კინემატოგრაფია ახალგაზრდებისთვის

Giorgi Chaphichadze
ქვემო ქართლი, რუსთავი,
1664
Comments: 8

Goals

Problem statement:

ადრეული პერიოდიდან რომ დავიწყოთ, საქართველო საბჭოთა კავშირში იყო ერთ-ერთი იმ ქვეყნებიდან, რომელიც ხარისხიან და საინტერესო ფილმებს ჰქმნიდა. უსამართლო იქნება, თუ არ აღვნიშნავთ იმასაც, რომ დღეს, ჩვენი ქვეყანა, ბევრი გამოწვევის წინაშეა, ნელ-ნელა, თუმცა მაინც უახლოვდება მსოფლიო კინოს იმ მაღალ სტანდარტებს, როგორიცაა ევროპის წამყვან ქვეყნებსა და ამერიკაში. არგუმენტად მოვიყვან იმას, რომ გასულ წლებში, ჩვენი ქვეყნის ფილმი ნომინირებული იყო "ოქროს გლობუსსა" და "ოსკარზე". თუმცა, ქართული ფილმი უფრო დიდი შემართებითა და ბევრად ნაკლები ბიუჯეტით კეთდება, ვიდრე უცხოური.
ვთვლი, რომ კინოხელოვნება უფრო მაღლა უნდა იდგეს, ვიდრე დღესაა. ვიცნობ ძალიან ბევრ ჩემ თანატოლს, ახალგაზრდას, ვისაც მიდრეკილება აქვს ფილმებისა თუ ვიდეორგოლების კეთებისკენ, თუმცა უმეტესად , სურვილი სურვილად რჩება და უბიუჯეტობისა და აპარატურის გარეშე ვერაფერს ახერხებს. მეც ამ სეგმენტის წარმომადგენელი ვარ, მიყვარს არსებული რეალობის მატერიალიზაცია, გადაღებები და ის ატმოსფერო, რასაც ჩემი ფილმები ქმნის. თუმცა, თვეებით ადრე გაწერილი ფილმის გადაღება იწელება, რადგან ძალიან მიჭირს მოკლემეტრაჟიანი კინოსთვის საჭირო აპარატურის შოვნა.
რუსთავში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, რომელიც ხელოვნებითაა დაინტერესებული. ამ კონკრეტული პროექტით, ყურადღება გამახვილებული იქნება კინემატოგრაფებსა და მომღერლებზე (მომღერლები ისარგებლებენ აუდიო ტექნიკით და ვიდეო ტექნიკით სურვილის შემთხვევაში).
ამრიგად, ვფიქრობ, რომ ისეთი სივრცის შექმნა, სადაც თითოეული რუსთაველისთვის იქნება აპარატურა ხელმისაწვდომი, ქალაქისთვის ძალიან დიდი პლუსი იქნება.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

