მაკულატურა ≠ ნაგავი - All Activity

greengift.geo@gmail.com commented

სამცხე-ჯავახეთის სკოლიდან დამიკავშირდნენ, რამდენიმე წლიანი გამოცდილება გვაქვს და აქტიურად ფუნქციონირებს ეკო კლუბიო,რომელიც რაიონის მაშტაბით სხვადასხვა გარემოს დაცვით აქტივობებს ახორციელებს. გასულ წელს შეაგროვეს ნახევარ ტონამდე მაკულატურა,რომელიც კერძო პირმა ჩაიბარა. ამჟამად ეკო კლუბელები ცდილობდა ეპოვათ ფინანსები რომლის საშუალებით სკოლაში განათავსებდნენ ყუთებს მაკულატურისათვის.

მათ გადაეცა 2 ცალი ყუთი, რომელიც გაფორმებულია ორბელიანის ფონდისა და SIDA–ს ლოგოებით, იციან რომ ფონდის სახელიტ გადაეცათ ეს ყუთი. შემპირდნენ ფოტოების გამოგზავნას, თუმცა აყოვნებენ :) ამიტომ უსურათოთ გთავაზობთ ამ სიახლეს.

greengift.geo@gmail.com commented

30 აპრილს 12:00 საათზე ფრანგული სკოლაში, (ფალიაშვილის N42) გაიმართა შეხვედრა ამავე სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან. შეხვედრას დაესწრო 21 ადამიანი – 9 ბიჭი და 12 გოგო, სკოლის მოსწავლეები 8–16 წლის მოსწავლეები და 2 მასწავლებელი.

შეხვედრაზე გამოყენებული იქნა პრეზენტაცია, ვისაუბრეთ ნარჩენების მართვის აუცილებლობაზე, საქართველოში არსებულ ვითარებაზე, სახიფათო და არა სახიფათო ნარჩენებზე, და ა.შ. ამ სკოლას დავუტოვე 2 ყუთი.

greengift.geo@gmail.com commented

23 აპრილს 13:00 საათზე, შედგა მორიგი შეხვედრა საბავშვო ბაღ "თოლია"–ს აღსასზრდელებთან და აღმზრდელებთან, ჯგუფი იყო შერეული – 14 ბავშვი, 3–დან 5 წლამდე, 8 ბიჭი და 6 გოგო. ასევე ესწრებოდა 2 აღსასზრდელი.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ ნარჩენებზე, როგორც აღმოჩნდა საბავშვო ბაღის პროგრამაში არის გათვალისწინებული გარემოსდაცვითი განათლება და შესაბამისად ბავშვებმა რაღაცეები იცოდნენ. სიმბოლურად შეხვედრის ბოლოს გადავეცი გადამუშვებული ქაღალდზე დაბეჭდილი გასაფერადებლები.

greengift.geo@gmail.com commented

მოგესალმებით, დაიგეგმა შეხვდრები შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში
– 23აპრილს 13:00 მორიგი შეხვედრა იმართება საბავშვო ბაღ "თოლიაში",
– 25 აპრილს 12:00 საათზე ფრანგული სკოლაში, (ფალიაშვილის N42)
– 26 აპრილს 11:00 საათზე N21 საჯარო სკოლაში (პეტრიაშვილის N6)

ასევე დამიკავშირდნენ ახალციხის საჯარო სკოლიდან და ქუთაისის ერთერთი ახალგაზრდული კლუბიდან, დამატებით დეტალებს შეგატყობინებთ.

greengift.geo@gmail.com commented

13 თებერვალს გაიმართა შეხვედრა თბილისის N123 საჯარო სკოლაში, შეხვედრას დაესწრო 26 მოსწავლე (8 ბიჭი და 18 გოგო), ასაკობრივი ჯგუფი 14–17 წელი.
ნარჩენების მართვაზე ზოგადი შეხვედრა, ასევე დაიგეგმა მეორე შეხვედრა ამავე სკოლაში – უნდა დავეხმარო თანასწორთა განმანათლებლების გადამზადება ნარჩენების მართვის თემაზე, რათა მათ მოახდინონ დანარჩენი სკოლელების ინფორმირება და აგრეთვე უნდა დააფუძნონ ეკო–კლუბი.

