ახალი სიცოცხლე სამტრედიის დენდროლოგიურ პარკს

samskola11@gmail.com
a
2579
Comments: 13
a

Goals

Problem statement:

სამტრედიის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით: პირველი - არსებული ბუნებრივი პირობების შენარჩუნება და ამ პარკის ორმოცწლიანი ისტორიის შენახვა, გაფრთხილება და აღდგენა, ახალი სიცოცხლის მინიჭება მისთვის.
უკანასკნელი ათი წელიწადია ეს პარკი გაუდაბურებულია. თუმცა შენარჩუნებულია მისი ძირითადი იერ - სახე, რომელიც წარსულში ჰქონდა და ფუნქციონირებდა სხვადასხვა დანიშნულებით. დღემდე დაცული და შენახულია უნიკალური ჯიშის ხეები (მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი): ჭაობის კვიპაროსი, იაპონური ნეკერჩხალი, ტიტას ხე, აკაკის ხე, სექვოია, ვერცხლისფერი ფიჭვი, მარადმწვანე მუხა,საპნის ხე, წითელი თხილი,ორღალანი, წაბლის 15 განსხვავებული ჯიში და სხვა; აღსანიშნავია, რომ პარკი შემოსაზღვრულია ცოცხალი ღობით - 600-ზე მეტის ალვის ხით, რომელიც ქარსაცავიცაა აღნიშნული პარკისათვის. აქ გამოჰყავდათ ნერგები; შესაძლებელი იყო სასწავლო ექსკურსიების მოწყობა და მცირე ექსპერიმენტების ჩატარება ( საველე გაკვეთილებიც კი).
პარკის აღდგენის შემთხვევაში მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ბუნებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები, ეკოლოგიური კულტურა, ურთიერთთანამშრობლით პრობლემების გადაჭრის გზების ძიების უნარები. გააცნობიერებენ, რამდენად საჭიროა თითოეული ადამიანის პატრიოტიზმი ქვეყნის წარმატებისთვის.

Proposed Solution:

ამჟამად შესაძლებელია, რომ სარეაბილიტაციო რესურსით აღდგეს პარკის ფუნქცია და ვფიქრობთ, რომ მოდერნიზების შემთხვევაში 3 ჰექტარზე გადაჭიმული პარკის ნაწილში განახლდება მისი სასწავლო პრაქტიკული და ექსპერიმენტული ფუნქცია, ნაწილი კი გახდება საზოგადოებისათვის დასვენებისა და კულტურის სფეროს თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, კერძოდ, მოეწყობა სხვადასხვა ღონისძიება. რადგან ეს ტერიტორია მდებარეობს ცხენისწყლის ნაპირას, აჩენს ეკოტურიზმის განვითარების ახალ პერსპექტივას. შესაბამისად, ეს გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის შესაძლებლობას. მეორე მხრივ, მიკროსანერგე მეურნეობა აღდგება და გახდება ხელმისაწვდომი და გამოსაყენებელი მოსახლეობისათვის. ასევე მნიშვნელოვანია ეკოლიგიური თვალსაზრისით, კერძოდ, ფაქტობრივად , პარკის გარეშე დარჩენილი ქალაქის მოსახლეობა შეძლებს დასვენებას და იცხოვრებს ჯანსაღი ცხოვრებით; ეს იქნება ერთგვარი ფილტვი ქალაქისთვის,რომელიც ურბანისტული პრობლემის წინაშე დგას. პარკის რეაბილიტაციისათვის ჩატარდება შემდეგი აქტივობები:
1. საზოგადოებისა და სკოლების ინფორმირების მიზნით შეხვედრები, ბუკლეტების გამოცემა;
ინფორმაციის განთავსება სოციალურ ქსელში;
2. აღნიშნულ პროექტში მოხალისეობრივ საწყისებზე სხვადასხვა სკოლის მოსწავლე გოგონათა და ვაჟთა
ჩართვა;
3. ერთობლივად შიდა ტერიტორიის გასუფთავება, გაწმენდა დამხმარე მუშის დახმარებით
4. 300 მეტრი ღობის აღდგენა;
5. შესასვლელი ჭიშკრის შეკეთება-შეღებვა;
6. შიდა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა;
7. ეკოკლუბის - ,,ხეთა მონაღვლენი“- დაფუძნება
აღნიშნული პროექტის გამარჯვების შემთხვევაში სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა მზად არის აქტიურად ჩაერთოს პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შემდგომ მდგრადობაში. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური იღებს ვალდებულებას მატერიალური ინვენტარისა და რეაბილიტირებული პარკის დაცვაზე.

