Art for Environmental Education - All Activity

ნინო ხუციშვილი commented

მოგესალმებით კიდევ ერთხელ ლაგოდეხიდან..მოხარულები ვართ რომ არსებობს ორგანიზაცია ორბელიანი,რომელმაც ათეულობით ბავშვის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა..პროექტით მოპოვებულმა სათამაშოებმა ბავშვებსა და მშობლებს დაანახა რომ მოტივაცია მთავარია ამა თუ იმ საქმის კეთების დროს..დასახულ მიზანთან კი მხოლოდ მაშინ მიდის ადამიანი ახლოს თუ თვითშეფასების მაღალი გრძნობა აქვს და ამ ყველაფერს ძლიერი რწმენაც აძლიერებს.ჩვენ ვიცით რომ შეუძლებელი არაფერია და მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს.ინტეგრირებული და იმიტირებული გაკვეთილები ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ყველასათვის.ჩვენ,მასწავლებლებს კი უფრო მეტის გაკეთების სურვილი გაგვიჩნდა.იყო საშიშროება,რომ ქართული სექტორი აღარ გვექნებოდა სკოლაში ამ სასწავლო წელს და ძალიან განვიცდიდით,თუმცა სულ ტყუილად ვინერვიულეთ,მოულოდნელად კიდევ გამოჩნდნენ მსურველები და ისევ გვყვავს ქართული კლკასი აზერბაიჯანულ სკოლაში რაც ძალიან დიდი მიღწევაა აზერბაიჯანულ თემში.პროექტში ჩართული იყო ძირითადად 6 მასწავლებელი.რომლებიც აქტიურად იყენებდნენ საგაკვეთილო პროცესებში იმ ინვენტარს,რაც მოვიპოვეთ,დადებით განმამტკიცებლად კი სათამაშოებით ვახალისებდით მოსწავლეებს.რაც შეეხება თემს,მე მიხარია რომ სოფელში ბევრმა ასაკიანმა ადამიანმაც კი იცის რომ ჩვენ სათამაშოები გვაქვს სკოლაში და ბავშვებს იქ მოსვლა მოუხარიათ..ამ სიხარულმა კი მოსწავლე და მასწავლებელი უფრო დააახლოვა ერთმანეთს და სიყვარულის გამოხატვის შესაძლებლობაც კი მიეცათ ყველას.ჩვენ ყველა ნივთს საგულდაგულოდ ვუფრთხილდებით და დიდი იმედი გვაქვს რომ კიდევ ბევრი ბავშვი გაიხარებს მათი ხელში ჭერით.უმაგრესი პროექტი იყო,სიკეთით და სიყვარულით სავსე..გ

khvichav@gmail.com commented

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქცია, რომელიც ითვალისწინებდა ნაგვის კონტეინერების მოხატვას გარემოსდაცვითი თემატიკით. აქციაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის და ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა. მოიხატა 15 კონტეინერი, რომლებიც დაიდგმება ქალაქის სხვადასხვა უბანში. აქციამ საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. იგი ფართოდ გაშუქდა ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ.

khvichav@gmail.com commented

ქუთაისის მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან , რომლებსაც მიეწოდა დეტალური ინფორმაცია გათვალისწინებული აქტივობის შესახებ და ამ პროცესსში მათი მონაწილეობის თაობაზე.

khvichav@gmail.com commented

პროექტშში ახალგაზრდების ჩართვის მიზნით შეხვედრა გაიმართა ქუთაისის მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში. სკოლის დირექტორი მზადაა სასწავლო პროცესის განახლებისთანავე დაგვეხმაროს პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრების შეხვედრა მოსწავლეებთან მათი ინფორმირებულობისა და ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით.
მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში სასწავლო პროცესი 20 სექტემბრისსთვის განახლდება.

khvichav@gmail.com commented

პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა "ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში", რომლის დირექტორს ნატალია პატარიძეს მივაწოდეთ ინფორმაცია დაგეგმილი აქტივობებისა და პროექტის მიზნების შესახებ. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ "ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის" სამხატვრო სკოლა ჩაერთვება კონკურსსში. გარდა ამისა, გადაწყდა ისიც, რომ ღია ცის ქვეს დაგეგმილ ღონისძიებაში, რა დროსაც მოხდება კონტეინერების მოხატვა, მონაწილეობას მიიღებენ ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივები.
"ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში" სასწავლო პროცესი განახლდება 14 სექტემბერს. სწორედ ამ დროს გაიმართება მოსწავლეებთან შეხვედრა მათთვის კონკურსის პირობების გაცნობის მიზნით.

khvichav@gmail.com commented

პროექტის მიმდინარე ეტაპზე განხორციელდა ვიზიტი ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურის -"ქუთსერვისის" ხელმძღვანელთან, რომელმაც მიიღო დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი აქტივობების შესახებ. გადაწყდა, რომ ესკიზების შერჩევის და მოხატვისთვის განკუთვნილ დღეს, აღნიშნული სტრუქტურა უზრუნველყოფს 15 კონტეინერის თავშეყრას პროექტის საინიციატივო ჯგუფის მიერ მითითებულ ლოკაციაზე და შემდგომ მათ განთავსებას ქალაქის ცენტრშში.
უკვე განხორციელდა საჭირო მასალების შეძენის პროცესი.
უახლოეს დღეებში იგეგმება შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან და მათი ინფორმირებულობა პროექტის შესახებ.
მომავალ კვირაში დაგეგმილია ვიზიტი ქუთაისის სამხატვრო სკოლების ხელმძღვანელებთან და მათი ინფორმირებულობა დაგეგმილი აქტივობების თაობაზე, ხოლო სასწავლო პროცესის დაწყებისთანავე განხიორციელდება შეხვედრა მოსწავლეებთან.