ასფურცელა

Avto Mchedlidze
ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი,
1789
Comments: 16

Goals

რა არის თქვენი შემოთავაზებული გადაწყვეტა?

ალგეთის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით და ეროვნული პარკის სპეციალისტების აქტიური ჩართულობით, მოეწყობა შეხვედრები და ეკო-საგანმანათლებლო გაკვეთილები, სადაც გოგონების და ბიჭების უშუალო აქტიურობით განხორციელდება საველე აქტივობები ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე, მოხდება არსებული მნიშვნელოვანი ყვავილოვანი საფარის შესწავლა, აღრიცხვა, ასევე ახალგაზრდები გადაუღებენ მცენარეებს სურათებს, მოხდება ინფორმაციის შეგროვება ამ მცენარეების შესახებ, დამზადდება და დაიბეჭდება თემატური საინფორმაციო-საგანმანათლებლო ბროშურები, ახალგაზრდების ჩართულობით გაკეთდება საჩვენებელი ჰერბარიუმები ( ამისათვის გამოვიყენებთ პროექტის ფარგლებში შეძენილ მასალას და ინსტრუმენტებს). ჩატარდება პროექტში ჩართული სკოლების საერთო შეხვედრა, სადაც ახალგაზრდები უკეთ გაიცნობენ და გაუზიარებენ თავიანთ სამუშაოებს ერთმანეთს. აღნიშნული ქმედება იქნება პროგრამული ხასიათის, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნების სიყვარულს და გარემოზე ზრუნვის სურვილს.

მდგრადობა (2,000 სიმბოლო)

მუნიციპალიტეტისათვის კონკრეტული ტერიტორიისთვის შეიქმნება საინფორმაციო-საგანმანათლებლო ბროშურები, გაიზრდება ახალგაზრდების გარემოსდაცვითი ცნობიერება, მოხდება მიღებული ცოდნის გაზიარება თანატოლებს შორის, ასევე ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას ექნება მსგავსი ტიპის კვლევისათვის მატერიალური ბაზა. პროექტში შეძენილი ინვენტარი სრულიად იქნება გამოყენებული პროექტის განხორციელებისათვის, ხოლო შემდგომში დარჩება ეროვნული პარკის ადმინისტრაციას (იდეის დასრულების შემდეგ, ის ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები იქნებიან ჩართულნი ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში, მაგალითად ამ იდეის ფარგლებში შეძენილი ინვენტარი, ასევე იქნება გამოყენებული ჩიტების ბუდეების შესაქმნელად, რომელსაც სამომავლო პერსპეკტივა გააჩნია).

თანაბარი გენდერული შესაძლებლობა

პროექტის განხორციელებაში ბიჭები და გოგოები იქნებიან ჩართულნი თანაბრად.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?

ფორმატი

ანა პოლიტკოვსკაიას 4ა (ყოფილი ჯიქია)

