ვერცხლისფერი ნაძვების სანრგე

Marine Berianidze
a
4032
Comments: 32
a

Goals

Problem statement:

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება სასკოლო თემის განვითარების ერთერთი პრიორიტეტია. საკითხის აქტუალობა როგორც გლობალური, ისე ლოკალური მასშტაბით ეჭვს არ იწვევს, სწორედ ამიტომ ბოლო წლების ეროვნულ სასწავლო გეგმაში გარემოსდაცვითი წიგნიერება ერთერთ გამჭოლ კომპეტენციად მოიაზრება. საკითხის გააზრებისას ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ პრობლემატიკის იდენტიფიცირებას, არამედ უნდა შეირჩეს გადაწყვეტის გზები თითოეული მოქალაქის პირადი პასუხისმგებლობისა და აქტიურობის გააზრებით. ყველამ უნდა გავითავისოთ ჩვენი კონკრეტული წვლილი ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. ამ საკითხების ირგვლივ არიან გაერთიანებული სსიპ ქალაქ წალკის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბელები, რომელთაც აქვთ ეკოპროექტებში მონაწილეობის დიდ გამოცდილება. დავგეგმეთ და თემთან ერთად განვახორციელეთ მრავალი პროექტი, რომელთა მიზანიც იყო გადემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პრობლემების გარშემო მობილიზება და ქმედითი ღონისძიებების გატარება ამ პრობლემების მოსაგვარებლად.
თქვენი ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული საგრანტო კონკურსი კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას, თემთან ერთად გავიაზროთ გარემოსდაცვითი აქტივობების მნიშვნელობა, შევქმნათ ეკოკლუბში ბაზა, სადაც შევძლებთ მცირე სანერგე მეურნეობის დაფუძნებას და ჩვენი გამოყვანილი ნერგებით ქალაქის დასასვენებელი პარკის, საბავშვო ბაღისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიების, სხვა რეკრეაციული ზონების მოწყობას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა აქტივობებში ჩავრთავთ თემის წევრებს, მათ შორის, პატარებსაც, რათა ადრეული ასაკიდანვე მოხდეს მათი დაინტერესება ეკოლოგიური პრობლემებით. სანერგეს აქტიურად გამოვიყენებთ სასწავლო პროცესშიც, რაც სწავლის პროცესს უფრო საინტერესოსა და სახალისოს გახდის. შედეგად ამაღლდება მთელი თემის გარემოსდაცვითი ცნობიერება და გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯი ჯანსაღი გარემოს შესაქნმელად ქალაქში.

Proposed Solution:

მოვახდენთ სასკოლო თემისა და ეკოლუბის წევრთა ინფორმირებას პროექტის შესახებ. შეირჩევა გუნდი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ყველა შესასრულებელ აქტივობას. შევიძენთ პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებს. ეკოკლუბის წევრები გაემგზავრებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, სადაც იქაურ ეკოკლუბელებთან ერთად მოიპოვებენ ვერცხლისფერი ნაძვების თესლს და გაიზიარებენ აწყურელების გამოცდილებას ნაძვის ნერგების გამოყვანისა და მოვლის კუთხით, გაცვლიან ინფორმაციებს საკლუბო მუშაობის შესახებ (ჩვენს კლუბს აქვს დამყარებული კომუნიკაცია აწყურის ეკოკლუბის ხელმძღვანელთან და მიღებული აქვს დახმარების შემოთავაზება). საჯარო აქციაზე, სადაც მოწვეული გვეყოლება თემის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, პატარებთან ერთად მოხდება ვერცხლისფერი ნაძვის თესლის ჩათესვა ქოთნებში. შემდგომ პერიოდში ეკოკლუბის წევრები და სკოლის მოსწავლეები ბუნების გაკვეთილისას იზრუნებენ ნერგების მოვლაზე (კულტივაცია, მორწყვა). მას შემდეგ, რაც ნერგები მიაღწევს სასურველ ზომას, მოხდება მათი დაგარგვა გრუნტში. ლოკაციები შეირჩევა თვითმმართველობის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით. აქცენტი გაკეთდება საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სარეკრეაციო ზონებზე. პროექტის ყველა აქტივობას გავაშუქებთ სკოლის ფეისბუკგვერდსა და ადგილობრივ პრესაში.
ჩვენი პროექტი დაეხმარება თემს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში, მოსწავლეებს უკეთ შეეძლებათ ბუნების გაკვეთილებზე მისაღწევი მიზნების მიღწევა, გალამაზდება და გაჯანსაღდება გარემო, რაც სარგებელს მოუტანს მთელს თემს.

