პლანეტარიუმი თბილისს და რეგიონებს

Levan Gelashvili
a
2369
Comments: 12
a

Goals

Problem statement:

ისტორიულად ქართული ფანტასტიკა, როგორც ჟანრი ქართულ ხელოვნებაში არ განვითარდა. ამის მიზეზი შეიძლება ისიც არის რომ ძველად მკითხველთა ფართო წრეს რეალობისგან სრულიად მოწყვეტილად მიაჩნდა ეს მიმართულება. ბოლო წლების თანამედროვე კვლევები კოსმოსის შესწავლის თვალსაზრისით სრულიად სხვა კონტექსტს ქმნის. უაღესად საინტერესო სამეცნიერო თეორიები, სრულიად რეალურია კოსმოსის კოლონიზაციის კუთხით. ფანტასტიკის ჟანრის ზოგიერთი მწერლის ნაწარმოებები უკვე რეალობა გახდა და ჩამოსცილდა ,,ფანტასტიკის’’ გრიფი.მაგ. ჟიულ ვერნის რომანები ბუნებრივად აღარ ითვლება ფანტასტიკად.
პროექტის მიზანია: თბილისს და რეგიონებს პირველი მოძრავი პლანეტარიუმი მივცეთ და საინტერესო ღონისძიებები მოვაწყოთ.
პლანეტარიუმით შეიძლება დედამიწის, სატურნის, ვენერას, მარსის, შავი ხვრელების, დიდი და საშუალო ზომის ვარკსვლავების და სხვა არაერთი საინტერესო კოსმოსური მეგა მოვლენის დათვალიერება. პლანეტარიუმში ნანახი სამეცნიერო ფილმებით შესაძლებელია დედამიწის ბიომრავალფეროვნების, კოსმოსის, გალაქტიკების, ასტრონომიის და ასტროლოგიის შესახებ ცოდნის მიღება, სამეცნიერო პოპულარული ცოდნის შეძენა რაც საბოლოოდ ვიმედოვნებთ სამეცნიერო ფანტასტიკის და მისი სუბჟანრების განვითარებას გამოიწვევს. პროექტის ამოცანაა: ასტრონომიაში სამყაროს შესახებ მეცნიერული ცოდნისა და განათლების დონის ამაღლება, ინტელექტუალური საუბრები და საინტერესო შემეცნებითი ვიდოეფილმების ნახვა. ჩვენ შეგვიძლია, ცნობილი მუსკოსები, მწერლები, ასტრნომები . . . კულტურის მოღვაწეები მოვიწვიოთ სეანსზე, სადაც მაყურებელთან გამართავენ შეხვედრას და ფილმის შემდეგ ისაუბრებენ კოსმოსის და დედამიწის შესახებ.
პლანეტარიუმი, როგორც აღვნიშნე ერთ-ერთი იაფი და უნიკალური საშუალებაა პანორამული მოგზარურობისთვის კოსმოსში, ოკეანის ფსკერზე, დედამიწის ულამზესი ადგილების მონახულებისთვის. პლანეტარიუმში ნანახი ფილმები გალაქტიკის და პლანეტების შესახებ წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანზე. თუმცა პლანეტარიუმი განკუთვნილია კოსმოსის შესახებ ფილმებისთვის, ჩვენ ვიმედოვნებთ მას დავტვირთავთ სხვა ტიპის პანორამული ფილმებისთვისაც, რომლებშიც ყურადღება გამახვილებულია დედამიწის ეკოსისტემაზე).

Proposed Solution:

