კოლხური ბზის გადასარჩენად.

dato rezesidze
a
3726
Comments: 19
a

Goals

Problem statement:

საქართველოში უნიკალური კოლხური ბზის კორომები განადგურების პირასაა,სხვადასხვა დაავადებებმა გაქრობის რისკის ქვეშ მყოფ მცენარეთა სიაში მოახვედრა.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარშ,უძველეს ნატაძრალთან არის ბზის კორომი, სვანეთის ტერიტორიაზე,ეს არის ერთადერთი ადგილი,სადაც კოლხური ბზა ხარობს.
მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო სკოლის ,ეკო კლუბის "Green Space"-ის წევრებმა,ნიმუშები სპეციალისტებს აჩვენებს და დაადგინეს,რომ ეს არის ნამდვილად კოლხური ბზა,სავარაუდოდ ბზა მეათე საუკუნეში შემოტანილ იქნა სასულიერო პირების მიერ,ტაძრის დანგრევის შემდეგ ქვესაფარი გაიკეთა და ტყეში პატარა კორომად ჩამოყალიბდა.
წლების განმავლობაში,ეს ტერიტორია უყურადღებოდ იყო,ბზა,როგორც საეკლესიო ატრიბუტი ბზობის დღესასწაულზე,ბოლო ათეული წლებია,რა დამკვიდრდა,დღეს მოსახლეობა თვითნებურად შედის და ამტვრევს ტოტებს,შინ გახარების მიზნით ძირკვავს ბზის ნერგებს,რაც ბუნებრივია საფრთხეს უქმნის ბზის გამრავლებას,არსებობს რისკი იმისა,რომ არასათანადო იარაღების გამოყენებით დაინფიცირდეს ბზა და გადაშენდეს,ეს მცირე კორომი,რომელის დაახლოებით 50 მ რადიუსშია გაშენებული და დაახლოებით 100 ძირს მოიცავს.
ეკო კლუბის წევრები,ესტუმრნენ რუხში მდებარე სათბურს,სადაც ბზას აკალმებენ მისი გამრავლების მიზნით,ეკო კლუბის წევრები და პედაგოგები გაეცვნენ ბზის დაკალმების ტექნოლოგიებს და მოვლისთვის საჭირო თავისებურებებს.

Proposed Solution:

2ეკო კლუბის "Green Space" მიზანია,სოფელ ფარში არსებული ბზის კორომის გადარჩენა,ბუნების ძეგლის სტატუსის მოპოვება და ბზის დაკალმება,შემდგომი მისი გამრავლების მიზნით.
მოეწყოს მცირე სათბური,სადაც დააკალმებენ ბზას,შემდგომი მისი რეალიზების მიზნით.
სოფელ ფარში,მოსახლეობის ცნობიერებისამაღლება ბზის დაცვა-გადარჩენის საკითხში
მოხდება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარში არსებული მცირე,ჯანსაღი კორომის დაცვა,დაკალმდება დაახლოებით 150-200-მდე ბზის ტოტი,ჩატარდება ტრენინგი მოსახლეობისთვის,სადაც მათ მიეწოდებათ ინფორმაცია ბზის გადაშენების საფრთხეების შესახებ.ამაღლდება ცნობიერება,თუ რამდენად მნიშვნელოვანია თემში არსებული კორომის მოვლა-პატრონობა.
მომზადდება პეტიცია,ადგილობრივ თვითმმართველობასა და გარემოს დავის სამინისტროს სახელზე,მოთხოვნით,რომ ტერიტორიას მიენიჭოს ბუნების ძეგლის სტატუსი,რაც კიდევ უფრო დაიცავს ამ ტერიტორიას ადამიანის მიერ მიყენებული ზიანისგან,დაიბეჭდება და დაიდგმება საინფორმაციო ბანერი,სოფლის ცენტრსა და ტერიტორიის მახლობლად,რაც დაინტერესებულ პირებს ამცნობს იმ წესებს,რაც უნდა დაიცვან ამ ტერიტორიაზე გადაადგილების დროს.
მოსწავლეები ადრეული ასაკიდან განავითარებენ ბუნებაზე ზრუნვის უნარ-ჩვევებს,ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბებას და
თემის პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას, გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება.
პროექტი ხელს შეუწყობს კოლხური ბზის გადარჩენა-გამრავლების საქმეს.

