სისუფთავე ფერადია

მარიამი ბერუაშვილი
a
2571
Comments: 17
a

Goals

Problem statement:

-თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი კოდის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს 450 ოჯახი, რომელთაც დიდი ტკივილი და სტრესი აქვთ გადატანილი. ისინი უკვე მე-10 წელია ერთფეროვან და უინტერესო გარემოში ცხოვრობენ კორპუსებში და მათთვის სიმწვანე და ბუნებასთან სიახლოვე იშვიათია. ასევე, კორპუსების მიმდებარედ სიმწვანის და სილამაზის დიდი დეფიციტია. აღნიშნულ ტერიტორიაზე არის გარემოს დაბინძურების პრობლემებიც. დასუფთავების სამსახურის მიერ სუფთავდება მხოლოდ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიები, ხოლო დანარჩენი ფართი, რომელიც მოსახლეობის მხრიდან გამოყენებულია სპორტული აქტივობებისათვის (სტადიონი, ტრენაჟორები, ძველი აშენებული აუზები) და თავისუფალ დროს შეხვედრებისათვის, დაბინძურებულია და საჭიროებს დასუფთავებას. დევნილ მოსახლეობას საკმაოდ დიდი პერიოდის გასვლის მიუხედავად, ჯერ კიდევ უჭირს არსებულ მდგომარეობასთან შეგუება და ახლანდელ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრება , ამიტომ თითოეული პატარა დეტალი, რომელიც გარემოს გაულამაზებს დევნილებს, მათთვის იქნება მამოტივირებელი. დასუფთავების აქციის შედეგად მოწესრიგდება გარემო, ხოლო დეკორაციული საყვავილეების მოწყობით გალამაზდება და გახალისდება გარემო.

Proposed Solution:

Sustainability:

-პროექტის განხორციელების შემთხვევაში დევნილთა დასახლებაში არსებული კორპუსებიდან აირჩევა რამდენიმე მოტივირებული ახალგაზრდა , რომელიც საყვავილეებზე ზრუნვას აიღებს ვალდებულებად პროექტის ვადის დასრულების შემდეგაც. რა თქმა უნდა, კორპუსებში მაცხოვრებელთა დიდი ნაწილისგან საყვავილეებს ყურადღება არ მოაკლდებათ, თუმცა ახალგაზრდების ჩართვით მათი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა ამაღლდება და გაძლიერდება. გარდა ამისა, საყვავილეები დაიდგმება საცოვრებელ კორპუსებთან ახლოს , რაც გაამარტივებს მის მოვლას და დაცვას (ცხოველებისგან) , რომლის საშუალებითაც შეგვეძლება დიდი ხნის განმავლობაში გალამაზებული გარემოს შენარჩუნება .
კოდის სათემო განათლების ცენტრში უკვე მოეწყო რამდენიმე შეხვდრა დასახლების ახალგაზრდებთან და შეინიშნება ცალსახად მაღალი მოტივაცია და ინტერესი აღნიშნული აქციის მიმართ.
ნაძვი მრავალწლოვანი კულტურაა, ხოლო ყვავილების გადარგვა შესაძლებელია ყოველწლიურად.
დასუფთავების აქციების მდგრადობის უზრუნველსაყოფად მოხდება აღნიშნული აქციის მონაწილე ახალგაზრდების მხრიდან სხვა ახალგაზრდების წახალისება და ჩართვა სამომავლოდ მსგავს აქტივობებში. აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნულ ახალგაზრდულ კლუბში ყოველწლიურად წევრიანდებიან ახალი მოზარდები (14 წლიდან).

Equal gender opportunity:

-აღნიშნული პროექტის მიღებული შედეგით თანაბრად ისარგებლებენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. გარდა ამისა, პროექტის განხორციელების პროცესში მონაწილე საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ახალგაზრდების ნაწილი , გოგონები და ბიჭები , რომელთა უმრავლესობა გაწევრიანებულია კოდის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდულ კლუბში. გოგონები დაკავდებიან ყვავილების დარგვით, საყვავილეების გაფერადებით. ბიჭები საყვავილეების დამონტაჟებით, მისი გადაადგილებით. საბოლოოდ კი გარემოს დასუფთავებისა და გალამაზებისთვის გაერთიანებული ძალებით იზრუნებენ.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
flowers

ყვავილები საწიროა საბურავებისგან დამზადებული საყვავილეებისთის. თითოეულ საყვავილეში ჩავრგავთ 1ძირ ნაძვს და მის გარშემო 3ც სხვადასხვა სახის ყვავილს. სულ გვაქვს 10 სახის ყვავილი (10 x 3=30ც) და 40ც ნაძვი.
( ნაძვი 40ც. 1ც-6ლ, სულ 240ლ ; 1ც-1ლ-3x8=24ლ (3ც-ვიოლები, 3ც-ზიზილა, 3ც-ლომისპირა, 3ც- პეტუნია, 3ც-ზაფრანა, 3ც-ბეგონია, 3ც-პორტულაკები, 3ც-გაზანია). ფურისულა-1ც-1,5ლ, 3ც-4,5ლ ; ჯუჯა ქრიზანთემები-1ც-3ლ, 3ც-9ლ.