Sustainability:

პროექტის მდგრადობას განაპირობებს მისი ხანგრძლივი შედეგი და სამომავლოდ ეკოკლუბის ბაზაზე შექმნილი სანერგის პერმანენტული მუშაობა(შემდგომში თელსის მოპოვებას საკუთარი სანერგიდან შევძლებთ). მას შემდეგ, რაც თემი დაინახავს პროექტის სიკეთეს, გაიზრდება მხარდაჭერა და დახმარება. პროექტის ფარგლებში შეძენილი ნივთები გადაეცემა სკოლის ეკოკლუბს, რომელიც ყველაზე ქმედითად იქნება ჩართული პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე და რომლის წევრებმაც კარგად იციან გარემოცდაცვითი პროექტების მნიშვნელობა. სამომავლოდ, შესაძლებელია სანერგეს გაფართოვება საკუთარი შემოსავლის საშუალებით.

Equal gender opportunity:

პროექტში გენდერული თანაფარდობა იქნება დაცული.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Transport fee

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მოსწავლეთა მგზავრობა აწყურში ვერცხლისფერი ნაძვის თესლის მოპოვების მიზნით.

ი.მ. ვლადიმერ ცანავა

წალკა, ათენსის ქ. N5

599795272
300,00 ₾
gloves

მყარი რეზინის ხელთათმანი

ი.მ. ჯონდო აბულაძე

ქ. წალკა ჭელიძის ქ. N61

591058100
200,00 ₾
pots

ქოთანი 3 ლიტრამდე მოცულობის, პლასტმასის

ი.მ. ჯონდო აბულაძე

წალკა, ჭელიძის ქ. N61

591058100
450,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

marikolomtatidze@gmail.com ზამთრის სეზონი განსაკუთრებულ აქტიურობას არ მოითხოვდა, ამიტომ პოსტებით თავი აღარ შეგაწყინეთ. საქმიანობა შემოიფარგლებოდა თვეში 1-2-ჯერ ქოთნების მორწყვით. გაზაფხულიდან ჩვენ ქოთნებს ადგილი შევუცვალეთ, უფრო ჩრდილოეთის მხარეს ოთახში განვათავსეთ, წყლის რეზერვუართან ახლოს. დღეს ეკოკლუბელების დახმარებით 300-მდე ქოთანი მოვრწყეთ. როდესაც ნერგები აღმოცენდება (რასაც მოუთმენლად ველოდებით), ნაკელს ისევ მოვაყრით და მიწასაც გავაფხვიერებთ.
Reply
marikolomtatidze@gmail.com მას შემდეგ, რაც ჩვენი სანერგისათვის ახალციხიდან ჩამოტანილი გირჩებიდან ვერცხლისფერი ნაძვების თესლი მოვიპოვეთ, ზეწარზე დაყრილი გირჩები მზეზე მოვათავსეთ. 2-3 კვირის შემდეგ უფრო მეტად გაშლილი გირჩებიდან თესლის მცირე რაოდენობა შევაგროვეთ და რამოდენიმე, წინასწარ მონიშნულ ქოთანში ერთად ჩავთესეთ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქოთანში ჩვენი ჩათესილი ნაძვი ვერ აღმოცენდება (რისი მცირე ალბათობაც არის, ნორმაში), ჩვენი "სარეზერვო" ქოთნებიდან მოხდება ნერგის გადარგვა. თესლისგან დაცლილი გირჩებიც არ გადაგვიყრია. წალკის პირველ სჯაროში თავისუფალი გაკვეთილის - "ფანტაზია და მარჯვე ხელები" პედაგოგს გადავეცით და მოსწავლეებმა უკვე დაიწყეს ამ გირჩების გამოყენება საახალწლო კომპოზიციებში მათ მიერ შეგროვებულ ფიჭვის გირჩებთან ერთად.
Reply
marikolomtatidze@gmail.com 27 ნოემბერს ვერცხლისფერი ნაძვების სანერგეში ეკოკლუბელების დახმარებით ჩვენს დათესილ ნაძვის თესლს ნაკელი დავაყარეთ და მოვრწყეთ. მე-9 კლასის მოსწავლე ვაჟები ნაკელის მოტანაში დაგვეხმარნენ და მოყრაშიც მიიღეს მონაწილეობა, მე-6 კლასელებმა წყალი მოიტანეს და ქოთნები მორწყეს. შემდეგ ჩვენი ქოთნები 3-3 მწკრივად დავალაგეთ, რათა მათთან მიდგომა ადვილი იყოს და მოვლა მოსახერებელი. სასოებით ველით იმ დროს, როცა პირველი ნერგი ამოიწვერება. ამჯერად კი ტერაკოტას ჯარისკაცებს დაემსგავსნენ ჩვენი ქოთნები :)
Reply
marikolomtatidze@gmail.com დაგვიანებული ფოტოები
Reply
marikolomtatidze@gmail.com ამინდამა პროექტის განრიგში კორექცია შეიტანა, ამიტომ ვერცხლისფერი ნაძვის თესლის ჩათესვა 20 ოქტომბერს დავიწყეთ. მანამდე ახალციხიდან ჩამოტანილი გირჩებისგან თელსი შევაგროვეთ, გავამზადეთ ქოთნები, გავავსეთ მიწით და შემდეგ ხელთათმანებით "შეიარაღებულ" დაწყებითი კლასის მოსწავლეებს თავად დავათესინეთ ნაძვის თესლი. ყველა კლასმა ქოთნები ერთ ოთახში განათავსა. ქოთნებს წყალი დავუსხით და მზეზე განვათავსეთ. ორშაბათიდან საბაზო საფეხურის მოსწავლეები ჩაერთვებიან პროცესში. ახლა ნერგების აღმოცენებას დაველოდებით.
Reply
marikolomtatidze@gmail.com 22 სექტემბერს წალკის N1 საჯაროს ეკოლუბელებთან ერთად სამცხე-ჯავახეთს ვსტუმრობდით. ვიზიტის მიზანი ვერცხლისფერი ნაძვების თესლის მოპოვება იყო. გზად ღირშესანიშნაობებიც დავათვალიერეთ: ფარავანი, საღამოს ტბა, ხერთვისი. შევაგროვეთ ნაძვის გირჩები და რაბათშიც შევიარეთ. დამღლელი გზის მიუხედავად, დღე საინტერესოდ და ხალისიანად გავატარეთ. ამჟამან ჩვენი გირჩები მზეზე შრება, რათა თესლის მოპოვება გაგვიადვილდეს. დანარჩენზე შემდეგ მოგახსენებთ.
Reply
marikolomtatidze@gmail.com ეკოკლუბელებთან შეხვედრის ფოტოები
Reply
marikolomtatidze@gmail.com 15 სექტემბერს შევხვდი ეკოლუბის წევრებს და გავაცანი პროექტის აქტივობები. ბავშვები ენთუზუაზმით შემოუერთდნენ პროექტს. შეირჩნენ აწყურში წამსვლელი მოსწავლეები და კვირის ბოლოსთის დაიგეგმაა ვიზიტი ვერცხლისფერი ნაძვების თესლის მოსაპივებლად. მქონდა სატელეფონო საუბარი აწყურის სკოლის დირექტორთან ქალბატონ ქეთევანთან და ეკოკლუბის ხელმძღვანელ ქალბატონ მარიამთან, რომლებიც ადგილზე დახმარებას დაგვპირდნენ. ვიზიტი შევათანხმე მძღოლთან და თუ ამინდმა ხელი არ შეგვიშალა, კვირის ბოლოსთვის განვახორციელებთ.
Reply
marikolomtatidze@gmail.com ესეც ფოტო
Reply
marikolomtatidze@gmail.com ესეც ფოტო
Reply
marikolomtatidze@gmail.com ესეც ფოტოები
Reply
marikolomtatidze@gmail.com ფოტოებს ვერაფრით ვერ ვდებ, უამრავჯერ ვცადე და მიერორებს. დილით ისევ შევეცდები ფოტოების ატვირთვას.
Reply
marikolomtatidze@gmail.com ესეც ფაქტები :)