Sustainability:

დაკალმებული კოლხური ბზა, გამზადდება სარეალიზაციოდ,შემოსული თანხით,მოხდება დასაკალმებელი ბზის რაოდენობის გაზრდა, მოეწყობა სათბური.

Equal gender opportunity:

პროექტის განმხორციელებელნი იქნებიან, ფარის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრები,თემის წარმომადგენლები.პროექტში თანაბრად იქნებიან ჩართული,როგორც გოგოები,ასევე ბიჭები,მათი საერთო რაოდენობა შეადგენს 50-60 ადამიანს

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
სუბსტრატები

კოლხური ბზის გამოსაყვანად.

აგრო სახლი

ზუგდიდი.დემურიას ქუჩა #1

568 67 60 65
30,00 ₾
სარწყავი

ხელის სარწყავი მოწყობილობა. 2 ცალი. 1.ცალი 21 ლარი

delas.ge

ინტერნე მაღაზია. თბილისი, აკაკი წერეთლის 116, დიდუბე პლაზა, ოფისი 202, 0119

2 422 333
42,00 ₾
საინფორმაციო ბანერი

2კვ.მ საინფორმაციო ბანერი, სადაც აღწერილი იქნება ბზის შესახებ ინფორმაცია, მისი მოვლისა და დაცვის შესახებ წესები,ჯარიმების ოდენობა ბზის მოჭრის შესახებ. ბანერი უნდა იყოს 2 ცალი ერთი ცალი 1კვ.მ. კონსტრუქცია.

სარეკლამო კომპანია დეიზი

ქ.თბილისი.აღმაშენებლის 137

595054960
150,00 ₾
სამუშაო ხელთათმანი

50 წყვილი სამუშაო ხელთათმანი.XL ზომა

შ.პ.ს "გიო კომპანი"

მტკვრის მარცხ. სანაპირო, ხოშარაულის მიმდ. ტერიტორია

ელ.ფოსტა: giokompani@mail.ru

ბანკის დასახელება: procredit bank

ბანკის კოდი: MIBGGE22

ანგ ნომერი: GE84PC0223600100012356

598 30 32 30, 558 37
100,00 ₾
დანა

სამუშაო დანა, კოლხური ბზის ტოტების დასამუშავებლად. 5 ცალი.

შ.პ.ს "გიო კომპანი"

მტკვრის მარცხ. სანაპირო, ხოშარაულის მიმდ. ტერიტორია

ელ.ფოსტა: giokompani@mail.ru

ბანკის დასახელება: procredit bank

ბანკის კოდი: MIBGGE22

ანგ ნომერი: GE84PC0223600100012356

598 30 32 30, 558 37
27,50 ₾
სასუქი

დაკალმებული ბზის ნერგისთვის, ქიმიკატები

აგრო სახლი

. ზუგდიდში, ფაიფურის დასახლება, დემურიას ქ. # 1.

568 67 60 65
30,00 ₾
სანერგე კონტეინერები

150 ცალი სანერგე,პლასტმასის კონტეინერები ბზის დასკალმებლად.

„აგრო სახლი“

ქ. ზუგდიდში, ფაიფურის დასახლება, დემურიას ქ. # 1.

568 67 60 65
150,00 ₾
ვენახის მაკრატელი

ბზის ტოტების მოსაჭრელად, გასასუფთავებლად. 5 ცალი ვენახის მაკრატელი. ფასი 10ლ

შ.პ.ს "გიო კომპანი"

