მოვუსმინოთ ბუნებას - All Activity

Keti Khachidze commented

20-ზე მეტი მოხალისე ჩაერთო ტყის აღდგენის პროექტში სოფელ სამღერეთში, მათ შორის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. ნერგები სატყეო მეურნეობის მიერ რეკომენდირებულ მაღაზიაში შეიძინეს. ხანძრის შედეგად განადგურებულ ტყეს, როგორც ჩანს, ბუნებრივი აღდგენა უჭირს. ამიტომ მოსახლეობამ საკუთარ თავზე აიღო აღდგენა, საჭიროებს ხელოვნურ ჩარევას. ნერგების დარგვის აქციამ დიდი დაინტეესება გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში. "მადლიერებ არიან, ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და კიდევ დაგეხმარებით, თუ მოიძიებთ ნერგებსო", აღნიშნავს პროექტის ავტორი. ხეების გახარების მაჩვენებელი ჯერჯერობით 95 პროცენტია და ადგილობრივებს უხარიათ, რომ ამას ამინდმაც შეუწყო ხელი. დამატებით თვითონაც აგრძელებენ მოვლას და მორწყვას. მოსახლეობა აპირებს, სკამები და მაგიდა დადგას და ტყის პირას მოაწყონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი.

გურამ შავაძე commented

დღეს პროექტ "მოვუსმინოთ ბუნებას" ფარგლებში განხორციელდა კიდევ ერთი ამჯერად ბოლო აქტივობა, ფიჭვის ტყეში დაიდგა ბანერები, აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა.
პროექტი "მოვუსმინოთ ბუნებას" დასრულდა, კიდე ერთხელ დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მხარდაჭერისატვის ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველოს" და ყველა იმ პირს ვინც მონაწილეობა მიიღო პროექტის განხორციელებაში.

გურამ შავაძე commented

მილკვადრატებზე დავამონტაჟეთ ბანერები, უამინდობის გამო ვერ ვახერხებთ ბანერების დადგმას ფიჭვის ტყეში, როგორც კი გამოვა ამინდი ვგეგმავთ ბანერების დადგმას ფიჭვის ტყეში.

გურამ შავაძე commented

დღეს შემოვიტანეთ მილკვადრატები რომელზეც უნდა დავამაგროთ ბანერები.

გურამ შავაძე commented

ბანერები დამზადებული და შემოტანილია, ეხლა ველოდებით მილკვადრატების შემოტანას, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ბანერების დასადგამად.

გურამ შავაძე commented

ვგეგმავთ მეორე აქტივობას, შეუკვეთეთ ბანერები, გაგზავნილი გვაქვს წარწერები ველოდებით დამზადებას.

გურამ შავაძე commented

დღეს სოფელ სამღერეთში მდებარე ფიჭვის ტყეში მოეწყო გამწვანების აქცია, დაირგო 60 ძირი ფიჭვის ნერგი, გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა და სოფლის მაცხოვრებლებმა.

გურამ შავაძე commented

პროექტის ფარგლებში დღეს სოფელ სამღერეთში შემოვიტანეთ 60 ცალი ფიჭვის ნერგი.