ვფიქრობ, რომ ახლა იმ ასაკში ვარ, რომ საქმის გულწრფელი სიყვარული ზენიტშია. ძალიან მიყვარს ის საქმე, რასაც 15 წლიდან ვაკეთებ- კინემატოგრაფია. იმ შემთხვევაში, თუ ჩემი პროექტი დაფინანსდება, შევიძენ კინოს/ვიდეორგოლის გადასაღებად საჭირო აპარატურას: კამერას, მიკროფონს, ლინზას, განათებას და აქსესუარებს (სტაბილიზატორი, დამჭერი, დიალოგის ჩამწერი, და ა.შ)(რადგანაც (პირობითად ავიღოთ) 5,000-6,000 ლარი არ იქნება საკმარისი ყველა საჭირო ტექნიკის შესაძენად, შესაძლებელია ჩვენი ჯგუფის პირადი საკუთრების გამოყენება ამ ძალიან კარგი საქმისთვის: შტატივი, დამატებითი კამერა, რეფლექტორი და დიალოგის მიკროფონები) წინასწარი შეთანხმებით, თითოეულ მსურველს, მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე, გადაეცემა ტექნიკა, იმ პირობით, რომ რაიმის დაზიანების შემთხვევაში, თავად აანაზღაურებს (ეს ყველაფერი სამართლებრივ ნორმებში მოგვარდება). ასევე, მე ვარ ახალგაზრდა კინოშემოქმედთა ჯგუფის "Young Creators"-ის დამფუძნებელი. ჩვენი რამდენიმე წლიანი გამოცდილება, სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე ასპარეზობა (მათ შორის ერთ-ერთ პრესტიჟულ ფრანგულ კინო-ფესტივალზე) გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ კინოხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შევთავაზებთ ლექციური თუ პრაქტიკული ტიპის შეხვედრებს, სადაც მათ ვასწავლით კამერისა და აქსესუარების სწორ გამოყენებას, განათების სწორ შერჩევას, კინოს ფუნდამეტურ წესებს, მონტაჟს და ა.შ. მსურველებთან გვექნება შეხვედრები კვირაში ერთი დღე. (შეხვედრის ადგილად განვიხილავთ რუსთავის "ამერიკულ კუთხეს", სადაც ამჟამად ვკითხულობ ლექციებს ფსიქოლოგიაზე (რომელიც დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებს ჩვენთან) ან გ.ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრი, სადაც, ვფიქრობ, რომ მერიასთან მოლაპარაკებების საფუძველზე, მოგვცემენ უფლებას, რომ კვირაში ერთი დღე გამოვიყენოთ მცირე დარბაზი შეხვედრებისთვის.) პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, აპარატურის შეძენის შემდგომ, ფეისბუქზე გავაკეთებთ რეკლამას (რომელსაც სავარაუდოდ 500 ლარს მოვახმართ, იმისათვის, რომ რუსთავის მასშტაბით ახალგაზრდათა დიდ ნაწილამდე მივიდეს), რომლითაც ჩვენ პროექტს ყველასთვის ხელმისაწვდომს გავხდით. რა იქნება რუსთავის სარგებელი? იმის გარდა, რომ კინოხელოვნებით დაინტერესებულ ნებისმიერ რუსთაველ ახალგაზრდას, საშუალება ეძლევა ისარგებლოს და სურვილის შემთხვევაში ისწავლოს კინო, საიმიჯო, "cover", სარეკლამო თუ სხვა სახის ვიდეო გადაღება და ადეკვატური მონტაჟი, პირადად მე, ჩემს ჯგუფთან ერთად, ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ შევქმნით საიმიჯო ვიდეო-რგოლებს რუსთავზე. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, რადგანაც უახლოეს მომავალში მოდის ახალი წელი, პროექტის დაფინანსების შემთხვევაში ჩემს ჯგუფთან ერთად გადავიღებ ძალიან პოზიტიურ ვიდეოს იმაზე, თუ როგორ ემზადება რუსთავი ახალი წლისთვის და როგორი განწყობაა ქალაქში, რაც დიდ წვლილს შეიტანს მოსახლეობის განწყობის ამაღლებაში, და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებელი ადამიანებისთვის, ინფრასტრუქტურაზე წინ მდგომი- ემოციური ბენეფიტია, ის პოზიტივი, რომლის ქალაქში გაღვივებაც შეგვიძლია. ჩვენი ჯგუფი ყოველთვის ზრუნავდა რუსთავში სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაზე. მაგალითისთვის მომყავს ვიდეო, რომელიც რუსთავის წარმატებულ ახალგაზრდებზე გადავიღეთ, რომელმაც ფეისბუქზე 20,000+ ადამიანს მიაღწია და რომელიც, რუსთავის მერიის წინ მდებარე მონიტორზე გადიოდა ერთი კვირის განმავლობაში (ვიდეოს სანაცვლოდ არანაირი ჰონორარი არ აგვიღია, მე და ჩემმა ჯგუფმა დამღლელი ათი დღე მოვახმარეთ ვიდეოს შექმნას): https://www.youtube.com/watch?v=diK0sDWqT-g&t=8s "სამომავლო" პერსპექტივაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს საშუალება მიეცემათ თავიანთი აზრების მატერიალიზაციისა, გაზაფხულისთვის, შესაძლებელია "კინო-ფესტივალის" მოწყობა, სადაც რუსთაველი ნიჭიერი ახალგაზრდების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

