კინოთეათრი ბორბლებზე

eminakhmedov.myc@gmail.com
a
1662
Comments: 7
a

Goals

Problem statement:

პროექტის მიზანს წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალგაზრდების ინფორმირება კლიმატურ ცვლილებებთან, ბუნებრივი გარემო დაცვასთან, გარემოს გაუმჯობესებასა და კეთილმოწყობის მნიშვნელობის შესახებ. ამ ყველაფერზე განსხვავებული მიდგომით იმფორმაციის მიწოდება კი ხელს შეუწყობს მათ აღქმაში, კრიატიული მიდგომა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მხრიდან ინტერესის გაზრდას ბუნებრივი გარემოს მიმართ. ასევე, პროექტის მიზანს წარმოადგენს, მოხალისეთა მობილური ჯგუფის შექმნა ყველა იმ ლოკაციის ადგილებში, სადაც იგეგმება გასვლა, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებენ დამოუკიდებლად მუშაობას ბუნებრივი გარემოს დაცვის მიზნით.

Proposed Solution:

პროექტის ფარგლებში მოხალისეთა 15-20 კაციანი მობილურ ჯგუფთან ერთად იგეგმება გასვლები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში. გერძოდ: სადახლოში, გაჩაგანში, ქურთლიარში, ალგეთში და კასუმლოში. სადას „კინოთეათრი ბორბლებზე“ პროექტის ფარგლებში იგეგმება ღია ცის ქვეშ დოკუმენტური ფილმების ჩვენება, თემატური პრეზენტაციების წარდგენა, მონაწილე ახალგაზრდებთან ბუნებრივი გარემოს დაცვასთან დაკავშირებით დისკუსიების გამართვა. თითეულ შეხვედრაზე მონაწილეობას მიიღებს მინიმუმ 25-30 ადგილობრივი თემის ახალგაზრდა. პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება ქ. მარნეულში, რომელზეც მონაწილეობას მიიღებენ ლოკაციებში ყველაზე აქტიური მონაწილეები.
პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება facebook გვერდის და ჯგუფის გახსნა, სადაც მოხალისეები ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ მოსაზრებებსა და იდეებს. ასევე facebook-ის გვერდის მეშვეობით ყოველი ლოკაციის ადგილიდან იქნება პირდაპირი ჩართვები, რათა უფრო მეტმა ადამიანმა მიიღოს ინფორმაცია ბუნებრივი გარემოს დაცვის შესახებ. ასევე მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობით ამ ყველაფერზე საზოგადოების უფრო ფართო სეგმენტი მიიღებს ინფორმაციას. მედიასთან თანამშრომლობის ფარგლებში ასევე იგეგმება სათემო რადიოში გადაცემის მიწყვნა ბუნებრივი გარემოს დაცვას. ამის გაედა ახალგაზრდები გადაიღებენ ბუნებრივი გარემოს დაცვასთან დაკავშირებითთემატურ ვიდეო რგოლებს.
პროექტში საერთო ჯამში მონაწილეობას მიიღებს 130-150 ახალგაზრდა, რომლებშიც გენდერული ბალანსი მაქსიმალურად იქნება დაცული.

Sustainability:

პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენ გვეყოლება კარგად გადამზადებული ახალგაზრდები, ახალგაზრდა მოხალისეების მობილური ჯგუფი, რომლებიც თავდაუზოგავად დაუდგებიან ბუნებრივი გარემოს დაცვის სამსახურს. ეს ხელს შეუწყობს ადგილებში მსგავს პრობლემებზე სწრაფი რეაგირების საშუალებას. ასევე, პროექტის განმავლობაში შეძენილი აუდიო, ფოტო და ვიდო მასალები, რომლებიც საზოგადოებას მოუწოდებს გაუფრთხილდნენ ბუნებრივ გარემოს საშუალებას მოქვცემს პერიოდულად ყურადღების მოპყრობას, რათა ეს პროცესი რაც შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს.

Equal gender opportunity:

პროექტის განმავლობაში გენდერული ბალანი მაქსიმალური პროპორციულობით იქნება დაცული. მასში როგორც ქალები და მამაკაცები, ასევე გოგონებისა და ბიჭების რაოდენობა თანაბრად იქნება გაყოფილი

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Transport fee

ორგანიზაციული - 40 ლ.
მგზავრობა ლოკაციის ადგილებში მიკროავტობუსით (მარნეული-სადახლო-მარნეული, მარნეული-გაჩაგანი-მარნეული, მარნეული-ქურთლიარი-მარნეული, მარნეული-ალგეთი-მარნეული, მარნეული-კასუმლო-მარნეული) - 325 ლ.

ხალიდ ისმაილოვი

მარნეულის მუნიციპალიტეტი

593689668
365,00 ₾
inventory

სკამები 30 ცალი = 660 ლ.
მონიტორი 1 ცალი = 680 ლ.

