სანავარდო

Ucha Iakobidze
a
1719
Comments: 8
a

Goals

Problem statement:

სოფელი სანავარდო 1000 ადამიანისათვის მშობლიური სახლია , ისინი ამ ბუნებრივი გარემოთი ნაყოფიერი მიწით და ლეგენდარული ქინძმარაულის მიკრო კლიმატით ამაყობენ. გარემოზე ზრუნვა ხალხის უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს.
მაგრამ ჩვენ სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ და სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა.სოფელში არ არის ნაგვის ურნები და დასუფთავების მანქანაც მხოლოდ კვირაში ერთხელ მოდის. ადამიანები ვერ აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას გარემოს დაცვასთან მიმართებაში , ხალხის უმეტესობა ბავშვები და უფროსებიც ნაგავს პირდაპირ ქუჩაში ყრიან, ყველაზე ხშირდ თქვენ ნახავთ პლასტმასის ბოთლებს, პროდუქქტის შესაფუთ ყუთებს და. ა.შ. პირდაპირ ქუჩაში ან ღია არხებში გადაყრილს,
აუცილებლად უნდა შემუშავდეს და დაიხვეწოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების სწორად გადანაწილების საკითხი, არავინ განაცალკევებს ნარჩენებს. მათ ყველას ერთად aგროვებენ და შემდეგ წვავენ ეს ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასია. ჩვენ გვჯერა რომ ადგილობრივთა დამოკიდებულების შეცვლა, ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვასთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია.

Proposed Solution:

იმისათვის რომ ხელი შევუწყოთ ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში და მივაწოდოთ ინფორმაცია, გადავწყვიტეთ შევქმნათ 30 მოზარდისგან შემდგარი გარემოსდაცვითი ჯგუფი რომელიც გაუწევს ორგანიზებას არაფორმლურ შეხვედრებს და ცნობიერების ამაღლებას. ყოველი შეხვედრა იქნება შემდგარო 2 ნაწილისგან.
პირველი: ჩვენ განვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობებს სახელმძღვანელო წიგნიდან ‘’კომპასი’’ რომელიც ამტკიცებს რომ ჯანმრთელი და სუფთა გარემო ადამიანის ძირითადი უფლებაა! ასევე გვთავაზობს უამარავ ეფექტურ თამაშებს (სიმულაციურ თამაშებს) რომლებიც დადებით გავლენას მოახდენენ მცდარი შეხედულებებისა და ჩვევების შეცვლაზე და ამავდროულად ხელს შეუწყობს ცოდნის გაღრმავებას.
მეორე: ვაჩვენებთ ფილმს და იქნება დისკუსია, ჩვენ ვაჩვენებთ სხვადასხვა დოკუმენტურ ფილმებს რათა შთავაგონოთ გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა და ვასწავლოთ თუ რა უნარ ჩვევები გვჭრიდება გარემოზე ზრუნვისათვის. ჩვენების დროს, ყველა ერთად განვიხილავთ თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა პრაქტიკაში და როგორ გადავცეთ, გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა დანარჩენებს. ჩვენ რეგულარულად შევაგროვებთ ნაგავს ქუჩებში მათი ცალცალკე გადანაწილების მიზნით ასევე შევეცდებით რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ ამ საქმეში. .
პროექტის დასასრულს ჩვენ დავიყოფით პატარა ჯგუფებად და სოფელში სხვადასხვა აქტივობების ინიცირებას მოვახდენთ, იმისათვის რომ გავუნაწილოთ ცოდნა ადგილობრივებს და ყოველდღიური ჩვევებისა და დამოკიდებულების შეცვლაში დავეხმაროთ.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
projector

Projector for the movie screening - http://altaok.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/projectors/viewsonic-pjd5555w.html
Price - 1899.99 GEL

www.altaok.ge

4. N. Bokhua St.
Tbilisi, Georgia

(032) 238-00-38
1 899,99 ₾
Chairs

Chairs for the meetings - http://officell.ge/saopise-skami/p-5346.html
Price for each 35 GEL
total price - 1050 GEL

www.officell.ge

Tbilisi, Tchkondideli Str. 87A

(032) 247 00 40
1 050,00 ₾
Screen - working Materials - printed materials

Rest of everything needed for the project implemented can be provided by the applicant organization IDC.