გარდა ამისა ჩვენ მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებითაც ვიმუშავებთ. ჩვენი მიზანია ასევე; საზოგადოების მრავალმხრივი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვა. ბიომრავალფეროვნების შესახებ ცოდნის, გარემოსდაცვითი განათლების, ატმოსფერული ჰაერის დაცვის და გარემოზე ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. კლიმატის ცვლილებები, მდგარდი განვითარების ნარჩენების მართვა, გამწვანება და ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება, გარემოს გაუმჯობესება და კეთილმოწყობა.... ეს ის საკითხებია რის შესახებაც საზოგადოების სამოქალაქო თვიშეგნების ასამაღლებლად აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს დედამიწის როგორც ცოცხლი ორგანიზმის მისი ბუნებირივი რესურსების, ფაუნის და ფლორის ფუნქციონირების და მათი დანიშნულების შესახებ. დედამიწის, როგორც ერთი მთლიანი ეკოსისტემის მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობის და ჯანსაღი გარემოსთვის. ჩვენი მიზანია ავამაღლოთ ცოდნა კოსმოსის, წიაღისეული, კლიმატური, წყლის, ნიადაგის და მცენარეული, რესურსების შესახებ მათი მოფრთხილების და ეკოლოგიურად სუფთა საშუალებების განხრით.
,,პორტაბელური’’ მოძრავი პლანეტარიუმი ეს არის სპეციალური სივრცე, რომელშიც საპროექციო აპარატია განთავსებული ციური სხეულების მოძრაობის სადემონსტრაციოდ. საპროექციო აპარატი სფეროსებრ სარკის ზედაპირზე არეკლილი გამოსახულებით თვალის ოპეტიკურ ილუზიის მაგვარ ეფექტს იწვევს და მკაფიო სივრცობრივ კოსმოსურ (ან ოკეანის ფსკერის) გამოსახულებას გუმბათისებურ ჭერზე გამოსახავს.
მთლიანი კომპლექტი ძალიან მოსახერხებელია და კომპფორტული, არ არის მძიმე. ერთ ადამიანს შეუძლია დამოუკიდებლად ზურგჩანთით ტარება. პლანეტარიუმი არ იკავებს დიდ ადგილს. მისი აწყობა შეიძლება, როგორც დიდ ოთახში, დარბაზში, ასევე ღია ცის ქვეშ: საზაფხულო ღონისძიების მოწყობისთვის. პლანეტარიუმში შესაძლებელია დაეტიოს 10-12 ადამიანი ან მეტი გააჩნია მის ზომას.
პლანეტარიუმის ნიმუშები: https://www.youtube.com/watch?v=610EWxqWozw
https://www.youtube.com/watch?v=4Qn5uVhcglY
https://www.youtube.com/watch?v=7oycoW3Nx_U

Sustainability:

რითია უპირატესი გუმბათის მსგავს ეკრანზე გამოსახულების ყურება ბრტყელ ეკრანზე ყურებისგან. გუმბათის მსგავსი, რელიეფური ზედაპირი კოსმოსური გაშლილი სივრცის ანალოგიურ ეფექტს ქმნის და ვიდეოს ყურების დროს მაყურებელი ცოცხლად განიცდის ამაღლევებელ ფრენას და მოძრაობას კოსმოსის უწონადო მდგომარეობში. ადამიანი გამოირჩევა ბინოკულარული ხედვის სისტემით რაც გულისხმობს სიბრცობრივ აღქმას. თანამედროვე მაყურებელი გაიზარდა და მას ხშირად აღარ აკმაყოფილებს ჩვეულებრივ ეკრანზე ყურების ესთეტიკური სიამოვნება, მით უფრო ეკრანზე ყურება დიდი ხანია აღარ არის ფუფუნება. მობილური, პლანშეტი და ლეპტოპი ხშირად ანაცვლებს დიდ ეკრანზე ყურების სიამოვნებას. პლანეტარიუმის გუმბათისებრი სივრცე სრულიად სხვა ახალ, მძაფრ შეგძნებებს და ყურების რეალისტურ განცდას პირდება მაყურებელს, მით უფრო არამხოლოდ რეგიონებში არამედ დედაქალაშიც მცხოვრები ადამიანები ხშირად მოწყვეტილები არიან მსგავს სანახაობას.
პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა: პროექტორი, დინამიკები, სფეროსებრი სარკე, გასაბერი პლანეტარიუმი, და ,,ვენტილატორი’’.
პროექტი უპირველეს ყოვლისა გათვლილია ბავშვებზე, მოზარდებზე და სტუდენტებზე.
პროექტი გრძელვადიანია. ის არ გაგრძელდება სამი თვე ან ნახევარი წელი. ჩვენი მიზანია უკვე შეძენილი ნივთების შემდეგ სხვადასხვა კონკურსებში მივიღოთ მონაწილეობა რომ რეგიონებში გამგზავრება შევძლოთ და სახალისო ფერადი საღამო მოვუწყოთ სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს. ვუჩვენოთ ფილმები და მოვაწყოთ დისკუსიები. ვიმედოვნებთ რომ პლანეტარიუმით დაინტერესებას გამოთვქვამენ სხვადასხვა ორგანიზაციები და შევძლებთ პროექტის განვითარებას.
დაგეგმილია ასევე პროექტს რეგულარული სახე მივცეთ და როგორც მუდმივმოქმედი კაფე შევარჩიოთ ადგილი პლანეტარიუმისთვის. ასევე რეგიონებში არსებული მყარი კონტაქტები გამოვიყენოთ, იმისთვის, რომ რეგიონებშიც ჩამოყალიბდეს მსგავსი ცენტრები და სიახლე შევიტანოთ განათლების, სოციალურ და გენდერულ აქტივობებში.
პლანეტარიუმით ფილმების ჩვენებას ვგეგმავთ: მოსწავლე ახლგაზრდობის სასახლეში, მწერლის სახლში, ნორჩ ჰუმანიტართა სკოლაში (თსუ), ბიბლიოთეკის მკითხველთა კლუბებში, სკოლებში, რეგიონებში: მოსახლეობასთან შეხვედრა