Sustainability:

ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში შედეგად მივიღებთ კეთილმოწყობილ, ეროვნული მნიშვნელობის პარკს, უნიკალური ჯიშებითა და სახეობებით, განახლებულ და გაუმჯობესებულ ქალაქის ,,ფილტვს", დასვენებისა და სასწავლო მნიშვნელობის მქონე პარკს, რომლითაც ერთობლივად ისარგებლებენ ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები. მოდერნიზებულ სანერგე მეურნეობას მიეცემა ფართო მასშტაბი გამოყენების თვალსაზრისით, კერძოდ, იმერეთის (არა მარტო იმერეთის) რეგიონის მოსახელობას მიაწვდის იშვიათი ჯიშის სხვადასხვა მცენარეს.

Equal gender opportunity:

აღდგენილ პარკში რეგულარულად ჩატარდება ეკოკლუბის მიერ ინიცირებული ღონისძიებები, პარკის პერიოდული დასუფთავება სკოლებისა და საზოგადოების თანამშრომლობით, სასწავლო-საველე გაკვეთილები და გაკვეთილი-ექსკურსიები, სხვადასხვა მოქმედ ეკოკლუბებთან თანამშრომლობა გამოცდილების გაზიარების მიზნით

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
wire net

300მ მავთულბადე დაზიანებული ღობის შესაკეთებლად

ი/მ კაცაძე ნონა - 17001010130

ქალაქ სამტრედია, კრავეიშვილის ქ. N 28

599982999
1 050,00 ₾
incisor

პარკის ტერიტორიაზე ბალახის მისაჭრელად ბალახის საჭრელი აპარატი

ი/მ კაცაძე ნონა - 17001010130

ქალაქ სამტრედია, კრავეიშვილის ქ. N 28

599982999
220,00 ₾
jig-saw

ხის მოსაჭრელად

ი/მ კაცაძე ნონა - 17001010130

ქალაქ სამტრედია, კრავეიშვილის ქ. N 28

599982999
180,00 ₾
paints

ხისა და მეტალის ნაკეთობების შესაღებად ლაქ-საღებევები

ი/მ კაცაძე ნონა - 17001010130

ქალაქ სამტრედია, კრავეიშვილის ქ. N 28

599982999
50,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Maia Loria სამტრედიის 11 საჯარო სკოლამ, ეკოკლუბმა ,, ხეთა მონაღვლენი" წარმატებით დაასრულა პროექტი ,,სამტრედიის დენდროლოგიური პარკის ახალი სიცოცხლე". დასკვნით აქტივობაში მე-11 საჯარო სკოლასთან ერთდ მონაწილეობდნენ სპეცსკოლის მოსწავლეები. მუნიციპალიტეტმა აიღო ვალდებულება, რომ პარკს უ პ ა ტ რ ო ნ ე ბ ს. მადლობა ორბელიანი საქართველოს ასეთი ღვაწლისთვის ჩვენ ვამაყობთ თქვენით!!!
Reply
Maia Loria ,,ორბელიანი - საქართველომ"დაგვიმზადა ჟეტონები,საუკეთესო დიზაინით;ეს არის უპეცედენტო შემთხვევა პარკის ისტორიაში -მოკრძალებული მცდელობა,ნამდვილი,თანამედროვე პარკის იერსახე მიეცეს ბაღს,სადაც მისული მნახველი ადვილად გაარკვევს რომელ ხესთან დგას...დიდი მადლობა მთელი სკოლისა და ეკოკლუბის სახელით,, ორბელიანი-საქართველოს''
Reply
Maia Loria სამუშაოები თითქმის დასრულებულია;ჟეტონები დამზადებულია და უახლოეს დღეებში შევაბამთ ხეებს
Reply
Maia Loria გუშინ, დენდროლოგიური პარკის ჭიშკარი განახლდა, მუნიციპალიტეტის - გამწვანებისა და დასუფთავების სამსახურის თანამონაწილეობით ( უფროსი ბ- ნი ე. კალაძე); შეიღება და რკინის თაღი დაიდგა, ღობისთვის გამზადდა ჩასასხმელი ადგილი
Reply
