Goals
Problem statement:
მსოფლიოში ნარჩენების მართვის საკითხი განიხილება როგორც გლობალური გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური პრობლემა. ნარჩენების მართვის სისტემების ან ინფრასტრუქტურების არ ქონა იწვევს უარყოფით ზეგავლენას გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე. დღეისათვის საქართველოში მაკულატურის და ზოგადად ნარჩენების შეგროვების, მათი გადამუშავების კულტურა არცთუ სახარბიელო დონეზეა. მოქმედი ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებები, ცალკეულ ინდივიდებზე, არ აგროვებენ ქაღალდის ნარჩენს და შესაბამისად ქაღალდის, რომლის ხელახლა გამოყენება/გადამუშავება შესაძლებელია უმეტესობა ხვდება ნაგავსაყრელებზე. შედეგად ვიღებთ გაბნეულ და არარაციონალურად გამოყენებულ ბუნებრივ რესურსებს, სხვაგვარად რომ ვთქვათ ვიღებთ გაჩეხილ ტყეებს და უმართავ ნაგავსაყრელებს, რაც ამავდროულად აისახება კლიმატის ცვლილებაზე, გაუდაბნოებაზე და სხვა მწვავე გარემოსდაცვით პრობლემებზე. ქაღალდის წარმოება, გარდა იმისა რომ ანადგურებს ტყის საფარს რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი და სხვა ცოცხალი არსებებისათვის, აგრეთვე ერთერთი ყველაზე დიდი დამაბინძურებელი პროცესია. მისი წარმოების პროცესში გამოიყენება ქლორზე დაფუძნებული მათეთრებლები, რომლებიც შედეგად აბინძურებენ წყალს, ჰაერს და მიწას. ასევე წარმოების პროცესში გამოიფრქვევა მეთანის გაზი, რაც 25–ჯერ უფრო ტოქსიურია ვიდრე CO2. ქაღალდის წარმოების პროცესის შესახებ ზემოთ აღნიშნული ფაქტები და შემაშფოთებელი პროგნოზები კიდევ ერთხელ გვაფიქრებს რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს ამ რესურსის მოხმარების შემცირება და ხელმეორედ გამოყენების წახალისება, როგორც საქართველოში ისე დანარჩენ მსოფლიოში.
მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების ქსელის მიერ 2015 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით საქართველოს ურბანული ტიპის დასახლებაში მცხოვრები 2,3 მილიონი მოქალაქე დღეში წარმოქმნიდა დაახლოებით 3 900 ტონა ნარჩენს (დღეში ერთ სულ მოსახლეზე 1,7 კგ. ნარჩენი), ხოლო 2025 წლისათვის ურბანული მოსახლეობის რიცხვი შემცირდება 2,27 მილიონამდე რომელიც დღიურად წარმოქმნის 4200 ტონა ნარჩენს (დღეში ერთ სულ მოსახლეზე 1,85 კგ. ნარჩენი). ამასთან აღსანიშნავია, 3900 ტონა ნარჩენის 34% ქაღალდის ნარჩენია.
Proposed Solution:
სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქრის“ მისიაა საქართველოში ნარჩენების მართვის პოლიტიკის განვითარებაში წვლილის შეტანა, საზოგადოების ინფორმირება ნარჩენების მართვის უპირატესობების და ე.წ. „უმართავი ნარჩენების“ ნეგატიური ეფექტის შესახებ როგორც გარემოზე, ასევე ადამიანზე.
ინიციატივის "მაკულატურა ≠ ნაგავი" ფარგლებში დაგეგმილ 15 სასწავლო დაწესებულებებში (5 საჯარო სკოლაში, 5 უნივერსიტეტში და 5 სასწავლო ცენტრში) განვახორციელებთ საინფორმაციო შეხვედრებს, ტრენინგებს გარემოსდაცვით საკითხებზე, რომელსაც სრულიად უფასოდ GIPA–ს გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები გაუძღვებიან. საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება როგორც მოსწავლეებისათვის/სტუდენტებისათვის, აგრეთვე პედაგოგებისათვის. აღნიშნული საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ სასწავლო დაწესებულებებში ჩატარდება მაკულატურის შეგროვების კვირეულები, აგრეთვე დაიდგმება მაკულატურის შესაგროვებლად მწვანე ყუთები და მომავალშიც გაგრძელდება ურთიერთობა ამ სასწავლო დაწესებულებებთან.