მტკვრის მარცხ. სანაპირო, ხოშარაულის მიმდ. ტერიტორია

ელ.ფოსტა: giokompani@mail.ru

ბანკის დასახელება: procredit bank

ბანკის კოდი: MIBGGE22

ანგ ნომერი: GE84PC0223600100012356

598 30 32 30, 558 37
50,00 ₾
საყვავილე ქოთნები

საყვავილე ქოტნები,გახარებული ბზის გადასატანად. 150 ცალი 12X9 -ზე.ფასი.1.ც.1.18ლ

wisclist.ge

დომინოს ონლაინ მაღაზია

555503131
177,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

dato rezesidze პროექტის ფარგლებში, დაგეგმილი იყო ზემო სვანეთის სკოლის ეკოკლუბებთან შეხვედრა და პროექტის მიმდინარეობის გაცნობა.სწორედ ამ მიზნით, გამოვიყენეთ ის შესაძლებლობა,რომ მესტიის მუნიციპალიტეტის,სოფ.მულახის საჯარო სკოლაში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებაზე,საჩუქარად მივიტანეთ დაკალმებული ბზები და ვესაუბრეთ პროექტის შესახებ,დავურიგეთ საინფორმაციო ბუკლეტები და გავუზიარეთ ბზის დაკალმების მნიშვნელობა და ვთხოვეთ კოლხური ბზის გადარჩენაში თავისი წვლილი შეეტანათ. ეკო კლუბის წევრები და პედაგოგები აღფრთოვანბით შეხვდნენ ჩვენს ინიციატივას და საჩუქარს, მათ მზადყოფნა გამოთქვეს,რომ მოუვლიდნენ კოლხურ ბზას და ისინიც იზრუნებდნენ მომავალში ამ უნიკალური მცენარის გადარჩენისთვის.
Reply
dato rezesidze 1 აპრილს,ბზობის დღესასწაულზე,პროექტის ფარგლებში,მონაწილეებმა მოაწყვეს აქცია"ნუ მოჭრი ბზას",მათ მესტიის მუნიციპალიტეტის,სოფელ ფარის მოსახლეობას დაურიგეს მათ მიერ დაკალმებული ბზის ქოთნები და საინფორმაციო ბუკლეტები,ამ აქციის მიზანი იყო,შემცირებულიყო სოფელში არსებული ბზის კორომის დაზიანება,რომელიც ისედაც მცირეა და ადამიანების არასატანადო მოპყრობა საფრთხეს შეუქმნის მის გადარჩენას. აქციის შემდეგ,ჯგუფმა გადაინაცვლა კორომისკენ,სადაც ტრადიციულად მომლოცველები იკრიბებიან ძველ ნაეკლესიართან. 7 კილომეტრი იქნა ჩვენ მიერ განვლილი ფეხით, რომ აქცია გაგვეგრძელებინა. იქ შეკრებილ მოსახლეობას სათიტაოდ დავურიგეთ ბზები და მათტან ერთად ვისაუბრეთ პროექტის შესახებ,განვიხიეთ პრობლემები და საფრთხეები,რომელიც ამ უნიკალურ კორომს ემუქრება და ვტხოვეთ მხარდაჭერა,მოსახლეობა გაგებიტ მოეკიდა ჩვენს ინიციატივას და პროექტის წარმატებიტ განხორციელბაში ტანადომა აღგვიტქვეს.მოსახლეობასტან ერთად დავასუფთავეთ ნაზამტრალი ბზის ბუჩქები,გავწმინდეთ დამტვრეული ტოტებისა და თოვლის საფარისგან.
Reply
dato rezesidze დღეს,ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა,პროექტის,რომლის ფინანსური მხარდამჭერია ორბელიანი საქართველო,"კოლხური ბზის გადარჩენისთვის" ფარგლებში საქმიანობის მეორე,აქტიური ფაზა დაიწყო. პროექტის საქმიანობა, კლიმატური პირობების გამო დროებით პასიურ რეჟიმში მიმდინარეობდა,ამ ხნის განმავლობაში, დაიბეჭდა საინფორმაციო ბანერი,ბუკლეტები,შეხვედრა ზუგდიდის აგრო სახლის აგრონომთან,რომელმაც კონსულტაცია გაგვიწია თუ როგორ გამოვიყენოთ პესტიციდები დაკალმების პროცესში,რა პრევენციული მექანიზმები უნდა გავატაროთ ბზის კორომის დაცა-გადარჩენის საქმეში.დღეს დავაკალმეთ 70 ძირი ბზა,რომელიც მოსახლეობას დაურიგდება ბუკლეტებთან ერთად,რათა ბზობის დღესასწაულზე თავიდან აცილებულიქნას ბზის კორომია დაზიანება.
Reply
