ქარსაფარი ზოლის მოწყობა/აღდგენა

veshaguridzen@gmail.com
a
2032
Comments: 13
a

Goals

Problem statement:

-სოფელში ხშირია ქარები, რაც იწვევს ქარისმიერ ეროზიებს, ნიადაგის გამოშრობას, ზიანდება ნათესები და ნარგავები, საბოლოოდ ძალიან მცირდება მოსავლიანობა.

Proposed Solution:

-არცთუ შორეულ წარსულში, სოფლის შემოსასვლელი გზების გასწვრივ და ასევე სოფლის მიმდებარედ, მოწყობილი იყო ქარსაფარი ზოლები.
ჩვენი სურვილია ჩვენი სოფლის გარკვეულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გაშენება, რაც გარკვეულწილად შეამცირებს ქარისმიერ ეროზიას. ამისთვის მოეწყობა შერეული ნარგაობა, როგორც მარადმწვანე ( კვიპაროსი და ელდრის ფიჭვი), ისე ფართოფოთლოვანი სახეობების ( ცაცხვი, კაკალი და ა.შ.) გამოყენებით.

Sustainability:

-შერეული ტიპის ნარგაობა მთელი წლის განმავლობაში შეამცირებს ქარის ზეგავლენას, ასევე, ცაცხვი არის თაფლოვანი ხე-მცენარე და ყვავილობის პერიოდში დამატებით ისარგებლებენ მეფუტკრები,ხოლო კაკალი როდესაც მსხმოიარობის ფაზაში შევა, მოსახლეობა ისარგებლებს.
მივიღებთ რამდენიმე შედეგს:
. ქარისმიერი ეროზია შემცირდება;
. შემცირდება ნახშირორჟანგი;
. მოსახლეობას ექნება პირდაპირი სარგებელი ( კაკალი და ცაცხვის თაფლი) ;
. მოიმატებს მოსავლიანობა.

Equal gender opportunity:

-იდეის განხორციელების შედეგებით ისარგებლებს ადგილობრივი მოსახლეობა, ხოლო იდეის განხორციელების პროცესში ჩართულნი იქნებიან ქვემო ალვანის საჯარო სკოლის VIII-XI კლასის მოსწავლეები, როგორ გოგონები, ისე ვაჟები.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Garden drill

ორმოების ამოსაჭრელი ბაღის მექანიკური ბურღი .

( www.be.ge

თბილისი, ა.წერეთლის 116, დიდუბე პლაზა.

+995 322 550 800,
178,00 ₾
Purchase of seedlings and garden drills

• ნერგები :
კვიპაროსი - 11ლ
ელდრის ფიჭვი - 0,75ლ/40სმ
ცაცხვი- 10ლ/100სმ
კაკალი - 5ლ/ 80სმ.

ეროვნული საშენი მეურნეობა. ნუგზარ გოგოთიძის სანერგე მეურნეობა ალვანში.

ეროვნული საშენი მეურნეობის მისამართი: გარდაბნის რ-ნი, სოფელი სართიჭალა (თბილისი - გომბორის გზატკეცილის 6 კმ)