Elene Bokhua მოგესალმებით, დღეს 14 ოქტომბერს, ჩვენი პროექტის ფარგლებში ეკოკლუბის წევრებმა მოვინახულეთ ქ.სამტრედიის დენდროლოგიური პარკი თავისი უნიკალური ჯიშის ხეებით. გადავიღეთ ფოტოები კატალოგისთვის და გავიგეთ ბევრი საინტერესო ფაქტი ამ უნიკალური ხეების შესახებ, რომელიც გაგვაცნო პარკის მეველემ ვალერი კახიანმა. ველოდებით ჟეტონებს, რათა ხალხი უფრო კარგად გაეცნოს პარკს.
Reply
Maia Loria მოგესალმებით,რატომღაც არ აიტვირთა ორი აქტივობა ,კიდევ ერთხელ ვცდი,ხვალ კატალოგისთვის ფოტოების გადასაღებად მივდივართ,თან აღვწერთ პარკის მეველესთან ერთად,ჟეტონებს ველოდებით;ნივთები სრულად დავაბინავეთ,ველოდებით გამოდარებას,ღობის საძირკვლის ჩასასხმელად,მავთულბადე გვქონდა შესაცვლელი და როგორც იქნა,ჩამოვიდა,რამდენიმე ფოტო გადავუღეთ ყვავილების სანერგეს,ეს მხოლოდ მცირე ნაწილია,ოჯახში უვლის ვალერი კახიანი,ამ ეტაპზე მისი პარკში დაბინავება არაა შესაძლებელი;
Reply
Maia Loria მოგესალმებით,მართალია ,ცოტა ხნით შეფერხდა აქტიური სამუშაოების დაწყება დენდროლოგიურ პარკში,წვიმის გამო შეღებვას ვერ ვახერხებთ,მაგრამ ნივთები შევარჩიეთ ,მავთული გაგვიხდა შესაცვლელი ,ბადიანი მავთულები შევუკვეთეთ და ხვალ გამოგვაქვს ;ასევე დავიწყებთ პატარა სკამების ჩადგმას,ვალერი კახიანი დაამზადებს გამოდარებისთანავე,ველოდებით ჟეტონებს ,უკვე გადავუგზავნე ქალბატონ ნათიას ხეების ლათინური და ქართული სახელწოდებები,დიდი მადლობა ამ დამატებითი დახმარებისთვის,ხეების სახელდება ჟეტონებით ძალიან მნიშვნელოვანია აღრიცხვისთვის, დამთვალიერებლისთვის; 10 ოქტომბერი;
Reply
Maia Loria მოგესალმებით, საქართველოში ხორციელდება პროექტი: ,,დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო" გუშინ 17 ოქტომბერს ამ დღესთან დაკავშირებით მოეწყო ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელშიც ჩაერთო სამტრედიის მუნიციპალიტეტი, კერძოდ სამტრედიის გამგებლის პირველი მოადგილე დავით ბახტაძე, რომელიც კურირებს ჩვენს პროექტს...მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მეგზუობასა დაკორდინირებას უწევდა პარკის მეველე ვალერი კახიანი მათ პირველი გამწმენდითი სა.მუშაოები ჩაატარეს სამტრედიის დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე და სიხარულით შეუერთდნენ ჩვენი სკოლის პროექტის განხორციელებას
Reply
Maia Loria მოგესალმებით,გუშინ 15 სექტემბერს სასწავლო წლის დაწყების ცერემონიალზე- ეკოკლუბის ,, ხეთა მონაღვლენი" წარდგინება,პრეზენტაცია მოხდა , ლოგოიანი მაისურებითა და ჩვენ მიერ დამზადებული ბუკლეტებით, სადაც მთელ საზოგადოებას ვაუწყეთ დენდროლოგიური პარკის აღდგენისთვის განსახორციელებელი აქტივობების შესახებ, ბევრი მოხალისე გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას , მუნიციპალიტეტში მუშები გაფრთხილებული ჰყავთ, სკოლის დირექცია ინვენტარის მისაღებად მზად არის მუნიციპალიტეტთან ერთობლივი პასუხისმგებლობის აღებით , სამწუხაროდ, დაგვიანდა თანხის მიღება, ვაგვარებთ, ადგილობრივ პრესაში,, სამტრედიის მაცნე" დაიბეჭდა შოთა პაპავას ვრცელი სტატია ამ პროექტზე, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მალე დავიწყებთ წინამოსამზადებელ საქმიანობას უშუალოდ პარკის ტერიტორიაზე...
