კინოთეათრი ბორბლებზე - All Activity

samirasmlv@gmail.com commented

მიმდინარე წლის 22 ნოემბერს პროექტის ფარგლებში შედგა შეხვედრა სამიზნე სოფელბის - კაჩაგანის და სადახლოს საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. შეხვედრას ესწრებოდა 40-მდე მოსწავლე აღნიშნული სკოლებიდან, ასევე სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლიდან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა "Orbeliani Georgia ორბელიანი საქართველო"ს პროგრამის კოორდინატორი ნინო გიორგაძე. შეხვედრაზე მონაწილეებმა უყურეს ფილმს, შედგა დისკუსია გარემოს დაცვის საკიხებზე. აქტიურმა მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებაზე გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. მიიღეს ინფორმაცია "Orbeliani Georgia ორბელიანი საქართველო"ს შესახებ. ბავშვებმა მიიღეს ვრცელი ინფორმაცია ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

eminakhmedov.myc@gmail.com commented

შევხდით პროექტისთვის შერჩეულ მოსწავლეებს სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის პირველ საჯარო სკოლაში. შეხვედრა გაიმართა სკოლის ეზოში. ვაჩვენეთ ფილმი ‘’Home’’. ვისაუბრეთ გარემოს დაცვაზე და კლიმატის ცვლილებაზე. მონაწილეებმა ისაუბრეს იმაზე, რომ როგორ დავიცვათ დედამიწა, რა ცუდი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ჰაერის დაბინძურებას.
შეხვედრას ესწრებოდა სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ნაზილა ისმაილოვა. მან ისაუბრა მსგავსი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე და ბავშვებს მოუწოდა, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროექტში.

eminakhmedov.myc@gmail.com commented

სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის პირველ საჯარო სკოლაში ავირჩიეთ დაინტერესებული და აქტიური მოსწავლეები სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლის ნაზილა ისმაილოვას დახმარებით. გავაცანით პროექტი და პროექტის მიზნები. ასევე გვქონდა საუბარი სკოლის დირექციასთან პროექტის შესახებ. მათ გამოთქვეს მზადყოფნა პროექტის განხორციელებისათვის დახმარებაზე.

eminakhmedov.myc@gmail.com commented

პროექტის ფარგლებში შეიქმნა Facebook ჯგუფი (https://web.facebook.com/groups/171453546811709/ ), სადაც ჩავრთავთ ყველა სამიზნე სოფლის აქტიურ მოსწავლეებს. აღნიშნულ ჯგუფში მოსწავლეები ერთმანეთს გაუზიარებენ გარემოს დაცვის საკითხებზე სხვადასხვა ვიდეო თუ ფოტო მასალას, სხვადასხვა პროექტებში შეძენილ ცოდნას და გამოცდილებას.

eminakhmedov.myc@gmail.com commented

პროექტის ფარგლებში შეიქმნა Facebook ჯგუფი, სადაც ჩავრთავთ ყველა სამიზნე სოფლის აქტიურ მოსწავლეებს. აღნიშნულ ჯგუფში მოსწავლეები ერთმანეთს გაუზიარებენ გარემოს დაცვის საკითხებზე სხვადასხვა ვიდეო თუ ფოტო მასალას, სხვადასხვა პროექტებში შეძენილ ცოდნას და გამოცდილებას.

eminakhmedov.myc@gmail.com commented

მონაწილეების არჩევის შემდეგ დავგეგმეთ შეხვედრა სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლაში. შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა მოსწავლემ. შეხვედრა გაიმართა სკოლის ეზოში. მონაწილეებმა უყურეს ფილმს - "Home" თურქულ ენაზე. ვიდეოში საუბარია გარემოს დაცვაზე, კლიმატის ცვლილებაზე. ჰაერის დაბინძურების სხვადასხვა შედეგებზე და ისაუბრეს გარემოს დაცვაზე. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა სკოლის დირექტორი მამედ მირზაევი. მან მოსწავლეებს ჩაუტარა მოკლე ლექცია გარემოს დაცვის საკითხებზე და აუცილებლობაზე.

eminakhmedov.myc@gmail.com commented

ამ კვირას დავიწღეთ პროექტი. უკვე გვაქვს მონიტორი. სკამები მზადდება. შევხდით სოფელ კასუმლოს მოსწავლეებს. მათთან ჩავატარეთ საინფორმაციო და შესარჩევი შეხვედრა და ავირჩიეთ მონაწილეები.