dato rezesidze პროექტის"კოლხური ბზის გადარჩენისთვის ფარგლებში, დღეს ფარის საჯარო სკოლაში გაიმართა დისკუსია თემაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების შეცნობა და მასზე ზრუნვა.ჩვენ ვნახეთ,სიუზენ სიმარტის ვიდეოლექცია, სადაც ის საუბრობს ბუნების იდუმალ კავშირებზე, რა ურთიერთობა არსებობს ხეებსა და მიწისქვეშა სამყაროში, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიენბი გაუფრთხილდნენ ტყეებს და არ მოჭრან ხეები.(https://www.youtube.com/watch?v=dRSPy3ZwpBk) ვიდეო ლექცია ძალინ საინტერესო და ემოციური აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის,გაიმართა საინტერესო დისკუსია თუ როგორ შევიტანოთ ჩვენი წვლილი ბუნების დაცვა გადარჩენის საქმეშ,რასაც ჩვენი პროექტი ემსახურება. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო სამოქმედო გეგმის შედგენას,რომლითაც გუნდი გააგრძელებს მუშაობას პროექტის ფარგლებში
Reply
dato rezesidze პროექტი,კოლხური ბზის გადარჩენისთვის,იწყებს პროექტის მეორე ეტაპს, რაც ითვალისწინებს,მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიის წარმოებას, კოლხური ბზის უნიკალურობასა და მისი დაცვის აუცილებლობისთვის. მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფ.ფარის მაცხოვრებლები,მეტ-ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას სოფელში არსებული კორომის უნიკალურობაზე, მოსახლეობა ბზობის დღესასწაულზე ტვითნებურად შედის და აზიანებს კორომს,რაც საფრთხეს უქმნის ბზის ბუჩქებს,სწორედ ამ ქმედების თავიდან ასაცილებლად, პროექტის ფარგლებში იგეგმება მოსახლეობასთან მოეწყოს საინფორმაციო შეხვედრები,დაურიგდეთ საინფორმაციო ფლაერები და ბზობის დღესასწაულზე შევტავაზოთ დაკალმებული ბზები. საინფორმაციო კანპანიისთვის დაიბეჭდა ფლაერები,რომელშიც აღწერილია კოლხური ბზის უნიკალური ჯიშს თავისებურება, ბზის დაავადებები,რაც საფრთხეს უქმნის ბზას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.
Reply
dato rezesidze გთავაზობთ წერილს ბატონ ნიკოლოზ გადელიას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სატყეო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს საკითხი: კოლხური ბზის მდგომარეობა როგორც თქვენთვის ცნობილია, კოლხური ბზა გადაშენების საფრთხის წინაშეა – სოკოვანმა დაავადებამ , რომელიც ,,ბზის სიდამწვრის ‘’ სახელითაა ცნობილი, 2010–2014 წლებში დასავლეთ საქართველოს ბზის კორომების დიდი ნაწილი, მათ შორის, უნიკალური ბუნების ძეგლები გაანადგურა. კოლხური ბზა მასობრივად ხმება ბუნებრივი გავრცელების მთელ არეალზე, რაც უდიდესი დანაკლისია როგორც ეკოლოგიური, ასევე კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით. მესტიის მუნიციპალიტეტის,ფარის თემის ტერიტორიუულ ერთეულში,ფიქსირდება ბზის მცირე კორომი,სადაც დაახლოებით 100-150 ძირი კოლხური ბზა ხარობს. ბზა, უძველსი ეკლესიის ტერიტორიაზე,სავარაუდოდ,ხელოვნურად გაუშენებიათ ტაძრის დანგრევის შემდეგ,მან თავისით შეძლო არსებობის გაგრძელება და ბუნებრივ ჰაბიტატად ჩამოყალიბება. მესტიის მუნიციპალიტეტის, ფარის საჯარო კოლის ეკო კლუბი,“GREEN SPACE“,აქტიურად არის ჩართული კოლხურ ბზის გადარჩენა- გამრავლების პროცესში,პერიოდულად აწარმოებს დაკვირვებას და მონიტორინგს ბზის კორომზე.მორიგი დათვალიერების დროს, აღმოჩნდა ,რომ რამდენიმე ბზის ბუჩქზე საეჭვო სიმპტომები ვლინდება,რომელიც ძალინ გავს ბზის ალურას.გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ სოფელ ფარის სიახლოვეს მდებარე სოფელში,ლახამულაში, კერძო ნარგავებსა და სასაფლაოებზე განადგურდა ბზა,სწორედ ბზის ალურით. ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბი, მოგმართავთ თხოვნით, გამოყოთ შესაბამისი კომისია,რათა ადგილზე მოხდეს პრობლემის შესწავლა დროული პრევენცია.
