მწვანე გზა ნახევარუდაბნოში - All Activity

zviadi buchaidze commented on comment : Keti Khachidze at: 20 სექტემბერი, 2018 06:55 p.m.

მოგესალმებთ ქალბატონო ქეთი აღნიშნულ აქტივობებში ჩართული იყვნენ სკოლის ეკოკლუბის წევრი და არამხოლოდ მოსწვლეები, ასევე თემის მოსახლეობის ნაწილი, დაახლოებით 30-40 ადამიანი მონაწილეობდა უშუალოდ დარგვის და შემოღობვის სამუშაოებში... მოსახლეობა დადებითად შეხვდა ძალიან მოხარულები იყვნენ ამ იდეის განხორციელებით ვინაიდან გამწვანების პრობლემა ერთერთი აქტუალური თემაა ჩვენს სოფელში.

zviadi buchaidze commented

პროექტის ფარგლებში დარგული ხეები სრულად არის გახარებული ფოტოებზეც ჩანს რომ საკმაოდ კარგად შეეწყვნენ ნიადაგას და იწყებენ ზრდა განვითარებას მაღალი ტემპით რაც სასიხარულოა, ჩავატარეთ ნერგების სარეველებისგან გასუფთავების სამშაოები, გავამაგრეთ დამცავი ბადეები და ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას რომ წარმატებით მიმდინარეობს პროექტის მიზნისკენ სწრაფვა.

Keti Khachidze commented

წარმატებებს გისურვებთ! ინფორმატიული პოსტებია. რამდენი მოხალისე ჩაერთო აქტივობებში? რა გამოხმაურება მოყვა ადგილობრივი მოსახლეობისგან?

zviadi buchaidze commented

დაიწყო გვალვის პერიოდი და კვირაში ერთხელ დილას ადრე ვრწყავთ ნერგებს. საპნის ხეების გახარების 100% მაჩვენებელია. ხოლო ელდარის ფიჭვის გახარება 50% შეადგენს. იგივე პირობებში ყოფნის დროს ნაძვს გაუჭირდა შეგუება. მოგახსენებთ 90 საპნის და 10 ელდარია ფიჭვის ნერგი დავრგით...

zviadi buchaidze commented

დღეის დათვალიერებით 100% იანი გახარებაა ნერგების. ეს კვირა წვიმები მოვიდა რამაც დადებითად იმოქმედა😍 (პ.ს ფოტოებს დავდებ)

zviadi buchaidze commented

ნერგების დარგვა წარმატებით მიმდინარეობს, დავბურღეთ მიწა დაბლა ჩავუყარეთ დამწვარი ნაკელი, შემდეგ დავრგით ხეები და დავუსხით წყალი, მაშინვე დავიწყეთ მავთულბადის მონტაჟი ნერგების დასაცავად. ყველაფერი კარგად მიმდინარეობს.

zviadi buchaidze commented

2 მაისს დასრულდა გადარიცხვის პროცესი სრულად. 14 მაისს წამოვიღე მაღაზიიდან საჭირო ინვენტარი. ეხლა ვაკეთებთ ამ ინვენტარის საჭიროებისამებრ დაჭრა დამუშავებას და ნიადაგის მომზადებას.

zviadi buchaidze commented

პროექტის პირველი კვირა სრულად დამჭირდა ინვენტარის და ხის ნერგების ინვოისების გაგზავნა და გადარიცხვებისთვის. რის შემდეგაც ზოგიერთ მაღაზიის ინვოისში იყო ხარვეზები. რის გამოც ახლიდან მოხდა გადაგზავნა და დრო გაიწელა ორ კვირაზე. ველოდები სრულ ჩარიცხვას ინვენტარის და ნერგების წამოსაღებად.