ვინ განკარგავს შესყიდულ ნივთებს ინიციატივის დასრულების შემდეგ?

ახალგაზრდა კინოშემოქმედთა ჯგუფის "Young Creators"-ის სახელით, სრულ პასუხისმგებლობასა და მზაობას გამოვთქვამ პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო თითოეულ ნიუანსზე. აპარატურა იქნება აბსოლიტურად საჯარო, რადგანაც პროექტი გრძელვადიანია, აპარატურა იმ პერიოდში, როცა არ ეყოლება მსურველი, დარჩება ჩვენთან, სადაც შეინახება უსაფრთხო და დაცულ ადგილას, მიექცევა შესაბამისი ყურადღება (ობიექტივისა თუ "body"-ს გაწმენდა სპეციალური ხსნარებით და ა.შ) იმ პერიოდში, როცა აპარატურა ექნებათ კინოხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს, მათთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი აანაზღაურებს ზარალს.

რამდენად თანაბრად ისარგებლებენ ქალები და კაცები შედეგად?

სარგებელი ორივე სქესისთვის აბსოლიტურად შეუზღუდავია. ჩვენი პროექტი ითვალისწინებს გენდერულ ბალანსს, ამრიგად, ორივე სქესის წარმომადგენელს, თანაბარი უფლება ექნებათ, რომ აპარატურითა თუ ლექციური/პრაქტიკული შეხვედრებით მიიღონ სარგებელი.

Recommendations

Reviewer 1

არ ჩანს იმ აღჭურვილობის ჩამონათვალი, რაც ესაჭიროება პროექტის განხორციელებას. პრობლემის აღწერაში აღნიშნულია ნაწილობრივ.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?

ონლაინ მაღაზია BE.GE

თბილისი, ა. წერეთლის 116, დიდუბე პლაზა, ოფისი 202, 0119 https://www.be.ge/contacts.html