Reply
dato rezesidze პროექტის ფარგლებში,მორიგი მონიტორინგის განხორციელდა კოლხური ბზის კორომზე, აღმოჩნდა,რომ რამდენიმე ბზის ბუჩქზე ,საეჭვო სიმპტომები შინიშნება, რაც ძალინ გავს ბზის ალურას,იგივე სიდამწვრეს. გასათვალისწინებელია,ის ფაქტი,რომ მეზობელი სოფლის, ბზის კერძო ნარგავები და ეკლესიის მიმდებარედ არსებული ბუჩქები გახმა,სწორედ ბზის ალურით. კატასტორფის თავიდან ასაცილებლად, შემუშავდა წერილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო დეპარტამენტის სახელზე ,შემდგომი რეაგირებისა და პრევენციის მიზნით.
Reply
dato rezesidze პროექტის" კოლხური ბზის გადარჩენისთვის",ფარგლებში, მოსწავლეებმა დააკალმეს კოლხური ბზის ტოტები, შემდგომი გამრავლების მიზნით,ერთი თვის წინ,კალმები ჩაირგო სპეციალურ ტორფის ჭიქესბში,მოსწავლეებმა გაინაწილეს და სახლის პირობებშ უვლიდნენ ბზას, დღეს, მონაწილეებმა მოიტანეს სკოლაში ბზა და ისაუბრეს თუ როგორ უვლიდნენ, რა შენიშნეს თავიანთ ბზას,შეაფასეს ბზის არსებული მდგომარეობა,ნაწილი კალმების გახმა,ხოლო გადარჩენილი ბზები ჩაირგო სპეციალურად, პროექტის ფარგლებში შეძენილ ქოთნებში ჩაირგა, უკვე ქოთნებშ ჩარგული ბზები,ისევ წაიღეს მოსწავლეებმა სახლში და ისევ საშიანო პირბებში განაგრძობენ მის მოვლას. გადარგვის პროცესს დაესწრო ტელეკომპანია იმედის გადამღები ჯგუფი და სიუჟეტი მომზადდება იმედის დღისთვის. ბზის კალმების მასიური დაკალმებას,განმეორებით უკვე აპრილის თვიდან გაგრძელდება.
Reply
dato rezesidze მესტიის მუნიციპალიტეტის,ფარის საჯარო სკოლა,აქტიურად არის ჩართული "ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018-ში", შესაბამისად მათ მიერ განხორციელებული გარემოსდაცვითი აქტივებები, გაშუქებულია CENN-ის ვებ.პორტალზე: forestry.ge. გამომდინარე იქიდან, რომ გუნდი,მნიშვნელოვან პროექტს ახაორცილებეს,"კოლხური ბზის გადარჩენისთვის, როლის ფინანსურ მხარდამჭერია "ორბელიანი საქართველო", კონკურსის ფარგლებში გუნდს ამ პროექტისთვის მიენიჭა 1000 ქულა და პროექტის შესახებ ინფორმაცია გაშუქდა აღნიშნულ პორტალზე.იხ. ბმული.http://forestry.ge/?id=11885
Reply
dato rezesidze პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საინფორმაციო ბანერის დამზადება, ბანერის დიზაინისა და შინაარსის შესახებ გაიმართა გუნდში მსჯელობა, გამოცხადებული იყო კონკურსი მოსწავლეებს შორის, გუნდებმა, წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევარი, სლოგანი და გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევარი, რომელიც დაიბეჭდება და განთავსდება სოფელ ფარსა და ტყის მასივში არსებულ კოლხური ბზის კორომთან.
Reply