ამ ეტაპზე სკოლაში დავტოვე 2 ყუთი, თუმცა შემდეგ მისვლაზე კიდევ უნდა დავამატო 2 ყუთი (დიდი სკოლაა)
ამ სკოლაში დამატებით განხორციელებულ შეხვედრების შესახებ აუცილებლად მოგახსენებთ :)

greengift.geo@gmail.com commented

11 თებერვალს შეხვედრა შედგა ქ. ხაშურის ბიბლიოთეკაში, საკვირაო სკოლის წევრებთან.
შეხვედრა ესწრებოდა 14 ბავშვი (4 ბიჭი და 10 გოგო), ძირითადი ასაკობრივი ჯგუფი იყო 15–18 წელი.
ბიბლიოთეკაში დაიდგა ერთი ყუთი და მაკულატურას დაგვპირდნენ რომ თვითონ მოგვაწოდებენ.
აქვე ვტვირთავ შეხვედრის რამოდენიმე სურათს.
ასევე ბავშვებმა მთხოვეს დამატებით მესაუბრა პროექტის წერაზე და გრანტების მოძიებაზე. რა თქმა უნდა ვახსენე ორბელიანის ფონდი, განსაკუთრებით იმიტომ რომ მხარს უჭერთ ადგილობრივ იდეებს და ასევე რომ არ აქცევთ ყურადღებას გამოცდილებას. ძალიან აქტიური ბავშვები არიან და დარწმუნებული ვარ ყურადღებით იქნებიან და შემდეგ იდეების კონკურსს რომ გამოაცხადებთ აუცილებლად შემოიტანენ განაცხადს.

greengift.geo@gmail.com commented

მოგესალმებით,
კიდევ 2 შეხვედრა ჩაინიშნა – თბილისის ერთერთ სკოლაში და ხაშურში.
11.02. – 12:00 საათზე გაიმართება ქ. ხაშურის ბიბლიოთეკის შენობაში (ძნელაძის ქ. N2), სადაც შევხვდები ხაშურის დემოკრატიის სკოლის წევრებს, თემა იქნება ნარჩენების მართვაზე და დაიდგმება მაკულატურის შესაგროვებლად ყუთი.

13.02. – 14:00 საათძე თბილისის ერთერთ სკოლაში (ზუსტ მისამართს მოგვიანებით დავწერ) ჩატარდება შეხვედრა და დაიდგმება ყუთი.

greengift.geo@gmail.com commented

მოგესალმებით,
დაგვიანებული ანგარიში რუსთავში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც 11 დეკემბერს სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ოფისში ჩატარდა. შეხვედრას დაესწრო 13 მოზარდი 7 ბიჭი და 6 გოგო (შერეული ასაკი 9–დან 16 წლამდე).
შეხვედრა მიმდინარეობდა 2 საათს – პირველი საათმო დაეთმო ზოგად გარემოსდაცვით საკითხებს და გავამახვილეთ ყურადღება ნარჩენების მართვაზე, ხოლო შეხვედრის მეორე საათი დაეთმო ვორკშოპს თუ რისი გაკეთება შეიძლება სხვადასხვა ნარჩენებისაგან. ბავშვებმა გააკეთეს საახალწო დეკორაციები. ორგანიზაციაში დაიდგა ჩვენი ინიციატივის ფარგლებში შეძენილი მაკულატურის შესაგროვებელი ყუთი.

როგორც ბოლო კომენტარში მივუთითე შეხვედრა ჩატარდა ქეთი ჩიტაშვილის ინიციატივით, რისთვისაც მადლობას გადავუხდით მას.
აქვე ავტვირთავ რამოდენიმე ფოტოს.

greengift.geo@gmail.com commented

მოგესალმებით,
ახალი შეხვედრები ჩაინიშნა – სამოქალაქო განვითარების სააგენტოში, ქ. რუსთავში ფიროსმანის N9.

ქეთი ჩიტაშვილთან თანამშრომლობით დაიგეგმა ეს შეხვედრა და აგრეთვე მოიცავს მცირედ ვორკშოპს, აუცილებლად გამოგიგზავნით ფოტოებს და მოკლე სტატისტიკას.

greengift.geo@gmail.com commented

მოგესალმებით,
ახალი შეხვედრები ჩაინიშნა – სამოქალაქო განვითარების სააგენტოში, ქ. რუსთავში ფიროსმანის N9.

ქეთი ჩიტაშვილთან თანამშრომლობით დაიგეგმა ეს შეხვედრა და აგრეთვე მოიცავს მცირედ ვორკშოპს, აუცილებლად გამოგიგზავნით ფოტოებს და მოკლე სტატისტიკას.

greengift.geo@gmail.com commented

პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება – "თბილისის ახალგაზრდული ცენტრში", ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 32. აუდიტორია დ. 106.
13 დეკემბერი, 15:00 საათზე

greengift.geo@gmail.com commented

სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო ამბობენ!!!
ამ ინიციატივის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართება ილიაუნიში (აუდიტორიის მისამართს მოგვიანებით დავწერ) 13 დეკემბერს, 15:00 საათზე.

