location: ქვემო ქართლი, რუსთავი, ახალგაზრდობის პარკი ფალიაშვილის ქუჩაზე
თიკა შერგელაშვილი commented

პირველი ლექცია "მედიაწიგნიერება" ჩავატარეთ. ნახეთ ფოტოები, როგორ გამოიყურება ჩვენი კუთხე "ჰერალდში". მედიაწიგნიერებაში გზის გაკვლევის მერე ახალგაზრდებს გადაღებასა და მონტაჟზე ჩვენს ცოდნას გავუზიარებთ.

სოციალური კაფე Location: ქვემო ქართლი, რუსთავი,
KETEVANI JINORIDZE commented

აქვე ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ლევან კურტანიძეს, მოხეტიალე კინოთეატრის ავტორს, ღონისძიებაზე მოწვევისათვის! ამ ივენთზე დაახლოებით 150 ადამიანი იყო და ჩვენმა სტენდმაც დიდი მოწონება დაიმსახურა! <3

სოციალური კაფე Location: ქვემო ქართლი, რუსთავი,
KETEVANI JINORIDZE commented

ბარის მართვა მარტივი საქმე არ ყოფილა! ამით შეგვიძლია ვიმართლოთ თავი პოსტების არწერის გამო. ჩვენი სოციალური კაფე და ბარი უკვე ორი თვისაა. გაგვიცნო თუ არა ხალხმა? არც ისე. გვაქვს თუ არა შერჩენილი მოტივაცია? კი, რათქმაუნდა. ჯერჯერობით ამ ორი თვის განმავლობაში გვქონდა ორი კინოჩვენება და 1 თამაშების ვორქშოპი. ივნისი კი ბევრად უფრო დახუნძლული იქნება. უკვე დაგეგმილია 3 ტრენინგი, 1 მედიტაციის საღამო, მაგიდის თამაშების და Drinking თამაშების საღამო, ფორუმ თეატრი და Erasmus+-ის პრეზენტაცია. იმედია, ამასობაში გაგვიცნობს ხალხი უკეთ და კონდიციონერის ფულსც ვიშოვით :დ თუ ვერა- საუნად გადავაკეთებთ სექტემბრის ბოლომდე. მადლობა მხარდაჭერისთვის!! <3

სათავგადასავლო პარკი Location: ქვემო ქართლი, რუსთავი,
Malkhaz Mgvdliashvili commented

გვიბდა ავღნიშნოთ, რომ პილოტი წარმატებული იყო, სამომავლოდ ვფიქრობთ უფრო მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებას.

სათავგადასავლო პარკი Location: ქვემო ქართლი, რუსთავი,
Malkhaz Mgvdliashvili commented

მოგესალმებით, მინდა გაცნობოთ რომ დაბრკოლებების კურსმა გაიარა პილოტი და უმასპინძლა პირველ სტუმრებს. დაახლოებით 20მდე ახალგაზრდა ჩაერთო თამაშის პროცესში. ჩვენ მათ შევთავაზეთ გუნდური შეჯიბრებები. ასევე შესაძლებლობა ქონდათ დაეფიქსირებინათ ინდივიდუალური რეკორდები. ახალგაზრდების ასაკი იყო 16-18 წელი.

pati shavadze commented

ჩხირკედელური ფოტოამბები თეთრიწყაროდან 🌿🌲