dato rezesidze პროექტის,"კოლხური ბზის გადარჩენისთვის" ფარგლებში, საინფორმაციო ბანერების კონკურსი გამოცხადდა. ეკო კლუბის წევრები დაიყვნენ სამ ჯგუფად, ორი გუნდი იმუშავებს საინფორმაციო ბანერის შექმნაზე,მესამე ჯგუფი კი შეასრულებს ჟიურის ფუნქციას, რომელიც საუკეთესო ბანერის ავტორს გამოავლენს და გამარჯვებული ბანერი დაიბეჭდება ორბელიანი საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით და დაიდგმევა სოფლის ცენტრსა და კოლხური ბზის კორომთან. გუნდებმა, შექმნეს მონახაზი, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს მათი ბანერი, მოიფიქრეს სლოგანი და დასრულებულ ვარიანტს, 22 დეკემბერს წარუდგენენ ჟიურის წევრებს.
Reply
dato rezesidze ფარის საჯარო სკოლის, ეკო კლუბმა,პროექტის“კოლხური ბზის გადარჩენისთვის“ ფარგლებში, კოლხურ ბზა დააკალმა. მიუხედავად იმისა, რომ დაკალმების პროცესი დაგვიანდა და სკოლაში არ არსებობს სასათბურე პირობები, ეკოკლუბმა, მიიღო გადაწყვეტილება დაეკალმებინა ბზა და მასზე საშინაო პირობებში ეზრუნათ. ბზის ჩარგვის პროცესში,აქტიური მონაწილეობა მიიღეს ფარის საჯაროსკოლის პედაგოგებმა, თითოეულმა მონაწილემ, ვალდებულება აიღო ჩაერგა და ეზრუნა ბზის გახარებაზე, მაღალი ჩართულობისა და პასუხისმგებლობის აღების მიზნით, მონაწილეებს გადაეცათ ქოთნები,სადაც საკუთარი სახელი უნდა დაეწერათ და ბოლომდე უნდა აეღოთ მასზე ზრუნვის ვალდებულება. ბზის ჩარგვის პროცესი მაღალი ინტერესიტა და ჩართულობიტ წარიმართა, დაკალმდა დაახლოებიტ 50 ბზა,რომელიც სახლებში იქნა წაღებული „პატრონის“ მიერ და 2 თვის განმავლობაში იზრუნებს და გაახარებს ბზას საშინაო პირობებში. კოლხური ბზის გადარჩენის აქციაში, ფარის საჯარო სკოლას შეუერთდა ლახამულის საჯარო სკოლის მოსწავლეები,სწორედ,სოფელ ლახამულაში,არსებული კერძო ნარგავებიდან,მოხდა ბზის კალმების მომზადება, შემდგომ,ეკო კლუბის წევრებმა,თანატოლებს გაუზიარეს ბზის დაკალმების შესახებ ინფორმაცია და საჩუქრად გადასცეს ტორფის ქოთნები და სათანადო პრეპარატები.
Reply
dato rezesidze ფოტო მასალა დაკალმების პროცესი.
Reply
dato rezesidze პროექტის ფარგლებში, კერძო ნარგავებდან მოპოვებულ იქნა ბზის ერთწლოვანი კალმები,გუნდის წევრებმა, მოამზადეს საკალმე ტოტები და ჩადეს სპეციალური ხსნარში,რაც დაფესვიანებას უწყობს ხელს, 24 საათის შემდეგ თითოეული კალამი ჩაირგვება ტორფის ჭიქებში და ორი თვის განმავლობაში მოხდება მათზე დაკვირვება და მოვლა. კალმების მომზადების პროცესს, პარტნიორი სკოლის,ლახამულის სკოლის მოსწავლეებიც დაესწრნენ, დღეს, ისინი სპეციალურად ესტუმრნენ ჩვენი სკოლის ეკო კლუბს.
Reply
dato rezesidze პროექტის ფარგლებში, კერძო ნარგავებდან მოპოვებულ იქნა ბზის ერთწლოვანი კალმები,გუნდის წევრებმა, მოამზადეს საკალმე ტოტები და ჩადეს სპეციალური ხსნარში,რაც დაფესვიანებას უწყობს ხელს, 24 საათის შემდეგ თითოეული კალამი ჩაირგვება ტორფის ჭიქებში და ორი თვის განმავლობაში მოხდება მათზე დაკვირვება და მოვლა. კალმების მომზადების პროცესს, პარტნიორი სკოლის,ლახამულის სკოლის მოსწავლეებიც დაესწრნენ, დღეს, ისინი სპეციალურად ესტუმრნენ ჩვენი სკოლის ეკო კლუბს.
Reply
dato rezesidze პროექტის ფარგლებში, კერძო ნარგავებდან მოპოვებულ იქნა ბზის ერთწლოვანი კალმები,გუნდის წევრებმა, მოამზადეს საკალმე ტოტები და ჩადეს სპეციალური ხსნარში,რაც დაფესვიანებას უწყობს ხელს, 24 საათის შემდეგ თითოეული კალამი ჩაირგვება ტორფის ჭიქებში და ორი თვის განმავლობაში მოხდება მათზე დაკვირვება და მოვლა. კალმების მომზადების პროცესს, პარტნიორი სკოლის,ლახამულის სკოლის მოსწავლეებიც დაესწრნენ, დღეს, ისინი სპეციალურად ესტუმრნენ ჩვენი სკოლის ეკო კლუბს.
