ვერცხლისფერი ნაძვების სანრგე - All Activity

marikolomtatidze@gmail.com commented

ზამთრის სეზონი განსაკუთრებულ აქტიურობას არ მოითხოვდა, ამიტომ პოსტებით თავი აღარ შეგაწყინეთ. საქმიანობა შემოიფარგლებოდა თვეში 1-2-ჯერ ქოთნების მორწყვით. გაზაფხულიდან ჩვენ ქოთნებს ადგილი შევუცვალეთ, უფრო ჩრდილოეთის მხარეს ოთახში განვათავსეთ, წყლის რეზერვუართან ახლოს. დღეს ეკოკლუბელების დახმარებით 300-მდე ქოთანი მოვრწყეთ. როდესაც ნერგები აღმოცენდება (რასაც მოუთმენლად ველოდებით), ნაკელს ისევ მოვაყრით და მიწასაც გავაფხვიერებთ.

marikolomtatidze@gmail.com commented

მას შემდეგ, რაც ჩვენი სანერგისათვის ახალციხიდან ჩამოტანილი გირჩებიდან ვერცხლისფერი ნაძვების თესლი მოვიპოვეთ, ზეწარზე დაყრილი გირჩები მზეზე მოვათავსეთ. 2-3 კვირის შემდეგ უფრო მეტად გაშლილი გირჩებიდან თესლის მცირე რაოდენობა შევაგროვეთ და რამოდენიმე, წინასწარ მონიშნულ ქოთანში ერთად ჩავთესეთ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქოთანში ჩვენი ჩათესილი ნაძვი ვერ აღმოცენდება (რისი მცირე ალბათობაც არის, ნორმაში), ჩვენი "სარეზერვო" ქოთნებიდან მოხდება ნერგის გადარგვა. თესლისგან დაცლილი გირჩებიც არ გადაგვიყრია. წალკის პირველ სჯაროში თავისუფალი გაკვეთილის - "ფანტაზია და მარჯვე ხელები" პედაგოგს გადავეცით და მოსწავლეებმა უკვე დაიწყეს ამ გირჩების გამოყენება საახალწლო კომპოზიციებში მათ მიერ შეგროვებულ ფიჭვის გირჩებთან ერთად.

marikolomtatidze@gmail.com commented

27 ნოემბერს ვერცხლისფერი ნაძვების სანერგეში ეკოკლუბელების დახმარებით ჩვენს დათესილ ნაძვის თესლს ნაკელი დავაყარეთ და მოვრწყეთ. მე-9 კლასის მოსწავლე ვაჟები ნაკელის მოტანაში დაგვეხმარნენ და მოყრაშიც მიიღეს მონაწილეობა, მე-6 კლასელებმა წყალი მოიტანეს და ქოთნები მორწყეს. შემდეგ ჩვენი ქოთნები 3-3 მწკრივად დავალაგეთ, რათა მათთან მიდგომა ადვილი იყოს და მოვლა მოსახერებელი. სასოებით ველით იმ დროს, როცა პირველი ნერგი ამოიწვერება. ამჯერად კი ტერაკოტას ჯარისკაცებს დაემსგავსნენ ჩვენი ქოთნები :)

marikolomtatidze@gmail.com commented

ამინდამა პროექტის განრიგში კორექცია შეიტანა, ამიტომ ვერცხლისფერი ნაძვის თესლის ჩათესვა 20 ოქტომბერს დავიწყეთ. მანამდე ახალციხიდან ჩამოტანილი გირჩებისგან თელსი შევაგროვეთ, გავამზადეთ ქოთნები, გავავსეთ მიწით და შემდეგ ხელთათმანებით "შეიარაღებულ" დაწყებითი კლასის მოსწავლეებს თავად დავათესინეთ ნაძვის თესლი. ყველა კლასმა ქოთნები ერთ ოთახში განათავსა. ქოთნებს წყალი დავუსხით და მზეზე განვათავსეთ. ორშაბათიდან საბაზო საფეხურის მოსწავლეები ჩაერთვებიან პროცესში. ახლა ნერგების აღმოცენებას დაველოდებით.