ცნობილი ფაქტია, რომ 1 ტონა ქაღალდის გადამუშავებით დაახლოებით 17 ხეს გადავარჩენთ, ამასთან იმავე რაოდენობის ქაღალდის გადამუშავების პროცესში იზოგება დაახლოებით 2800 ლიტრი ნავთობი და 26 500 ლიტრი წყალი. სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქრის“ ამ ინიციატივის ფარგლებში ვგეგმავთ სულ მცირე 20 ტონა ქაღალდის შეგროვებას და გადამუშავებას, რაც გადაარჩენს დაახლოებით 340 ხეს, დაზოგავს 56 000 ლიტრ ნავთობს და 530 000 ლიტრ წყალს. დამატებით მოგახსენებთ, რომ 1 ხე დღიურად საშუალოდ 3 ადამიანისათვის საკმარის ჟანგბადს გამოყოფს, შესაბამისად ჩვენი საქმიანობით გადარჩენილი 340 ხე 1020 ადამიანისთვის საკმარის ჟანგბადს უზრუნველყოფს. ქაღალდის რესურსების ხელახალი გადამუშავების დროს 73%–ით ნაკლები სათბური აირები გამოიყოფა ვიდრე ქაღალდის პირველადი პროდუქციის წარმოქმნისას, ეს კი ქაღალდის ნარჩენების გადამუშავების უმთავრესი პოზიტიური გავლენაა გარემოზე.
Sustainability:
სოციალური საწარმოს „მწვანე საჩუქარის“ მიზანია პარტნიორი ორგანიზაციებისა და ინდივიდებისაგან შეაგროვოს ქაღალდის ნარჩენები, შეგროვებული ქაღალდი გადაამუშავოს, ხოლო გადამუშავებული მაკულატურიდან მიღებული ქაღალდით შექმნას ახალი პროდუქტი. ინიციატივა "მაკულატურა ≠ ნაგავი" გარდა იმისა რომ ხელს შეუწყობს ინფორმირებულობის გაზრდას სამიზნე სასწავლო დაწესებულებებში, აგრეთვე ჩვენს სოციალურ საწარმოს შესძენს გრძელვადიან პარტნიორებს. ამ ეტაპისათვის „მწვანე საჩუქარს“ ყავს 20–მდე თბილისში მოქმედი ორგანიზაცია თუ ინსტიტუტი და ჩვენი მიზანია ამ ქსელი გაზრდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ინიციატივა არ განხორციელდება მხოლოდ მოკლევადიანი ღონისძიებების ჩასატარებლად, არამედ გათვლილია უფრო გრძელვადიან თანამშრომლობაზე.
პროექტით შერჩეულ სასწავლო დაწესებულებებში შეგროვებული ნარჩენების – ქაღალდის გადამამუშავებელი ქარხნამდე ტრანსპორტირებას სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარი“ უზრუნველყოფს. გარდა მაკულატურის შეგროვების კვირეულებისა „მწვანე საჩუქარი“ გააფორმებს თანამშრომლობის მემორანდუმებს სასწავლო დაწესებულებებთან, რომლის საფუძველზე ორივე მხარე ითანამშრომლებს გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო ღონისძიებების, მცირე–გრანტების მოძიების და პროექტების განსახორციელებლად. აგრეთვე, სასწავლო დაწესებულებებში დაიდგმება სპეციალური მწვანე ყუთები, შედგება მაკულატურის ტრანსპორტირების ინდივიდუალური გრაფიკები. სურვილის შესაბამისად დავეხმარებით მომავალი სასწავლო წლიდან მათ სასწავლებლებში ეკო კლუბების ჩამოყალიბებაში, რომელიც ხელ შეუწყობს მასწავლებლების/სტუდენტების/პედაგოგების ინფორმირებულობის გაზრდას და გარემოსდაცვითი ჩვევების გამომუშავებას.
Equal gender opportunity:
The participants for the informational meetings will be selected together with the institution administration, and we will observe gender balance of the participants during the selection process.
Items Needed
Item | აღწერა | Vendor Info | Total | Purchased? |
30 Green boxes | მწვანე ყუთები მაკულატურის შესაგროვებლად, რომელიც იქნება ლამინატისაგან (ყუთის ზომები 60X50X50 სმ.) ყუთზე განთავსდება ლოგო და გარემოსდაცვითი სლოგანი. 1 ყუთის ღირებულება 100 ლარი, სულ 3000 ლარი. |
ვლადიმერი ბაბალაშვილი
ვაჟა–ფშაველას IV კვარტალი, 8 კორპუსის მიმდებარედ +995 577 464288 |
3 000,00 ₾ | |
100 lt petrol | საწვავი გვჭირდება შეგროვებული მაკულატურის ტრანსპორტირებისათვის. 100 ლიტრი საკმარისია ამ ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მესამედისათვის, დანარჩენი აქტივობებისათვის საწვავის ხარჯს დაფარავს სოციალური საწარმო "მწვანე საჩუქარი" |
შპს "სოკარ ჯეორჯია პეტროლიუმი"
იალბუზის ქ. N18 თბილისი, საქართველო +995 322 2439 275 |
220,00 ₾ |
Similar Initiatives
Activity See All Activity
შესვლა first to add your own comment.Comments