Reply
dato rezesidze კოლხური ბზის გადასარჩენად,მესტიის მუნიციპალიტეტის ,ფარის საჯარო სკოლას ლახამულის საჯარო სკოლაც შეუერთდა. ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბი,“ორბელიანი საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით,ახორციელებს პროექტს“კოლხური ბზის გადარჩენისთვის. პროექტის ფარგლებში,ფარის საჯარო სკოლის ეკო-კლუბი,გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ლახამულის საჯარო სკოლას ესტუმრა. ლახამულის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად დაუჭერენ მხარს ამ პროექტს და მიიღებენ მონაწილეობას კოლხური ბზის დაკალმება-გამრავლებაში. ფარის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრებმა, მიაწოდეს ინფორმაცია იმ პროცედურების შესახებ,რაც კოლხური ბზის დაკალმებსას უნდა იქნას გათვალისწინებული. ლახამულის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ქალბატონმა ნინელი ეჯიბაძემ,საკუთარ ეზოში არსებული ბზის ბუჩქებიდან, კალმების აღების საშუალება მოგვცა და თავად გამოვიდა ინიციატივით ლახამულის საჯარო სკოლასაც შეეტანა თავისი წვლილი ამ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში, რისთვისაც ჩვენი გუნდი მადლობას უხდის ლახამულის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს.
Reply
dato rezesidze პროექტის" კოლხური ბზის გადარჩენისთვის" ფარგლებში, გუნდმა ჩაატარა სამუშაო შეხვედრა,ბზის დაკალმების პროცესის შესახებ. მონაწილეებს განემარტათ საქართველოს კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც ბზის საკალმე მასალის მოპოვება,მწვანე ზოლში დაუშვებელია, ამიტომ მათი მოპოვება უნდა მოხდეს კერძო საკუთრებაში არსებულ ნარგავებსა და სკვერებში. ასევე,მონაწილეები გაეცნენ , საქართველოს სატყეო პორტალზე არსებულ პუბლიკაციას, ბზის საშინაო პირობებში დაკალმებასა და გამრავლების შესახებ.http://forestry.ge/index.php?id=11209. პროექტის ფარგლებში, შეძენილ იქნა, ის მასალა რაც ბზის დაკალმებისთვის არის საჭირო საწყის ეტაპზე,ტორფის ჭიქები და სუბსტრატები.
Reply
dato rezesidze მესტიის მუნიციპალიტეტის,ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბმმა,GREEN SPACE-მა დაიწყო პროექტის,"კოლხური ბზის გადარჩენისთვის"განხორციელება. პროექტის მიზანია,სოფელში არსებული უძველესი ბზის კორომის დაცვა-გადარჩენა,ახალგაზრდების ჩართვა ბუნების მოვლისა და დაცვის საქმეში. პროექტი ითვალისწინებს, ბზის დაკალმებას შემდგომი გამრავლება-გავრცელების მიზნით, სოფელში არსებული კორომის დაცვას მოსახლეობის არასათანადო ქმედებისგან,მოსახლეობა,ბზის ოჯახებში გახარების მიზნით, თვითნებურად ძირკვავს ბზას,რაც საფრთხეს უქმნის ამ ტერიტორიაზე ამ მცენარის შემცირებას. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ორბელიანი საქართველო. ეკო კლუბის წევრებს,პროექტის მოხალისემ,დათო რეზესიძემ, გააცნო პროექტის მიზანი და ამოცანები, მონაწილეებმა, პროექტის მსვლელობა დაყვეს ეტაპებად,თითოეული ეტაპისთვის შეიმუშავეს სათანადო აქტივობა და გადაინაწილეს პასუხისმგებლობები და მოვალეობები.განისაზღვრა თითოეული აქტივობისათვის საჭირო ვადები.
Reply