Equal gender opportunity:

პროექტში ჩაერთვებიან მოხალისეები, როგორც მოზარდები დამხმარეებად, ასევე ზრდასრული სხვადასხვა ასაკის ადამიანები ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ ადამიანთან. დავიცვათ გენდერული ბალანსი და მაქსიმალური აქტივობისკენ მოვუწოდოთ საზოგადოებას,და ავამაღლოთ ცოდნა დედამიწის ბუნებრივი რესურსების და კოსმოსის შესახებ.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
projector

UNIC UC-46

amazon.com

amazon.com

44444444
550,00 ₾
spherical mirror

Se-Kure Domes & Mirrors ONV-180-26 Half Dome Mirror, 26" Diameter

amazon.com

amazon.com

44444444444
90,00 ₾
Mobile, portable planetarium

გასაბერი პლანეტარიუმი,

AMAZON.COM , alibaba.com ...

AMAZON.COM , alibaba.com

44444444
2 700,00 ₾
speaker

Edifier R1280T Powered Bookshelf Speakers

amazon.com

amazon.com

4444444444
80,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

levanig84@gmail.com სკოლა ოპიზაში, მოვაწყეთ ჩვენება, ტექნიკური პრობლემები გვქონდა, მაგრამ მაინც ჩავატარეთ
Reply
levanig84@gmail.com შვიდი ოქტომბრის ჩვენება https://www.youtube.com/watch?v=86yap8NWxbs
Reply
levanig84@gmail.com 7 ოქტომბერს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოძრავი პლანეტარიუმის პირველი ჩვენება გავმართეთ. 143-ე სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა ნახეს რამდენიმე შორტ ფილმი ეკოლოგიის და კოსმოსის შესახებ. ღონისძიებამ წარტამებით ჩაიარა მალე სხვა ჩვენებებსაც გავმართავთ.
Reply
levanig84@gmail.com კვირის ბოლოს ვგეგმავთ ღონისძიების ჩატარებას.
Reply
levanig84@gmail.com სიმძლავრის რეგულატორი რომელიც საჭიროა არსებული ჰაერის კომპრესორისტვის არ არის ერთადერთი საშუალება. გარდა ამისა სხვა ალტერნატივებიც არის და დღეს რამდენიმე ვარიანტი განვიხილეთ
Reply
levanig84@gmail.com დღეს გენერალური ტესტი ჩავატარეთ შევარჩიეთ სხვა პროექტორი და ფილმები. ჩვენებამ კარგად ჩაიარა მკვეთრი ფოკუსირებული გამოსახულება მივიღეთ. მალე გვექნება სიმძლავრის რეგულატორი, რომელიც აუცილებელია ამ ჰაერის კომპრესორისთვის.
Reply
levanig84@gmail.com დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, მთლიანი სისტემა და პლანეტარიუმი დავტესტეთ გავბერეთ ავაწყეთ სისტემა გავითვალისწინეთ რამდენი სკამი დაგვჭირდება და სხვა დეტალები. ყველაფერი იდეალურად მუშაობს, ფილმების და საჭირო მოდელის პროექტორის მოძიება მიმდინარეობს.
Reply
levanig84@gmail.com after effect-ის მეშვეობით საჭირო ეფექტი შევქმენით რაც ამ ტიპის ფილების ფორმატისთვის არის განკუთვნილი, საჭიროა ეხლა რეალურ განზომილებაში მისი დატესტვა. პარალელურად ვმუშაობთ მეორე ფილმის ეფექტის ფორმატის შექმნაზე.
Reply
levanig84@gmail.com ორივე ფილმის თარგმნა და სტუდიაში ხმის ცაწერა დასრულებულია, ეხლა საჭიროა ეს ხმა დავადოთ ფილმებს და დავამონტაჟოთ. პარალელურად after effect-ის მეშვეობით ფილმებს საჭირო ფორმატში ვაკონვერტებთ.
Reply
levanig84@gmail.com ერთი ფილმი ვთარგმნეთ ამჟამად მიმდინარეობს გახმოვანება, პარალელურად მეორე ფილმს ვთარგმნით.
Reply
levanig84@gmail.com პლანეტარიუმში ჩვენებისთვის მოძიებულია რამდენიმე ათეული ფილმი. ვიწყებთ ფილმების დუბლირებას ქართულ ენაზე.
Reply
levanig84@gmail.com გამოწერილი პლანეტარიუმი ჩამოგვივიდა თავის აქსესუარებით. მალე გავტესტავთ. მოლაპარაკებები გვაქვს სხვადასხვა ორგანიზაციასთან ჩვენებებთან დაკავშირებით.
Reply