კინემატოგრაფია ახალგაზრდებისთვის - All Activity

კინემატოგრაფია ახალგაზრდებისთვის Location: ქვემო ქართლი, რუსთავი,
Giorgi Chaphichadze commented

გამარჯობა! პრაქტიკულად გავედით ფილმის ბოლოში, დაგვრჩა მხოლოდ ერთი ადამიანი ჩასაწერი-თბილისში. სულ მალე გვექნება პრემიერა, ვვარაუდობთ, მთავარ თეატრში. ფილმის ნაწილი უკვე დამონაჟებულია, ამრიგად დაელოდეთ პრემიერის თარიღს. <3

როგორც იცით, დღეს დავიწყეთ დოკუმენტური ფილმის გადაღება. პირველი ლოკაცია რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი იყო, სადაც რესპოდენტი ჩავწერეთ. სცენარსა და ტექნიკურ დეტალებს ამ ეტაპზე ვერ გავამხელთ, ასე რომ დაელოდეთ სიაახლეებს ლუპესგან.

კინემატოგრაფია ახალგაზრდებისთვის Location: ქვემო ქართლი, რუსთავი,
Giorgi Chaphichadze commented

ჩვენმა ჯგუფმა უკვე შეადგინა სცენარი დოკუმენტური ფილმისთვის. შედგა იმ ადამიანთა სია, რომელთაც უნდა მიიღონ მონაწილეობა ფილმში. შეთანხმებულია გადაღება "მსახიობთა" უმრავლესობასთან. ფილმის სახე საკმაოდ მასშტაბური იქნება, ამის თქმის საშუალებას ჩვენს მიერ მოფიქრებული სცენარი და მოპოვებული აღჭურვილობა გვაძლევს. პირველი გადაღება შედგება შაბათს, 30 მარტს. ამრიგად, დაელოდეთ სიახლეებს, LOOPÉ Films-ი ბევრ საინტერესო სიახლეს გიმზადებთ.

კინემატოგრაფია ახალგაზრდებისთვის Location: ქვემო ქართლი, რუსთავი,
Nino Giorgadze commented

დღეს შეხვედრა გვქონდა ნიჭერ და კრეატიულ ახალგაზრდების გუნდთან. განვიხილეთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. ისინი მალე შექმნიან სოციალურ ვიდეოებს რუსთავის შესახებ. წინ ძალიან საინტერესო კლიპები გველოდება. იგეგმება ტრეინინგ კურსი ფილმების გადაღებისა და დამონტაჟების შესახებ. რომლის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ძვირადღირებული ტექნიკით და თავად გადაიღონ კლიპები. ასე რომ თვალი ადევნეთ ახალგაზრდა კინემატოგრაფების მიერ განხორციელებულ იდეას და მიიღეთ მონაწილეობა მათ კრეატიულ აქტივობებში.

კინემატოგრაფია ახალგაზრდებისთვის Location: ქვემო ქართლი, რუსთავი,
Giorgi Chaphichadze commented

გამარჯობა! მივიღეთ პროექტით გათვალისწინებული ყველა ნივთი, ამ ეტაპზე, ჯგუფთან ერთად მიმდინარეობს სცენარის შედგენა, სავარაუდო კადრებისა და ლოკაციების მოფიქრება დოკუმენტური ფილმისათვის.

კინემატოგრაფია ახალგაზრდებისთვის Location: ქვემო ქართლი, რუსთავი,
Giorgi Chaphichadze commented

ჩვენი პროექტი ნელ-ნელა მოდის სისრულეში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტისათვის გათვალისწინებული ტექნიკის მიღება-დახარისხება. ამ დროისთვის უკვე გვაქვს Canon 7D Mark II, რომელიც ზუმერში შევიძინეთ, რადგან ეს კონკრეტული მაღაზია საუკეთესო ალტერნატივა იყო (საჩუქრად მოყვებოდა National Geographic- ის ჩანთა, რომელიც ცალკე 300ლ ღირს). უახლოეს მომავალში ჩამოგვივა ყველა სხვა საჭირო ტექნიკა, ესენია: მწვანე ეკრანის სტუდია, სტაბილიზატორი, ლინზა და მიკროფონის ჯოხი. ჩვენი განრიგის მიხედვით, ტექნიკის მიღება-დახარისხებისთვის გვაქვს დრო 25 თებერვლამდე, როგორც კი ამ ეტაპს მოვრჩებით და მივიღებთ ტექნიკას, გადავალთ სხვა ეტაპზე, აუცილებლად შეგატყობინებთ.