IDC

Kandelaki Str. 10

+995599114522
0,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Ucha Iakobidze 17 თებერვალი: აუდიო ჩანაწერისთვის მიკროფონის დატენვა დაგვავიწყდა, ამიტომ შემდეგი შეხვედრისთვის გადავდეთ. სამაგიეროდ ვუყურეთ ძალიან საინტერესო ფილმს ველურ ბუნებასთან დაკავშირებით: "AGAINST THE WILD 2: SURVIVE THE SERENGETI". ტრადიციულად ინგლუსურად. აქტივობებს შეგნებულად აღარ ვაკეთებთ რადგან 10 მონაწილეზე მეტი ჯერჯერობით ვერცერთ შეხვედრაზე ვერ შევიკრიბეთ. ამიტომ ჯერჯერობით ვაგრძელებთ მონაწილეების ინტერესებიდან გამომდინარე, და პრეოქტის თემის ფარგლებში, სხვადასხვა ფილების ყურებას. როდესაც ჯგუფის რაოდენობა გაიზრდება და მივაღწევთ 20 მონაწილის რაოდენობას, რაც აქტივობებისთვის მინიმალური აუცილებელი რაოდენობაა, დავიწყებთ პროექტის ოფიციალური გეგმის ყველა აქტივობის შესრულებას. ამისათვის გაზაფხულიდან ვფიქრობთ განვახორციელოთ ინფორმაციის გავრცელების ახლი ტალღა მეზობელ სოფლებში.
Reply
Ucha Iakobidze 10 თებერვალი: დავასრულეთ წინა შეხვედრაზე დაწყებული ვიდეოს ტექსტის წერა და გადავთარგმნეთ. შემდეგი ეტაპია მასალის აუდიო ჩაწერა და დამონტაჟება. 3 თებერვალი: შეხვედრებში მონაწილეთა უმრავლესობის ინტერესებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ძირითადი გარემოსდაცვით მიმართულებასთან ერთად რამდენიმე შეხვედრა ინგლისური ენის გაუმჯობესებისთვისაც გამოვიყენოთ. შესაბამისად დღევანდელ შეხვედრაზე მოგვივიდა იდეა რომ გადავთარგმნოთ და ქართულად გავახმოვანოთ ted ed -ის ვიდეო "რა მოსდის პლასტმასის ბოთლს რომელსაც თქვენ გადააგდებთ" (https://www.youtube.com/watch?v=_6xlNyWPpB8). დავიწყეთ ვიდეოს ტექსტის გადმოწერა ყველამ სათითაოდ მაგრამ დროშ საკმაოდ გაიწელა და ბოლომდე ვერ მოვასწარით. ამიტომ გადავწყვიტეთ შემდეგ შეხვედრაზე გავაგრძელოთ. ზოგ მონაწილემ გამოთქვა სურვილი რომ სახლში დაასრულოს ვიდეოდან ტექსტის ამოწერა, მაგრამ ყველას არ აქვს სახლშ კომპიუტერი და ინტერნეტი შესაბამისად შემდეგ შეხვედაზე დავასრულებთ ტექსტს შეხვედრის დროს. 27 იანვარი: შეხვედრა არ ჩატარებულა რადგან შეხვედრების ფასილიტატორი უჩა იაკობიძე არ იმყოფებოდა საქართველოში.
Reply
Ucha Iakobidze 20 იანვარი: დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა. ჩვენი კლუბის ერთერთი მხარდამჭერის, ინიციატივით, თავიდან ვუყურეთ ძალიან საინტერესო მოკლემეტრაჟიან ფილმს - ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა (https://www.youtube.com/watch?v=4tu1iSlUwek) ფილმის შემდეგ გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები და მოსაზრებები იმის შესახებ თუ რამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია ჩვენს სოფელ სანავარდოში თუკი გავაერთიანებთ ჩვენს მონდომებას და ვიმოქმედებთ მის განსახორციელებლად. შეხვედრის დარჩენილი ნაწილი დავუთმეთ კომპასის აქტივობას - "სამი ნივთი". აქტივობის ფარგლებში ჩვენ წარმოვიდგინეთ, რომ ბუნების გაუფრთხილებლობის გამო კახეთში მოხდა დიდი წყალდიდობები გახდა ცხოვრებისათვის შეუსაბამო ადგილი. ჩვენ ყველანი იძულებულნი ვიყავით ახალი საცხოვრებლის საძებნად დაგვეტოვებინა ჩვენი სოფელი და შეგვეძლო თან მხოლოდ 3 ნივთის წაღება. ეს ნივთები იწერება "სთიქი-ნოუთებზე" და შემდე დისკუსიის საფუძველზე ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი-უმნიშვნელოს მიხედვით ნივთების რანგირება. დისკუსიამ ემოციურად მაგრამ პროდუქტიულად ჩაიარა და შეთანხმებაც მიღწეული იქნა.
Reply