(+995 32) 2 550 800
4 069,00 ₾
მიკროფონის ჯოხი

Microphone stick

amazon.com | Official shop

--

(888) 280-3321
115,00 ₾
კამერის სტაბილიზატორი

Camera stabilizer

amazon.com | Official shop

--

(888) 280-3321
135,00 ₾
კამერის ლინზა Canon EF 50mm f/1.8 STM Lens

Camera lens

amazon.com | Official shop

Address: Amazon.com, Inc. Customer Service PO Box 81226 Seattle, WA 98108-1226

(888) 280-3321
440,00 ₾
ტრანსპორტირების სავარაუდო ჯამური ღირებულება ამაზონიდან

d

--

--

--
150,00 ₾
მწვანე ეკრანის სტუდია, განათებები

w

amazon.com | Official shop

--

(888) 280-3321
385,00 ₾
რეკლამა ფეისბუქზე

f

www.facebook.com

facebook

--
500,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Giorgi Chaphichadze .
Reply
Giorgi Chaphichadze გამარჯობა! პრაქტიკულად გავედით ფილმის ბოლოში, დაგვრჩა მხოლოდ ერთი ადამიანი ჩასაწერი-თბილისში. სულ მალე გვექნება პრემიერა, ვვარაუდობთ, მთავარ თეატრში. ფილმის ნაწილი უკვე დამონაჟებულია, ამრიგად დაელოდეთ პრემიერის თარიღს. <3
Reply
Giorgi Chaphichadze გამარჯობა! პრაქტიკულად გავედით ფილმის ბოლოში, დაგვრჩა მხოლოდ ერთი ადამიანი ჩასაწერი-თბილისში. სულ მალე გვექნება პრემიერა, ვვარაუდობთ, მთავარ თეატრში. ფილმის ნაწილი უკვე დამონაჟებულია, ამრიგად დაელოდეთ პრემიერის თარიღს. <3
Reply
Giorgi Chaphichadze როგორც იცით, დღეს დავიწყეთ დოკუმენტური ფილმის გადაღება. პირველი ლოკაცია რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი იყო, სადაც რესპოდენტი ჩავწერეთ. სცენარსა და ტექნიკურ დეტალებს ამ ეტაპზე ვერ გავამხელთ, ასე რომ დაელოდეთ სიაახლეებს ლუპესგან.
Reply
Giorgi Chaphichadze ჩვენმა ჯგუფმა უკვე შეადგინა სცენარი დოკუმენტური ფილმისთვის. შედგა იმ ადამიანთა სია, რომელთაც უნდა მიიღონ მონაწილეობა ფილმში. შეთანხმებულია გადაღება "მსახიობთა" უმრავლესობასთან. ფილმის სახე საკმაოდ მასშტაბური იქნება, ამის თქმის საშუალებას ჩვენს მიერ მოფიქრებული სცენარი და მოპოვებული აღჭურვილობა გვაძლევს. პირველი გადაღება შედგება შაბათს, 30 მარტს. ამრიგად, დაელოდეთ სიახლეებს, LOOPÉ Films-ი ბევრ საინტერესო სიახლეს გიმზადებთ.
Reply
Nino Giorgadze დღეს შეხვედრა გვქონდა ნიჭერ და კრეატიულ ახალგაზრდების გუნდთან. განვიხილეთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. ისინი მალე შექმნიან სოციალურ ვიდეოებს რუსთავის შესახებ. წინ ძალიან საინტერესო კლიპები გველოდება. იგეგმება ტრეინინგ კურსი ფილმების გადაღებისა და დამონტაჟების შესახებ. რომლის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ძვირადღირებული ტექნიკით და თავად გადაიღონ კლიპები. ასე რომ თვალი ადევნეთ ახალგაზრდა კინემატოგრაფების მიერ განხორციელებულ იდეას და მიიღეთ მონაწილეობა მათ კრეატიულ აქტივობებში.
Reply
Giorgi Chaphichadze გამარჯობა! მივიღეთ პროექტით გათვალისწინებული ყველა ნივთი, ამ ეტაპზე, ჯგუფთან ერთად მიმდინარეობს სცენარის შედგენა, სავარაუდო კადრებისა და ლოკაციების მოფიქრება დოკუმენტური ფილმისათვის.
Reply
Giorgi Chaphichadze ჩვენი პროექტი ნელ-ნელა მოდის სისრულეში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტისათვის გათვალისწინებული ტექნიკის მიღება-დახარისხება. ამ დროისთვის უკვე გვაქვს Canon 7D Mark II, რომელიც ზუმერში შევიძინეთ, რადგან ეს კონკრეტული მაღაზია საუკეთესო ალტერნატივა იყო (საჩუქრად მოყვებოდა National Geographic- ის ჩანთა, რომელიც ცალკე 300ლ ღირს). უახლოეს მომავალში ჩამოგვივა ყველა სხვა საჭირო ტექნიკა, ესენია: მწვანე ეკრანის სტუდია, სტაბილიზატორი, ლინზა და მიკროფონის ჯოხი. ჩვენი განრიგის მიხედვით, ტექნიკის მიღება-დახარისხებისთვის გვაქვს დრო 25 თებერვლამდე, როგორც კი ამ ეტაპს მოვრჩებით და მივიღებთ ტექნიკას, გადავალთ სხვა ეტაპზე, აუცილებლად შეგატყობინებთ.
Reply