გავარკვევ დამატებით რამდენი მსურველს შეიძლება უმასპინძლოს აუდიტორიამ და შემოგვიერთდით აუცილებლად :)

greengift.geo@gmail.com commented

მოგესალმებით, ყუთები და სტიკერები მზადაა! სამწუხაროდ შეფერხდა ტრენინგების ჩატარება ჩემი მოუცლელობის გამო, თუმცა ნოემბრის 20–დან ყველაფერი გამოსწორდება. თბილისის სასწავლებლების გარდა, წეროვანის დევნილთა დასახლებაში ჩავატარებ შეხვედრას და ასევე მოლაპარაკება მაქვს რუსთავის ერთერთ სკოლასთან. 14 ნოემბერს ჩამოვდივარ თბილისში და ყველა დეტალს მოგწერთ.
პ.ს. ყუთის სურათი ცოტა უხარისხოა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

greengift.geo@gmail.com commented

დამატებით მინდა გითხრათ, რომ ორბელიანის ერთერთ მოხალისეს მაია მესტუმრეს ვთხოვე თუ იყო შესაძლებელი ჩვენი ინიციატივის ბენეფიციარებისათვის დაგვერიგებინა რადარამის ახალი გამოცემა "წინ სწრაფად", რომელიც გლობალურ დათბობას შეეხება, რაზეც თანხმობა მივიღე :) რისთვისაც დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მაიას <3
შეგახსენებთ რომ ტრენინგები მოიცავს გარემოსდაცვით თემატიკაზე ცნობიერების ამაღლებას.

greengift.geo@gmail.com commented

მოგესალმებით ყველას,
ყუთები და სტიკერები გამზადებულია :) (სურათებს ამ დღეებში შემოგთავაზებთ)
ტრენინგების ჩატარება ჯერ ვერ დავიწყე რიგი მიზეზების გამო – შეფერხებას ძირითადად ჩემი და იმ სტუდენტების მოუცლელობა იწვევს, რომლისთვისაც უნდა ჩავატარო ეს შეხვედრები. რამოდენიმე სასწავლებელმა მთხოვა რომ ნოემბრის დასაწყისში ჩავატარო, რამოდენიმე ოქტომბრის ბოლო კვირას. პირადად მეც ჩართული ვარ არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში და არჩევნების შემდეგ მირჩევნია დაწყება. უახლოეს დღეებში ავტვირთავ ტრენინგის მოდულს და თუ დაგაინტერესებთ თემატიკა შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ.

greengift.geo@gmail.com commented

ყუთებს ვამზადებთ შპს "კახეთში", რომელიც თბილისში მდებარეობს. ყუთებს გვიმზადებენ 29 ლარად, დაბეჭდვის გარეშე და ყუთს გავაფორმებთ სტიკერებით (ლოგოები, წარწერები), რომელიც დაახლოებით 200 ლარი ჯდება. ჯერ კიდევ ველოდები ინვოისებს (ფაქტიურად ყოველ წამს ვაწუხებ :)

ეს ქარხანა იმითია გამორჩეული რომ ძველი ბორჯომის ბოთლებისთვის ეტიკეტებს ამზადებდა (იხილეთ ფოტოები)

greengift.geo@gmail.com commented

პარალელურად მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრებისათვის მოდულის შემუშავება და სასწავლო დაწესებულებების შერჩევა. პირველი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება 20–25 სექტემბერს, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების გრაფიკს გაგაცნობთ 15 სექტემბრისათვის.
გაგვიხარდება თუ "ორბელიანის" სხვა მოხალისეებიც შემოგვიერთდებიან და დაესწრებიან შეხვედრებს :)

greengift.geo@gmail.com commented

მოგესალმებით ყველას :) მოკლედ დავწერ ბიუჯეტის ცვლილებების შესახებ – ამ ეტაპზე შემცირდა (თითქმის განახევრდა) ამ ინიციატივის ბიუჯეტი, ვიპოვე "მწვანე ყუთების" სხვა მომწოდებელი, ლამინატის ყუთების ნაცვლად დამზადდება მუყაოს ყუთები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დიზაინზე და ზომებზე მოლაპარაკებები და უახლოეს დღეებში გვეცოდინება ზუსტი თანხა.