ჯეობოტანიკი

ქეთევან წამებულის გამზირი 71

558 70 06 17
277,50 ₾
Trash bags

სანაგვე ტომრები საჭიროა დასუფთავების აქციისთვის .
( 1ც- 0.4ლ- 50კგ ; 50ც-20ლ-50კგ )

გორგია

თბილისი , წერეთლის გამზირი #140

0322 96 09 60
20,00 ₾
gloves

ხელთათმანები საჭიროა გარემოს დასუფთავებისთვის.
( 1ც-0,85ლ; 30ც-25,50ლ )

გორგია

თბილისი , წერეთლის გამზირი #140

0322 96 09 60
25,50 ₾
Pulvizers

პულველიზატორი საბურავების შესაღებად და მოსახატად. სულ საჭიროა 10 ფერის პულველიზატორი, ერთი ფერი -16ც, სულ 160 ც პულველიზატორი.
( 1ც - 6.50 ლ ; 160 ც- 1 040 ლ )

ვერნილაკი

თბილისი, თამარაშვილის № 19

2 39 94 63
1 040,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

მარიამი ბერუაშვილი .
Reply
მარიამი ბერუაშვილი მოგესალმებით, პროექტი ,,სისუფთავე ფერადია "ს განხორციელება დასრულებულია.მე და კოდის დევნილთა დასახლების ახალგაზრდებმა შევძელით ამ პროექტის დახმარებით დასახლების გალამაზება და გამრავალფეროვნება საყვავილეების ნათელი ფერებით. მინდა ავღნიშნო რომ პროექტის განხორციელების ეტაპზე ძალიან დიდი სიამოვნება და სიხარული მივიღე როდესაც ვხედავდი მოსახლეობის შთაბეჭდილებას და კმაყოფილებას გარემოს გალამაზებისთვის. იმდენად მოსწონდათ საყვავილეები და ჩემი პროექტის იდეა რომ თვითონ თავიაანთი სახსრებით რამდენიმე ოჯახმა თავისი ეზოს გალამაზებისთვის იზრუნა საბურავებისგან საყვავილეების დამზადებით. მინდა დიდი მადლობა გითხრათ, იმისთვის რომ მომეცა შესაძლებლობა საზოგადოებისთვის პატარა დეტალით სიამოვნების მიმენიჭენიბა.იმედი მაქვს ეს პროექტი ჩემთვის იქნება გზა კეთილი საქმეების დაწყების.
Reply
gelamestvirishvili@gmail.com .
Reply
gelamestvirishvili@gmail.com .
Reply
gelamestvirishvili@gmail.com მოგესალმებით. შაბათ დღეს მე და მარიამმა გამოვიყენეთ მეგობრის ვიზიტი ერთმანეთთან მისასვლელად და პროექტის განხორციელებისთვის დახმარების გასაწევად. როდესაც დასახლებაში შევდიოდი , შესასვლელიდანვე ეტყობოდა დასახლებას მარიამის და მისი მოხალისეების შრომა და გარემოზე ზრუნვა. დასახლებას ლამაზი საყვავილეები და ყვავილები ამშვენებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია როგორც გავიგე ამ შედეგის მისაღწევად დასახლების ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი იყო ჩართულია. მარიამს იმდენი აქტიური წევრი ჰყავდა რომ , როდესაც მივედი ცოტა სამუშაოღა ჰქონდა დარჩენილი და დავიწყე მისი დახმარება საყვავილის შეღებვით და მისი კორპუსთან განთავსებით. მინდა ჩემი დადებითი შთაბეჭდილება გამოვხატო პროექტის განხორციელების მიმართ და ვთქვა, რომ ამ პროექტმა ლამაზი კვალი დატოვა დასახლებასა და აქ მყოფი საზოგადოების ცხოვრებაში.
Reply
მარიამი ბერუაშვილი მოგესალმებით. ჩემი პროექტის განხორციელების ეტაპები ძალიან საინტერესოდ და მხიარულად მიმდინარეობს. ჩართულია ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი და მათთან ერთად მუშაობა ძალზედ საინტერესოა. იმდენად დადებით ემოციებს ვიღებ მოსახლეობის კმაყოფილებით რომ უფრო მეტად მიხარია ამ პროექტის გამარჯვება.
