სისუფთავე ფერადია - All Activity

მარიამი ბერუაშვილი commented

მოგესალმებით, პროექტი ,,სისუფთავე ფერადია "ს განხორციელება დასრულებულია.მე და კოდის დევნილთა დასახლების ახალგაზრდებმა შევძელით ამ პროექტის დახმარებით დასახლების გალამაზება და გამრავალფეროვნება საყვავილეების ნათელი ფერებით. მინდა ავღნიშნო რომ პროექტის განხორციელების ეტაპზე ძალიან დიდი სიამოვნება და სიხარული მივიღე როდესაც ვხედავდი მოსახლეობის შთაბეჭდილებას და კმაყოფილებას გარემოს გალამაზებისთვის. იმდენად მოსწონდათ საყვავილეები და ჩემი პროექტის იდეა რომ თვითონ თავიაანთი სახსრებით რამდენიმე ოჯახმა თავისი ეზოს გალამაზებისთვის იზრუნა საბურავებისგან საყვავილეების დამზადებით. მინდა დიდი მადლობა გითხრათ, იმისთვის რომ მომეცა შესაძლებლობა საზოგადოებისთვის პატარა დეტალით სიამოვნების მიმენიჭენიბა.იმედი მაქვს ეს პროექტი ჩემთვის იქნება გზა კეთილი საქმეების დაწყების.

gelamestvirishvili@gmail.com commented

მოგესალმებით. შაბათ დღეს მე და მარიამმა გამოვიყენეთ მეგობრის ვიზიტი ერთმანეთთან მისასვლელად და პროექტის განხორციელებისთვის დახმარების გასაწევად. როდესაც დასახლებაში შევდიოდი , შესასვლელიდანვე ეტყობოდა დასახლებას მარიამის და მისი მოხალისეების შრომა და გარემოზე ზრუნვა. დასახლებას ლამაზი საყვავილეები და ყვავილები ამშვენებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია როგორც გავიგე ამ შედეგის მისაღწევად დასახლების ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი იყო ჩართულია. მარიამს იმდენი აქტიური წევრი ჰყავდა რომ , როდესაც მივედი ცოტა სამუშაოღა ჰქონდა დარჩენილი და დავიწყე მისი დახმარება საყვავილის შეღებვით და მისი კორპუსთან განთავსებით. მინდა ჩემი დადებითი შთაბეჭდილება გამოვხატო პროექტის განხორციელების მიმართ და ვთქვა, რომ ამ პროექტმა ლამაზი კვალი დატოვა დასახლებასა და აქ მყოფი საზოგადოების ცხოვრებაში.

მარიამი ბერუაშვილი commented

მოგესალმებით. ჩემი პროექტის განხორციელების ეტაპები ძალიან საინტერესოდ და მხიარულად მიმდინარეობს. ჩართულია ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი და მათთან ერთად მუშაობა ძალზედ საინტერესოა. იმდენად დადებით ემოციებს ვიღებ მოსახლეობის კმაყოფილებით რომ უფრო მეტად მიხარია ამ პროექტის გამარჯვება.

Nino Giorgadze commented

თეთრიწყაროს რ-ნ სოფელი კოდის დევნილთა დასახლებაში მოხალისეების მიერ შეიღება 40 მდე საბაურავი. შეღებული საბურავები განთავსდა საჯარო დაწესბულებებთან (პოლიცია, სასწრაფო, სახანძრო) და საცხორვებელი კორპუსების წინ კოდის ტერიტორიაზე. შეღებილ საბურავებში განთავსდა კოლხური ბზები. მოსახლეობას იმდენად მოეწონა ინიციატივა, რომ დამატებითი ყვავილები დარგეს საბურავებში, რამაც კიდევ უფრო გაალამაზა სანერგე ადგილი.
თითოეული მათგანის მოვლა იდეის ავტორმა მოსახლეობას ინდივიდუალურად გადაუნაწილა. ბზის სანერგე საბურავების დადგმის ინიციატივით გამოდის სხვა ოჯახებიც. ისინი მზად არიან, სწავლების შემთხვევაში, საკუთარი რესურსით შეიძინონ პულივიზატორები და დარგონ მცენარეები. ,,გამიხარდა რომ ჩვენი მუხტი სხვებსაც გადაეცათ. მე მზად ვარ დეტალურად აუხსნა მისი გაკეთება. შეღებვა კი მათ გემოვნებაზე იქნება დამოკიდებული''- ამბობს მარიამი.
შეღებვისა და დარგვის პროცესში სულ ჩაერთო 20 მდე ბავშვი. ,, ყველაზე პატარა 3 წლის იყო. მის გარეშე არცერთი საბურავი არ შეგვიღებავს. მუდმივად თავს დაგვტრიალებდა. მისი აქტიურობა დიდებსაც გადაედოთ და უკვე ბევრნი ვიყვით'' ამბობს იდეის ავტორი.
თუმცა ტექნიკური სამუშაოები (საბურავების ტრასპორტირება, გადაზიდვა, ფორმებად დაჭრა) განახორციელა სოფლის ახალგაზრდობამ. მთლიანობაში კოდის დასახლება გალამაზდა, ნარგავების მოვლა პატრონობა კი მოსახლეობამ თავის თავზე აიღო. ინიციატვა გამოჩინა სხვა ადამიანებმაც, რომლებმაც თავად დაიწყეს საბურავების შეღებვა და მცენარეების დარგვა დამოუკიდებლად.

მარიამი ბერუაშვილი commented

მოგესალმებით. პროექტი ,,სისუფთვე ფერდია " დასკვნით ნაწილს უახლოვდება.:) საბურავებს ფორმები მივეცით , გავაფერადეთ და დამზადებული საყვავილეები კორპუსებთან განვათავსეთ . უმეტეს საყვავილეს უკვე ბზა და ყვავილებიც ამშვენებს.დაგვრჩა 40 საყვავილედან 13 საყვავილის დამზადება , რომელსაც 2დღეში დავამთავრებთ, და შევძლებთ ახალ კვირაში მეგობარი ვიზიტორის მიღებას . :)

მარიამი ბერუაშვილი commented

მოგესალმებით კოდის დევნილთა დასახლებიდან, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ჩემი პროექტის დაფინანსებისთვის. პროექტის განხორციელებისთვის რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადავდგით. პირველი რაც გავაკეთეთ ეს არის ინვოისების მიწოდება ორგანიზაციისთვის და მეორე მეორადი საბურავების შეგროვება ახლო მდებარე სოფლებიდან. როგორც კი თანხა ჩაირიცხება შევუდგებით შესყიდვების განხორციელებას , დასუფთავების აქციის მოწყობას და მეორადი საბურავებისგან საყვავიეების გაკეთებას.