Reply
Maia Loria 1 სექტემბერი 2017 წელი სამტრედიის XI საჯარო სკოლა. საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ეკოკლუბის წევრებთან ერთად სკოლის დირექტორიც ესწრებოდა; დაიგეგმა აქტივობები და გადანაწილდა ფუნქციები გუნდის წევრებს შორის.
Reply
Maia Loria მოგესალმებით,ინვოისების შევსება დაგვიგვიანდა ,მაღაზიის ბუღალტრის შვებულების გამო ,უახლოეს ორ დღეში მოვაგვარებთ...გუშინდელ საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრაზე,რომელსაც ეკოკლუბის წევრებთან ერთად სკოლის დირექტორიც ესწრებოდა,გადავწყვიტეთ ,ჩვენი პროექტის განსახორციელებლად რომ უფრო მეტი მოხალისე ჩავრთოთ ქალაქს უფრო სრული ინფორმაცია მივაწოდოთ, მოვაწყობთ მსვლელობას,ეკოკლუბის წევრები მაისურებით,რომელზედაც ჩვენი პროექტის სახელი ან ეკოკლუბის ლოგო იქნება დახატული,რამდენიმე ვარიანტი გააკეთეს ბავშვებმა;გარდა ამისა მუნიციპალიტეტიდან მუშების საკითხიც მოგვარდა მათთან ერთად დავიწყებთ მუშაობას,პარკის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები სიხარულით გამოგვეხმაურნენ,საგაზეთო ინტერვიუ უახლოეს ნომერში გამოვა...ფოტოებსაც დავდებთ
Reply
Maia Loria მოგესალმებით,ინვოისების შევსება დაგვიგვიანდა ,მაღაზიის ბუღალტრის შვებულების გამო ,უახლოეს ორ დღეში მოვაგვარებთ...გუშინდელ საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრაზე,რომელსაც ეკოკლუბის წევრებთან ერთად სკოლის დირექტორიც ესწრებოდა,გადავწყვიტეთ ,ჩვენი პროექტის განსახორციელებლად რომ უფრო მეტი მოხალისე ჩავრთოთ ქალაქს უფრო სრული ინფორმაცია მივაწოდოთ, მოვაწყობთ მსვლელობას,ეკოკლუბის წევრები მაისურებით,რომელზედაც ჩვენი პროექტის სახელი ან ეკოკლუბის ლოგო იქნება დახატული,რამდენიმე ვარიანტი გააკეთეს ბავშვებმა;გარდა ამისა მუნიციპალიტეტიდან მუშების საკითხიც მოგვარდა მათთან ერთად დავიწყებთ მუშაობას,პარკის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები სიხარულით გამოგვეხმაურნენ,საგაზეთო ინტერვიუ უახლოეს ნომერში გამოვა...ფოტოებსაც დავდებთ
Reply
Maia Loria მოგესალმებით,ზაფხულის არდადეგების გამო ცოტათი დამიგვიანდა ინფორმაციის განთავსება,თუმცა შემიძლია მოგახსენოთ, რომ ივლისში შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში ჩემ მიერ გავრცელებული ფოტომასალისა და ინფორმაციის მიწოდების შედეგად ჩვენი გუნდის ყველა წევრმა, და არა მხოლოდ მათ, სრულად შეიტყვეს იმ გეგმის შესახებ, რომელიც ჩვენ მიერ განსახორციელებელ აქტივობებს მოიცავს. პარალელურად დენდროლოგიურ პარკთან არსებული სკოლის წარმომადგენელს მიეწოდა ინფორმაცია ერთობლივად საქმიანობების დაგეგმვისა და განხორციელების თაობაზე სათემო ჩართულობის მიზნით. ამჯერად ვმუშაობთ მაღაზიებთან და ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ამ პროექტის განხორციელებისთვის, საზოგადოების უფრო მეტი ჩართულობისა და ინფორმირებისთვის.გმადლობთ...
Reply