Radi Electronics

მარნეულის მუნიციპალიტეტი

599767872
1 340,00 ₾
video

ვიდეო რგოლის გადაღება ახალგაზრდების მონაწილეობით = 280 ლ.

ფუად რიზაევი

მარნეულის მუნიციპალიტეტი

558157294
280,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

samirasmlv@gmail.com მიმდინარე წლის 22 ნოემბერს პროექტის ფარგლებში შედგა შეხვედრა სამიზნე სოფელბის - კაჩაგანის და სადახლოს საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. შეხვედრას ესწრებოდა 40-მდე მოსწავლე აღნიშნული სკოლებიდან, ასევე სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლიდან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა "Orbeliani Georgia ორბელიანი საქართველო"ს პროგრამის კოორდინატორი ნინო გიორგაძე. შეხვედრაზე მონაწილეებმა უყურეს ფილმს, შედგა დისკუსია გარემოს დაცვის საკიხებზე. აქტიურმა მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებაზე გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. მიიღეს ინფორმაცია "Orbeliani Georgia ორბელიანი საქართველო"ს შესახებ. ბავშვებმა მიიღეს ვრცელი ინფორმაცია ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
Reply
eminakhmedov.myc@gmail.com შევხდით პროექტისთვის შერჩეულ მოსწავლეებს სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის პირველ საჯარო სკოლაში. შეხვედრა გაიმართა სკოლის ეზოში. ვაჩვენეთ ფილმი ‘’Home’’. ვისაუბრეთ გარემოს დაცვაზე და კლიმატის ცვლილებაზე. მონაწილეებმა ისაუბრეს იმაზე, რომ როგორ დავიცვათ დედამიწა, რა ცუდი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ჰაერის დაბინძურებას. შეხვედრას ესწრებოდა სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ნაზილა ისმაილოვა. მან ისაუბრა მსგავსი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე და ბავშვებს მოუწოდა, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროექტში.
Reply
eminakhmedov.myc@gmail.com სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის პირველ საჯარო სკოლაში ავირჩიეთ დაინტერესებული და აქტიური მოსწავლეები სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლის ნაზილა ისმაილოვას დახმარებით. გავაცანით პროექტი და პროექტის მიზნები. ასევე გვქონდა საუბარი სკოლის დირექციასთან პროექტის შესახებ. მათ გამოთქვეს მზადყოფნა პროექტის განხორციელებისათვის დახმარებაზე.
Reply
eminakhmedov.myc@gmail.com პროექტის ფარგლებში შეიქმნა Facebook ჯგუფი (https://web.facebook.com/groups/171453546811709/ ), სადაც ჩავრთავთ ყველა სამიზნე სოფლის აქტიურ მოსწავლეებს. აღნიშნულ ჯგუფში მოსწავლეები ერთმანეთს გაუზიარებენ გარემოს დაცვის საკითხებზე სხვადასხვა ვიდეო თუ ფოტო მასალას, სხვადასხვა პროექტებში შეძენილ ცოდნას და გამოცდილებას.
Reply
eminakhmedov.myc@gmail.com პროექტის ფარგლებში შეიქმნა Facebook ჯგუფი, სადაც ჩავრთავთ ყველა სამიზნე სოფლის აქტიურ მოსწავლეებს. აღნიშნულ ჯგუფში მოსწავლეები ერთმანეთს გაუზიარებენ გარემოს დაცვის საკითხებზე სხვადასხვა ვიდეო თუ ფოტო მასალას, სხვადასხვა პროექტებში შეძენილ ცოდნას და გამოცდილებას.
Reply
eminakhmedov.myc@gmail.com მონაწილეების არჩევის შემდეგ დავგეგმეთ შეხვედრა სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლაში. შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა მოსწავლემ. შეხვედრა გაიმართა სკოლის ეზოში. მონაწილეებმა უყურეს ფილმს - "Home" თურქულ ენაზე. ვიდეოში საუბარია გარემოს დაცვაზე, კლიმატის ცვლილებაზე. ჰაერის დაბინძურების სხვადასხვა შედეგებზე და ისაუბრეს გარემოს დაცვაზე. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა სკოლის დირექტორი მამედ მირზაევი. მან მოსწავლეებს ჩაუტარა მოკლე ლექცია გარემოს დაცვის საკითხებზე და აუცილებლობაზე.
Reply
eminakhmedov.myc@gmail.com ამ კვირას დავიწღეთ პროექტი. უკვე გვაქვს მონიტორი. სკამები მზადდება. შევხდით სოფელ კასუმლოს მოსწავლეებს. მათთან ჩავატარეთ საინფორმაციო და შესარჩევი შეხვედრა და ავირჩიეთ მონაწილეები.
Reply