+ (995) 322 187 187
300,00 ₾

ფლექსმედია

თბილისი. ვაჟა-ფშაველას გამზ. 1/43

(599) 11 76 77
1 800,00 ₾

გორგია

ქ.თბილისი, წერეთლის #140

+995 322 960 960
1 540,00 ₾

დომინო

თბილისი, კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის #2 East Point

(+995 32) 2 50 50 50
800,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Avto Mchedlidze გადავდივართ ჰერბარიუმების აწყობაზეც. დღეს 5 ცალი გავაკეთეთ და ჩარჩოებშიც ჩავსვით.
Reply
Avto Mchedlidze აწყობილი ჩარჩოების ერთგვარი დატესტვა და საინფორმაციო-საგანმანათლებლო ბროშურებში მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ნახატების განთავსების პროცესი ასე გამოიყურება.
Reply
Avto Mchedlidze აწყობილი ჩარჩოების ერთგვარი დატესტვა და საინფორმაციო-საგანმანათლებლო ბროშურებში მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ნახატების განთავსების პროცესი ასე გამოიყურება.
Reply
Avto Mchedlidze ვაგრძელებთ გერბარიუმების ჩარჩოების აწყობას.
Reply
Avto Mchedlidze პროექტის ფარგლებში უკვე დაიბეჭდა საინფორმაციო - საგანმანათლებლო ბროშურები, რომლებიც ჩამოვიტანეთ ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში. უახლოს მომავალში დაიგეგმება ამ ბროშურის პრეზენტაცია.
Reply
Avto Mchedlidze დღეს პროექტის ფარგლებში დავიწყეთ გერბარიუმებისათვის ჩარჩოების მომზადება. ამ აქტივობაში ჩართულები არიან თეთრიწყაროს ახალგაზრდები. ავაწყეთ პირველი ჩარჩო.
Reply
Avto Mchedlidze ვაგრძელებთ მუშაობას, ბროშურისთვის ტექსტი თითქმის დასრულებულია, სკოლის მოსწავლეების ნახატები უკვე გადარჩეულია, სამშაბათს უკვე ავაწყობთ ბროშურის დიზაინს და შევძლებთ მის დაბეჭდვას.
Reply
Avto Mchedlidze შემოგვემატა მანგლისის საჯარო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრებიც :)
Reply
Avto Mchedlidze თეთრიწყაროს სახელოვნებო სკოლაში პროექტის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრას უშედეგოდ არ ჩაუვლია. ხატვის მასწავლებელმა მოგვაწოდა მოსწავლეების ნახატები, რომლების საკმაოდ ლამაზებია. მათ აუცილებლად გამოვიყენებთ ბროშურისთვის.
Reply
Avto Mchedlidze დღეს ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში მოეწყო შეხვედრა მანგლისის საჯარო სკოლის 13 მოსწავლესთან. მოეწყო პრეზენტაცია ალგეთის ეროვნული პარკის და პროექტი "ასფურცელა"ს შესახებ. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ ყვავილოვანი მცენარეების შესახებ. მოსწავლეებს მიეცათ საშუალება თავისუფლად ემუშავად ყვავილების ნახატებზე. მათგან ნახატებს ორშაბათს ველოდებით.
Reply
Avto Mchedlidze დღეს მოეწყო შეხვედრა, თეთრიწყაროს სახელოვნებო სკოლაში, ხატვის გაკვეთილზე, სადაც ხატვის მასწავლებელს და ბავშვებს მოვუყევით ჩვენი იდეის შესახებ, რომლებიც დაინტერესდნენ და გამოთქვეს სურვილი ჩაერთონ პროექტში და მოამზადონ ყვავილების ნახატები.
Reply
Avto Mchedlidze დღეს ვიყავით თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოაში, და შევხვდით მოსწავლეების პროექტი ასუფურცელას დეტალურად გაცნობისათვის. შეხვედრის დროს ვისაუბრეთ ეროვნულ პარკზე და რატომაა ეს პროექტი მნიშვნელოვანი, მოსწავლეების გარკვეულმა ნაწილმა ამ ეტაპზე ისურვა პროექტში ჩართვა და ყვავილების დახატვა ბროშურისათვის, ხოლო სხვებმა სამომავლოდ გერბარიუმების გაკეთების დროს ჩართულობაზე გამოთქვეს სურვილი. დავიწყეთ ნახატების შეგროვება და უკვე გვაქვს რამოდენიმე მათგანი, ხოლო დანარჩენ ნახატებს ველოდებით კვირის ბოლომდე.
Reply
Avto Mchedlidze დღეს ვიყავით თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოაში, და შევხვდით მოსწავლეების პროექტი ასუფურცელას დეტალურად გაცნობისათვის. შეხვედრის დროს ვისაუბრეთ ეროვნულ პარკზე და რატომაა ეს პროექტი მნიშვნელოვანი, მოსწავლეების გარკვეულმა ნაწილმა ამ ეტაპზე ისურვა პროექტში ჩართვა და ყვავილების დახატვა ბროშურისათვის, ხოლო სხვებმა სამომავლოდ გერბარიუმების გაკეთების დროს ჩართულობაზე გამოთქვეს სურვილი. დავიწყეთ ნახატების შეგროვება და უკვე გვაქვს რამოდენიმე მათგანი, ხოლო დანარჩენ ნახატებს ველოდებით კვირის ბოლომდე.
Reply
Avto Mchedlidze შაბათს თეთრიწყაროში მოეწყო შეხვედრა N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის. შეხვედრაზე ახალგაზრდებს გავაცანით ალგეთის ეროვნული პარკი და პროექტი ასფურცელა. ვისაუბრეთ ყვავილებზე, რომელიც ბროშურაში უნდა დავბეჭდოთ. ვაგრძელებთ ინფორმაციების მოძიებას და ტექსტის მომზადებას ამ ყვავილების შესახებ. ახალგაზრდებმა ასევე დაიწყეს ყვავილების ნახატების მომზადება. პროქტის აქტივობები ამ კვირაშიც გაგრძელდება.
Reply
Avto Mchedlidze თეთრიწყაროში ჩამოვიტანეთ ჰერბარიუმების და კარადის ასაწყობი მასალა. ახალგაზრდა ბიჭების აქტიური ჩართულობით უკვე აეწყო კარადა, სადაც სამომავლოდ აწყობილი ჰერბარიუმები განთავსდება. ასევე დაწყებულია მუშაობა ბროშურაზე. ჩამოყალიბებულია ყვავილოვანი მცენარებიის სია, და მოძიებულია ინფორმაციები, რაც პრეზენტაციის სახით ეწყობა. შაბათს 24-ში, მოეწყობა პროექტის პრეზენტაცია თეთრიწყაროს N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება ყვავილოვანი მცენარეები და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო აქტივობები.
Reply
Avto Mchedlidze პროექტისათვის ნივთები შეძენილია და უახლოეს მომავალში დაიწყება მუშაობა ბროშურაზე, პირველ ეტაპზე მოხდება ბავშვებთან ერთად მცენარეების ნუსხის შექმნა და მისი მნიშვნელობის გააზრება და პლატფორმის შექმნა.
Reply