Reply
Nino Giorgadze თეთრიწყაროს რ-ნ სოფელი კოდის დევნილთა დასახლებაში მოხალისეების მიერ შეიღება 40 მდე საბაურავი. შეღებული საბურავები განთავსდა საჯარო დაწესბულებებთან (პოლიცია, სასწრაფო, სახანძრო) და საცხორვებელი კორპუსების წინ კოდის ტერიტორიაზე. შეღებილ საბურავებში განთავსდა კოლხური ბზები. მოსახლეობას იმდენად მოეწონა ინიციატივა, რომ დამატებითი ყვავილები დარგეს საბურავებში, რამაც კიდევ უფრო გაალამაზა სანერგე ადგილი. თითოეული მათგანის მოვლა იდეის ავტორმა მოსახლეობას ინდივიდუალურად გადაუნაწილა. ბზის სანერგე საბურავების დადგმის ინიციატივით გამოდის სხვა ოჯახებიც. ისინი მზად არიან, სწავლების შემთხვევაში, საკუთარი რესურსით შეიძინონ პულივიზატორები და დარგონ მცენარეები. ,,გამიხარდა რომ ჩვენი მუხტი სხვებსაც გადაეცათ. მე მზად ვარ დეტალურად აუხსნა მისი გაკეთება. შეღებვა კი მათ გემოვნებაზე იქნება დამოკიდებული''- ამბობს მარიამი. შეღებვისა და დარგვის პროცესში სულ ჩაერთო 20 მდე ბავშვი. ,, ყველაზე პატარა 3 წლის იყო. მის გარეშე არცერთი საბურავი არ შეგვიღებავს. მუდმივად თავს დაგვტრიალებდა. მისი აქტიურობა დიდებსაც გადაედოთ და უკვე ბევრნი ვიყვით'' ამბობს იდეის ავტორი. თუმცა ტექნიკური სამუშაოები (საბურავების ტრასპორტირება, გადაზიდვა, ფორმებად დაჭრა) განახორციელა სოფლის ახალგაზრდობამ. მთლიანობაში კოდის დასახლება გალამაზდა, ნარგავების მოვლა პატრონობა კი მოსახლეობამ თავის თავზე აიღო. ინიციატვა გამოჩინა სხვა ადამიანებმაც, რომლებმაც თავად დაიწყეს საბურავების შეღებვა და მცენარეების დარგვა დამოუკიდებლად.
Reply
მარიამი ბერუაშვილი :)
Reply
მარიამი ბერუაშვილი მოგესალმებით. პროექტი ,,სისუფთვე ფერდია " დასკვნით ნაწილს უახლოვდება.:) საბურავებს ფორმები მივეცით , გავაფერადეთ და დამზადებული საყვავილეები კორპუსებთან განვათავსეთ . უმეტეს საყვავილეს უკვე ბზა და ყვავილებიც ამშვენებს.დაგვრჩა 40 საყვავილედან 13 საყვავილის დამზადება , რომელსაც 2დღეში დავამთავრებთ, და შევძლებთ ახალ კვირაში მეგობარი ვიზიტორის მიღებას . :)
Reply
მარიამი ბერუაშვილი საბურავების მოტანა
Reply
მარიამი ბერუაშვილი საბურავები
Reply
მარიამი ბერუაშვილი საბურავები
Reply
მარიამი ბერუაშვილი საბურავები
Reply
მარიამი ბერუაშვილი საბურავები
Reply
მარიამი ბერუაშვილი საბურავები
Reply
მარიამი ბერუაშვილი მოგესალმებით კოდის დევნილთა დასახლებიდან, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ჩემი პროექტის დაფინანსებისთვის. პროექტის განხორციელებისთვის რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადავდგით. პირველი რაც გავაკეთეთ ეს არის ინვოისების მიწოდება ორგანიზაციისთვის და მეორე მეორადი საბურავების შეგროვება ახლო მდებარე სოფლებიდან. როგორც კი თანხა ჩაირიცხება შევუდგებით შესყიდვების განხორციელებას , დასუფთავების აქციის მოწყობას და მეორადი საბურავებისგან საყვავიეების გაკეთებას.