marikolomtatidze@gmail.com ბაზალეთის ერთკვირიანი სავალებულო ტრენინგისა და გადავადებული შვებულების გამო, პროექტის აქტივობების თარიღმა კორექცია განიცადა. ამჟამად მომწოდებელმა უკვე მომიტანა შეკვეთილი 300 პლასტმასის ქოთანი და 200 რეზინის ხელთათმანი, გავაფორმეთ მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადებს მომწოდებელი 1-2 დღეში ატვირთავს.ნივთები ინახება ჩემთან. ველოდები სასწავლო წლის დაწყებას, რათა ეკოკლუბის წევრებს გავაცნო ჩემი პროექტი და დაგეგმილი აქტივობებეი. შეირჩევა მონაწილეები, რომელთან ერთადაც გავემგზავრები აწყურში ვერცხლისფერი ნაძვების თესლის მოსაპოვებლად.

marikolomtatidze@gmail.com ერთკვირიანი სავალდებულო ტრენინგისა (ლიდერობის აკადემია-2) და შვებულების გამო, აქტივობების ვადებმა კორექცია განიცადა. ახლა მომწოდებელმა უკვე მომიტანა პლასტმასის ვედრებიც და რეზინის ხელთათმანებიც, გავაფორმეთ მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადებს მომწოდებელი 1-2 დღეში ატვირთავს. ნივთები ინახება ჩემთან. ველოდები სასწავლო წლის დაწყებას, რათა ეკოკლუბის წევრებს გავაცნო ჩემი იდეა და ჩასატარებელი აქტივობები. შეირჩევა მონაწილეები, რომელთან ერთადაც გავემგზავრებით აწყურში ვერცხლისფერი ნაძვების თესლის მოსაპოვებლად.

marikolomtatidze@gmail.com ინფორმაციის ატვირთვა შემაგვიანდა. ვერცხლისფერი ნაძვების სანერგესთვის ქოთნებისა და ხელთათმანების შეკვეთა მიცემულია, ინვოისიც გადავაგზავნეთ ორბელიანში. 2-3 დღეში მოგვიტანენ შეკვეთასაც.
Reply