ორგანიზაციის ოფიციალური ელ-ფოსტა: info@sanerge.com

მობ: (+995) 555 187 575
.
ადგილობრივი სანერგე მეურნეობა:(+995) 599 629720

(+995) 555 187 575;
1 575,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

veshaguridse@rambler.ru თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სოფელ ქვემო ალვნის საჯარო სკოლის ეკო კლუბის ბავშვებთან და მშვიდობის კორპუსის მოხალისესთან ერთად, გუშინ დაასრულეს "ორბელიანი საქართველოს" პროექტის - "ქარსაცავი ზოლის აღდგენა" ფარგლებში ხეების დარგვა. დაირგო დარჩენილი 100 ცალი ელდარის ფიჭვი, უკვე დარგული ფოთლოვანები სპეციალური ცელოფნებით შეიფუთა, ხოლო წიწვოვანებთან, ქარისგან დაცვის მიზნით, ჭიგოები ჩაისვა.
Reply
veshaguridzen@gmail.com დღეს ორბელიანი საქართველოს პროექტის-ქარსაცავი ზოლის აღდგენა - ფარგლებში, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერებმა და ეკო კლუბის წევრებმა, სოფლების-ზემო და ქვემო ალვანს შორის, გზის მიმდებარედ, დარგეს ხეები. ამ ეტაპისთვის დარგულია 200 ძირი, ხოლო მომდევნო ეტაპისთვის იგეგმება დარჩენილი 100 ძირის დარგვა. ქარსაცავის აღსადგენად სულ შეძენილია ოთხი სახეობის ნერგი-კაკალი, ელდრის ფიჭვი, კვიპაროსი და ცაცხვი.
Reply
veshaguridse@rambler.ru თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლები ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისესთან ერთად, შეხვდნენ სკოლის მოსწავლეებს,სადაც კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია ქარსაფარი ზოლის აღდგენასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ადმინისტრაცია შეუთანხმდა ბავშვებს, რომ აცნობებს ზუსტ თარიღს ნერგების დასარგავად მანამდე ადმინისტრაციის თანამშრომლები შეხვდნენ სანერგე მეურნეობის თანამშრომლებს და შეუთანხმდნენ, რომ მას შემდეგ რაც მეტყევე მიიღებს გადაწყვეტილებას ნერგების ამოღებასთან დაკავშირებით, დაუკავშირდებიან ადმინისტრაციას მათ წამოსაღებად. Reply .
Reply
veshaguridse@rambler.ru თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლები ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისესთან ერთად შეხვდნენ სკოლის მოსწავლეებს,სადაც კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცა ქარსაფარი აღდგენასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ადმინისტრაცია შეუთანხმა ბავშვებს, რომ აცნობებს ზუსტ თარიღს ნერგების დასარგავად.
Reply
veshaguridse@rambler.ru მანამდე ადმინისტრაციის ტანამშრომლები შეხვდნენ სანერგე მეურნეობის თანამშრომლებს და შეთანხმდნენ რომ მას შემდეგ რაც მეტყევე მიიღბდა გადაწყვეტილებას ნერგების ამოღბასთან დაკავშირებით, დაუკავშირდებობდნენ ადმინისტრაციას მათ წამოსაღებად.
Reply
veshaguridzen@gmail.com მიმდინარე წლის 27 სექტემბერს შევხვდი სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს. დამატებით 12 პედაგოგს მივაწოდე ინფორმაცია პროექტის შესახებ და გავაცანი დაგეგმილი ქმედებები. პედაგოგებმაც და დირექციამაც მზადყოფნა და თანადგომა გამოხატეს, ასევე დაიგეგმა მოსწავლეებთან შეხვედრა მომდევნო კვირისთვის, რომლის დროსაც მოხდება მოსწავლეების ინფორმირება პროექტის შესახებ, თუ რა ეტაპზეა ახლა პროექტი და რა შემდგომი ღონისძიებები იგეგმება.
Reply
veshaguridzen@gmail.com სკოლებში საზაფხულო არდადეგების გამო ამ ეტაპზე აქტივობები არ ხორციელდება და შემოდგომიდან პროექტის ფარგლებში იგეგმება შემდეგი აქტივობები: • თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრა, მათი ინფორმირება და ჩართვა შემდგომ ტერიტორიის მომზადებისა და დარგვის ღონისძიებებში - 5-8 ოქტომბერი; • ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა, მათთვის ინფორმაციის მიწოდება და ჩართვა შემდგომ ღონისძიებებში - 4-9 ოქტომბერი; • რეინჯერებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად ტერიტორიის მომზადება/გასუფთავება - 10-15 ოქტომბერი; • რეინჯერებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად ნერგებისთვის ორმოების ამოღება - 20-25 ოქტომბერი; • ნერგების ტრანსპორტირება და დარგვა - 25 ოქტომბერი-5 ნოემბერი.
Reply
Nino Giorgadze ქვემო ალვანში იგეგმება ქარსაცავი ზოლის აღდგენა ეკო კლუბის ბავშვების მონაწილეობით, მდინარის სანაპიროზე დაირგვება ხეები, რომლის მოვლა/პატრონობაზე თავად ბავშვები იზრუნებენ. ინიციატივაში ჩართულია სკოლის მოსწავლეები (12 გოგო), ეკო კლუბის მასწავლებლები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები და რეინჯერები. სააგენტოს თანამშრომლებს დაგეგმილი აქვთ ეკო კლუბის ბავშვებს ჩაუტარონ საინფორმაციო შეხვედრები გარემოს დაცვის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას ხეების დარგვის, მოვლის და ბუნების დაცვის შესახებ. ხეების დარგვის სეზონის პერიოდში ეკო კლუბის ბავშვებისა და თემის აქტიური ჩართულობით დაირგვება კვიპაროსის, ცაცხვის, კაკლის და ფიჭვის ხეები. იდეის ავტორები ნანა და ნათია გეგმავენ დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიებას ხეების შემოღობვასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა რომ, იმ ადგილას პირუტყვი ნაკლებად დადის, მოხალისეები ფიქრობენ დამატებითი ჯებირის გაკეთებას, სანამ ხეები კარგად გაიხარებს.
Reply
veshaguridzen@gmail.com სკოლებში საზაფხულო არდადეგების გამო აქტივობები აღარ ხორციელდება. აქტივობების განხორციელება განახლდება სექტემბრის თვიდან.
Reply
veshaguridzen@gmail.com პროექტის ფარგლებში შევხვდით მამუკა მანაგაძეს, რომელიც პროექტის ფარგლებში ხელს უწყობს სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმებისთვის საჭირო უნარ -ჩვევების შესწავლა-განვითარებას. შეხვედრის დროს ერთმანეთს მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენი პროექტებისა და მომავალში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.
Reply
veshaguridzen@gmail.com პროექტის ფარგლებში შეძენილი მექანიკური ბურღები ჩამოვიტანეთ. პროექტთან დაკავშირებით, 29 მაისს შეხვედრა მოეწყო სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებთან, რომლის დროსაც მოსწავლეებს მივაწოდეთ ინფორმაცია პროექტის შესახებ: თუ რა იგეგმება და ამ ეტაპისთვის რა არის შესრულებული.
Reply
veshaguridse@rambler.ru ორბელიანი-საქართველოს პროექტის ფარგლებში უკვე შეძენილი გვაქვს 2 ცალი მექნიკური ბურღი და ნერგები ქარსაფარი ზოლის მოსაწყობად. გამომდინარე იქიდან, რომ ამ პერიოდში ხეების დარგვა არ არის მიზანშეწონილი, ნერგების მოწოდება და დარგვა მოხდება უკვე შემოდგომაზე. პროქტთან დაკავშირებით დაწყებულია აქტიური საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებთან. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა 23 მაისს სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლაში გაიმართა.
Reply
veshaguridse@rambler.ru ოქბელიანი-საქართველოს პროექტის ფარგლებში, შევავსეთ ინვოისი, რომლის შესაბამისადაც მოხდა 2 ცალი მექანიკური ბურღის შეძენა. ველოდებით სანერგე მეურნეობიდან ინვოისის გამოგზავნას, ქარსაცავი ზოლისთვის საჭირო ნერგების შესაძენად. თუშეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერთან ერთდ შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას და გავაცანით პროექტი, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მოსახლოებამ მზადყოფნა გამოთქვა დახმარებისთვის.
Reply