marikolomtatidze@gmail.com commented

22 სექტემბერს წალკის N1 საჯაროს ეკოლუბელებთან ერთად სამცხე-ჯავახეთს ვსტუმრობდით. ვიზიტის მიზანი ვერცხლისფერი ნაძვების თესლის მოპოვება იყო. გზად ღირშესანიშნაობებიც დავათვალიერეთ: ფარავანი, საღამოს ტბა, ხერთვისი. შევაგროვეთ ნაძვის გირჩები და რაბათშიც შევიარეთ. დამღლელი გზის მიუხედავად, დღე საინტერესოდ და ხალისიანად გავატარეთ. ამჟამან ჩვენი გირჩები მზეზე შრება, რათა თესლის მოპოვება გაგვიადვილდეს. დანარჩენზე შემდეგ მოგახსენებთ.

marikolomtatidze@gmail.com commented

15 სექტემბერს შევხვდი ეკოლუბის წევრებს და გავაცანი პროექტის აქტივობები. ბავშვები ენთუზუაზმით შემოუერთდნენ პროექტს. შეირჩნენ აწყურში წამსვლელი მოსწავლეები და კვირის ბოლოსთის დაიგეგმაა ვიზიტი ვერცხლისფერი ნაძვების თესლის მოსაპივებლად. მქონდა სატელეფონო საუბარი აწყურის სკოლის დირექტორთან ქალბატონ ქეთევანთან და ეკოკლუბის ხელმძღვანელ ქალბატონ მარიამთან, რომლებიც ადგილზე დახმარებას დაგვპირდნენ. ვიზიტი შევათანხმე მძღოლთან და თუ ამინდმა ხელი არ შეგვიშალა, კვირის ბოლოსთვის განვახორციელებთ.

marikolomtatidze@gmail.com commented

ბაზალეთის ერთკვირიანი სავალებულო ტრენინგისა და გადავადებული შვებულების გამო, პროექტის აქტივობების თარიღმა კორექცია განიცადა. ამჟამად მომწოდებელმა უკვე მომიტანა შეკვეთილი 300 პლასტმასის ქოთანი და 200 რეზინის ხელთათმანი, გავაფორმეთ მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადებს მომწოდებელი 1-2 დღეში ატვირთავს.ნივთები ინახება ჩემთან. ველოდები სასწავლო წლის დაწყებას, რათა ეკოკლუბის წევრებს გავაცნო ჩემი პროექტი და დაგეგმილი აქტივობებეი. შეირჩევა მონაწილეები, რომელთან ერთადაც გავემგზავრები აწყურში ვერცხლისფერი ნაძვების თესლის მოსაპოვებლად.

marikolomtatidze@gmail.com commented

ბაზალეთის ერთკვირიანი სავალებულო ტრენინგისა და გადავადებული შვებულების გამო, პროექტის აქტივობების თარიღმა კორექცია განიცადა. ამჟამად მომწოდებელმა უკვე მომიტანა შეკვეთილი 300 პლასტმასის ქოთანი და 200 რეზინის ხელთათმანი, გავაფორმეთ მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადებს მომწოდებელი 1-2 დღეში ატვირთავს.ნივთები ინახება ჩემთან. ველოდები სასწავლო წლის დაწყებას, რათა ეკოკლუბის წევრებს გავაცნო ჩემი პროექტი და დაგეგმილი აქტივობებეი. შეირჩევა მონაწილეები, რომელთან ერთადაც გავემგზავრები აწყურში ვერცხლისფერი ნაძვების თესლის მოსაპოვებლად.

marikolomtatidze@gmail.com commented

ინფორმაციის ატვირთვა შემაგვიანდა. ვერცხლისფერი ნაძვების სანერგესთვის ქოთნებისა და ხელთათმანების შეკვეთა მიცემულია, ინვოისიც გადავაგზავნეთ ორბელიანში. 2-3 დღეში მოგვიტანენ შეკვეთასაც.