Ucha Iakobidze 13 იანვარი: მოდის ძველით ახალი წელი, მაგრამ დღეს მაინც შევიკრიბეთ, და კიდევ 4 ახალი წევრიც შემოგვემატა. უკვე ძალიან ვუახლოევდებით სასურველ რაოდენობას. ამასობაში ჩვენი შეხვედრების მიმდინარეობისას გარემოსდაცვითი თემების გარდა ჩვენი ინლისური ენის ცოდნასაც ვიუმბჯობესებთ. ფილმებს ყოველთვის ვუყურებთ ორიგინალში სუბტიტრებით და როდესაც რაიმე სიტყვა გვაინტერესებს ფილმს ვაჩერებთ, სიტყვას ვიწერთ, ვთარმნით და ვაგრძელებთ. ამის გამო შეხვედრები დაგეგმილზე უფრო გრძელი გამოგვდის მაგრამ სამაგიეროდ ბევრად უფრო პროდუქტიული. დღევანდელი ფილმის ჩვენებისას კვლავ დავუბრუნდით BBC-ს ძალიან საინტერესო სერიებს, და მე-3 ეპიზოდს ვუყურეთ, რომელიც ჯუნგლების საიდუმლოებებით მოცულ სამყაროს ეხებოდა, მის მრავალფეროვნებაზე, და რა საფრთხეები ემუქრება ამ მრავალფეროვნებას ადამიანის მიერ ბუნების დაბინძურების გამო. შემდეგ შაბათს, ტრადიციულად 4:00 საათზე <3
Reply
Ucha Iakobidze 6 იანვარი: დღეს ძალიან მაგარი დღე გვქონდა. კლუბში ახალი წევრები შემოგვემატნენ, ძალიან საინტერესო ფილმს ვუყურეთ და ფილმის მოკლე განხილვაც გავაკეთეთ. "ვეშაპზე ამხედრებული" - ადამიანისა და ბუნების კავშირის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ოკეანესთან და ვეშაპებთან ურთიერთბის ძლიერ ტრადიციებს ასახავს და ძალიან ძლიერ ემოციებს იწვევს. დიდი სიამოვნება მივიღეთ. სამწუხაროდ იმდენი კვლავც არ ვიყავით რომ კომპასის აქტივობა ჩაგვეტარებინა, მაგრამ ნელნელა ვმატულობთ და სავარაუდოდ სწავლა როდესაც დაიწყება და ყველანი შინ დაბრუნდებიან მალევე ვიქნებით იმდენი რომ აქტივობების განხორციელებასაც შევუდგეთ. შევხვდებით ტრადიციულად შემდეგ შაბათს, 4 საათზე :)
Reply
Ucha Iakobidze 24 დეკემბერი: დღეს საკმარირი მონაწილეები არ ვიყავით აქტივობის ჩასატარებლად, სავარაუდოდ ახალი წლის მოახლოებამ იმოქმედა, ამიტომ ჰაერის დაბინძურების თემა შემდეგი შეხვედრებისთვის გადავდეთ და დღევანდელი დღე გამოვიყენეთ და ვუყურეთ არაჩვეუებრივ ფილმს - პლანეტა დედამიწა 2 - პირველი ეპიზოდი. ძალიან საინტერესოა, ყველას გირჩევთ უყუროთ :)
Reply
Ucha Iakobidze 16 დეკემბერი: დღეს გავეცანით ზოგადად დაბინძრების სახეობებს: Water წყალი Air ჰაერი Soil ნიადაგი Thermal თერმული (სითბოს) Radioactive რადიოაქტიური Noise ხმაური Light სინათლე Personal პირადი და განვიხილეთ რიგით პირველი - წყლის დაბინძურება. შევეხეთ როგორც სოფლის მეურნეობაში ქიმიური ნივთიერებების ფართო გამოყენებას, ასევე მდინარეების ნაგავსაყრელად ქცევას, კონკრეტულად კი მონაწილეებმა არაერთხელ ახსენეს მდინარე ბურსა. შემდეგ ვუყურეთ National Geographic-ის ფილმს Before the Flood. რომელიც ძალიან საინტერესო იყო, თუმცა ინფორმაციულად ძალიან დატვირთული და პირველივე დღისთვის ცოტა მძიმეც, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ რომ მონაწილეებმა ყველამ ერთნაირად არ იცის ინგლისური. რამდენჯენმე შევაჩერეთ ფილმის ჩვენება რომ გადაგვეთარგმნა შედარებით რთული ტერმინები და აზრი გამოგვეთქვა ფილმის მიმდინარეობაზე. ზოგადად ძალიან საინტერესო დღე გამოდგა. შემდეგ შეხვედრაზე განვიხილავთ ჰაერის დაბინძურებას და ველით ახალ მონაწილეებსაც
Reply
Ucha Iakobidze ჩვენი სკამები და პროექტორი ჩამოვიდა! დღეს დავგეგმავთ მონაწილეების შერჩევის პროცედურებს. კვირის მანძილზე ავაწყობთ სკამებს და შაბათიდან დაიწყება ჩვენი შეხვედრები! ძალიან კარგი მოლოდინებით და ემოციებით ვართ აღსავსე და ერთი სული გვაქვს როდის დავიწყებთ :) დროებით
Reply